10 გავლენიანი მეწარმე ქალი საქართველოში
- იანვარი 15, 2023
- ...
-
338 ჯერ წაკითხული
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური გაურკვევლობა და არასტაბილურობა გამოიწვია, არაერთმა ქართველმა მეწარმე ქალმა შეძლო გამკლავებოდა ამ სირთულეებს და კიდევ უფრო ძლიერად გაეგრძელებინათ თავიანთი საქმიანობა.
ქალთა დღის საპატივცემლოდ, Financer.com-მა შეადგინა ქალი მეწარმეების სია (სია დალაგებულია ანბანური თანმიმდევრობით), რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სამეწარმეო საქმიანობაში, ქმნიან და მართავენ ფინანსურად ძლიერ კომპანიებს, უკეთესობისკენ ცვლიან საქართველოში ბიზნეს გარემოს და თავიანთი წარმატებული საქმიანობით მისაბაძი ლიდერების როლში ევლინებიან სხვა ქალ ანტერპრენერებს.
! სტატიის ქვემოთ მოცემულია მოკლე ინფორმაცია ამ სიის შედგენის კრიტერიუმების შესახებ.
10 გავლენიანი მეწარმე ქალი საქართველოში
სახელი | პროფილი |
---|---|
ირმა დაუშვილი | |
ანანო დოლაბერიძე | |
ნინო ზამბახიძე | |
ეთერ ირემაძე | |
ნინო კობახიძე | |
მარიამ მეღვინეთუხუცესი | |
თინათინ რუხაძე | |
მედეა ტაბატაძე | |
მერი ჩაჩანიძე | |
სოფო ჭყონია |
ირმა დაუშვილი
1996 წლიდან კომპანია „დიოს“ თანადამფუძნებელ და გენერალური დირექტორი. გარდა ამისა, არის დასასვენებელი კომპლექსის – „ნუნისის ტყის სასტუმროზე“ დამფუძნებელი.
მისი წარმატების ისტორია საკმაოდ რთული და შთამაგონებელია, “დიო” ნულოვანი კაპიტალით “ბნელ 90-იანებში” დააფუძნეს ირმა დაუშვილმა და მისმა და-ძმამ. კომპანია დღემდე რჩება ადგილობრივ ბაზარზე თავის სფეროში ლიდერ კომპანიად.
ქალბატონი ირმა აქტიურად არის ჩართული საქართველოში პროფესიული სასწავლებელების განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოში პირველი ქალი ბიზნესმენი გახდა, რომელსაც გადაეცა Veuve Clicquot-ის სახელობის საქმიანი ქალის ჯილდო.
“ქალებს ბიზნესის დაწყების არ უნდა შეეშინდეთ. როცა გაქვს იდეა, უპირველესად, თავად უნდა გჯეროდეს ამ იდეის წარმატების და საჭიროა იპოვო ის სწორი ადამიანები, რომლებიც ამ იდეის განხორციელებაში დაგეხმარებიან.”
ირმა დაუშვილი
ანანო დოლაბერიძე
ანანო საკმაოდ ცნობილი ციფრული პლატფორმის, Phubber-ის თანადამფუძნებელია.
ეს არის აპლიკაცია, რომელიც ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს იშოპინგონ ონლაინ და, ასევე, შექმნან ციფრული მაღაზია/გაყიდონ ნივთები.
ანანოს გამოცდილება მოდის ინდუსტრიაში საკმაოდ მრავალფეროვანია, თავისი საქმიანობით მას დიდი წვლილი შეაქვს საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეკოსისტემის გაუმჯობესებაში და დამსახურებულად მიიჩნევა ერთ-ერთ ახალგაზრდა წარმატებულ ქალ ანტერპრენერად.
ანანო არის 2019 წლის Forbes 30 under 30-ის გამარჯვებული, ვაჭრობისა და ელ. კომერციის კატეგორიაში.
“მინდა ძალიან ბევრ ქალ ანტერპრენერს ვხედავდე საქართველოში. ვფიქრობ, ყველა ქალბატონმა უნდა ირწმუნოს საკუთარი იდეის და სჯეროდეს საკუთარი წარმატების. ჩემი აზრით, ანტერპრენერის წარმატებისთვის 3 ძირითადი რამ არის საჭირო: თავდაუზოგავი შრომა, ზომიერი ამბიცია და საჭირო ადამიანები ირგვლივ.”
ანანო დოლაბერიძე
ნინო ზამბახიძე
2012 წლიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეა. ამ დარგში თავის დამკვირდებამდე ქალბატონ ნინოს არაერთი ბარიერის გადალახვა მოუწია, მათ შორის მნიშვნელოვანი სირთულე იყო სოფლის მერნეობის სფეროში პროფესიული განათლების მიღება, კულტურული და გენდერული ნიშნით განსხვავებულობა და სხვ.
თუმცა, ქალბატონი ნინო დღესდღეობით წარმატებული და ლიდერი მეწარმე ქალის საუკეთესო მაგალითია! დამსახურებულად მიიჩნევა ანტერპრენერი ქალის როლურ მოდელად, რომელიც მრავალი დამწყები მეწარმე ქალის ინსპირაცია გამხდარა.
იგი აქტიურად არის ჩართული ბიზნესში ქალთა ჩართულობის გაუმჯობესა და ქალი მეწარმეები საქართველოში ხელშეწყობაში.
“მომავლის ქალი იქნება მრავალმხრივ განათლებული, თვითრეალიზებული, ამაყი, ყოველი ახალი გამოწვევისთვის მომზადებული, რომელიც აკეთებს მომავლის საქმეს და ამასთან, ამსხვრევს ყველა იმ სტერეოტიპს, რომელიც საზოგადოებაშია გამყარებული ფერმერების მიმართ.”
