• მთავარი
  • Uncategorized
  • რა უჯდება ხელისუფლებას საზოგადოებასთან ურთიერთობა?

რა უჯდება ხელისუფლებას საზოგადოებასთან ურთიერთობა?

Less than a minute

რა არის საზოგადოებასთან ურთიერთობა? PR 

Public Relations – ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობა არის დაგეგმილი და უწყვეტი ძალისხმევა, რომლის მიზანიც არის ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება.

ცხადია, პოლიტიკური პარტიებიც იყენებენ პიარის ძირითად იარაღებს არჩევნებში გასამარჯვებლად თუ მოსახლეობის ზოგადი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, მათთვის ხომ საზოგადოების მხარდაჭერით გაცილებით მარტივია, მიაღწიონ დასახულ მიზანს.

როგორ ეკონტაქტება ხელისუფლება საზოგადოებას?

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხშირად ახსენებდნენ იმ ფაქტს, რომ მათი სტრატეგია საზოგადოებასთან ურთიერთობაში სუსტი იყო, რადგან მათ ვერ მოახერხეს ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ინფორმირმაციის მიმოცვლა, მოეპოვებინათ ნდობა და რეპუტაცია.

2013 წლიდან 2017 წლამდე  მმართველმა გუნდის წარმამადგენლებმა დაიწყეს აქტიური კამპანია საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, რასაც ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ მიერ წარმოადგენილი ანგარიში ხელისუფლების პიარ ღონისძიებებზე, პრესსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებასა და რეკლამაზე გაწეული ხარჯების შესახებ.

რამდენი იხარჯება მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობაზე?

2013 წლიდან 2017 წლამდე საჯარო უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამაში ჯამში 98  480 000  ლარზე მეტი დაიხარჯა.

2017 წელს პიარ მომსახურებასა და სარეკლამო ხარჯებზე გაწეული დანახარჯები 26 338 659 ლარს მიაღწია, ხოლო 2012 წელს ამ მიმართულებით დახარჯულ თანხა 12 171 355 ლარი იყო. თუ მონაცემებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ 2017 წელს 2012 წელთან შედარებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებების პიარისა და სარეკლამო  დანახარჯებზე გაწული თანხა 2-ჯერ გაიზარდა.

რეკლამასა და პიარ ღონისძიებებში დახარჯულმა თანხამ, საარჩევნო 2016 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 28  მილიონ ლარზე მეტი  შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ  2016 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური ოპოზიცია პიარ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ზრდას, საპარლამენტო არჩევნების პერიოდს უკავშირებდნენ და ამბობდნენ, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოახდინა საბიუჯეტო სახსრების მობილიზება.

რა თანხა იხარჯება პრეს სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებაზე?

პიარ ღონისძიებებისა და რეკლამაზე გაწეული  თანხების გარდა, 2012 წლიდან 2017 წლამდე პრესსამსახურში დასაქმებულთა თანამშრომლების რაოდენობაც და ანაზღაურებაც გაიზარდა.

“ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა (საშტატო/შტატგარეშე) 220 თანამშრომლით გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, 2012 წელს მათი რაოდენობა 423 შეადგენდა, ხოლო 2017 წელს – 643 თანამშრომელი მუშაობდა.  ეს კი ნიშნავს, რომ 2012 წლის მონაცემთან შედარებით 2017 წელს პიარში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 52 %-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან მიმართებით თანამშრომელთა რაოდენობის პროცენტული ზრდა ყველაზე მაღალი საარჩევნო 2016 წელს იყო, როდესაც პიარში დასაქმებულთა რიცხვი 63% -ით გაიზარდა.

რაც შეეხება თანამშრომელთა ანაზღაურებას, თუ 2012 წლიდან 2017 წლამდე თანამშრომელთა ანაზღაურება 6 384 356 ლარიდან – 9 270 513 ლარამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნბავს, რომ 2012 წელთან მიმართებით მთელი ქვეყნის მასშტაბით პრესსამსახურის თანამშრომელთა ანაზღაურება 45%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებას 2013  წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, პიარ სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში, რეკლამასა და სხვადასხვა პიარ აქტივობებში ჯამში  159  730  000  ლარზე მეტი დაიხარჯა.

რომელ უწყების პიარზე იხარჯება ყველაზე დიდი თანხები საქართველოში?

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პიარ აქტივობებისა და რეკლამების დანახარჯის ზრდა, ძირითადად,  სამი უწყების ხარჯზე ხდება. ესენია

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია” – 2017 წელს პიარ მომსახურებაზე  დაიხარჯა 19 880 396 ლარი.
“ღვინის ეროვნული სააგენტო”  – 3 586 205 ლარი.
“აწარმოე საქართველოში” – 1 826 328 ლარი.