100 ორიგინალური საჩუქრის იდეა შობისთვის

  • აგვისტო 7, 2023
  • ...
  • Read Icon41641 ჯერ წაკითხული

რა ვაჩუქო?

შობის მოახლოებასთან ერთად ეს კითხვა უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

თუ ჯერ კიდევ არ არის გადაგიწყვიტავს რა უნდა აჩუქო საყვარელ ადამიანებს, Financer.com გთავაზობს 100 ორიგინალური საჩუქრის იდეას:

  1. სასაჩუქრე ვაუჩერი – თუ საჩუქრის არჩევას ვერ ბედავთ და არ ხართ დარწმუნებული, ან, უბრალოდ, გინდათ არჩევანის თავისუფლება, ადრესატის საყვარელი ბრენდის სასაჩუქრე ვაუჩერი საუკეთესო გამოსავალია.
  2. თეატრისა და კონცერტის ბილეთები – ბევრ ჩვენს მეგობარს უყვარს სპექტაკლებსა და სხვადასხვა წარმოდგენებზე სიარული, ბილეთები მისი საყვარელი რეჟისორის ჯერ კიდევ უნახავ სპექტაკლზე/თეატრზე დასასწრებად, იქნება ძალიან ძვირფასი საჩუქარი!
  3. კინო – თუ ფილმების ყურება განსაკუთრებით უყვარს იმ ადამიანს, რომლისთვისაც საშობაო საჩუქარს არჩევთ, შეგიძლიათ, უყიდოთ კინოთეატრის აბონიმენტი მისთვის სასურველ რამდენიმე ფილმზე დასასწრებად.
  4. მასაჟი – სარელაქსაციო მასაჭის რამდენიმე პროცედურა განსაკუთრებით სასიამოვნოა მათთვის, ვისაც უყვარს მშვიდი განტვირთვა, რა შეიძლება იყოს სხეულის დასვენებაზე უკეთესი?
  5. პარფიუმერია – ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ გაუხარდება საყვარელი სუნამო საშობაო საჩუქრად!
  6. თავის მოვლის საშუალებების ნაკრები – ძვირფასი საჩუქარი განსაკუთრებით ქალბატონებისთვის;
  7. ვახშამი უნიკალურ ადგილას – მოუწყვეთ თქვენს საყვარელ ადამიანს განსაკუთრებული დღე, რომელიც ორივეს აუცილებლად დაგამახოვრდებათ! ვახშამი რომანტიკულ ადგილას, სატელევიზიო კოშკში ან მაღალ შენობაში, სადაც საახალწლოდ მორთული ქალაქი ჩანს – ეს დღე არასოდეს დაგავიწყდებათ!
  8. ექსტრემალური ატრაქციონები – მათთვის, ვისაც არ შეუძლია ადრენალინის გარეშე ცხოვრება.
  9. მოგზაურობა  – თუ ფიქრობთ, რა აჩუქოთ საყვარელ ადამიანის საშობაოდ და თუ გიყვართ ერთად მოგზაურობა, დაჯავშნეთ ბილეთები ისეთი ქვეყნის ან ქალაქის სანახავად, რომელიც ჯერ არ გინახავთ და შეხვდით შობას სხვა ქვეყანაში/ქალაქში. თუმცა, თუ საჩუქრის ამ იდეას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ, რომ წინასწარ, შობამდე ბევრად ადრე უნდა იზრუნოთ მოგზაურობის დაგეგმვაზე, რადგან შობის პერიოდში ავიაბილეთების ფასი ძალიან მაღალია;
  10. ტანსაცმელი – ახალი ქურთუკი ან პერანგი მათთვის, ვისაც შოპინგი უყვარს, საყვარელი ბრენდის ტანსაცმელი საშობაო საჩუქრად აუცილებლად გაახარებს მათ!
  11. მაღალი ხარისხის ტყავის აქსესუარები – ახალი ჩანთა ან ტყავის ქამარი, ეს საჩუქარი დიდხანს ექნება ადრესატს, რადგან მაღალი ხარისხის ტყავი გამძლეობით გამოირჩევა.
  12. ვირტუალური რეალობის სათვალეები – მათთვის, ვისაც არ ჰყოფნის ფილმების 3D ეფექტები და უნდა მოქმედების ეპიცენტრში ყოფნა, ან მათთვის, ვისაც იზიდავს ადრენალინი და საშიში ატრაქციონები, საშობაო საჩუქრის იდეა უკვე გაქვთ!
