7 მარტივი გზა, როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით

Less than a minute

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით – სახლიდან გაუსვლელად?

დღევანდეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ფულის შოვნა სულაც არ არის მარტივი საქმე, დამატებითი შემოსავლის იდეა ყველას ხიბლავს, თუმცა არის მომენტები, როდესაც ხელფასი აღარ არის საკმარისი და აუცილებელია დამატებითი ფულის მოძიების გზებზე ფიქრი.

მსგავსი სიტუაცია არავისთვისაა უცნობი, ჩვენც არაერთხელ გვიფიქრია რა პრაქტიკას მიმართავენ სხვები და როგორ ვიშოვოთ ფული? მოვამზადეთ 7 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად გამოიმუშაოთ საჭირო თანხა

რჩევა #1: გაყიდეთ ის, რასაც აღარ იყენებთ!

როგორ ვიშოვოთ ფული

ჩვენ ყველას გვაქვს ათასობით ნივთი თუ მოწყობილობა, რომელსაც აღარ ვიყენებთ და არც არასოდეს გამოგვიყენებია, ეს შეიძლება იყოს წიგნები, სათამაშოები, ტექნიკა, ელექტრონიკა, ავეჯი, ველოსიპედები, მოწყობილობები და სხვ. ასეთი ნივთები, ძირითადად, მაშინ გვიგროვდება, როცა მაღაზიებში ბოდიალისას რაღაც უცებ მოგვეწონება და იმპულსურად ვიყიდით, ასეთ ნივთებს, როგორც წესი, შემდეგ აღარ ვიყენებთ.

იგივე სიტუაციაა ტანსაცმლის კარადაშიც, ვის კარადაში არ მოიძებნება ისეთი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელსაც დიდი ხანია აღარ იცვამს? მართლაც, თუ შევიხედავთ კარადებში, ვნახავთ რომ უამრავი ისეთი რამ გვაქვს, რასაც აღარ ვიცვამთ ან არც არასოდეს ჩაგვიცვამს! ხშირად უარს ვამბობთ მათ ჩაცმასა და ტარებაზე იმ მიზეზით, რომ გვიპატარავდება ან გვიდიდდება, ან კი უბრალოდ იმიტომ, რომ აღარ მოგვწონს და გვგონია აღარ არის მოდური.

იმის ნაცვლად, რომ ყველა ასეთი ნივთი ტყუილად არ იკავებდეს ადგილს სხვენში და კარადაში, დაახარისხეთ და გაყიდეთ! შეგიძლიათ გაყიდოთ ონლაინ, განათავსეთ ისეთ საიტებზე, როგორიცაა mymarket.ge ან მიიტანეთ თქვენს სახლთან ახლოს მდებარე მეორადების მაღაზიაში, შედეგად მიიღებთ დამატებით ფულს, მეორადების ბაზრობის ხშირ სტუმრებს კი ექნებათ მეტი არჩევანი შეძენისას.

რჩევა #2: შესთავაზეთ Freelancer მომსახურება და იმუავეთ სახლიდან

upwork logoთუ ფლობთ უნარებს, როგორიცაა ვებსაიტის შექმნა, საინტერესო სტატიების წერა, ვიდეოების, სურათების დამუშავება, დოკუმენტების ფორმატირება, სხვადასხვა ენაზე თარგმნა და ა.შ. არსებობს საიტები, სადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი უნარები და შესთავაზოთ სერვისი ფიზიკურ პირებს.

ერთ-ერთი ასეთი პლატფორმაა Upwork.com, დარეგისტრირდით, იპოვეთ თქვენს უნარებზე მორგებული სამუშაო და გამოიმუშავეთ თანხა სახლიდან!  ჩვენ გარშემო ფულის შოვნის უსასრულოდ ბევრი შესაძლებლობა არსებობს, შეგიძლიათ გახდეთ თვითდასაქმებული (ე.წ. Freelancer), ეცადოთ გამოიმუშაოთ მეტი თანხა ან მოძებნოთ ახალი სამსახური, რომელშიც ანაზღაურება უფრო მაღალია.

რჩევა #3: მოიგეთ ნივთები ebay-ს აუქციონზე და შემდეგ გაყიდეთ ისინი ბევრეად ძვირად

auctionშეგიძლიათ ebay-ს აუქციონზე, მოიგოთ ისეთი ნივთები, რომელსაც ჩამოტანის მერე ძვირად გაყიდით. იქენა ეს ტექნიკა, ტანსაცმელი თუ სხვა. ეს პროცესი სამკაოდ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, რადგან აუქციონს მუდმივად უნდა ადევნოთ თვალყური სანამ დასრულდება. ასევე კარგი სტრატეგაა, რომ მხოლოდ ბოლო წამზე განათავსოთ ფსონი, რათა რაც შეიძლება იაფად იყიდოთ აღნიშნული ნივთი. მარგამ არსებობს გამოსავალიც:

ქართველმა სტუდენტემა შექმნეს ახალი პროგრამა, რომელსაც ქვია  auction sniper. მიუთითებთ სასურველ პროდუქტს და პროგრამა თვითონ დებს თქვენ მაგივრად. ამ სნაიპრეის დახმარებით თქვენ შეძლებთ, ერთდორულად მოიგოთ ბევრი ნივთი, ისე რომ როცა ნივთებს იგებდით იმ დროს ლოგინში გეძინათ.

