11 მავნე ჩვევა, რომელიც ხელს გვიშლის ფინანსურ სტაბილურობაში

წუთზე ნაკლები

ყველამ ვიცით, რომ იმპულსური შესყიდვისას ვერ ვაცნობიერებთ იმას, თუ რამდენად გვჭირდება ამა თუ იმ ნივთის შეძენა, იმპულსური სწორედ ამიტომაც ჰქვია, ხოლო ის განცდა, რომელიც ვგეუფლება სუპერმარკეტიდან დაბრუნების შემდეგ, ალბათ ყველასთვის ნაცნობია – მოგვიანებით ვხვდებით, რომ შესყიდული პროდუქტებიდან ბევრი რამ ზედმეტია და არც ისე სწორი გადაწყვეტილება იყო.

მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ახასიათებთ მსგავსი მავნე ჩვევები, რომელთა გამოც უჭირთ ვალებისგან თავის დაღწევა და მდგომარეობის გაუმჯობესება. დაფიქრდით, თქვენც ხომ არ გახასიათებთ ეს ჩვევები:

1. დიდ თანხას ხარჯავთ ბარებსა და ალკოჰოლში

მეგობრებთან ერთად გასართობად და ბარში ლუდის დასალევად საბაბის პოვნა მარტივია, ქართველებს ღვინის დიდი კულტურა გვაქვს, გვიყვარს დალევა, ხშირად, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი, ამიტომ საკმაოდ რთულია თავი აარიდო დალევას მეგობრების გარემოცვაში ყოფნისას.

თუ თქვენს ცხოვრებაში სმგავსი გართობა ხშირია, ეს უარყოფითად მოქმედებს მოკლე ვადაში თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, ხოლო გრძელ ვადაში – ჯანმრთელობაზე.

ბარებსა და კლუბებში ხშირად სიარულმა შეიძლება გაზარდოს სამედიცინო ხარჯებიც, ცხადია უარი არ უნდა თქვათ მეგობრებთან ერთად გართობაზე, თუმცა თუ გსურთ, რომ თქვენი პირადი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ სასმელის რაოდენობა.

2. გიყვართ ყავა და სიგარეტი

ყავა და სიგარეტი ნიკოტინს შეიცავს, რომელიც ჯანმრთელობას ვნებს, ისიც ცნობილია, რომ ადამიანებს ყავისა და სიგარეტის მიმართ დამოკიდებულება უჩნდებათ და უჭირთ მასზე უარის თქმა, სწორდ ამიტომ, სიგარეტის მოწევა და ყავის დალევა არის ის მავნე ჩვევები, რომლებსაც დღესდღეობით ბევრი ებრძვის.

თუ გსურთ ისიამოვნოთ ყოველდღე 1 ჭიქა ყავით, არ არის აუცილებელი რომ ყავა შეიძინოთ Antre-ში, Dunkin Donuts-ში ან Starbucks-ში, ცხადია, ასეთ სწრაფი კვების ობიექტებში ყავა საკმაოდ ძვირია, საკუთარი ხელით მომზადებული ყავა კი ბევრად იაფია და გრძელვადიან პერიოდში საგრძნობლად დიდი თანხის დაზოგვაც შეიძლება.

3. სრულად ხარჯავთ თქვენს შემოსავალს

ხელფასის თარიღის მოსვლამდე წინა ხელფასიდან რა რაოდენობის თანხა გრჩებათ? როგორც წესი, ჩვენს შემოსავალს თითქმის სრულად ვხარჯავთ მომდევნო ხელფასის ჩარიცხვის თარიღამდე, ეს მართლაც ძალიან ცუდი ჩვევაა, რადგან არ ვითვალისწინებთ მოულოდნელად გამოჩენილ გადაუდებელ ხარჯებს, შესაბამისად ასეთ სიტუაციებში გვიწევს სესხის აღება და ფინანსური მდგომარეობის გაუარესება.

აქედან გამომდინარე, გირჩევთ, ისარგებლოთ შემნახველი ანაბრით,  რომლის საშუალებითაც შეძლებთ, შეინახოთ ყოველთვიური დანაზოგი.

4. ხშირად იხდით ნაღდი ანგარიშსწორებით

გახსოვთ თუ არა სად და რამდენი დახარჯეთ გუშინ? ბოლო 2 დღეში? წინა კვირის განმავლობაში? ბევრი ჩვენგანი მხოლოდ თვის ბოლოს ამოწმებს არსებულ ბალანსს და შემდეგ არკვევს, რატომ და სად დახარჯა ამდენი თანხა.

თუ არ სარგებლობთ საბანკო ბარათით და ყოველდღიურად სარგებლობთ ნაღდი ანგარიშსწორებით, ასეთი გადახდები არ ფიქსირდება თქვენს საბანკო ანგარიშზე და, შესაბამისად, საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს მისი კონტროლი, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სწრაფ ტემპს.

თუ ბიუჯეტით აკონტროლებთ თქვენს ხარჯებსა და შემოსავლებს, საკუთარი ფინანსური ტრანზაქციების კონტროლი ბევრად მარტივია საბანკო ბარათით გადახდის დროს, რადგან შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თანხის გასვლასა და შემოსვლას როგორც სმს, ასევე ონლაინ ბანკინგის საშუალებით.

