5 საუკეთესო კრედიტორი საქართველოში 2022 წელს
- აპრილი 18, 2022
- ...
-
116 ჯერ წაკითხული
Financer.com-მა მოამზადა ანგარიში 2022 წლის საუკეთესო კრედიტორი კომპანიებისა და სერვისების შესახებ. მონაცემები ეფუძნება მომხმარებლების შეფასებებსა და სესხების შედარებების რეიტინგებს.
მნიშვნელოვანი მონაცემები:
- საქართველოში მომხმარებლების მიმოხილვები შეადგენს 270-ს, ხოლო გლობალურად Financer.com-ზე დაფიქსირდა 7048 მომხმარებლის მიმოხილვა.
- საქართველოში მიმოხილვის საშუალო ქულა იყო 4.3, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 3,60
- ყველაზე მაღალი (5) ქულა საქართველოში იყო მიმოხილვების 77.5%
- ყველაზე დაბალი (1) ქულა საქართველოში იყო მიმოხილვების 11,2%
გაეცანით კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც გამოვავლინეთ 2022 წლის საქართველოში არსებული საუკეთესო კრედიტორი და იხილეთ ქვემოთ მოცემული დიაგრამები მონაცემების უკეთ აღსაქმელად.
ტოპ 5 კრედიტორი კომპანია საქართველოში
რეიტინგი | კრედიტორი | ქულა |
---|---|---|
🥇 1 | 5.0 | |
🥈 2 | 4.50 | |
🥉 3 | 4.50 | |
4 | 4.30 | |
5 | 3.40 |
1. კრედო ბანკი
ქულა: 5.0
კრედო ბანკი საქართველოს საკრედიტო ბაზარზე ერთ-ერთი წარმატებული კომერციული ბანკია, რომელიც 2007 წლიდან ოპერირებს. კრედო ბანკი ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნეს სუბიექტებს.
კრედო ბანკის მისიაა, ფინანსური სერვისები ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებელი მოსახლეობისთვის და უზრუველყოფს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ფინანსური მდგრადობა.
უპირატესობები
მომხმარებელზე ორიენტირებული დაკრედიტების პროცესი
შეღავათიანი აგროკრედიტი
სესხი სეზონური შემოსავლების გათვალისწინებით
უარყოფითი მხარეები
კონკურენტებთან შედარებით ნაკლებად მოქნილი ონლაინ სერვისები
2. სფეისი
ქულა: 4.50
სფეისი არის პირველი სრულიად ციფრული ბანკი საქართველოში, რომელიც 2018 წელს გამოჩნდა და ინოვაციური მიდგომები შემოიტანა საქართველოს საკრედიტო ბაზრზე.
სფეის ნეობანკს არ აქვს ფიზიკურად არსებული ფილიალები, ეს არის აპლიკაცია და აპლიკაციის ჩამოტვირთვითა და სფეის ბარათის ონლაინ შეკვეთით ავტომატურად ხდები სფეისის მომხმარებელი.
სფეისი გვთავაზობს ონლაინ სესხს, ყულაბას (ანაბარს), ფულის გადარიცხვის სერვისს, QR განვადებას, კომუნალურ გადახდებს.
უპირატესობები
ციფრული ბანკი ჩვენს ტელეფონში
სესხი 24/7-ზე ანუ ონლაინ სესხი ნებისმიერ დროს არის ხელმისაწვდომი
ფულის გადარიცხვის უმარტივესი და უსწრაფესი გზა
შეგიძლია ერთ აპლიკაციაში მოაქციო შენი ყველა ბანკის ბარათი და მართპ სფეისიდან
უარყოფითი მხარეები
არ აქვთ ფილიალი, რაც, შესაძლოა, ზოგი მომხმარებლისთვის არ იყოს მოსახერხებელი
ამ ეტაპზე არ გვთავაზობს მიზნობრივ სესხებ – იპოთეკურ სესხს, ავტო სესხს და სხვ.
3. Swiss Capital
ქულა: 4.50
სვის კაპიტალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან ოპერირებს. სვის კაპიტალის საკრედიტო სერვისები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.
საკრედიტო პროდუქტები: ავტო სესხი, იპოთეკური სესხი, ბიზნეს და აგრო სესხი და სხვ. კომპანიას საქართველოს მასშტაბით ჰყავს 240 000-ზე მეტი მომხმარებელი და დამსახურებულად ითვლება ერთ-ერთ სანდო მოკროსაფინანსო ორგანიზაციად.
