13 ფინანსური გადაწყვეტილება, რომელიც გაღარიბებთ

6 წუთი

ყოველდღიურად ვცდილობთ, გონივრული ფინანური გადაწყვეტილებები მივიღოთ და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენ მიერ გამომუშავებულ ფულს, გვაქვს სამსახური, არ ვხარჯავთ ბევრს და დიდი მონდომებით ვცდილობთ ფულის კონტროლს, თუმცა, შედეგს მაინც ვერ ვხედავთ – საფულე ც

ყველას გვიყვარს ისეთი ინსტინქტური გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც თავდაპირველად გონივრულად გამოიყურება, თუმცა რეალურად საფრთხეს უქმნის ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას, ეს სიტუაცია ჩაკეტილ წრეს ემსგავსება, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს და, შედეგად, დიდ იმედგაცრუებას ვგრძნობთ.

თქვენ, ვისაც მსგავსი ფინანსური პრობლემები გაქვთ, გვინდა, დაგეხმაროთ და გირჩიოთ, თავი დააღწიოთ ამ 13 არასწორ ქმედებას, რომელიც უფრო და უფრო გაღარიბებთ:

1. სიმდიდრის ცნების არასწორად გაგება

გგონიათ, რომ ცუდი ფინანსური მდგომარეობა გაქვთ? მოდით, სიტუაციას სხვა კუთხით შევხედოთ, ‘ცუდი’ ან ‘კარგი’ ფინანსური მდგომარეობის ცნება ძალიან პირობითია, ჩვენ შევეცებით, სხვა თვალით დაგანახოთ მოვლენები და სხვაგვარად დაიწყოთ პირადი ფინანსების მართვა.

ცუდი ფინანსური მდგომარეობა იწყება მაშინ, როცა სიმდიდრე არასწორად გვესმის და ვერ ვანსხვავებთ, გრძელვადიან და მოკლევადიან კეთილდღეობას.

ძალიან მარტივია! კეთილდღეობა არ შეიძლება შეფასდეს ლარებში, იგი უნდა შევაფასოთ დროში – ეს პრინციპი რობერტ კიოსაკმა მოიფიქრა;

რამდენია ჩემი სიმდიდრე?

თუ სამუშაო დაკარგეთ დღეს, რამდენი თვე შეძლებთ ყოველდღიურად იმავე ოდენობის თანხის დახარჯვას, რამდენსაც აქამდე ხარჯავდით? თუ 5 თვის განმავლობაში იმავენაირად გააგრძელებთ ცხოვრებასა და ხარჯვას, როგორც მანამდე, ესე იგი თქვენ ხართ 5 თვის მდიდარი ადამიანი – თქვენი სიმდიდრე 5 თვეს ითვლის.

რეალურად, რამდენ ფულს გამოიმუშავებთ არც ისე მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია როგორ მართავთ თქვენს ხელთ არსებულ თანხას?

მაშინაც კი, თუ თქვენს მეზობელს აქვს უფრო დიდი სახლი, უფრო ახალი და ძვირადღირებული მანქანა, ბევრი ბრენდული ტანსაცმელი, ეს ყველაფერი მაინც არ ნიშნავს რომ ის თქვენზე მდიდარია. ალბათ, იგი ფულის ხარჯვის ამ სტილის შენარჩუნებას შეძლებს მხოლოდ ორი თვის განმავლობაში, მაშინ, როცა თქვენ 1 წელი იცხოვრებდით იმავე სიმდიდრის პირობებში.

თუ დაიწყებთ თქვენი სიმდიდრის ასე შეფასებას და თუ ამ კუთხით შეხედავთ სიმდიდრის ცნებას, გექნებათ ნაკლები სტრესი და შეძლებთ უფრო გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას.

2. არ ცდილობთ ფულის დაზოგვას

უკეთესი სამუშაო იპოვეთ? ანაზღაურებაც უფრო მაღალია, წინა სამსახურთან შედარებით? ალბათ, გსურთ, უფრო დიდ ბინაში გადახვიდეთ საცხოვრებლად და უფრო ძვირადღირებული მანქანა გყავდეთ, თვლით, რომ უკვე დროა, თავს უფლება მისცეთ ფუფუნებაში ცხოვრობდეთ;

გირჩევთ, დაფიქრდეთ, შესაძლოა, რამდენიმე თვის შემდეგ დაკარგოთ ეს ნანატრი სამუშაო და ჰაერში აგებული ოცნების კოშკები უცებ ჩამოინგრეს. სავარაუდოდ, მსგავსი სცენარი გინახავთ  კიდეც – თქვენს გარშემო მცხოვრებ ადამიანებს შემთხვევიათ, ან საერთოდაც, საკუთარ თავზე გამოგიცდიათ.