უპირველესად, შეძლებთ, დააკვირდეთ და გააანალიზოთ თუ სად დახარჯავთ ფულს, შედეგად კი შეძლებთ აღმოაჩინოთ უმიზნოდ დახარჯული თანხები და ეცადოთ მომავალ თვეში შეცვალოთ ეს ცუდი ჩვევა,  ასე რომ, გადაიხადეთ საბანკო ბარათით, აკონტროლეთ საფულე და მოახდინეთ თქვენი ხარჯების ოპტიმიზაცია.

5. ძვირადღირებული სესხის ხელშეკრულებები

ხშირად არის შემთხვევა, როდესაც გვაქვს წლების წინ აღებული სესხი და კვლავ გვიწევს ამ სესხების დაფარვა, ასეთ შემთხვევაში გონივრულია სესხის რეფინანსირება, რაც გულისხმობს ახალი დიდი მოცულობის სესხის აღებას ძველი სესხების გადასაფარად, ანუ შინაარსეობრივად – ძველი სესხების ერთი ახალი სესხის ქვეშ გაერთიანებას. რატომ არის გონივრული ეს გზა? იმიტომ რომ ზოგავთ თანხას საპროცენტო განაკვეთებში!

სესხის რეფინანსირების ძირითადი მიზანი არის ის, რომ ახალი სესხი უფრო იაფია, ვიდრე მანამდე არსებული ვალდებულებები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეფინანსირების სესხის ყოველთვიური საპროცენტო გადასახადი უფრო დაბალია, ვიდრე ერთად აღებული ძველი მცირე სესხების ყოველთვიური გადასახადები.

იმის გამო, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი უფრო დაბალი იქნება, რეფინანსირება საშუალებას მოგცემთ შეამციროთ ხარჯები!

6. გაუთვალისწინებელი ხარჯები

ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში არაერთი მოულოდნელი ხარჯი იჩენს თავს, თუმცა როცა ეს ხარჯები დიდ თანხებს აღწევს, ამ დროს ჩვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება და ერთადერთი გამოსავალი სესხის აღება რჩება.

მოულოდნელად სახლში ტექნიკა გაფუჭდა, ან ავტომობილს ნაწილი დაუზიანდა, კბილი აგვტკივდა და აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი – თქვენ როგორ უმკლავდებით მსგავს გაუთვალისწინებელ და მოულოდნელ ხარჯებს?

თუ არ გაქვთ დანაზოგი და დამატებითი თანხის მისაღებად სესხს უნდა მიმართოთ, ნუ გადადგამთ ამ ნაბიჯს დაუფიქრებლად! აუცილებლად შეადარეთ სესხის შემოთავაზებები ერთმანეთს და აირჩიეთ ყველაზე იაფი სესხი – ამ გზით რამდენიმე ასეული ლარის დაზოგვასაც კი შეძლებთ, ამასთანავე, თუ თვლით, რომ 30 დღის განმავლობაში შეძლებთ სესხის დაფარვას, აუცილებლად გამოიყენეთ შანსი და მიმართეთ 0%-იან, ანუ უფასო სესხს.

მოულოდნელი ხარჯებისთვის ერთ-ერთი კარგი ვარიანტია საკრედიტო ბარათი, რომელზეც წინასწარ გაქვთ დამტკიცებული სესხის ლიმიტი და ნებისმიერი გადაუდებელი საჭიროების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ.

7. ხშირად სტუმრობთ სწრაფი კვების ობიექტებს

ერთ-ერთი ცუდი ჩვევა, რომელიც თითქმის ყვეალას გვახასიათებს, არის სწრაფი კვების ობიექტებში ჭამა. ყოველდღიურად სწრაფი კვების ობიექტებში ჭამა არა მხოლოდ ძვირი, არამედ არაჯანსაღია. ბევრად დაბალბიუჯეტიანი და ჯანსაღი გადაწყვეტილებაა საკვების სახლიდან ტარება ან ბოსტენულითა და ხილით წახემსება.

ამ გზით, იცით, თუ რას ჭამთ და იცით, რომ არ იკვებებით არაჯანსაღად, ამავე დროს, თავიდან აიცილებთ პოტენციურ ჯანმრთელობის პრობლემებს მოკლე და გრძელვადიან პერიოდში.

ყველაზე გავრცელებული მიზეზი, თუ რატომ ვსტუმრობთ სწრაფი კვების ობიექტს, არის დროის ნაკლებობა, თუმცა თუ სახლში ნახევარ საათს მაინც დაუთმობთ სამუშაოზე წასაღებად საკუთარი საჭმლის გამზადებას, ნახავთ რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად აისახება როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე ფინანსურ მდგომარეობაზე.

8. არ სარგებლობთ დაზღვევით

ავტო დაზღვევა აუცილებელია ზედმეტი ხარჯების თავიდან ასარიდებლად, ნახეთ საუკეთესო ავტოდაზღვევა აქბევრ მომხმარებელს ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება – მართლაც ანაზღაურებს თუ არა მიყენებულ ზარალს დაზღვევა.