უპირატესობები
ავტო სესხი 100 000 ლარამდე თანხა 30 წუთში
4 თვიანი საშეღავათო პერიოდი ავტო სესხზე
გაცემის საკომისიო 0 ლარი
უარყოფითი მხარეები
შედარებით დაბალი სესხის თანხის ლიმიტი
არ გამოირჩევა სესხების შემოთავაზების ფართო არჩევნით
4. Mogo
ქულა: 4.3
მოგო საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი ავტო სალიზინგო კომპანიაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2014 წლიდან ოპერირებს.
მოგო გვთავაზობს ორ ძირითად პროდუქტს:
- ლიზინგს – დაფინანსებას მანქანის შესაძენად
- უკულიზინგს, ანუ სესხის აღებას ავტომობილის უზრუნველყოფით.
მოგო საქართველოს მასშტაბით 9 სერვის ცენტრი აქვს და ემსახურება 200 000-ზე მეტ მომხმარებელს.
უპირატესობები
მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისუი და მომსახურება
ავტომობილის ღირებულების 100%-მდე დაფინანსება
სატრანსპორტო საშუალების შეფასება მაქსიმალური საბაზრო ღირებულებით
უარყოფითი მხარეები
ფინანსური სერვისებიდან ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტოლიზინგი და უკულიზინგი
შედარებით მაღალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
5. Eurocredit
ქულა: 3.40
ევროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც საქართელოს საკრედიტო ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს.
ევროკრედიტი დამსახურებულად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და სანდო მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, რომელიც ფლობს საქართველოს მასშტაბით 11 ფილიალს და ჰყავს ძლიერი გუნდი 200-ზე მეტი თანამშრომლით.
ფინანსური პროდუქტებიდან ხელმისაწვდომია ავტო სესხი და ბიზნეს სესხი.
უპირატესობები
ავტო სესხის აღება შესაძლებელია ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით
არ მოითხოვება შემოსავლების დადასტურება
საშეღავათო პერიოდი ბიზნეს სესხის სრულ ვადაზე
უარყოფითი მხარეები
ფინანსური პროდუქტების მცირე არჩევანი
სესხის დაბალი მოცულობა (50 000 ლარამდე)
რეპორტის კრიტერიუმები
ანგარიშის შედგენისას გავაანალიზეთ Financer.com-ის მომხმარებლების შეფასებები მსოფლიოს 26 ქვეყნიდან, სადაც Financer.com ამჟამად ფუნქციონირებს.
მომხმარებლებს შეეძლოთ შეეფასებინათ კომპანიები ქულებით: 1, 2, 3, 4 ან 5 (1 – ყველაზე დაბალი; 5 – ყველაზე მაღალი). მომხმარებლების შეფასებებიდან წავშალეთ ყველა შესაძლო არანამდვილი (spam/fake) მიმოხილვა, რათა საბოლოო მონაცემები იყოს მაქსიმალურად ზუსტი და არ შეიცავდეს დამახინჯებულ ინფორმაციას.
მონაცემთა ანალიზის დროს რეიტინგის ქულები დავამრგვალეთ უახლოეს ათწილადამდე და გამოვიყენეთ „შეწონილი საშუალოს“ გამოთვლის მეთოდი.
გრაფიკები და შედეგების ვიზუალიზაცია
შედეგების საილუსტრაციოდ, შევადგინეთ რამდენიმე დიაგრამა, რომელიც არის Financer.com-ის 26-ვე ქვეყანაში მიღებული შედეგების კარგი ვიზუალიზაცია.
დიაგრამებზე ჩანს რა მიმართებაშია საქართველოში დაფიქსირებული შედეგები გლობალურად (Financer.com-ის ყველა ქვეყანაში) დაფიქსირებულ შედეგებთან შედარებით.
გრაფიკები მოიცავს შემდეგ მიმოხილვებს:
- საშუალო სარეიტინგო ქულა ქვეყნების მიხედვით
- რეიტინგის ქულების გადახრა გლობალური რეიტინგის საშუალო ქულიდან
- სარეიტინგო ქულების განაწილება ქვეყნების მიხედვით
- სარეიტინგი ქულების განაწილება Financer.com-ის 26 ქვეყანაში
- საქართველოში სარეიტინგო ქულების განაწილება
ქვემოთ ნახავთ ჩვენი ანალიზის შედეგების საილუსტრაციო გრაფიკებს.