რატომ უნდა დავზოგოთ ყოველთვიურად?

სამწუხაროდ, ადამიანები თავს იტვირთავენ სესხებითა და იჯარებით, მაშინვე, როცა უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურს მოძებნიან და მცირედით მეტ ხელფასს აიღებენ; ამით თავიანთ ფინანსურ მდგომარეობას ძალიან მძიმე სიტუაციაში აყენებენ, თანხის დაზოგვისა და ‘შავი დღისთის’ გადანახვის ნაცვლად, ცდილობენ, მოკლევადიანი სურვილები დაიკმაყოფილონ და ფუფუნებაში იცხოვრონ მცირე ხნით;

მსგავსი ცხოვრების წესი და გადამეტებული ფუფუნება არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ატარებენ ადამიანები თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ფინანსურ პრობლემებთან ბრძოლაში.

200+ სუპერ ხრიკი – როგორ დავზოგოთ მეტი ფული

3. ყოველდღიური ხარჯებისთვის იყენებთ ფულს, რომელიც არ გაქვთ

ეს პრინციპი ლოგიკას მოკლებულია, არა? მაშინ, რატომ იქცევით ასე?

ადამიანები ყოველ დღეს გეგმავენ იმ თანხის იმედზე, რომელიც რეალურად არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ჯერ ხელთ არ აქვთ.

დაფიქრდით ნებისმიერ სესხზე, განსაკუთრებით კი სწრაფი სესხები სწორედ ამ პრინციპზე მუშაობს. სესხის აღებისას, როგორც წესი, ვვარაუდობთ, რომ მომავალში ფული გვექნება და სესხის დასაფარვას შევძლებთ , თუმცა, შეუძლებელია, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ეს ფული აუცილებლად გვექნება და სესხს უპრობლემოდ დავფარავთ.

4. სესხს იღებთ მაშინაც კი, როცა ის არ გჭირდებათ

დღევანდელ თანამედროვე სამყაროში, სესხის აღება იმდენად მარტივია, რომ მცირე ფინანსური პრობლემის დადგომისთანავე ვიღებთ სესხს –  აღარც კი ვფიქრობთ, რეალურად, გვჭირდება თუ არა სესხი, იქნებ შესაძლებელია მცირე ფინანსურ პრობლემებს საკუთარი სახსრებით გავუმკლავდეთ?

ჩვენ შევიძლია დაგეხმაროთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში, გაეცანით ჩვენს რჩევებს და ეცადეთ, გაითვალისწინოთ ყოველდღიურად. ჩვენ ვიცით, რომ სესხი ძალიან კარგი ფინანსური პროდუქტია, თუმცა მარტო იმ შემთხვევაში, თუ მართლაც გჭირდებათ სესხის აღება და რაციონალურად წყვეტთ ამ საკითხს. არაგონივრულად/უმიზეზოდ სესხის აღება – ეს არის მძიმე ფინანსური პრობლემების გამომწვევი მთავარი მიზეზი.

სესხის აღებისას უნდა დაფიქრდეთ – გრძელვადიანია თუ მოკლევადიანი კრედიტის აღების მიზანი? ცხადია, სესხი არ უნდა ავიღოთ სახლში წვეულების მოსაწყობად და მეგობრებთან ერთად გასართობად. ასე რომ, სესხის აღებისას იფიქრეთ რაციონალურად და გონივრულად შეფასეთ სიტუაცია.

5. არ ფიქრობთ საპენსიო ასაკზე

20-30 წლის ასაკში, საპენსიო ასაკი ძალიან შორეულ პერიოდად გვეჩვენება, თუმცა, მომავლის უგულებელყოფა და იგნორირება მხოლოდ გააუარესებს თქვენს ცხოვრებას და კეთილდღეობას.

