ყველაფერი რაც სესხის აღებამდე უნდა ვიცოდეთ
- აპრილი 6, 2023
- ...
-
1720 ჯერ წაკითხული
თუ კრედიტის აღებას გეგმავ და გაინტერესებს როგორ შეარჩიო ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი! ამ ბლოგში შეგიძლია გაიგო ყველაფერი რაც სესხის აღებამდე უნდა ვიცოდეთ – სწორად შერჩევიდან, მის მარტივად გადახდამდე.
აქვე გეტყვით, რომ ადამიანების უდიდესი ნაწილი ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს სესხის აღებისას, Financer.com-ის გუნდი ყოველდღიურად ვხედავთ ამ შეცდომებს.
ამ ბლოგის მიზანი სწორედ ისაა რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ თავიდან აირიდონ არასწორი ნაბიჯები.
დავიწყოთ!
1. შეადარე სესხის ხარჯები ერთმანეთს
საქართველოს საკრედიტო ბაზარზე სესხის აღების პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად შეადარე პირობები და საერთო ღირებულება.
განსხვავება შესაძლოა იმდენად დიდი იყოს, რომ კრედიტის დაფარვის სრულ პერიოდზე დაზოგო ათასობით ლარიც კი.
ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ ჰიპოთეტური მაგალითი. ავიღოთ 5 წლიანი, 30 000 ლარის მოცულობის სესხი და ვცვალოთ მხოლოდ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.
თუ დააკვირდები საპროცენტო ხარჯებს ცხრილში, ჩანს რომ % განაკვეთებს შორის სხვაობა მნიშვნელოვნად ცვლის ჩვენს ჯამურ ხარჯებს.
ეფექტური % | ყოველთვიური გადასახადი | საპროცენტო ხარჯების ჯამი |
12% | 667 ლ | 10 040 ლ |
14% | 698 ლ | 11 882 ლ |
16% | 729 ლ | 13 772 ლ |
💡 მიუხედავად იმისა, რომ პირველ და ბოლო სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა მხოლოდ მხოლოდ 4%-ია, 5 წლის განმავლობაში ჯამურად 3 732 ლარით მეტის გადახდა მოგიწევდა 16%-იანი კრედიტის აღების შემთხვევაში. რაც, არც ისე მცირე თანხაა.
მას შემდეგ, რაც გეცოდინება კრედიტორების მიერ შენთვის ინდივიდუალურად შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთები, გირჩევთ, ჩაატარო მსგავსი კალკულაციები და ნახო – რამდენს დაზოგავ სხვადასხვა შემოთავაზებებზე.
ამაში Financer.com-ის სესხების კალკულატორი დაგეხმარება. გამოთვალე რა თანხის გადახდა მოგიწევს კონკრეტული პროცენტის პირობებში.
2. სწორად შეარჩიე სესხის ტიპი
სესხის არჩევისას აუცილებლად ნახე – რა სახის კრედიტები არსებობს და რომელი მათგანის აღება გჭირდება შენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.
მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც შედარებისას უნდა გაითვალისწინო უზრუნველყოფაა. მცირე მოცულობის კრედიტზე არ მოითხოვება უზრუნველყოფა, ხოლო თუ აჭარბებს 30 000 ლარს, უმეტესად, უზრუნველყოფით გაიცემა.
გახსოვდეს, რომ არაუზრუნველყოფილი სესხი უფრო ძვირია, ვიდრე უზრუნველყოფილი.
სესხების შედარების პროცესს Financer.com გაგიმარტივებს. აირჩიე სასურველი კრედიტის ტიპი და შეადარე შემოთავაზებები ერთ სივრცეში.
3. დააკვირდი საპროცენტო განაკვეთებს
იმისთვის, რომ სესხი იაფი გამოჩნდეს, ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები პირობებში ნომინალურ საპროცენტო განაკვეთებს გვაჩვენებენ, რადგან იგი უფრო დაბალია, ვიდრე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.
💡 ნუ შეგიყვანს ეს შეცდომაში! გახსოვდეს, რომ სესხის პირობებში მთავარი საპროცენტო განაკვეთი არის ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ასახავს კრედიტის რეალურ ღირებულებას.
პირობების გაცნობისას დააკვირდი რომელი საპროცენტო განაკვეთია მოცემული – ნომინალური თუ ეფექტური.
რატომ არის ეფექტური პროცენტი ასეთი მნიშვნელოვანი?
ნომინალურ პროცენტში არ შედის კრედიტით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (მაგ: გაცემის საკომისიო, განაღდების საკომისიო, ანგარიშის შექმნის ღირებულება და აშ.), ხოლო ეფექტური პროცენტი მოიცავს ყველა ხარჯს, რაც კრედიტს თან ახლავს და გვიჩვენებს მის რეალურ ღირებულებას.
თუ გვინდა რომ რეალური სურათი დავინახოთ, სესხები უნდა შევადაროთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთების მიხედვით. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რა უნდა ვიცოდე სესხის აღებისას.
ეფექტური პროცენტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჩვენს ბლოგში შეგიძლია გაეცნო.
4. სესხი აიღე რაც შეიძლება მცირე ვადით
განაცხადის შევსებისას ვირჩევთ როგორც კრედიტის მოცულობას, ასევე მის ვადას.
