• მთავარი
  • არის თუ არა ფულის სახლში შენახვა უსაფრთხო?

არის თუ არა ფულის სახლში შენახვა უსაფრთხო?

ფულის დაზოგვის მსოფლიოში გავრცელებული უძველესი გზა

რომელ ჩვენგანს არ გვქონია პატარა საწყობი სუვენირებისა და მონეტების შესაგროვებლად? ფულის შენახვა ე.წ. „მუთაქებსა“ და „მატრასებში“ ფულის დაზოგვის უძველესი ხერხია, რომელიც გავრცელებული იყო მთელ მსოფლიოში, იმ პერიოდში ვერავინ იფიქრებდა ბანკის არსებობას, რომ აღარაფერი ვთქვათ შემნახველ ანაბარზე.

ცხადია, ბევრი ხანდაზმული პიროვნება და პენსიონერი დღესაც კი ამ გზით ცდილობს ფულის დაგროვებას, ვინაიდან ამჟამინდელ ფინანსურ სამყაროში გზის გაკვლევა და საბანკო ანგარიშები მათთვის გაუგებარია.

თუმცა, ახალგაზრდებისთვის და მოზარდებისთვის ეს ყველაფერი ნაცნობია და მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში აქტიურად გამოიყენება თანხის დაზოგვის თანამედროვე მეთოდები.

Financer.com/ge – ის გუნდი ეცდება გაგცეთ კითხვაზე პასუხი – ბანკში სჯობს ფულის დაზოგვა თუ სახლში, და მოგცეთ მნიშვნელოვანი ფინანსური რჩევები.

ფულის შენახვა სახლში თუ ბანკში – რისკები და უპირატესობები

ბევრი ფინანსური მრჩეველი მხარს უჭერს იდეას, რომ თანხის ბანკში შენახვა ბევრად უსაფრთხო და მომგებიანია, ვიდრე სახლში დადება.

მიუხედავად ამისა, თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენი ფულის შესანახად ბანკი არ არის საკმარისად უსაფრთხო ადგილი;
Financer.com დაგეხმარებათ პასუხი გასცეთ კითხვას – უნდა შევინახოთ თუ არა ჩვენი ფული და დანაზოგები სახლში?

თქვენი საწოლი არ არის საუკეთესო ადგილი დანაზოგის შესანახად, (განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდი მოცულობის თანხის შენახვა გჭირდებათ), რადგან;

  • არ არის უსაფრთხო: სახლში შენახული ნაღდი ფული არის ძალიან ბევრი რისკისგან დაუცველი – ხანძრის ან/და ქურდობის შემთხვევები თქვენს დანაზოგს რისკის ქვეშ აყენებს; გარდა ამისა, შესაძლოა თქვენმა პატარა შვილმა იპოვოს და გამოიყენოს ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად, ან, შეიძლება, თქვენმა მოზარდმა შვილმა ჩათვალოს, რომ პარასკევის ხარჯებისთვის ფულის დამატება არ უნდა იყოს ცუდი იდეა. არსებობს იმის რისკიც, რომ თქვენს სახლში მომუშავე ადამიანმა „ხელს წააყოლოს“ თქვენი დანაზოგი და გაქრეს სამუდამოდ.

სადაზღვევო პოლისების უმეტესობა არ აზღვევს სახლში შენახულ ფულის დაკარგვის რისკს. ბანკი, როგორც წესი, ყველაზე უსაფრთხო ადგილია თქვენი დანაზოგის შესანახად – მთავარი მიზეზი არის ის, რომ თქვენი საბანკო დანაზოგი ყოველთვის დაცულია.

  • მისი ღირებულება არ იზრდება (უფრო მეტიც, იკლებს): თქვენს დანაზოგს არ ერიცხება სარგებელი, უფრო მეტიც, დროთა განმავლობაში თქვენი ფული კარგავს ღირებულებას, თქვენს „მატრასებში“ შენახული ფული დროთა განმავლობაში კარგავს ღირებულებას;
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტანდარტულ შემნახველ ანგარიშზე საპროცენტო სარგებელი 1% -ზე ნაკლებია, თანხის ანგარიშზე შენახვა მაინც გონივრულია, რადგან 1% -იანი სარგებლის დარიცხვა ყოველთვის სჯობს 0% -იან სარგებელს, ანუ არავითარ სარგებელს – სახლში შენახულ დანაზოგს კი არავითარი სარგებელი არ არიცხება.
როგორც ვთქვით, სახლში შენახული ფული დროთა განმავლობაში კარგავს კიდევაც ღირებულებას, რას ნიშნავს ეს? ისტირიულად, ინფლაცია ყოველ წელს დაახლოებით 3%-ით იზრდება, ანუ ყოველ წელს ფასების დონის საერთო ზრდა ამ მაჩვენებელს უტოლდება – ფული ნელ-ნელა კარგავს მსყიდველობითუნარიანობას. მზარდი ინფლაციის ფონზე თქვენმა დანაზოგმა რომ შეინარჩუნოს ღირებულება აუცილებელია ფულის რაიმე სახით ინვესტირება, სადაც თქვენს ფულს ექნება გაზრდის საშუალება დარიცხული სარგებლის სახით;
  • ხელს უწყობს არარაციონალურად ხარჯვას: ბევრ ანაბარს აქვს მასზე შეტანილი დანაზოგის განაღდების ლიმიტი, შეზღუდულია თანხის გამოტანის პერიოდები, ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს როცა მოგინდებათ თანხის განაღდება, შეიძლება ვერ შეძლოთ ეს – სწორედ ეს არის ანაბარზე თანხის დაზოგვის ერთ-ერთი დადებითი მხარეც – ხელს გვიშლის ჩვენი დანაზოგი ვხარჯოთ არარაციონალურად; სახლში შენახული ფული არის ნაღდი სახით, მისი აღება და დახარჯვა ნებისმიერ დროს ძალიან მარტივად შეგვიძლია, უფრო მეტიც, როცა ვიცით, რომ სახლში, ჩვენთან ახლოსვე გვაქვს ფული, ეს სიტუაცია ძალაუნებურად გვიბიძგებს არაგონივრული ხარჯვისკენ.