რაც უფრო ახალგაზრდა ასაკში დაიწყებთ ფულის დაზოგვას, მით უფრო იმედიანად და მშვიდად შეხვდებით საპენსიო ასაკის მოახლოებას, შესაბამისად, საპენსიო ასაკის შემდეგ თქვენი ცხოვრებაც უფრო მშვიდი და ბედნიერი იქნება.

კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი თქვენს შემოსავლებს და გახსენით გრძელვადიანი ანაბარი, რომელიც დაგეხმარებათ საპენსიო ასაკისთვის თანხის შენახვაში და უსაფრთხო მომავლის აშენებაში.

როგორ მოვძებნოთ შემნახველი ანგარიში ყველაზე მაღალი სარგებლით?

6. არ გაქვთ დაზღვევა

არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს სახლის თუ ჯანმრთელობის დაზღვევა, დაზღვევის არარსებობით მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნით თქვენს ფინანსურ მდგომარეობას.

შეიძლება, სადაზღვევო პრემიები უმნიშვნელო/მეორად ხარჯად გვეჩვენება და არ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას, თუმცა დაზღვევის ქონა უზრუნველყოფს და იცავს თქვენს საფულეს მოულოდნელი შემთხვევების დროს!

თუ უგულებელყოფთ დაზღვევას ან უპასუხისმგებლოდ უდგებით ყოველთვიური სადაზღვევო ხარჯების გადახდას, მაშინ მეზობლის ბინაში უყურადღებობით ჩასული წყალიც კი ძვირად დაგიჯდებათ და უზარმაზარი ხარჯების გაწევა მოგიწევთ.

7. არ იღებთ გამოწვევებს

ყველაზე დასანანი რამ არის მომავლის შესაძლებლობების უგულებელყოფა და უარის თქმა.

ძნელია, დღეს შეაფასოთ შესაძლებლობები, რომელთა შედეგიც ხვალ გეცოდინებათ, თუმცა, აუცილებელია, კარგად დაფიქრდეთ იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ცხოვრება გაძლევთ. თუ არ გარისკავთ და არ მიიღებთ გამოწვევებს, იქნება ეს ახალი თუ დამატებითი სამუშაო შესაძლებლობა, თქვენი მომავალი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ძალიან გაგიჭირდებათ.

კარგად დაფიქრდით, სანამ ახალ შესაძლებლობებზე უარს იტყვით, რადგან არ იცით, როგორ შეუძლიათ ახალ შანსებს თქვენი მომავალი ცხოვრების შეცვლა.

8. არ გაქვთ ფული გადადებული “შავი დღისთვის”

როგორც საპენსიო ასაკისთვის ფულის დაზოგვა, ხშირად გვავიწყდება სპეციალური შემთხვევებისთვის ფულის გადადებაც.

თუ საგანგებო შემთხვევებისთვის გაქვთ ფული გადანახული და მართლაც მოულოდნელი ხარჯები დაგატყდათ თავს, სიტუაციის გამოსწორებას მარტივად და უმტკივნეულოდ შეძლებთ გადანახული თანხის დახმარებით, ხოლო, თუ არ გაქვთ დანაზოგი გაუთვალისინებელი ხარჯებისთვის, ასეთ ვითარებაში სწრაფი სესხის აღება მოგიწევთ, რაც, შესაძლოა, არც ისე კარგი გადაწყვეტილება იყოს.

ფულის დაზოგვა არ არის რთული (გაეცანით ჩვენს რჩევებს ფულის დაზოგვასთან დაკავშირებით), მთავარია გადაწყვიტოთ და დღესვე დაიწყოთ ფულის დაზოგვა! შექმენით პირადი ბიუჯეტი, დაიწყეთ ხარჯების მინიმუმ 10 ლარით შემცირებით და გადადეთ ეს თანხა “შავი დღისთვის”. მალე საკუთარ თავს მადლობას გადაუხდით!

9. არ ახდენთ თანხის  ინვესტირებას

ინვესიტიის განხორციელება არ არის რთული, მაშინაც კი, თუ ხართ დამწყები, თუმცა, სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა არ ცდილობს, საკუთარი თანხები დააბანდოს ინვესტიციი სახით, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტად გაზარდოს საკუთარი კაპიტალი;

ინვესტირება არ საჭიროებს უზარმაზარ თანხებს, მაგრამ თუ გსურთ თქვენი შემოსავლის გაზრდა, ინვესტიცირება საუკეთესო გამოსავალია – იყოს ეს თუნდაც აქციებით ან საფონდო ბირჟის საშუალებით.