  13. ტელეფონი ან კომპიუტერის აქსესუარები – ახალი ტექნიკა განსაკუთრებით პოპულარული, თუმცა არც ისე დაბალბიუჯეტიანი საჩუქარია;
  14. ერთი ბოთლი ბრენდირებული ღვინო –  შეგიძლათ საშობაო ატრიბუტებითა და თემატიკით გააფორმოთ ღვინის ბოთლი;
  15. ახალი წლის კალენდარი – სასარგებლო და პრაქტიკული საჩუქარი შესაფერისი ასაკის ადამიანებისთვის.
  16. საშობაო სათამაშოები – საშობაოდ ძალიან სასიამოვნო საჩუქარია საშობაო დეკორაციები და ნაძვის ხის სათამაშოები;
  17. საახალწლო სიმბოლოები – შობისა და ახალი წლის აქსესუარები – ნაძვის ხის სათამაშოები, გასაფორმებელი ლამაზი ნათურები და სხვა სიმბოლოები ყველაზე თემატური საჩუქარია.
  18. თაფლი და სუნელები – ეს იქნება განსაკუთრებული საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვარს კულინარია და სამზარეულოში ექსპერიმენტების ჩატარება;
  19. ყველის ასორტი – გურმანებისთვის;
  20. თბილი სახლის ჩუსტები – სახალისო და თემატური გაფორმებებით, თბილი საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვრს სიმყუდროვე სახლში;
  21. საყვარელი მწერლის წიგნი ან ბესტსელერი – ყოველთვის კარგი საჩუქარია ნებისმიერ სიტუაციაში;
  22. თბილი ხელთათმანები და ქუდი – ზამთარი მათ გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია!
  23. ჯაკუზი – მათთვის, ვისაც უყვარს შაბათ-კვირას სახლში, რბილ და მყუდრო სააბაზანოში ნეტარება;
  24. ყვავილები და სახლის მცენარეები – თუ თქვენს მეგობარს უყვარს ცოცხალი ყვავილები და ეგზოტიკური მცენარეები, შეგიძლიათ აჩუქოთ ე.წ. ჰაერის მცენარეები, რომელიც იყიდება შუშის ორიგინალურ ვაზასთან ერთად, ასეთი ყვავილები განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში და ძირითადად გამოიყენება ოთახის დეკორაციისთვის;
  25. ღვინის დასადები თარო – ორიგინალური და პრაქტიკული საჩუქარი სახლისთვის გასაფორმებლად, ასეთი გაფორმება არა მარტო ღვინის შესანახად გამოიყენება, არამედ ნებისმიერი სხვა დეკორაციული ბოთლისთვისაც;
  26. ლაქისა და ფრჩხილების მოვლის კომპლექტი – ლამაზი ფრჩხილები ყველა ქალს ამშვენებს, ასიამოვნეთ დედა, ცოლი და შეყვარებული.
  27. თმის ნიღბები და თმის მოვლის საშუალებები – უნივერსალური საჩუქარი ქალბატონებისთვის
  28. საყვარელი სასუსნავების ნაკრები – ასეთი საჩუქარი გამოხატავს თქვენს ზრუნვასა და სიყვარულს – თქვენ ზრუნავთ მის განწყობაზე;
  29. ჭკვიანი საათი/Smart watch – ძალიან კარგი საჩუქარი, ვინც ფეხდაფეხ მიჰყვება თანამედროვე ტექნიკას და უყვარს მარტივად ცხოვრება;
  30. წვერის მოვლის საშუალებების ნაკრები – სასიამოვნო საჩუქარი მამაკაცებისთვის!
  31. თერმოსტატული ყავის ჭიქა – სათანადო საჩუქარი მათთვის, ვინ ყოველ დილით უკანმოუხედავად გარბის სამსახურში და ვერ ასწრებს ყავის ან ჩაის დალევას სახლში;
  32. პორტატული დამტენი (ე.წ. power bank) – სასარგებლო მოწყობილობა მოგზაურობის მოყვარულთათვის ან ისეთი მეგობრისთვის, რომლის ტელეფონიც მუდამ დამჯდარია;
  33. პორტატული აუდიო სპიკერი – დიდებული საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვარს მუსიკა და ვერ ძლებს მუსიკის მოსმენის გარეშე, ამ საჩუქარს გამოიყენებენ პიკნიკზე ან სხვა ნებისმიერ ადგილას ნებისმიერ დროს;
  34. ყავისა და ჩაის კომპლექტი – კარგი საჩუქარია, თუ სტუმრად მიდიხართ ნათესავებთან/ოჯახში, ალბათ ნებისმიერი ოჯახისთვის პრაქტიკული საჩუქარი იქნება;
  35. ფასდაკლების ვაუჩერი საყვარელ ბარში ან კაფეში – თუ თქვენს ადრესატს საყვარელი კაფე ან ბარი აქვს, რომელსაც ხშირად სტუმრობს, მისი ფასდაკლების ვაუჩერი აუცილებლად გაუხარდება!