ცხადია, ყველაფრის დაზღვევა დიდ ფინანსებ მოითხოვს, თუმცა აუცილებელია დააზღვიოთ ის ტექნიკა და საჭირო აქტივები, რომელთა დაზღვევაც დიდ ხარჯებს აგარიდებთ თავიდან, მაგალითად, ავტომობილის დაზღვევა საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილებაა, რადგან არ ვიცით როდის და რა მოხდება ტრასაზე, რადგან ჩვენს გარშემო კიდევ მილიონობით მანქანა მოძრაობს.

თუ სადაზღვევო პოლისის შეწყვეტა მოგინდებათ, შეგიძლიათ მოგვიანებით გააუქმოთ დაზღვევის პაკეტი, ამიტომ მოიშორეთ ცუდი ჩვევა და სადაზღვევო დაფარავს თქვენს ზარალს.

9. ვერ აკონტროლებთ იმპულსურ შესყიდვებს

შესყიდვა, შოპინგი, სახიდლებზე სიარული

თანხის დასაზოგად საუკეთესო რჩევა – შეამცირეთ იმპულსური შესყიდვები, მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია ყოველდღიურად ჩვენი შესყიდვების კონტროლი, მაინც შეგვიძლია ვმართოთ ჩვენი ვიზიტი სუპერმარკეტში, როგორ? საუკეთესო გზაა მარკეტში წასვლამდე საყიდლების სიის შედგენა და დახლიდან მხოლოდ იმის აღება, რაც სიაში გვიწერია – აუცილებელია, არ აჰყვეთ ცდუნებას და არ “გადაუხვიოთ” თქვენს სიას… უახლოეს დღეებში საყიდლებზე წასვლას თუ გეგმავთ, სცადეთ ეს გზა და ნახავთ, რამდენად გაამართლებს!

კიდევ ერთი ეფექტური გზა იმპულსური შესყიდვების საკონტროლებლად არის საფულის სახლში დატოვება და საყიდლებზე მხოლოდ იმ რაოდენობის თანხის წაღება, რამდენიც დაახლოებით ეყოფა საყიდლების სიას.

ამ გზით გექნებათ შეზღუდული რაოდენობის თანხა, იძულებული იქნებით შეიძინოთ მხოლოდ საჭირო პროდუქტი და აკონტროლოთ ხარჯები.

იმპულსური შესყიდვები და ჭარბი მოხმარება – რა უნდა ვიცოდეთ?

10. უხარისხო პროდუქციის შეძენა

ხშირად გაგვიგია, რომ ტექნიკისა და ტანსაცმლის ფასდაკლებაზე შეძენა კარგი გამოსავალია, თუმცა, ეს ყოველთვის არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება! აუცილებელია დაფიქრდეთ, ღირს თუ არა თანხის გადახდა თუნდაც ფასდაკლების დროს.

ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ პროდუქტებს, რომელთა შეძენა დიდი ხანია გსურთ. ფასდაკლებული პროდუქტები, (განსაკუთრებით ტექნიკა), როგორც წესი, სწრაფად გამოდის მწყობრიდან, ამიტომ შესაძლოა, უკეთესი გადაწყვეტილება იყოს ოდნავ მეტი ფულის გადახდა და უკეთესი ხარისხის პროდუქტის შეძენა, ვიდრე იაფი მოდელის, რომელიც მოგემსახურებათ მოკლევადიან პერიოდში.

რა თქმა უნდა, პროდუქტის მომსახურების/სიცოცხლის ხანგრძლივობას 100% სიზუსტით ვერ იწინასწარმეტყველებთ, თუმცა შეძენამდე აუცილებელია გაითვალისწინოთ ეს ფაქტორიც.
____

დაიწყეთ საკუთარ თავზე მუშაობა, თავიდან აიცილეთ ეს 11 ცუდი ჩვევა და გააუმჯობესეთ არა მხოლოდ  თქვენი ფინანსური მდგომარეობა, არამედ ჯანმრთელობაც!

×

გთხოვთ, შეაფასოთ 11 მავნე ჩვევა, რომელიც ხელს გვიშლის ფინანსურ სტაბილურობაში

  • შეფასება
  • მიმოხილვა
  • ატვირთვა

შეფასება

How would you rate 11 მავნე ჩვევა, რომელიც ხელს გვიშლის ფინანსურ სტაბილურობაში services and products?

უკან

მიმოხილვა

როგორ შეაფასებდით კომპანიის მომსახურებას? წააწყდით თუ არა რაიმე პრობლემას? რამდენად გაამართლა კომპანიამ თქვენი მოლოდინები? გაგვიზიარეთ ყველა დეტალი, გვინდა ვიცოდეთ - კარგიც და ცუდიც!

ატვირთვა

1 ნაბიჯი დაგრჩათ კომენტარის ატვირთვამდე

მეილით შესვლა
ახალი პროფილის შექმნა
 თქვენი შეფასება ახლა ქვეყნდება. გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი ელ.ფოსტა და დააჭირეთ დადასტურების ბმულს.