10. ცხოვრობთ ხელფასიდან ხელფასამდე

ამ ეტაპზე შეიძლება ფიქრობთ, რომ სხვა გზა არ გაქვთ, სინამდვილეში, თუ ცხოვრობთ მხოლოდ ხელფასის მოლოდინში, ვერასდროს იქნებით მდიდარი ან ბედნიერი.

ამ მტანჯველი ციკლისგან თავის დასაღწევად უნდა ეძებოთ დამატებითი შემოსავლის მიღების გზები. ცხადია, რომ ამ ციკლისგან გათავისუფლება ვერ მოხდება დღესვე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დღესვე დაიწყოთ ფიქრი და ქმედებები დამატებითი თანხის გამოსამუშავებლად, რათა არ იყოთ სრულად დამოკიდებული ხელფასზე.

8 რჩევა მათთვის, ვისაც ფული სწრაფად სჭირდება!

11. არ ხართ საკმარისად ღია სიახლეებისთვის

წინა პუნქტის მსგავსად, თქვენი ფინანსური წარუმატებლობის მიზეზი, შეიძლება, თქვენს უმოქმედობაში იმალებოდეს, თქვენ, უბრალოდ, ძალიან პასიური ხართ;

რას ვგულისხმობთ? ვგულისხმობთ იმას, რომ სამუშაო გარემოში, ალბათ, არ ხართ აქტიური და ინიციატივის გამოჩენა, ახალი იდეების წამოჭრა არ გიყვართ, შედეგად კი ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომელიც უბრალოდ ნაჩუქარს გავდა, დაკარგეთ და არ გამოიყენეთ;

სამწუხაროდ, პასიურობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტორია, რომელიც ჩვენს როგორც ყოველდღიურ, ასევე კარიერულ ცხოვრებას აფერხებს!

დაფიქრდით: უმჯობესია სცადოთ და დაეცეთ, თუ არასდროს შეეცდებით და სიახლეებს არ მიიღებთ, ფინანსური წარმატებაც დააყოვნებს!

12. არ იღებთ პასუხისმგებლობას თქვენს ქმედებებზე

მარტივია, ჩათვალოთ, თქვენი ხელფასი დაბალია მხოლოდ იმიტომ, რომ უფროსმა არ იზრუნა, თქვენი ანაზღაურება გაეზარდა. მართლაც ასეა? ეს მხოლოდ საბაბი ხომ არაა? იღებთ თუ არა საკუთარ წილ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენი ხელფასი კვლავ დაბალია?

სინამდვილეში, უნდა გესმოდეთ, რომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მეტი სიმდიდრე საკუთარი თავისთვის, სტაბილურად დაბალი ხელფასი დიდი ხნის განმავლობაში, ისევ და ისევ თქვენი პასუხისმგებლობაა და სხვა არავინ არის ‘დამნაშავე’ იმაზე, თუ როგორია თქვენი ფინანსური მდგომარეობა.

მას შემდეგ, რაც გაანალიზებთ ამ ფაქტს და დაიწყებთ ფიქრს, რომ თქვენს ყველა ფინანსურ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ ხართ, ნახავთ, როგორ გაიზრდება თანხა თქვენს საკრედიტო ბარათზე.

13. ყიდულობთ იმპულსურად და ხელმძღვანელობთ მხოლოდ ფასით

“დღე ფასდაკლების დღეა, რამდენი ფული დავზოგე!” იმპულსურობი გადაწყვეტილებების მიღება ყველას გვახასიათებს, განსაკუთრებით როცა ვხედავთ ფასდაკლებებს და ყურადღებას ვამახვილებთ მხოლოდ ფასზე.

რაც რეალურად უნდა გაითვალისწინოთ არის ფასისა და ხარისხის თანაფარდობა, დაბალი ფასები არ არის ყოველთვის საუკეთესო ვარიანტი!

ჩვენ ყველას გვიყვარს დაუფიქრებელი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა, იმედია, ეს მოსაზრებები და რჩევები დაგეხმარებათ, დაფიქრდეთ საკუთარ ფინანსურ ქმედებებზე და მომავალში თავიდან აიცილოთ არასწორი გადაწყვეტილებები!

×

გთხოვთ, შეაფასოთ 13 ფინანსური გადაწყვეტილება, რომელიც გაღარიბებთ