  36. ახალი წლის კალენდარი პერსონალური სურათებით – სიმბოლური საჩუქარი, რომელიც ყოველ დღე გაახსენებს ადრესატს თქვენს თავს, ეს საჩუქარი განსაკუთრებით საინტერესო იქნება, თუ დაამზადებთ ექსკლუზიურად მისთვის – გააფორმეთ თქვენი საერთო ფოტოებით ან კალენდარზე გამოყოავით ისეთი დღეები, რომლებიც თქვენთვის განსაკუთრებულია;
  37. ცხელი ღვინის დასამზადებელი კომპლექტი – შეიძინეთ ყველაფერი რაც საჭიროა ცხელი ღვინის დასამზადებლად და შეფუთეთ ლამაზად, გამოგივათ ძალიან ლამაზი და სასიამოვნო საჩუქარი!
  38. ჯემების ასორტი – ორიგინალურად მორთული ჯემის ქილები და შერჩეული არომატები ნებისმიერ სახლს გაამდიდრებს.
  39. საშობაო ორცხობილები – თემატური და გემრიელი! რა შეიძლება იყოს უფრო გემრიელი, ვიდრე საშობაო დეკორეციებით მორთული ორცხობილები?
  40. ფოტოების დეკორატიული ჩარჩო – პრაქტიკული საჩუქარი ყველასთვის, ვისაც უყვარს ფოტოგრაფია და მომენტების ფირზე აღბეჭდვა;
  41. ძვირფასი სამკაულები – არ არსებობს ქალი, რომელსაც არ მოეწონება ეს საჩუქარი;
  42. ახალი საფულე – ახალი წელი ახალი საფულეთი, პრაქტიკული საჩუქარი!
  43. ორიგინალური ფორმის ბალიში ან სახალისოდ გაფორმებული ბალიშის პირები – ორიგინალური და დეკორაციული საჩუქარი ნებისმიერი სახლისათვის;
  44. ბიზნეს ბარათი – თუ თქვენს ადრესატს სურს, დაიწყოს ბიზნესი, ამ საჩუქარმა იქნებ ხელი შეუწყოს იდეის განხორციელებაში?
  45. კოქტეილის ჭიკა და კოქტეილების მიქსი – სახალისო და პრაქტიკული საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვარს სახლში წვეულებების მოწყობა და მეგობრების მოპატიჟება;
  46. ცხელი შოკოლადის დასამზადებელი ნაკრები – იყავი კრეატიული და ლამაზად შეფუთე ყველა ინგრედიენტი, რომელიც საჭიროა ცხელი შოკოლადის დასამზადებლად – შოკოლადი, ნაღები, სანელებლები და ა.შ. გაახარეთ შოკოლადის მოყვარულები!
  47. თბილი საშობაო წინდები – თბილი წინდები ცივი ზამთრისთვის! აჩუქეთ ორიგინალურად გაფორმებული თბილი წინდები მათ, ვისაც უყვარს ფერადი და სახალისო წინდების ტარება!
  48. მაღალი ხარისხის საკანცელარიო ნივთები – აარჩიეთ ფანქრები ან ბრჭყვიალამელნიანი კალმები, ეს საჩუქარი განსაკუთრებით გაახარებთ ბავშვებს!
  49. აქსესუარები შინაური ცხოველებისთვის – თუ თქვენს ადრესატს შინაური ცხოველი ჰყავს, აუცილებლად გაუხარდება საყვარელი ოთხფეხა მეგობრისთვის ლამაზი აქსესუარები, ტანსაცმელი ან საახალწლო მოსართავები;
  50. გრავირებული კალამი – საკუთარი ინიციალების მქონე კალამი ძვირფასი საჩუქარია უფროსი ადამიანისთვის, ამ საჩუქრით შეძლებთ, გამოხატოთ თქვენი მათდამი პატივისცემა!