გახსოვდეს, რომ რაც უფრო გრძელვადიანია კრედიტი, მით უფრო მაღალია მისი საერთო ღირებულება და ჯამური ხარჯები.
მოკლევადიანი სესხი | გრძელვადიანი სესხი |
🡹 მაღალი ყოველთვიური გადასახადი | 🡻 დაბალი ყოველთვიური ხარჯები |
🡻 დაბალი საპროცენტო განაკვეთი | 🡹 მაღალი საპროცენტო განაკვეთი |
🡻 დაბალი ჯამური ხარჯი | 🡹 მაღალი ჯამური ხარჯები |
გრძელვადიანი შემოთავაზება ბევრისთვის მიმზიდველი ჩანს, რადგან ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გაცილებით დაბალია, ვიდრე მოკლევადიანის შემთხვევაში, მეორე მხრივ კი გრძელვადიანი კრედიტის ჯამური ხარჯები უფრი მეტია, ვიდრე მოკლევადიანზე.
თუმცა, მხოლოდ ამ ფაქტის გამო დიდი მოცულობის სესხის მოკლე ვადით აღება, ცხადია, არ არის კარგი იდეა.
ვადის არჩევისას დაფიქრდი – მაქსიმუმ რა თანხის გადადებას შეძლებ სესხის ყოველთვიური ხარჯებისთვის.
კრედიტის პერიოდი უნდა აირჩიო შენი ყოველთვიური ბიუჯეტის გაანალიზებით და ეცადე, აიღო მაქსიმალურად მცირე ვადა, რის საშუალებასაც მოგცემს შენი ფინანსური მდგომარეობა.
5. იფიქრე სესხის ხარჯებზე გრძელვადიან პერსპექტივაში
ხშირად კრედიტის აღება იმპულსური გადაწყვეტილებაა და იმდენად სწრაფად ხდება, რომ გვავიწყდება დავფიქრდეთ ამ ქმედებით გამოწვეულ მომავალ შედეგებზე.
დაუსვი კითხვა საკუთარ თავს – რა მიზეზით იღებ სესხს? ასევე, აუცილებელია, დაფიქრდე – რამდენად შეძლებ კრედიტის დაფარვას შემდეგი 12 ან 24 თვის განმავლობაში?
დარწმუნდი, რომ ყოველთვიური საპროცენტო ხარჯების გადახდა შეგიძლია შეფერხებების გარეშე. გაითვალისწინე ის ხარჯიც, რომელსაც სესხის დაფარვა გამოიწვევს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ამასთანავე, აუცილებელია, განაცხადის გაგზავნამდე კარგად გააანალიზო შენი გადახდისუნარიანობა. დაფიქრდი – რა მოცულობისა და რა ვადის კრედიტის აღება არის ოპტიმალური შენი ფინანსური მდგომარეობისთვის?
6. არ აიღო იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად გჭირდება
როგორც წესი, ვსესხულობთ იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად გვჭირდება, ეს არაგონივრული ნაბიჯია, რომელიც ვნებს ჩვენს პირად ფინანსებს.
ხშირად არის, რომ აღებული სესხიდან მხოლოდ ნაწილს ვხარჯავთ იმ მიზნით, რატომაც დაგვჭირდა კრედიტი, თუმცა, საპროცენტო განაკვეთის გადახდა გვიწევს მის სრულს მოცულობაზე და იმ “დამატებით” ფულზეც, რომელიც არ გამოგიყენებია.
ეს არაგონივრულია, რადგან ზედმეტად იხდი საპროცენტო ხარჯებს და შენი ყოველთვიური ხარჯები საგრძნობლად იზრდება.
მოიძიე თანხის გამომუშავების სხვა გზები
გირჩევთ, რომ კრედიტის აღებამდე დაფიქრდე და გააანალიზო – ზუსტად რა მოცულობის თანხა გჭირდება კონკრეტულ სიტუაციაში,
არ აიღოთ სესხი თუ გამოუვალი სიტუაცია არ გაქვს და თუ შეგიძლია, რომ დამატებითი ფული სხვა გზებით მოიძიო.
7. სესხის აღებამდე შეამოწმე შენი საკრედიტო ისტორია
ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა სესხის აღება მაშინ, როცა შენი ფინანსური მდგომარეობა და შემოსავალი უბრალოდ არ არის საკმარისი მის დროულად დასაფარად.
სესხის გაცემამდე ბანკები ამოწმებენ ჩვენს საკრედიტო ისტორიას, რათა გაარკვიონ ვართ თუ არა ადახდისუნარიანი და დარწმუნდნენ, რომ ვალის დაფარვას შევძლებთ.
საკრედიტო რეიტინგს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მათგან მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად წარმატებით გაქვს დაფარული წინა ვალდაბულებები, გაქვს თუ არა ვადაგადაცილებები და ა.შ.
როგორ მოვიქცე თუ ცუდი საკრედიტო ისტორია მაქვს?
თუ აღმოჩნდა, რომ არც ისე სახარბიელო ქულა გაქვს, მაინც შეგიძლია აიღო სესხი. ამასთანავე, მისი დროულად დაფარვის შემთხვევაში გაგიუმჯობესდება საკრედიტო ისტორია.
გამოდის რომ იღებ მოთხოვნილ დამატებით თანხას და, ამასთანავე, ზრუნავ საკრედიტო ქულის გამოსწორებაზე.