5 ორიგინალური საჩუქრის იდეა დედის დღისთვის!

Less than a minute

საიდან მოდის “დედის დღე”?

დედის დღე პირველად აღინიშნა 1908 წელს, რითაც ანა ჯარვისმა (Anna Jarvis) პატივი მიაგო გარდაცვლილ დედას, მისი სურვილი იყო სამოქალაქო ომის შემდეგ ოჯახების გაერთიანება, სწორედ მისი ძალისხმევით, 1908 წლიდან დედის დღე ოფიციალურ დღესასწაულად იქცა.

დედის დღის შემოღებას მოჰყვა მისი კომერციალიზაცია, ტანსაცმლის, ტექნიკისა თუ აქსესუარების მაღაზიებმა დაიწყეს სპეციალური შეთავაზებების გაკეთება დედის დღესთან დაკავშირებით, შედეგად სოლიდური მოგება მიიღეს მისალოცი ბარათების, სუვენირების, ყვავილებისა და მრავალი სხვა საჩუქრების რეალიზაციით.დღესასწაული მალე სხვა ქვეყნებმაც დააწესეს და ახლა ის მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

რა ვაჩუქოთ დედას 3 მარტს, ანუ ‘დედის დღეს’?

rogor

ჩვენს ქვეყანაშიც, ყოველი წლის 3 მარტს აღინიშნება დედების დღე, ქართველებს, ზოგადად, განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს დედის კულტის მიმართ, დედამ სიცოცხლე გვაჩუქა და “დედების დღე” არის კარგი დრო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მათდამი პატივისცემა და სიყვარული.

ამ სტატიაში მინდა მოგაწოდოთ იდეები “დედის დღეს” დედების გასახარებლად.

1. ყვავილები

დამეთანხმებით, ყვავილები ქალური სილამაზის სიმბოლოდ მიიჩნევა და ლამაზი თაიგული დედისათვის ბანალურად არასოდეს ჩაითვლება.

ამასთანავე ნებიმიერ ჩვენგანს შეუძლია ყვავილების ჩუქება, განურჩევლად შემოსავლისა.

2. სუნამო

დედა ხომ პირველ რიგში ქალია? ცნობილი ბრენდის სუნამო ნებისმიერ ასაკში სასიამოვნოა, ასევე, საყვარელი სუნამო ნებისმიერი ქალისთვის სასურველი საჩუქარია.

ამბობენ, სურნელის მიხედვით შესაძლებელია ქალის ხასიათის, განწყობის განსაზღვრა.

2. კოსმეტიკა

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გინახავთ რა დროს უთმობს ქალი მაკიაჟის გაკეთებას და მომზადებას.

კაცებისთვის საუკუნეები გრძელდება, ხოლო ქალებისთვის ეს სასიამოვნო პროცესია. მათ სიამოვნებთ, როცა კარგად გამოიყურებიან, ამიტომ აჩუქეთ დედას კოსმეტიკის ნაკრები ან საყვარელი კოსმეტიკური ბრენდის ვაუჩერი, მიეცით თქვენს დედებს შესაძლებლობა, იყვნენ ყველაზე ლამაზები და თავდაჯერებულები – ისინი ამას იმსახურებენ!

4. სარეცხის მანქანა

აჩუქეთ დედებს სარეცხის მანქანა, იქნება ეს ტასაცმლის თუ ჭურჭლის, და შეუმსუბუქეთ საქმე.

დედებს, როგორც წესი, ძალიან დამღლელი გრაფიკი აქვთ და ამ საჩუქრით ბევრად გაუმარტივებთ ცხოვრებას.
სამწუხაროდ, ქართველი დედები არ არიან განებივრებულები ამგვარი საჩუქრებით, ამიტომ, ტექნიკა მოულოდნელობა იქნება და ძალიან გაახარდებს ძვირფას დედას.

5. უთხარით, რომ ძალიან გიყვართ

რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, დედებისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, თქვენი მათდამი სიყვარულია! გახსოვთ, ბოლოს როდის ჩაეხუტეთ, ჩაიკარით გულში და უთხარით რომ ძალიან გიყვართ?

თუ ფიქრობთ, რომ დიდი ხანია გასული, ახლავე “გამოისყიდეთ დანაშაული”.

ნაჩუქარი ნივთით გამოწვეული სიხარული არ შეედრება იმ განცდას, რომელსაც დედის გულში გამოიწვევს მხოლოდ სამი სიტყვა: ‘დედა, ძალიან მიყვარხარ’ ♥