საშუალო სარეიტინგო ქულა ქვეყნების მიხედვით
ეს გრაფიკი გვიჩვენებს Financer.com-ის 26-ვე ქვეყნის მომხმარებლების მიერ დატოვებული შეფასებების საშუალო ქულას (ქვეყნების მიხედვით).
საქართველოში მომხმარებლების შეფასებებით კრედიტორების საშუალო სარეიტინგო ქულა არის 4.3, რაც საკმაოდ აღემატება Financer.com-ის გლობალურ საშუალო მაჩვენებელს: 3,70.
ყველაზე მაღალი ქულა გვაქვს ნორვეგიაში (4.51) და იტალიაში (4.50), ყველაზე დაბალი კი უნგრეთში (2.26).
რეიტინგის ქულების გადახრა გლობალური საშუალოდან
ზემოთ მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს, თუ როგორ კავშირშია თითოეული ბაზრის ქულა Financer.com-ის გლობალურ საშუალოსთან მიმართებით. საქართველოს საშუალო ქულა გლობალური საშუალო ქულისგან განსხვავდება +19.17%-ით.
გლობალური საშუალო ქულიდან ყველაზე დიდი გადახრა ფიქსირდება შვედეთსა (-47.73%) და უნგრეთში (-43.10%).
სარეიტინგო ქულების განაწილება ქვეყნების მიხედვით
გრაფიკი გვიჩვენებს, თუ როგორ ნაწილდება რეიტინგის ქულები თითოეულ ქვეყანაში. საქართველოში კრედიტორების 77,73% შეაფასეს მომხმარებლებმა ყველაზე მაღალი ქულით (5/5 ვარსკვლავი), მხოლოდ 11,24%-ს აქვს ძალიან ცუდი შეფასება (1/5).
ყველაზე მეტი 5*-იანი შეფასება დაფიქსირდა გერმანიაში (77,53%), მეორე ადგილზეა რუსეთი (70,92%) და მას მოჰყვება ესტონეთი მესამე ადგილზე (69,15%).
სარეიტინგო ქულების განაწილება ყველა ქვეყანაში
ეს გრაფიკი გვიჩვენებს, თუ როგორ ნაწილდება ყველაზე მაღალი (5*) და ყველაზე დაბალი (1*) შეფასების ქულები სხვადასხვა ქვეყანაში. ქულების 49,08% არის ყველაზე მაღალი (5/5), ხოლო ქულების 20,67% ყველაზე დაბალია (1/5).
გლობალური მიმოხილვების 18,16% იყო 4 ვარსკვლავიანი შეფასება, ხოლო 6,54%-მა შეაფასა კრედიტორები 3 ვარსკვლავით.
საქართველოში შეფასების ქულების განაწილება
ეს სქემა გვიჩვენებს, თუ როგორ ნაწილდება რეიტინგის ქულები (1-5) საქართველოში. ქულების 47,72% არის ყველაზე მაღალი (5/5), ხოლო ქულების 20,70% ყველაზე დაბალი (1/5).
საქართველოში Financer.com-ის მომხმარებლების მიმოხილვების 22,63% იყო 4 ქულა, ხოლო 4,91% – 3 ქულა. საერთო ჯამში, საქართველოში კრედიტორების 70%-ზე მეტმა მიიღო მაღალი შეფასება (4 ან 5).
შეჯამება
Financer.com-ის მომხმარებლების მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში დატოვებული მიმოხილვების/შეფასებების ქულების გაანალიზებით დავადგინეთ ტოპ 5 საუკეთესო კრედიტორი კომპანია.
საქართველოში Financer.com-ის მომხმარებლების მიერ დატოვებული შეფასებების მიხედვით, კრედიტორების საშუალო რეიტინგი არის 4.3, გლობალურ საშუალო კი – 3.7 ქულას შეადგენს.
ჩვენ გავაანალიზეთ 270 მომხმარებლის მიმოხილვა საქართველოში და 7048 მომხმარებლის მიმოხილვა გლობალურად (26 ქვეყანაში, სადაც Financer.com ამჟამად ფუნქციონირებს).
საქართველოში კრედიტორების 77%-ზე მეტმა მიიღო ძალიან მაღალი ქულა (5/5), ხოლო დაახლოებით 11%-მა პროცენტმა მიიღო ძალიან დაბალი ქულა (1/5).
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ ანგარიშთან დაკავშირებით ან გჭირდებათ ინფორმაცია რომელიმე კრედიტორის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.