იპოთეკური სესხი

ვის ეხება იპოთეკური სესხის სუფსიდირება?

  • ივნისი 28, 2020
  • 2 წუთის საკითხავი
  • 5714 წაკითხულია

საქართველოს მთავრობა 2020 წლის ივნისიდან აღებული იპოთეკური სესხის პროცენტს დაასუბსიდირებს. გიორგი გახარიას მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, ბექა ლილუაშვილი განმარტავს, რომ სუბსიდია შეეხება საპროცენტო განაკვეთს 4 პროცენტს. მისივე განცხადებით, პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია.

“მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი — 4 პროცენტის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში 7 პროცენტამდე შემცირდება. ეს არის ისტორიული მინიმუმი. არასოდეს ლარში აღებულ სესხზე ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა”, — ამბობს ლილუაშვილი.

    რა პირობებია და ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდია

  • სუბსიდია შეეხება მათ, ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღო სესხი;

  • სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება — 4%;

  • სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განაახლებს თუ ასცდა

  • სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.

  • სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას;

  • სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში;

საქართველოს მთავრობა იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტს დაასუბსიდირებს. ამის შესახებ დღეს, 28 მაისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, სუბსიდია შეეხება ყველა იმ იპოთეკური სესხის კონტრაქტს, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის განმავლობაში.

“ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე. ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გვერდით დავუდგებით და მივეხმარებით იმ მოქალაქეებს, რომლებიც გადაწყვეტენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას”.

ოპოთეკური სესხების  სანახავად დააჭირეთ აქ

პოთეკური სესხების გარანტია – 14 მლნ ლარი

სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის ოდენობის 20 პროცენტის ოდენობით. გარანტიის ვადა ამ შემთხვევაშიც 5 წელი იქნება და 2020 წლის პირველი ივნისიდან 31 დეკემბრამდე აღებულ სესხებს შეეხება.

ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ თანამონაწილეობა იყოს 10 პროცენტ

დევნილი ოჯახებისთვის 3-ჯერ მეტი ბინის ყიდვა – 150 მლნ

სახელმწიფო დეველოპერების დასახმარებლად დევნილი ოჯახებისთვის 3-ჯერ მეტ ბინას იყიდის. 1,8 ათასი ბინისთვის 150 მლნ ლარს გამოყოფს. საშუალოდ, ერთ ბინა 83 ათასი ლარი დაჯდება.

მთავრობა ბინის ყიდვას აუქციონის საშუალებით გეგმავს, სადაც 1 კვადრატული მეტრის ფასი 1 700 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

მიმდინარე მშენებლობების დაზღვევა – 200 მლნ ლარი

სახელმწიფო კომპანიების მისცემს გარანტიას, რომ თუ ისინი საცხოვრებელი ფართის 30%-მდე ნაწილს ვერ გაყიდიან, ის თავად იყიდის ამ ქონებას. ეს ვალდებულება სახელმწიფოზე გარანტიის გაცემიდან სამი წლის ვადით ვრცელდება.

ამ შემთხვევაშიც 1 კვადრატული მეტრის ფასი 1 700 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ავტორი მამუკა გოგუაძე

ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც მუშაობს იმისათვის, რომ მოგაწოდოთ რაც შეიძლეა მეტი და ხარისხიანი ინფორმაცია, რათა თქვენ შეძლოთ საკუთარი ფინანსების უკეთ მართვა.

გააზიარეთ
5714 წაკითხულია
ბოლოს განახლებული ივნისი 28, 2020

კომენტარი

საინტერესო თემები