რჩევა #4: შექმენით და გაყიდეთ თქვენი ხელნაკეთი ნივთები

თუ გიყვართ ქსოვა, შეგიძლიათ მოქსოვოთ ჯემპრები, შარფები ან ხელთათმანები და გაყიდოთ ინტერნეტში. თუ გაქვთ მარჯვე ხელები და სიამოვნებას იღებთ რაღაცების შექმნისგან, შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი ხელნაკეთი ნივთები, როგორებიცაა:

  • ყელსაბამები
  • ორიგინალური ალბომი ფოტოებისთვის (ბუნებაში ნაპოვნო ფოთლებითა და ყვავილებით გაფორმებული)
  • საყურეები
  • დაწნული კალათები და დეკორაციული ნივთები
  • ბარათები
  • სათამაშოები
  • ორიგინალური დეკორაციები საშობაო ან სააღდგომო თემატიკით
  • და ა.შ.

ამ ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა შეგიძლიათ ისეთ საიტებზე, როგორიცაა მაგ. Etsy, ეს საიტი სპეციალურად ხელნაკეთი ნივთებისთვისაა მიძღვნილი, კარგი იდეაა facebook გვერდის შექმნა, რომელზეც განათავსებთ თქვენს ნივთებს და მცირე ბიზნესს წამოიწყებთ.

თუ გიყვართ ჯემების ან კომპოტების გაკეთება, ასევე ორცხობილების ან ისეთი გემრიელობების მომზადება, რომლებიც დიდხანს ინახება, შეგიძლიათ, გაყიდოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ნაცნობებში, მეზობლებსა თუ კოლეგებში, ხელით დამზადებული საკვები ბევრად ჯანსაღი და გემრიელია და საკმაოდ ძვირადაც ფასობს!

რჩევა #5: მიიღეთ მონაწილეობა ფასიან კვლევებში

თუ გაქვთ დრო, არსებობს ისეთი საიტები, რომლებიც მათ კვლევებში მონაწილეობის მიღებისთვის ფულს გვიხდიან, საჭიროა მხოლოდ პასუხი გასცეთ მათ გამოკითხვებს და მიიღოთ ფული, ამგვარ გამოკითხვებს ძირითადად ატარებენ ისეთი მაღაზიები, როგორებიცაა Amazon, Fnac, Carrefour, Zalando და ა.შ.

ასევე, არსებობს საიტები, მაგ. Toluna, Mysurvey, MyOpinionCounts, YourOpinion და ა.შ. შეგიძლიათ, დარეგისტრირდეთ, შექმნათ თქვენი პროფილი და მონაწილეობა მიიღოთ ფასიან კვლევებში. ქართველებმაც შეხმნეს იგივე სახის საიტი სადაც კვლევაში მონაწილეობისთვის ფულს გადაგიხდიან –

გაითვალისწინეთ, რომ ამგვარ კვლევებში მონაწილეობას სჭირდება დიდი დრო და ანაზღაურება არ არის მაღალი – თითო კვლევაზე რამდენიმე თეთრი ან ლარი.

რჩევა #6: გამოიყენეთ სწრაფი კრედიტი

ბოლოს, როგორც უკანასკნელი გამოსავალი, თუ ფული სასწრაფოდ გჭირდებათ და ზემოთ მოცემული ჩვენი 5 რჩევის მიხედვით დამატებითი კომპენსაციის მიღებას ვერ შეძლებთ, პრობლემის კიდევ ერთი სწრაფი გადაწყვეტილებაა სწრაფი სესხი.

სწრაფი ონლაინ სესხის მოცულობა საკმაოდ მოქნილია და საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ სწრაფი სესხი სასურველი რაოდენობით 50-დან 1000 ლარამდე, მარტივად და სწრაფად.სესხის განაცხადის შეტანის პროცედურა მარტივია და კეთდება ონლაინ რეჟიმში, შესაბამისად, სწრაფი კრედიტის დახმარებით შეძლებთ, მიიღოთ თანხა იმავე დღეს, დაახლოებით 15წთ-ში.

მნიშვნელოვანია: გაითვალისწინეთ, რომ სესხი არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და საჭიროა დაფაროთ დროულად, რათა თავიდან აირიდოთ ზედმეტი საკომისიოები და დამატებითი ხარჯები!

