12 რამ, რაც უნდა იცოდეთ სესხის აღებამდე

სანამ სესხის აღებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რათა სესხის აღება უარყოფითად არ აისახოს თქვენს პირად ფინანსებზე.

ჩვენ გვინდა, გირჩიოთ, როგორ იმოქმედოთ სწორად სესხის აღებისას და დაგეხმაროთ გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში. ესეც ასე, ჩვენი რჩევები:

1. კარგად წაიკითხეთ სესხის პირობები

რა არის სწრაფი სესხი ? რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?  დარწმუნდით, რომ ამომწურავად გესმით კრედიტის პირობები, თუ ფიქრობთ, რომ რაღაცები გაუგებარია აუცილებლად მიმართეთ სესხის ოფიცერს ან კრედიტორი კომპანიის წარმომადგენელს და სთხოვეთ, თქვენთვის გასაგებად აგიხსნათ  სესხის ხელშეკრულების პირობები;

ალბათ, გსმენიათ ე.წ. ‘დაფარული’ გადასახადების შესახებ, ეს ის ხარჯებია, რომელთა შესახებაც, როგორც წესი, სესხის აღებისას არ გვესაუბრებიან და სესხის აღების შემდეგ აღმოვაჩენთ ხოლმე;

თუ ხელშეკრულებას ბოლომდე არ გაეცნობით და მხოლოდ ზედაპირულად გადაავლებთ თვალს, სესხის აღების შემდეგ აღმოაჩენთ, რომ იხდით იმაზე მეტ თანხას, ვიდრე გეგონათ; ყოველთვის გახსოვდეთ, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებას მაშინ, როცა არ გესმით ხელშეკრულების პირობები.

2. შეადარეთ, შეადარეთ, შეადარეთ!

საკრედიტო ბაზარზე არსებობს ძალიან, ძალიან ბევრი კომპანია, რომლებიც გასცემენ სესხებს: როგორც საბანკო დაწესებულებები, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ამ კომპანიებს ყველა ვიცნობთ! ცხადია, თქვენც გაინტერესებთ, რომელი კრედიტორის სესხია ყველაზე იაფი?

გირჩევთ, სესხის აღებამდე შეადაროთ სხვადასხვა შემოთავაზება ერთმანეთს და აირჩიოთ ის, რომელსაც აქვს ყველაზე კარგი პირობები, სამწუხაროდ, ბევრი მსესხებელი არ ითვალისწინებს ამ რჩევას და იღებს ყველაზე ძვირ სესხს!

აუცილებელია, შეადაროთ სესხის შემოთავაზებები და აიღოთ ის სესხი, რომელიც ყველაზე მეტად ერგება თქვენს ფინანსურ საჭიროებებს, დააკვირდით სესხის ვადებს და სესხის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს, დაფიქრდით, სწრაფი სესხის აღება გსურთ თუ სამომხმარებლო სესხის? ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და დარწმუნდით, რომ სესხის პირობები თქვენს ფინანსურ მდგომარეობას შეესაბამება.

რას იტყვით 0%-იან სესხზე? ნახეთ ვრცლად უპროცენტო სესხის შესახებ!

3. ნუ ისესხებთ თუ არ გაქვთ სტაბილური შემოსავალი

თუ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი არასტაბილურია ან დიდია ალბათობა, რომ მომავალ თვეებში შემოსავალი შეგიმცირდებათ,  გირჩევთ, არ აიღოთ სესხი, გაითვალისწინეთ სხვა ადამიანების შეცდომა და თავიდან აირიდეთ ვალები, რადგან სწორედ ასეთ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილების შედეგად აღმოჩნდნენ ისინი ვალებში და მწვავე ფინანსურ  მდგომარეობაში.

4. ნუ აიღებთ სესხს აზარტული თამაშებისთვის

სესხის აღება კაზინოში ან ტოტალიზატორში თამაშის მიზნით არის ერთ-ერთი ყველაზე არაგონივრული გადაწყვეტილება!
ვიცით, რომ არ არის მარტივი, რთულ ფინანსურ სიტუაციაში გაუმკლავდე ცდუნებას და არ აიღო სესხი, თუმცა გახსოვდეთ, რომ აზარტული თამაშების მიზნით აღებული სესხის თანხა არის დაკარგული, რომელიც დიდი ვალების მომასწავებელია, მსგავს არაგონივრულ ნაბიჯს მივყავართ ე.წ. სესხის მანკიერი წრისკენ, რომელიც გვაიძულებს, კიდევ ავიღოთ სესხი იმ მიზნით, რომ წაგებული თანხა ‘გამოვისყიდოთ’, როგორც წესი, ამ თანხას კვლავ ვაგებთ კაზინოში და შემდეგ ისევ იგივე იწყება, ამ მანკიერი წრისგან თავის დაღწევა ძალიან რთულია, ამიტომ, სანამ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით, გირჩევთ, აკონტროლეთ საკუთარი გადაწყვეტილებები და ნუ აიღებთ სესხს აზარტული თამაშებისთვის!

5. აიღეთ სესხი ოპტიმალური ვადით

აიღეთ სესხი თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური დაფარვის პერიოდით, დაფიქრდით სესხის მოცულობაზეც, რამდენი ლარის სესხის აღება არის ყველაზე ოპტიმალური თქვენთვის და აირჩიეთ, ყველაზე გონივრული პერიოდით.