ნინო ზამბახიძე
ეთერ ირემაძე
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მანამდე “SOLO” ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელი. იგი ასევე არის ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი.
მისი კარიერა საბანკო სექტორში 1999 წელს დაიწყო, მისი წარმატების გზა არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ქალებს დაიმკვიდრონ თავი ფინანსურ სექტორში საკუთარ თავზე მუშაობით, თავდაუზოგავი შრომითა და მიზანდასახულობით.
დღესდღეობით ქალბატონი ეთერის როლი საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში ძალიან დიდია.
ნინო კობახიძე
სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” გენერალური დირექტორია.
სამეწარმეო საქმიანობა 2011 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ სადაზღვეო სფეროში არაერთი წარმატებული პროექტი განუხორციელებია. საქართველოში პირველი საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერი – „ვილის თაუერს ვოტსონი“ მისი პირველი დამოუკიდებელი ბიზნესია.
ქალბატონი ნინო არის ბიზნესასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მას უდიდესი წვილი მიუძღვის საქართველოში ქალი მეწარმეების ხელშეწყობაში.
“ქალებს ვურჩევდი, რომ ყველა საკონსულტაციო რესურსი გამოიყენონ. გათვალონ რისკ-ფაქტორები და შემდეგ აუცილებლად გარისკონ, უკან არ დაიხიონ. დრომ მიჩვენა და დამარწმუნა, რომ ქალები საუკეთესო მენეჯერები არიან − ეს ახსოვდეთ.”
ნინო კობახიძე
მარიამ მეღვინეთუხუცესი
საქართველოს ბანკის ჯგუფის (Bank of Georgia Group PLC) არააღმასრულებელი დირექტორი 2021 წლიდან. იგი კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი ქართველი ქალი წევრია.
მარიამის როლი საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში საკმაოდ დიდია. მისი კარიერა ფინანსურ სექტორში 20 წელს ითვლის, იყო თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი და სხვ.
“პატარა ცდები და პატარა შეცდომები გაცილებით იოლი გადასატანია და ძალიან დიდი გამოცდილების საფუძველია. მთავარია დაძლიონ შიში, რომ რაღაც არ გამოუვა და მაშინ ყველაფერი მიღწევადია.”
მარიამ მეღვინეთუხუცესი
თინათინ რუხაძე
გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანიის ”ACT” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი 2002 წლიდან.
მისი მმართველობის დროს “ACT”-მ მოიპოვა ბაზრის ლიდერობა და საქართველოში ყველაზე დიდი კვლევითი-საკონსულტაციო კომპანიაგახდა, გარდა ამისა, გავიდა საერთაშორისო ბაზარზე და დღეისათვის ოპერირებს 25-ზე მეტ ქვეყანაში.
ქალბატონი თინათინი აქტიურად არის ჩართული მცირე მეწარმე ქალების გაძლიერებაში, არის „ქალები მომავლისთვის“ წევრი და მისი მიზანია ქართველი ქალი მეწარმეების ბიზნესგარემოში ინტეგრაცია.
“ქალებს ვურჩევდი რომ დაიწყონ − ნუ იყოყმანებენ, ნუ შეეშინდებათ წარუმატებლობის. გზა რომ გაიარო, პირველი ნაბიჯი უნდა გადადგა.”
თინათინ რუხაძე
მედეა ტაბატაძე
საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი 2012 წლიდან. ქალბატონი მედეა დამსახურებულად მიიჩნევა საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ადამიანური რესურსების მართვის ტრენერად. ამასთანავე, ქალბატონი მედეა არის “HR მენეჯმენტის” ლექტორი თავისუფალ უნივერსიტეტში.
მას უდიდესი როლი აქვს საქართველოში ამ მიმართულების განვითარებასა და თანამედროვე ტენდენციების დანერგვაში.
მედეა ტაბატაძე არის პირველი მენეჯერი, რომელმაც საკუთარი კომპანია „ინსორსი“ 4 დღიან სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანა.
“ქალები უფრო წინდახედული მმართველები არიან ‒ ფიქრობენ რა ეფექტი ექნება მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჯერ ადამიანებზე, კომპანიასა და შემდეგ კი თვითონ მასზე. ჩემი აზრით, იდეალური იქნებოდა ქალებისა და კაცების ბალანსი ინოვაციურ ორგანიზაციებში.”
მედეა ტაბატაძე
მერი ჩაჩანიძე
2020 წლიდან არის “თიბისი კაპიტალის” მმართველი დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ ქალბატონი მერის გუნდში, თიბისი ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო ბიზნესის დეპარტამენტში, 15 თანამშრომლიდან 13 ქალია.
სოფო ჭყონია
“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; „Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული – თბილისის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორი
რატომ არიან ეს ქალები ასე აქტუალური საქართველოში?
ამ სიაში შემავალ ანტერპრენერ ქალებს აქვთ უდიდესი გავლენა იმ ინდუსტრიის განვითარებაზე, რომელშიც მოღვაწეობენ. წარმატების მიღწევის გზებისა და სირთულეებთან გამკლავების გაზიარებით ისინი უდიდეს როლს თამაშობენ დამწყები ქალი მეწარმეების მხარდაჭერაში.
ეს ქალები არიან არაერთი ჯილდოს მფლობელი, რაც აღიარებს მათ როგორც ძლიერ, ლიდერ, მმართველ ანტერპრენერად. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი აღიარება არის ნდობა, რომელსაც მომხმარებლები უცხადებენ მათ და იმ ინსტიტუტებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.
რომელია შენი საყვარელი ქართველი ქალი ანტერპრენერი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.