ჩვენი გვერდი საშუალებას გაძლევთ, უკეთ გაეცნოთ საკრედიტო ბაზარზე არსებულ ყველა შეთავაზებას, შეადაროთ თითოეული მათგანი და აირჩიოთ ყველაზე იაფი სწრაფი სესხი.

საფეხურები რაც აუციბლად უნდა გავითვალისწინოთ

  • იფიქრეთ პოზიტიურად
    ყოველთვის და ყველაფერში ეძებეთ დადებითი მომენტები. მაშინაც კი, თუ იმყოფებით დიდი პრობლემის წინაში, მაშინვე დაიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ დაძლიოთ არსებული ვითარება და წაიწიოთ წინ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი კრიზისი – ეს არის შავი ზოლი, რომელიც ადრე თუ გვიან დასრულდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მალე გამოჩნდება სწრაფი განვითარების საშუალო.
  • გააანალიზეთ საკუთარი შეცდომები
    არასდროს არ მიიღოთ შეცდომა როგორც წარუმატებლობა – მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეთ ისე, რომ თითოეული მათგანი თქვენთვის იქცეს გაკვეთილად, რომელიც ცხოვრებამ ჩაგიტარათ. ის, ვისაც არ შეუძლია საკუთარ შეცდომებზე სწავლა, ვერასდროს იშოვის დიდი რაოდენობით ფულს.
  • 3გაუფრთხილდით დახარჯულ დროს
    ბრაიან კოზლოვის წიგნში “365 მეთოდი როგორ გავხდეთ მილიონერი” წერია: ” მილიონერი – არის ის, ვინც ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებებს”. ჩემი აზრით ეს ძალიან სწორი შეხედულებაა. ამიტომაც არ გაფლანგოთ საკუთარი დრო უაზროდ, მუდმივად იმოქმედეთ. გამოთქმა “არ გადადო ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია” უნდა იქცეს უმთავრეს პრინციპად მისთვის, ვისაც სურს დიდი კაპიტალის ფლობა.
  • დაგეგმეთ ყველა მოქმედება
    შეიმუშავეთ გენერალური გეგმა, რომელშიც დაწვრილებით აღწერთ მიზნისაკენ მიმავალ თითოეულ ეტაპს. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მიჰყევით ამ გეგმას. მისგან გადახვევა – ნიშნავს დროისა და ფულის დაკარგვას.
  • იყავით თავდაჯერებული
    საკუთარ თავში ეჭვის შეტანა და შეცდომის დაშვების შიში – წარუმატებელი ხალხის ხვედრია. არ შეუშინდეთ რისკის გაწევას, თუ ხედავთ, რომ ამის მიზეზი ნამდვილად ღირებულია. ვინაიდან ჯილდოს მიღების ყველაზე დიდი შანსი სწორედ იმას აქვს, ვინც რისკავს.
  • სიახლე და პირველობა
    ეძიეთ ფულის ინვესტირების და ინოვაციების დანერგვის ნებისმიერი შესაძლებლობა. იმარჯვებს ის, ვინც მოქმედებს ყველაზე სწრაფად. მას, ვისაც სურს მილიონერობა, არ უნდა იყოს პრობლემა ახალი წარმოების გაშვება ან პროდუქტის წარმოება – თუ გსურთ კონკურენტების უკან ჩამოტოვება, ეს ყველაფერი წინასწარ უნდა გქონდეთ დაგეგმილი და შეგეძლოთ შანსის მომენტალური გამოყენება.

დაფიქრდით რამდენად იყენებთ თქვენს შესაძლებლობებს?

როგორც წესი, ჩვენ ვერ ვიღებთ სასურველი რაოდენობით შემოსავალს, არა იმიტომ, რომ ჩვენ გარშემო არასაკმარისი შესაძლებლობებია, არამედ იმიტომ, რომ მაქსიმალურად არ ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს, გვეშინია რისკის ან, უბრალოდ, არ გვჯერა საკუთარი თავის.

ზოგჯერ არ გვაქვს საკმარისი მოტივაცია იმისთვის, რომ გამოვიმუშაოთ უფრო მეტი შემოსავალი, ხოლო მოტივაციის არ არსებობისას ჩვენს მაქსიმუმს ვერ ვაღწევთ – არ ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს და არ გვაქვს მზადყოფნა მივიღოთ გამოწვევები.

თუ გსურთ შეცვალოთ სიტუაცია, უნდა შეძლოთ საკუთარ თავს შეუქმნათ მოტივაცია, ასეთ დროს მიზანმიმართულ ნაბიჯებს საკმაოდ დიდი შედეგი აქვს.

მოდით, ვისაუბროთ იმ 3 ძირითად ნაბიჯზე, რომელიც დაგეხმარებათ, გაზარდოთ თქვენი ენთუზიაზმი და მიაღწიოთ უკეთეს ფინანსურ მდგომარეობას: