Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018

Less than a minute

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება – Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018. კონფერენციის მიზანია, თითოეულ მონაწილეს კომპლექსურად გააცნოს ქვეყანაში არსებული კრიპტო ინდუსტრიის ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტები.

კონფერენციის თემები:

  • მაინინგის თავისებურებები: აპარატურა, მომგებიანობა;
  • ბლოკჩეინი ბიზნესისთვის – ქეისები;
  • ბლოკჩეინის პერსპექტივები სახელმწიფო ადმინისტრირებაში;
  • კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის რეგულაცია;
  • ICO კამპანიები: ინვესტიცია, მარკეტინგი, ტენდენციები;
  • თოქენიზაცია.

ვისთვის: ხელმძღვანელი პირებისთვის, ფინანსისტებისთვის, დეველოპერებისთვის, იურისტებისთვის, მარკეტერებისა და PR მენეჯერებისთვის.

რატომ: იმისათვის, რათა გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოთ მოგება კრიპტოვალუტებიდან და მაინინგ ფერმის გახსნისას; მიიღოთ იურიდიული კონსულტაცია, გაზარდოთ ICO-ს მომგებიანობა, იპოვნოთ პარტნიორები, წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია, მოიზიდოთ ახალი კლიენტები; იმისათვის, რათა გაიგოთ, რომ თქვენი ბიუჯეტის დახარჯვა ისეთ რამეზე, რაც არ მუშაობს, არ არის კარგი აზრი.

კონფერენციის სპიკერები: გაიცანით ქართველი მოაზროვნე ლიდერები, საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები, მაინერები, ქართველი და საერთაშორისო იურისტები, ეკონომისტები, ICO კონსულტანტები და ანალიტიკოსები, რომლებიც თავიანთ ქეისებს გაგიზიარებენ.

შეხვედრის ადგილი

ღონისძიება ჩატარდება თბილისის ცენტრში, ფეშენებელურ სასტურმო Radisson Blu Iveria Hotel-ში. მისამართი: პირველი რესპუბლიკის მოედანი 1 (ყოფილი ვარდების რევოლუციის მოედანი).

ორგანიზატორი

საერთაშორისო კომპანია Smile-Expo ბლოკჩეინ ღონისძიებებს მასპინძლობს მსოფლიოს 20 ქვეყანაში. 12 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილების მანძილზე Smile-Expo-მ მოიპოვა რეპუტაცია როგორც დიდი ინდუსტრიული ღონისძიებების ორგანიზატორმა, როგორც ევროპასა და აზიაში, ასევე ავსტრალიაშიც კი.

ღონისძიებების პარტნიორები არიან ბლოკჩეინ ინდუსტრიის დამფუძნებლები საქართველოში: ასოციაცია ბლოკჩეინ საქართველო, ბიტკოინის საელჩო საქართველოში და ბლოკჩეინ სისტემების ინსტიტუტი.

კონფერენციაში მონაწილეობას გეგმავს 300-მდე დამსწრე საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.