avto lombardi

Top 3 ატოლომბარდი საქართველოში

  • ივლისი 25, 2021
  • ...
  • Read Icon1031 reads

ავტო ლომბარდი მანქანის ტარების უფლებით

თუ სესხის აღება გეჩქარება, არ გაქვს დრო უამრავი დოკუმენტის შესაგროვებლად და ამასთან გყავს ავტომობილი, ავტო ლომბარდი თანხის სწრაფად მიღებაში დახმარება.

პროდუქტით სარგებლობა შესაძლებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებში.

ავტო ლომბარდზე განაცხადის შევსება ხდება, როგორც ფილიალში, ასევე ინტერნეტით, ონლაინ რეჟიმში.

თანხის მიღების დრო დაახლოებით ერთი საათია. მომსახურებით სარგებლობისთვის მინიმალური საბუთებია საჭირო – პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.

რა პროცედურები უნდა გაიაროთ სესხის მისაღებად?

თავდაპირველად კომპანიის ავტო ექსპერტები აფასებენ მანქანის მდგომარეობას და ადგენენ მის ღირებულებას. ეს ითვალისწინებს ავტომობილის მარკის, წლოვანებისა და ზოგადი მდგომარეობის შეფასებას. ავტომობილის ფასის მიხედვით განისაზღვრება სესხის ოდენობა.

როგორ ხდება გადახდა?

ავტო ლომბარდის გადახდა წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ხდება. გადახდისას პროცენტთან ერთად, იფარება სესხის ძირი თანხა. ბევრი ავტო ლომბარდი საკმაოდ მიმზიდველ, დაბალ საპროცენტო განაკვეთს გვთავაზობს.

ავტო ლომბარდის მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია მანქანის დაგირავება, მართალია, ავტომობილი მფლობელის სახელზე რჩება, მაგრამ იტვირთება გირავნობით.

კომპანიების უმრავლესობა შესაძლებლობას გვაძლევს თავად ავირჩიოთ მომსახურების პირობა – ვაგრძელებთ მანქანის მართვას თუ გავაჩერებთ მას ავტოსადგომზე.

როგორც წესი, საპროცენტო განკვეთი უფრო მაღალია მანქანის მართვის უფლებით სარგებლობაზე. თუ ვალდებულების დასაფარი თანხა წინასწარ გექნება, ნებისმიერ დროს შეძლებ ავტომობილის გამოსყიდვას.

ავტო სესხი / ავტო ლომბარდი

ავტო სესხი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სესხი, რომელიც ავტომობილის უზრუნველყოფით გაიცემა და ხასიათდება სესხის ყველაზე მაღალი მოცულობით.

  • ავტო სესხის ოდენობა: 1 000 – 50 000 ₾
  • ავტო სესხის ხანგძლივობა: 3 დან – 84 თვემდე
  • ეფექტური საპროცენტო განიკვეთი: 45%-მდე

ასეთი ტიპის სესხის აღებისას მოითხოვება, უზრუნველყოფაში ჩაიდოს ის აქტივი, რომლის შესაძენადაც აიღე სესხი, ან მოხდეს უკვე არსებული აქტივით უზრუნველყოფა.

რა უპირატესობით გამოირჩევა ავტო ლომბარდი

  • სესხის ლიმიტი – კომპანიები მანქანის ღირებულების 100%-მდე თანხას გასცემენ სესხად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ შედარებით დიდი მოცულობით გჭირდებათ ფული, თამამად შეგიძლიათ მიმართოთ აღნიშნულ სერვისს.
  • სწრაფი მომსახურება – თუ სხვა ტიპის სესხების მისაღებად მოითხოვება დოკუმენტების შეგროვება, კომპანიაში ვიზიტი და ლოდინი თუ როდის დაირიცხება თანხა ანგარიშზე, ავტო ლომბარდი თანხის სწრაფად მიღებით გამოირჩევა. არ არის საჭირო უამრავი ცნობის შეგროვება. საკმარისია მხოლოდ პირადობის მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.
  • მინიმალური მოთხოვნა – სესხის ასაღებად მინიმალური მოთხოვნის დაკმაყოფილებაა საჭირო. მთავარია გქონდეთ პირადობის მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.
  • მანქანის ტარების შესაძლებლობა – მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილზე ვრცელდება გირავნობა, თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ მისი მართვა. ხოლო ვალდებულების დაფარვის შემდეგ გამოისყიდოთ.

ავტო ლომბარდი განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც უარყოფითი საკრედიტო ისტორია აქვს ან არ არის დასაქმებული. ნეგატიური საკრედიტო ისტორია მიუთითებს იმაზე, რომ კლიენტს გარკვეული პრობლემები ჰქონდა ძველი სესხების დაფარვისას ან ჯერ კიდევ არ აქვს გადახდილი არსებული ვალდებულებები. ავტო ლომბარდის შემთხვევაში, კომპანია ნაკლებად აქცევს ყურადღებას აღნიშნულ ფაქტორებს. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურებით სარგებლობა მარტივია დაბალი საკრედიტო რეიტინგის პირობებშიც, აუცილებელია ვალდებულებებს პასუხისმგებლობით მოეკიდოთ და სანამ რომელიმე მომსახურებით ისარგებლებთ, შეაფასოთ პირობები და გადახდის რესურსი.

რა უნდა გაითვალისწინოთ ავტო ლომბარდის მომსახურებით სარგებლობისას

  • დამატებითი ხარჯები – დააზუსტეთ დამატებითი ხარჯების შესახებ. შესაძლოა კრედიტორი ითხოვდეს მანქანის დაზღვევას, გაიგეთ თუ ვინ გადაიხდის აღნიშნულ თანხას.
  • საპროცენტო განაკვეთი – სანამ რომელიმე კომპანიის მომსახურებით ისარგებლებთ, გაარკვიეთ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რადგან სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული თუ რა თანხის გადახდა დაგჭირდებათ. ბევრი avto lombardi დაბალ საპროცენტო განაკვეთში გასცემს თანხას.
  • გადახდის შესაძლებლობა – გამოითვალეთ რამდენის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად. მთლიან შემოსავალს გამოაკელით აუცილებელი ხარჯები და დაფიქრდით დარჩენილი თანხით თუ შეძლებთ სესხის გადახდას.

გაითვალისწინეთ, რომ ავტო ლომბარდით სარგებლობისას თქვენ გირაოში დებთ ავტომობილს. შესაბამისად, თუკი ვალდებულების დაფარვას ვერ შეძლებთ შეიძლება საფრთხე შეექმნას თქვენს მანქანას. მომსახურების პირობის დეტალურად გაცნობა და გათვალისწინება თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ხარჯს.

რედაქტორი - Financer.com საქართველო | სალომე დაინტერესებულია პირადი ფინანსების საკითხებით და მისი მიზანია ფაქტებზე დაფუძნებული ფინანსური ცოდნის/ინფორმაციის გავრცელება, რათა დაგეხმაროთ თქვენ - მიიღოთ ინფორმცირებული და გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები.

გააზიარეთ
Read Icon1031 reads

საინტერესო თემები

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა შენი ვიზიტი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. ჩვენი საიტის სარგებლობისა ნიშნავს, რომ Cookies  გამოყენების  პირობები მისაღებია თქვენთვისს.