ბილ გეითსის 11 რჩევა, გაეცანით მიკროსოფთის დამფუძნებლის რჩევებს და გახდით წარმატებული!

ბილ გეითსის 11 რჩევა!

  • თებერვალი 25, 2018
  • 3 წუთის საკითხავი
  • 1561 წაკითხულია

მოდით, სანამ ბილ გრითსის რჩევებს მოვისმენდეთ, 1-2 სიტყვით მაინც ვთქვათ – რატომ იცნობს მსოფლიო ამ სათვალიან კაცს?

უილიამ ბილ გეიტსი ამერიკელი ბიზნესმენი, ფილანტროპი, ინვესტორი და კომპიუტერული პროგრამისიტია, კომპანია Microsoft – ის დამფუძნებელი.

ბილ გეიტსი მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება, მისი პირადი კაპიტალი ფორბსისის 2018 წლის მონაცემით შეადგენდა 90 მილიარდ დოლარს.

მას ხშირად იწვევენ სემიანრების წასაკითხად უნივერსიტეტებში, რათა თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს ახალ თაობას. სწორედ მსგავსი სემინარი ჩაატარა მან ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს უნივერსიტეტში, სადაც სტუდნტებს გაუმხილა ის 11 წესი, რომლებსაც სკოლაში არ ასწავლიან და რომლებიც აუცილბლად უნდა გაითვალიწინონ ცხოვრებაში.

წესი #1: ცხოვრება ყოველთვის უსამართლოა – შეეგუეთ ამას.

ცხოვრება უსამართლოა ადამინების მიმართ, ყველა ადამიანი ერთნაირ პირობებში არ არის, მაგალითად, ზოგი მდიდარ ქვეყანაში იბადება უზრუნველი ცხოვრებით, ზოგი კი – აფრიკის იმ ქვეყანაში, სადაც გადარჩენის შანსი 20% – ია.

ამასთანავე, ჩვენ მიერ გაწეული შრომა ყოველთვის სათანადოდ არ ფასდება და ცხოვრება ხშირად არ გვაძლევს იმას, რაც გვინდა, სწორედ ამიტომ, უნდა შევეგუოთ და გავიაზროთ ის, რომ ცხოვრება უსამართლოა, მივიღოთ ეს დებულება როგორც ფაქტი და, უამრავი იმედგაცრუების მიუხედავად, მუდმივად ვიბრძოლოთ ჩვენი მიზნებისთვის.

წესი#2: ადამიანებს არ აინტერესებთ თქვენი თვითშეფასება. ისინი შედეგებს ელოდებიან და არ ფიქრობენ იმაზე თუ რამდენად კარგად ხართ განწყობილი თქვენი თავის მიმართ.

შეეცადეთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის, რადგან სხვები იმით შეგაფასებენ რა გააკეთეთ და არა იმით, თუ როგორი თვითშეფასება გქონდათ.

თუ თქვენ არ დაიჯერებთ, რომ ოცნებების ასრულება რეალურია და არ იბრძოლებთ ამისთვის, მაშინ სხვა მითუმეტეს არ იზამს ამას.

წესი #3: უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე წელიწადში 60’000 დოლარს ვერ გამოიმუშავებთ, ვერ იქნებით დირექტორი, რომელსაც არ ეყოლება პირადი მძღოლი, თავდაპირველად ბევრი უნდა იმუშაოთ!

მიზნები და ოცნებები თვალის დახამხამებაში არ ხდება, მას დრო და დაუღალავი შრომა სჭირდება.

ამიტომ, ნუ ელოდებით, რომ უმაღლესი სასწავლებლის დამთვრებისთანავე ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნებით და ყველა ოცნება ახდენილი გექნებათ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ახვიდეთ იმ კიბეზე, რომელსაც წარმატება ჰქვია.