  51. სათვალის ჩასადები – ზოგჯერ, რაღაცას შევიძენთ და ვიყენებთ დიდი ხნით, გვავიწყდება რომ დროდადრო შეგვიძლია განვაახლოთ და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში წვრილმანი სიახლეები შევიტანოთ; ასე რომ, თუ თქვენი მეგობარი ან საყვარელი ადამიანი ატარებს სათვალეს, სათვალის ახალი ჩასადები ახალ საწმენდთან ერთად აუცილებლად პრაქტიკული და ძვირფასი საჩუქარი იქნება.
  52. მაგიდის ფეხბურთი – ვისაც უყვარს ფეხბურთის თამაში მაგიდის ფეხბურთის დიდი სათამაშოც აუცილებლად მოეწონება;
  53. Board Games/მაგიდის თამაშები – შეგიძლიათ აირჩიოთ მაგიდის თამაში მთელი ოჯახისთვის ან  მეგობრების წრეში გასართობად; სასიამოვნო საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვარს ზამთრის ცივ საღამოს ბუხრის პირას საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გართობა.
  54. ორიგინალური ნაჩნიკი – საინტერესო ფორმებითა და დეკორატიული ელემენტებით, პრაქტიკული და ლამაზი საჩუქარია;
  55. კარების ზარი – რამდენად შეგიმჩნევიათ, რომ სახლში შემოსასვლელი კარების ზარი უკვე მოძველდა და აღარც მისი ხმა მოგწონთ? აჩუქეთ თქვენი ოჯახის წევრს ახალი, უფრო მხიარული და ორიგინალური კარების ზარი.
  56. თემატური მსოფლიოს რუკა – დიდებული საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა და განსაკუთრებით არის დაინტერესებული თითოეული ქვეყნისთვის დამახასიათებელი ტურისტული დანიშნულებით;
  57. პოპკორნის დასამზადებელი ნაკრები/მოწყობილობა – წარმოიდგინეთ როგორ გაუხარდებათ ეს საჩუქარი ფილმის მოყვარულებს, სახლში შეეძლებათ დაამზადონ პოპკორნი და სრულ კომფორტში უყურონ ფილმებს!
  58. ჟურნალების სერიის გამოწერა – თუ საჩუქრის ადრესატს განსაკუთრებულად უყვარს რომელიმე ჟურნალის კითხვა, შეგიძლიათ გამოუწეროთ/შეისყიდოთ მთელი წლის სერია და ყოველი ახალი ჟურნალის გამოსვლისას ავტომატურად გაუგზავნიან მას სახლში.
  59. აბაზანის კომპლექტი – იყავით შემოქმედებითი, თუ თქვენს მეგობარს არ აქვს სააბაზანოს კომპლექტი, შეგიძლიათ აჩუქოთ სარელაქსაციო შხაპის მთელი კომპლექტი, რომელიც მოიცავს როგორც დუშ გელებს, ასევე სააბაზანოს რომანტიულ სანთლებს, ეს იქნება საკმაოდ ორიგინალური საჩუქარი მათთვის!
  60. მაგნიტური დაფა ჩანაწერებისთვის  – პრაქტიკული ნივთი, რომელიც დაგეხმარებათ მაღაზიაში წასვლამდე საყიდლების უკეთ დაგეგმვაში, ყოველ ჯერზე, როცა გაგახსენდებათ რომ რაღაც გაქვთ საყიდელი, დაფაზე ჩაინიშნავთ.
    განსაკუთრებით სახალისო იქნება თუ აჩუქებთ მეგობრებს, რომელთაც ხშირად ავიწყდებათ რაღაცები; გარდა ამისა, დაფა გამოგადგებათ თავისუფალ დროს გასართობად და, რაც მთავარია, ეს არის ნივთი, რომელიც არ იქნება ერთჯერადი და მრავალჯერ გამოიყენებთ!
  61. ელ-მკითხველი/e-reader – დიდებული საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვარს კითხვა, საჩუქარი განსაკუთრებით პრაქტიკულია მოგზაურობის მოყვარულთათვის ან მათთვის, ვისაც ხშირად უწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული;
  62. სამოგზაურო კოსმეტიკის ნაკრები – პრაქტიკული საჩუქარი მათთვის, ვინც ბევრს მოგზაურობს.