როგორ მოვძებნოთ უსაფრთხო ადგილი ფულის შესანახად?

პირველ რიგში, დაგჭირდებათ საბანკო ანგარიშის გახსნა; ასევე შეგიძლიათ ცალკე შემნახველი ანგარიშის გახსნა და თანხის ანაბარზე შეტანა, სადაც თქვენს დანაზოგს დაერიცხება სარგებელი – ეს არის თანხის ინვესტირების ერთ-ერთი კარგი ვარიანტი.

ბანკების უმეტესობა ანგარიშის გახსნას გვთავაზობს უფასოდ. შეგიძლიათ ეწვიოთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ბანკს, გახსნათ ანგარიში და დაიწყოთ თქვენი თანხის ანგარიშზე დაგროვება, ამ გზით თქვენს თანხას აზღვევთ დაკარგვის/მოპარვის რისკსისგან.

გარდა ამისა, არსებობს მრავალი სახის შემნახველი ანაბარი, რომლის მიზანიც სწორედ თანხის უსაფრთხოდ შესანახა და დაზოგვაა; თუ გრძელვადიან შემნახველ ანგარიშზე შეიტანთ თანხას, თქვენს ანაბარს დაერიცხება უფრო მეტი სარგებელი (საპროცენტო განაკვეთი).

ფულის დაზოგვის უპირატესობები

ჩვენ ყველას გვჭირდება დამატებითი ფული ე.წ. “შავი“ დღისთვის; ხშირად, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში თავს იჩენს მოულოდნელი ხარჯები, რომელთანაც გამკლავება რთულ ფინანსურ სიტუაციაში გვაყენებს, ფულის დაზოგვის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაც სწორედ ისაა, რომ დაუგეგმავი ხარჯებისთვის დამატებითი თანხების მოძიება და სესხის სახით ვალების აღება აღარ გვიწევს, გადანახული ფულით ჩვენვე შეგვიძლია გავუმკლავდეთ რთულ ფინანსურ სიტუაციებს.

ექსპერტები გვირჩევენ, რომ დანაზოგის სახით ყოველთვის გვქონდეს მინიმუმ უახლოესი 3 თვის რეზერვი, კვლევების მიხედვით, ამერიკელთა 44% არ აქვს დანაზოგი მოულოდნელი ხარჯების დასაფარად.

200+ სუპერ ხრიკი – როგორ დავზოგოთ მეტი ფული

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე

Financer კონფიდენციალურობის პარამეტრები

ფინანასტერის გამოყენებით თქვენ აღიარებთ ჩვენს პირობებს, ასევე ჩვენს მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვიყენებთ Cookies- ს ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების ანალიზისა და მონიტორინგისთვის. გარკვეული Cookies მოითხოვს თქვენს აქტიურ თანხმობას, რათა ჩვენთვის შეგროვილი მონაცემები შევიტანოთ. თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ საკუთარ თავს მესამე მხარის მომსახურების შესახებ, ასევე ვიყენებთ თქვენს თანხმობას ნებისმიერ დროს ჩვენს Cookie- ში.

Facebook მარკეტინგი

SEO Solutions Ltd. (ჩვენ), როგორც პროვაიდერი financer.com-ის ვიყენებთ Facebook-Pixel ხელი შეუწყოს ჩვენი შინაარსი და მომსახურება ჩვენს სტუმრებს Facebook- ზე, ასევე აკონტროლოთ შედეგები ამ მარკეტინგული საქმიანობის. ეს მონაცემები ჩვენთვის ანონიმურია და მხოლოდ სტატისტიკურ მიზნებს ემსახურება. Facebook- ს შეუძლია Facebook- ის Pixel- ისგან მიღებული Facebook- ის (სახელი, ელ.ფოსტა და ა.შ.) შეთავსება და გამოიყენოს ეს საკუთარი სარეკლამო მიზნებისათვის. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ და აკონტროლოთ Facebook მონაცემები თქვენი Facebook კონფიდენციალურობის პარამეტრებიში.