წესი #4: თუ ფიქრობთ რომ მასწავლებლები ძალიან მკაცრად გექცევიან, ეს ჯერ არაფერია – თქვენ უნდა გაიცნოთ საკუთარი ბოსი!

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ცხოვრება უმაღლეს სასწავლებელში რთული იყო, მაშინ მოემზადეთ, რადგან გადიხართ ცხოვრების ასპარეზზე, სადაც მარტო უნდა შეერკინოთ უსამართლო ცხოვრებას, ეს გაცილებით რთულია, ვიდრე სკოლის შემთხვევა, ამიტომ ამ სირთულეებს მომზადებულნი უნდა შეხვდეთ და არ უნდა გქონდეთ ილუზია, რომ ცხოვრება უფრო ლოიალურია, ვიდრე სკოლა.

წესი #5: ჰამბურგერების დამზადება და იატაკების წმენდა სათაიკილო საქმიანობად მიგაჩნიათ? თქვენი ბებია-ბაბუები ბურგერების დამზადებას სხვა ფრაზას დაარქმევდნენ, ეს სიტყვაა – ‘შესაძლებლობა’.

არ არსებობს სამუშაო და საქმე, რომელიც უპატივცემულობას იმსახურებს, იქნება ეს ჰამბურგერის დამზადება თუ სხვა  სამუშაო, ეს არის თქვენი შანსი, მოემზადოთ წინსვლისთვის ან იპოვოთ თქვენი თავი, როგორც ჰამბურგერის დამზადების პროფესიონალი.

უნდა გესმოდეთ, რომ არ არსებობს სათაკილო საქმე და ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ, რომელსაც ცხოვრება მოგცემთ.

წესი #6: თუ რაღაც არ გამოგივათ ეს არ არის თქვენი მშობლების ბრალი და  არ არის საჭირო წუწუნი, უმჯობესია შეცდომები გაიაზროთ და მასზე ისწავლოთ.

თქვენი სისუტე არ არის მშობლების ბრალი, თუ რამე არ გამოგივიდათ არ დააბრალოთ იმას, რომ თავის დროზე მშობლებმა რამე არასწორად გააკეთეს და ვერ გასწავლეს, ან არ დაგაძალეს სათანადოდ რომ გესწავლათ და მზად ყოფილიყავით სირთულეებისათვის.

ნაცვლად ამისა, კარგად დაფიქრდით თქვენს შეცდომებზე, გაანალაზიეთ ისინი და ისწავლეთ მათი გადალახვა, რაც გაგხდით უფრო ძლიერსა და მიზანდასახულს.

წესი #7:  სანამ დაიბადებოდით თქვენი მშობლები არ იყვნენ ისეთივე მოსაწყენები, როგორიც ახლა. ისინი დროის გასვლასთან ერთად ნელნელა შეიცვალნენ არც ისე მარტივი ცხოვრების გამოცდილებითა და თქვენზე მოვლა-ზრუნვით, სანამ მათ გაკრიტიკებას დაიწყებდეთ, სჯობს კრიტიკა საკუთარი თავიდან დაიწყოთ.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მშობლები მოსაწყენები და ძველმოდურები არიან, გახსოვდეთ, რომ ისინიც იყვნენ თქვენნაერი ენერგიით სავსე და მხიარულები, მაგრამ სწორედ თქვენზე ზრუნვამ გახადა ისინი უფრო სერიოზულები და “მოსაწყენები”.

სანამ მათ გააკრიტიკებთ შეეცადეთ, თქვენს თავზე ზრუნვა თქვენ თვითონ დაიწყოთ და ნახეთ რა რთულია ყოველდღიურ საზრუნავთან გამკლავება – როცა ყველა პრობლემა თქვენი მოსაგვარებელი იქნება.

წესი #8: ალბათ, თქვენი სკოლა უარყოფდა მოგებულისა და წაგებულის არსებობას, თუმცა ცხოვრება არ უარყოფს.