  63. სპორტული ჩანთა – თუ თქვენი მეგობარი სპორტით არის დაკავებული, ძალიან კარგი იქნება თუ აჩუქებთ სპორტულ ჩანთას – პირსახოცების, ჰიგიენის ნივთებისა და წყლის ბოთლის შესანახად;
  64. დღიური – ორიგინალური საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვარს წერა;
  65. ყურსასმენები – ახალი, მაღალი ხარისხის ყურსასმენები ნებისმიერ მუსიკის მოყვარულს გაახარებს;
  66. ჩანთა პიკნიკისთვის – განათავსეთ პატარა სამოგზაურო ჩანთაში აღჭურვილობა, რაც საჭიროა სასიამოვნო პიკნიკისთვის და აჩუქეთ იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც შაბათ-კვირას პიკნიკზე წასვლა გიყვართ;
  67. პიჟამო – ორიგინალური ან კლასიკური, მუქი ან ღია, გასართობი თემატიკით ან მხიარული პრინტებით, ორიგინალური საჩუქარი, რომელიც ყველას გაუხარდება;
  68. საათი – პრაქტიკული და სასიამოვნო საჩუქარი, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ აირჩიოთ მაჯის, მექანიკური, კედელზე დასამონტაჟებელი, ‘ჭკვიანი’/smart ან მაღვიძარა საათი;
  69. ფოტოაპარატი – წაახალისეთ ახალი კადრების გადაღება ახალი ფოტოაპარატით ან ვიდეოკამერით.  ამ საჩუქართან ერთად შეგიძლიათ აჩუქოთ ფოტოგრაფიის კურსებზე რამდენიმე გაკვეთილი ან სახელმძღვანელო უკეთესი ფოტოების გადასაღებად;
  70. უცხოური შოკოლადების ნაკრები – შეკოლადების მოყვარულებს განსაკუთრებით უყვართ მრავალფეროვანი და სხვადასხვა ქვეყნის შოკოლადების გასინჯვა, ამიტომ მათთვის ძალიან სასიამოვნო იქნება თუ უცხოური შოკოლადების დაგემოვნების საშუალებას მისცემთ;
  71. ნაყინის მანქანა – მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში ცივა, არიან ადამიანები, რომლებიც ზამთარშიც კი ვერ ძლებენ ნაყინის გარეშე, მათთვის საკუთარი ხელით დამზადებული ნაყინი ყველაზე გემრიელი იქნება!
  72. ფოტო პრინტერი – მიეცით შესაძლებლობა თქვენს საყვარელ ადამიანებს, პირდაპირ ტელეფონებიდან დაბეჭდონ ფოტოები;
  73. პალმარის პალატა – ფოტო პრინტერის ალტერნატივა და რეტრო მოყვარულებისთვის განსაკუთრებით ორიგინალური საჩუქარი.
  74. თხილამურები – თუ საჩუქრის ადრესატს უყვარს ზამთრის სპორტი და თოვლის მოსვლა მისთვის თხილამურების სეზონთან ასოცირდება, უყიდეთ მას ლიჟები ან სასრიალოდ საჭირო სხვა ატრიბუტი და დაელოდეთ მის ბედნიერ სახეს; 
  75. ხელის მოვლის საშუალებების ნაკრები – ქალბატონებისთვის ზამთარში ძნელია შეინარჩუნონ რბილი და ლამაზი ხელები დამცავი კრემების გარეშე, ამიტომ დარწმუნდით, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს ცივ ზამთარში ყოველთვის თან ექნება ხელის კრემები და მათ ნაზ ხელებს სიცივე ვერაფერს ავნებს;
  76. სვიტრი – ირმის პრინტით ან რაიმე საახალწლო თემატიკით, ეს თქვენს ორიგინალურობაზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია რომ ზომას მიაქციოთ ყურადღება და არჩეული ზომა საჩუქრის ადრესატს კარგად ერგებოდეს;
  77. მაისური -საშობაო მაისური სპეციალურად თქვენი მეგობრისთვის, შეყვარებულის ან ოჯახის წევრისთვის;
  78. წიგნის სანიშნი – თანამედროვე, ხელნაკეთი, საშობაო ან ნებისმიერი სხვა თემატიკის სანიშნების ნაკრები – წიგნის მოყვარულებს ძალიან გაუხარდებათ;
