ვინ და როგორ მიიღებს 1200₾ დახმარებას?
- დეკემბერი 7, 2020
-
85681 წაკითხულია
covid-19-ის შედეგად გამოწვეული კრიზისის დასაძლევად სახელმწიფომ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც 24 აპრილს უწყებათაშორის საბჭოზე პრემიერ მინისტრმა – გიორგი გახარიამ წარადგინა.
კრიზისის დასაძლევად სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 3.9 მილიარდი ლარი გამოყო. ეს თანხა მოხმარდება როგორც კერძო სექტორის დახმარებას, ასევე ფიზიკურ პირებზე ზრუნვას.
ვის და როგორ ეხმარება სახელმწიფო?
დაქირავებით დასაქმებული პირების დახმარება
დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით მიიღებენ ყოველთვიურად 200 ლარს 6 თვის განმავლობაში, ჯამში 1200 ლარს.
ამ დახმარებით, სავარაუდოდ, 350 000 მოქალაქე ისარგებლებს; დაქირავებით დასაქმებული პირების დახმარებას 460 მლნ ლარი მოხმარდება.
📝 როგორ მივიღოთ დახმარება?
დახმარებით ისარგებლებენ ის პირები, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან არ უფიქსირდებათ საშემოსავლო გადასახადის გადახდა. ამის კონტროლი მოხდება დეკლრაციის ჩაბარებისას, სადაც დაფიქსირდება, რომელი დასაქმებული პირისთვის არ გადაიხადა ამა თუ იმ კომპანიამ საშემოსავლო გადასახადი. 200 ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყება მაისიდან.
შეგახსენებთ, რომ ყველა კომპანია ყოველი თვის 15 რიცხვამდე ავსებს საგადასახადო დეკლარაციას, სადაც ფიქსირდება დაქირავებით დასაქმებული თანამშრომლების სახელფასო ხარჯებიც.
თვითდასაქმებული პირების დახმარება
ისინი, კი ვინც არიან თვითდასაქმებულები ან არაფორმალურად დასაქმებულები, შემოსავლების დაკარგვის დასაბუთების შემდეგ ერთჯერადად მიიღებენ 300 ლარის დახმარებას.
იყო გადორმებული ინდ მეწარმედ და შეუძლია წარსული საქმიანობის დადასტურება
ან რომელსაც, შეუცლია წარმოადგინეს ეკონომიკური საქმინობის დამამტკიცებელი დოკუმენტი, ნებისმიერი გადასახადის მიერ გადამხდელი პირის მიერ გაცემული იქნება ეს მიღება ჩაბარება თუ სხვა. მოკლედ, რომ ვთქვათ ისეთი კერძო დასაქმებულები რომლებიც ემსახურებოდნენ იურიდულ პირს .
სახელმწიფომ ამისთვის 75 მილიონი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან. დახმარბას მიიღებს თვითდასაქმებული , რომელიც:
კერძო რეპეტიტორი
დამლაგებელი რომელიც კერძო პირთან მუშაობდა
ძიძა რომელიც კერძო პირთან მუშაობდა
მაღაზიის მოლარე , რომელიც არ იყო გაფორმებული
და სხვა ყველა კერძო დასაქმებული რომელიც მომსახურებას მხოლოდ კერძო პირებს უწევდნენ, და არა იურიდულ პირს რომლის მეშვეობითან წამოადგენენ რაიმე იურიდულ დოკუმენტს. კერძირს აღნიშნულის გაცემა არ შეუძლია.
დახმარებას ვერ მიიღებს ისეთი თვითდასაქმებულები, რომლებმაც მომსახურეობა გაუწიეს მხოლოდ კერძო პირებს:
სოციალურად დაუცველი იჯახების დახმარება
სოციალურად დაუცველი ოჯახები 6 თვის განმავლობაში დამატებით საშუალოდ 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ. დახმარებას მიიღებენ:
- ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. ამ დახმარებით სარგებლობას შეძლებს, დაახლოებით, 70 000 ოჯახი / 190 000 მოქალაქე. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 45 მილიონი ლარი გამოიყოფა.
- ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი – 16 წლამდე ასაკის შვილი. ამ დახმარებით ისარგებლებს დაახლოებით 21 000 ოჯახი / 130 000 მოქალაქე. ბიუჯეტიდან კი 13 მილიონი ლარი მოხმარდება მათზე ზრუნვას.
- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. ასეთი იქნება დაახლოებით 40 000-მდე მოქალაქე, მათთვის სახელმწიფო 25 მილიონ ლარს გამოყოფს.
ზრუნვა პენსიონერებზე
- ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, ანუ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე.
- 70 წლის და მეტი ასაკის პენციონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი
- მიუხედავად ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარზე ნალები.
- ძალაში რჩება 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის 1 ივლისიდან პენსიის დამატებით 30 ლარით გაზრდა.
ამ დახმარებით ისარგებლებს დაახლოებით 410 000 პენსიონერი.
დახმარება კერძო სექტორს
ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი ისარგებლებს სახელმწიფო შეღავათით:
- 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან
- 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან
- ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი და გაორმაგდება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება – წელს ბიზნესი დამატებით მიიღებს 600 მილიონ ლარს.
- კომერციული ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი
ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მილიონი ლარი.
როდის აღდგება ბიზნეს საქმიანობა? დეტალური გეგმა
როგორ შეფასდა პანდემიის ნეგატიური გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე?
ეკონომიკური ზრდა შემცირდა 4%-ით, ბიუჯეტის შემოსავლები კი 1.8 მილიონით. მიმდინარე ბიუჯეტი 300 მილიონი ლარით შემცირდება, რათა ეკონომიკური კრიზისი მაქსიმალურად მცირე ნიშნულზე შევინარჩუნოთ.
მიუხედავად არასახარბიელო მდგომარეობისა, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა ჩვენი ქვეყნისთვის $ 300 მილიარდი გამოყვეს.