სკოლები ყველაფერს აკეთებენ რომ მოსწავლეები კლასში არ ჩარჩნენ, უნიშნავენ დამატებით გამოცდებს, ასევე, ისინი გაძლევდნენ იმდენ დროს, რამდენიც გინდოდათ სწორი პასუხის გამოსაყვანად, მაგრამ ცხოვრებაში ასე არ ხდება.

სკოლა საკმაოდ განხსავდება ცხოვრებისგან, იქ პრობლემების გადასაჭრელად იმდენი დრო გქონდათ, რამდენიც გინდოდათ და ვერ ჩაბარების შემთხვევაშიც გქონდათ მეორე შანსი, მაგრამ ცხოვრება დამატებით შანსებს იშვიათად იძლევა, ამიტომ შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაყოფიერად გამოიყენოთ შანსები.

ყოველი დღე შეიძლება, უკანასკნელი იყოს თქვენს ცხოვრებაში, ასევე აუცილებლად გენებათ deadline-ები, რომლებშიც უნდა ჩაეტიოთ და გადაჭრათ კონკრეტული პრობლემა – იქნება ეს სამსახურში თუ სახლში.

წესი #9: ცხოვრება არ იყოფა სემესტრებად. თქვენ არ გექნებათ არდადეგები და თქვენი ხელმძღვანელი საკუთარი თავის ძიებაში არ დაგეხმარებათ. ყველაფერი თავად უნდა გააკეთოთ.

ცხოვრება არ არის დაყოფილი, ის უწყვეტი ხაზია, რომლიც არ ჩერდება.

უმაღლესის შემდეგ თვითონ მოგიწევთ საკუთარ თავზე ფიქრი და ზრუნვა, არ გეყოლებათ ხელმძღვანელი, რომელიც რჩევებს მოგცემთ, სწორედ ესაა თავისუფლების მთავარი ასპექტი – გადაწყეტილება თავად უნდა მიიღოთ, შეძლოთ თეთრისა და შავის გარჩევა.

წესი #10: ფილმებში დიდი ხანია აღარ აჩვენებენ რეალურ ცხოვრებას. იჯდეთ კაფეში და მთელი დღე ყავის სმით მეგობრებთან იჭორაოთ? ასე არ მოხდება.

იმ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრებას ფილმებიდან იცნობენ, უბრალოდ არ იციან რა არის ნამდვილი ცხოვრება, რადგან დიდი ხანია რაც ფილმი ასცდა რეალობას.

რეალურ ცხოვრებაში დაუღალავი შრომა მოგიწევთ, რათა უბრალოდ იარსებოთ, გადარჩეთ და გაუმკლავდეთ პრობლემებს, ამიტომ ნუ გექნებათ ილუზია რომ მთელი დღე კაფეში ყოფნასა და მეგობრებთან ერთად გართობას შეძლებათ – ცხოვრება ბევრად სასტიკია.

წესი #11: კეთილგანწყობილნი იყავით “შკოლნიკების” მიმართ, ისინი შეიძლება თქვენი ბოსები გახდნენ.

მთავარი რამ, რაც ცხოვრებაში დაგეხმარებათ ცოდნაა! სწორეად ამიტომ, კეთილგანწყობილნი იყავით ისეთი ადამინების მიმართ, რომლებიც ბევრს შრომობენ და სწავლობენ, რადგან ისინი ბევრს მიაღწევენ.

დიდია შანსი, რომ ერთ დღეს თქვენი თანაკლასელი, რომელსაც ‘წიგნის ჭიას’ უწოდებდით, თქვენი უფროსი გახდეს.

ავტორი მამუკა გოგუაძე

ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც მუშაობს იმისათვის, რომ მოგაწოდოთ რაც შეიძლეა მეტი და ხარისხიანი ინფორმაცია, რათა თქვენ შეძლოთ საკუთარი ფინანსების უკეთ მართვა.

გააზიარეთ
1561 წაკითხულია
ბოლოს განახლებული იანვარი 24, 2019

კომენტარი

საინტერესო თემები