  79. ქალის თეთრეული – ხარისხიანი თეთრეული ყოველთვის საუკეთესო და რომანტიკული საჩუქარია თქვენი მეორე ნახევრისთვის;
  80. ფოტოგადაღება – აჩუქეთ მეგობრებს, საყვარელ ადამიანს ან ოჯახის წევრებს ფოტო სტუდიოში ფოტოსესიის ვაუჩერი და მიეცით მათ საშუალება, პროფესიონალურ ფირზე აღბეჭდონ თავიანთი ცხოვრების ბედნიერი მომენტები;
  81. ტოსტერი – პურის ტოსტერი მნიშვნელოვანი ატრიბუტია საუზმისთვის, თუ ადრესატის სამზარეულოში ტოსტერი ჯერ არ მოიძებნება, ეს ორიგინალური და პრაქტიკული საჩუქარი იქნება მისთვის;
  82. პაზლი/Puzzle – სირთულის მიხედვით განკუთვნილია როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვისა, აჩუქეთ პაზლი მას, ვისაც უყვარს მაგიდის თამაშები და რთული მოზაიკების აწყობა. შეგიძლიათ თქვენ თავად შექმნათ ნებისმიერი სურათის პაზლი, შეუკვეთოთ და უნიკალური ეგზემპლარი აჩუქოთ საყვარელ ადამიანებს;
  83. მასაჟის ნაკრები – მასაჟი შეიძლება გაკეთდეს სახლშიც, აარჩიეთ მომხიბლავი სუნამოებისა და მასაჟისთვის საჭირო სხვა მასალების ნაკრები და აჩუქეთ მათ, ვისაც განსაკუთრებით უყვართ სარელქასაციო პროცედურები;
  84. კარგი ხარისხის საცხობი ღუმელი – გემრიელი დონატები ამშვენებს არა მხოლოდ საშობაო მაგიდას, არამედ ყოველდღიურ საუზმესა და ვახშამსაც;
  85. ორიგინალური საბანი – თბილი და ფუმფულა საჩუქარი ცივ ზამთარში, შეგიძლიათ შეარჩიოთ საშობაო თემატიკის საბანი ორიგინალური პრინტებით;
  86. რეცეპტების წიგნი – კულინარიის მოყვარულებისთვის! სამზარეულოში ახალი ექსპერიმენტებისთვის რეცეპტების წიგნი ძვირფასი საჩუქარი იქნება;ს
  87. ნაყინის ფორმები – ვარსკვლავების, ნაძვის ხეების, საჩუქრების ყუთებისა და სხვა სახალისო ფორმების ნაყინი – მარტივი და ორიგინალური საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვარს ნაყინი და სახლშიც ხშირად აკეთებს ხოლმე;
  88. ჭადრაკი – ჭადრაკის დაფა მეტად სოლიდური და სიმბოლური საჩუქარია, იგი შეიძლება აჩუქოთ მათ, ვისაც უყვარს ჭადრაკის თამაში ან უბრალოდ სახლის კლასიკურად გასაფორმებლად;
  89. პუფი / puff – რბილი სკამები, არ დაიკავებს ბევრ სივრცეს და პრაქტიკულიც იქნება, როცა სახლში ბევრი სტუმარია. კარგად შერჩეული ფუმფულა პუფები შეიძლება ძალიან კარგად ეხამებოდეს მთელი სახლის ინტერიერს და დეკორატიული დატვირთვაც ჰქონდეს;
  90. ჩაიდანი – გამოიყენე თქვენი შემოქმედებითი ნიჭი და გააფორმეთ/მოხადეთ თეთრი ჩაიდანი სხვადასხვა ორნამენტებითა და ნახატებით. ასეთი ჩაიდანი უნიკალური საჩუქარი იქნება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით;
  91. კურსები – თუ თქვენს მეგობარს უყვარს ექსპერიმენტები და საკუთარი თავის სხვადასხვა სფეროში გამოცდა, შეიძინეთ მათთვის კურსები და აჩუქეთ საშობაოდ, მაგალითად, უცხო ენების, კულინარიული, კომპიუტერის, ცეკვის, ხაზვის, ხატვის და სხვა. ნუ დაგავიწყდებათ, ასევე დისტანციური, ე.წ. ონლაინ კურსების შესაძლებლობაც;