გაითვალისწინეთ, რაც უფრო გრძელვადიანია სესხის დაფარვის პერიოდი, უფრო მეტი ხარჯის გაღება გიწევთ ყოველთვიურად.

6. როგორია ცხოვრება სესხების შემდეგ?

წარმოიდგინეთ, როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება სესხის აღების შემდეგ? ისეთივე მშვიდი და კომფორტულია, როგორიც სესხის აღებამდე იყო? სესხის გადახდა არ იწვევს თქვენთვის დისკომფორტს?

სესხის აღება გონივრულია მხოლოდ მაშინ, როცა მისი დახმარებით, შესაძლებელია უფრო მეტი თანხის გამომუშავება ან მომგებიანი ინვესტიციის განხორციელება, თუ სრულად აკონტროლებთ თქვენს პირად ფინანსებს და თვლით, რომ საკმარისი შემოსავლები გაქვთ, სესხის გადახდა არ გახდება პრობლემა.

7. შეაფასეთ რისკები

დარწმუნდით, რომ სესხის ხელშეკრულება არ შეიცავს ფარულ ხარჯებს ან ფარულ გადასახადებს, რომლებიც საბოლოოდ სესხს საგრძნობლად აძვირებს. გაითვალისწინეთ სესხის აღება ხშირად დაკავშირებულია ფარულ ხარჯებთან, რომელთა შესახებ, შეიძლება, ინფორმაცია არ გქონდეთ, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება სწრაფ ონლაინ სესხებს.

7 შეცდომა სესხის აღებისას

8. არ დამალოთ ინფორმაცია

კრედიტორების უმეტესობა ითხოვს თქვენი საბანკო ბარათიდან ამონაწერს, რათა დარწმუნდეს, რომ ხართ გადახდისუნარიანი და არ გიფიქსირდებათ დავალიანებები. არ დამალოთ ეს ინფორმაცია და, რაც მთავარია, ნუ აიღებთ ახალ სესხს თუ სარგებლობთ სხვა სესხებითაც.

რამდენიმე სესხის პარალელურად აღების დროს, გაქვთ ჭარბი ვალდებულებები და სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებთ საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას.

9. ობიექტურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები

მოკლევადიანი სესხის აღება მაცდური შემოთავაზებაა, თუმცა, ჩვენ გირჩევთ, რომ რეალისტურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და იფიქროთ იმაზე, თუ რა მოცულობის სესხი შეგიძლიათ დაფაროთ ყოველთვიურად.

ხშირად, ადამიანები, რომლებიც იღებენ სესხს, ოპტიმისტურად აფასებენ თავიანთ ფინანსურ მდგომარეობასა და შემოსავლებს, თვლიან, რომ გადახდისუნარიანები არიან და იღებენ სესხს მათთვის არახელსაყრელი პირობებით, ეს იწვევს ვალდებულებების სიჭარბეს და გადაუხდელი სესხების დაგროვებას, შემდგომ სიტუაციის გამოსწორება ძალიან რთულია, ამიტომ, ობიექტურად შეაფასეთ თქვენი შემოსავლები და ისესხეთ გონივრულად.

10. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას იმპულსურად

სესხი არ არის საჩუქარი ან პრიზი, ეს არის ვალდებულება, რომელიც არ უნდა აიღოთ გაუაზრებლად.

დაფიქრდით, ნამდვილად საჭიროა თუ არა სესხის აღება კონკრეტულ სიტუაციაში? გირჩევთ, ნუ აიღებთ სესხს იმ მომენტში, როდესაც ფიქრობთ რომ აუცილებლად გჭირდებათ;

თუ შესაძლებელია, დაელოდეთ მომდევნო დღეს ან 2-3 დღის გასვლას, ამ პერიოდში მიხვდებით, რამდენად აუცილებელია სესხის აღება, თუ საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ სესხის ერთადერთი გამოსავალია, მაშინ ისესხეთ ძალიან ფრთხილად და გაითვალისწინეთ ყველა ზემოთ მოცემული რჩევა.

11. გაქვთ საკმარისი ფული?

სესხის აღებამდე დაფიქრდით თქვენს ბიუჯეტზე, გამოთვალეთ თქვენი ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი და ხარჯები. ნუ აიღებთ სესხს როცა პირადი ხარჯების დაფარვის შემდეგ არ გრჩებათ სესხის დასაფარად საკმარისი თავისუფალი თანხა.

ბიუჯეტის შედგენა

12. დამატებითი ხარჯები

გაითვალისწინეთ ის დამატებითი ხარჯები, რომლებიც შეიძლება თან ახლდეს სესხის აღებას – ხშირად, სესხი მხოლოდ ძირი თანხითა და საპროცენტო განაკვეთით არ შემოიფარგლება, ხელშეკრულების მიხედვით, შესაძლოა სესხის გაფორმებისთვის საჭირო ხარჯების გაღება მოგიწიოთ, მაგალითად, იპოთეკური სესხის დროს დაგჭირდებათ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ეს მომსახურებები, ცხადია, არ არის უფასო, ავტო სესხის შემთხვევაში კი ნოტარიუსის მომხახურების საფასური, ქონების შეფასების მომსახურების თანხა და აშ.

გამოიყენეთ ჩვენი სესხების შედარების სისტემა, რომელიც გიჩვენებთ, რა ხარჯები ახლავს თან თითოეულ შემოთავაზებას, ეს საშუალებას მოგცემთ აიღოთ ყველაზე ხელსაყრელი სესხი!

შეადარეთ სესხები აქ!