  92. გიტარა ან დასარტყამი ინსტრუმენტი – ამ საჩუქარს შეგიძლიათ მოუძებნოთ როგორც პრაქტიკული, ასევე სიმბოლური დატვირთვა, თუ თქვენს საყვარელ ადამიანს ან მეგობარს უყვარს რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა, მისთვის ეს დიდებული საჩუქარი იქნება, ხოლო თუ არ იცის დაკვრა, თუმცა მოსწონს კონკრეტული ინსტრუმენტი, შეგიძლიათ შეურჩიოთ მინიატურული ზომის საჩუქარი მისი ოთახის გასაფორმებლად;
  93. ლუდის კათხები – საუკეთესო საჩუქარი ისეთი მეგობრისთვის, რომლის სახლშიც მეგობრები ხშირად სვამთ ლუდს და აწყობთ წვეულებებს;
  94. კოსმეტიკის ჩანთა – კოსმეტიკის ჩასაწყობი ჩანთა, განსაკუთრებით ლამაზი და სასიამოვნო საჩუქარი ქალბატონებისთვის, შეგიძლიათ ჩანთაში ადრესატის საყვარელი 1-2 კოსმეტიკური საშუალებაც მოათავსოთ და ისე აჩუქოთ;
  95. გრავირებული კალამი – ძვირფასი კალამი განსაკუთრებით მოსწონთ სოლიდურ და კლასიკური გემოვნების ადამიანებს, აჩუქეთ მათ მოვერცხლილი ან მოოქროვილი კალამი, რომელზეც გრავირებული იქნება მათი სახელი/ინიციალები;
  96. პერსონალური ხალათი – ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარულია ექსკლუზიურად დამზადებული ატლასის ხალათები; შეუკვეთეთ თქვენი საყვარელი ადამიანის ინიციალების ან სახელის ამოქარგვა ხალათზე და გაუკეთეთ მას რომანტიკული საჩუქარი საშობაოდ;
  97. ქალაქების ღირსშესანიშნაობების კრებული – სიმბოლური და პრაქტიკული საჩუქარი მოგზაურობის მოყვარულთათვის, უცხო ქალაქში შეუძლებელია სიამოვნება მიიღო, თუ კარგად არ გაეცნობი ქალაქის ისტორიულ და თანამედროვე სანახაობებს, ამიტომ მოგზაურობის მოყვარულებისთვის ეს დიდებული საჩუქარი იქნება;
  98. მაღალი ხარისხის ბურთი – სპორტის (ფეხბურთის/კალათბურთის/რაგბის) მოყვარულებს განსაკუთრებით გაუხარდებათ თუ აჩუქებთ მათი საყვარელი სპორტის მაღალი ხარისხის ბურთს, შეგიძლიათ შეიძინოთ სპორტულ ბრენდულ მაღაზიებში;
  99. საკანცელარიო ნივთების შესანახი თარო – ხელნაკეთი, კრეატიული და ორიგინალური საკანცელარიო ნივთების მოსაწესრიგებლად პატარა მაგიდაზე დასადები თარო ან ორიგინალური ფორმის ჩასადები, შეგიძლიათ აჩუქოთ როგორც ბავშვებს, ასევე საქმიან ადამიანებსაც სამუშაო მაგიდისა და ოთახის ინტერიერის გასახალისებლად;
  100. ძვირფასი საკმაული – ოქროს ან ვერცხლის სამკაული, ძვირფასი და დიდებული საჩუქარი როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის, ახალი წელის მდიდრული დასაწყისი!

Financer.com გისურვებთ ბედნიერ შოპინგს, დახარჯეთ ფული გონივრულად!

რამდენად გამოგადგათ სტატიიდან მიღებული ინფორმაცია?

6 out of 22 found this helpful

სალომე არის Financer Georgia-ს რედაქტორი, პირადი ფინანსების კონსულტანტი და FinTech-ის გულშემატკივარი 5 წლიანი გამოცდილებით. სალომე უკვე 70-მდე სტატიის ავტორია, მისი ბლოგები გამოირჩევა პირადი ფინანსების სამართავად საჭირო პრაქტიკული რჩევებით. მისი მიზანია რაც შეიძლება მეტმა მკითხველმა შეძლოს ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება.

გააზიარეთ
Read Icon41641 ჯერ წაკითხული

საინტერესო თემები

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა შენი ვიზიტი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. ჩვენი საიტის სარგებლობისა ნიშნავს, რომ Cookies  გამოყენების  პირობები მისაღებია თქვენთვისს.