subsidirebis programa

სუბსიდირების პროგრამა 2022 – ვის ეხება იპოთეკური სესხების სუბსიდირება?

  • იანვარი 15, 2023
  • ...
  • Read Icon9114 ჯერ წაკითხული

2020 წლიდან, ანუ პანდემიის პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოს მთავრობამ რამდენიმე ეტაპიანი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა გამოაცხადა. სუბსიდირების პროგრამა 2022 წლის დასაწყისში ამოქმედდა და ამ პროგრამამ უკვე 700-მდე ოჯახისთვის შეამცირა იპოთეკური სესხების ხარჯი.

ამ სტატიაში განვიხილავთ რას გულისხმობს და ვისთვის არის განკუთვნილი იპოთეკური სესხების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა.


რა არის სუბსიდირების პროგრამა 2022?

იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა 2022 საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამაა მრავალშვილიანი ოჯახების ან ახალშეძენილი ბავშვის მყოლე ოჯახების დასახმარებლად.

მათ, ვისაც ჰყავს 3 ან მეტი შვილი ან 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეეძინათ (ან აიყვანეს) შვილი, იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში ისარგებლებენ იპოთეკურ სესხზე დარიცხული პროცენტის გარკვეული ნაწილის დაფინანსებით 5 წლის განმავლობაში.

მრავალშვილიანი ოჯახების იპოთეკური სესხების სუბსიდირება ემსახურება სამშენებლო სექტორის წახალისებასა და მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობას იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების გზით.

ზოგადად, რას ნიშნავს სუბსიდირება?

სუბსიდია არის შეღავათი (ფულადი ან არაფულადი), რომელსაც სახელმწიფო აძლევს ფიზიკურ პირს, ბიზნესს ან ადგილობრივ ორგანოს ფინანსური დახმარების მიზნით.

სახელმწიფო სუფსიდირება განიხილება, როგორც სახელმწიფოს მექანიზმი, წაახალისოს კონკრეტული ინდუსტრია საზოგადოების საერთო ინტერესისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის გზით. 

ვისთვის არის გაკუთვნილი სუბსიდირების პროგრამა 2022 წელს?

უფრო დეტალურად გამოვყოთ, რომელ ოჯახებს შეუძლიათ მთავრობის სუბსიდირების პროგრამაში მონაწილება.

სესხი განკუთვნილია ოჯახებისთვის, მარტოხელა მშობლებისთვის ან ქვრივთათვის, რომლებსაც:

  • სესხის აღების დროს ჰყავთ 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული შვილი

  • სესხის აღების დროს ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი

  • სესხის აღების მომენტში ჰყავთ 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ აყვანილი არასრულწლოვანი შვილი

გარდა ამისა, მრავალშვილიანი ოჯახის სუბსიდირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.

** გაითვალისწინეთ, რომ 2022 წლის სუბდისირების პროგრამაში ვერ ჩაერთვებით, თუ უკვე სარგებლობთ 2020 წლის სახელმწიფოს იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის პროგრამით.

პროგრამაში მონაწილეობის გამონაკლისები

სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.

ანუ თუ გყავთ მხოლოდ ერთი ბავშვი, რომელიც 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეგეძინათ/აიყვანეთ, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა 2022-ის ფარგლებში სესხის სუბსიდირებით ისარგებლებთ მხოლოდ ერთხელ.

თუმცა, არის ერთი გამონაკლისი.

იპოთეკის სუბსიდირება შეუძლიათ მეორედ მოითხოვონ მათ, ვისაც პროგრამით სარგებლობის შემდგომ შეეძინებათ (ან აიყვანენ) მეოთხე შვილი.

ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოითხოვოთ იპოთეკური სესხი და სახელმწიფომაც დაასუბსიდიროს თქვენი იპოთეკა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ მარტოხელა მშობელი უკვე სარგებლობს ამ პროგრამით, ბავშვის მეორე მშობელი ვერ მოითხოვს სუბდისირების პროგრამაში ჩართვას იმავე ბავშვის (ან ბავშვების) გაფორმებით.

როგორია სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პირობები?

სუბდისირების პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია, რომელიმე ბანკისგან დაგიმტკიცდეთ იპოთეკა. რომელ ბანკს მიმართავთ იპოთეკური სესხისთვის, ეს თქვენი არჩევანია.

იპოთეკური სესხის სუბდისირებისთვის მოქმედებს შემდეგი პირობები:

  • სესხის მიზნობრიობა: ბინის/სახლის შეძენა ან სახლის აშენება

  • იპოთეკური სესხის მაქსიმალური ლიმიტი – 200 000 ლარი *
    თუმცა, სესხით შესაძენი ბინის/უძრავი ქონების ღირბეულება შესაძლოა აჭარბებდეს 200 000 ლარს

  • სესხის ვალუტა: ლარი **

  • მრავალშვილიან ოჯახებს (3 ან მეტი შვილი) დაუფინანსდებათ დამტკიცებული იპოთეკური სესხის რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს გამოკლებული 1.5%-დან 8%-მდე

  • ერთი ან ორი შვილის მშობლებს/ოჯახებს დაუფინანსდებათ დამტკიცებული იპოთეკური სესხის რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს გამოკლებული 3.5%-დან 6%-მდე

  • სუბდისირების პროგრამა თქვენს სესხზე მოქმედებს სესხის გაცემიდან 60 თვის (5 წლის) განმავლობაში

* თუ შესაძენი ბინის ფასი აჭარბებს 200 000 ლარს, დარჩენილი თანხა შეგიძლიათ თავად დააფინანსოთ თანამონაწილეობით ან მოითხოვოთ პარალელური იპოთეკური სესხი ბანკში (რომელზეც სუბდისირების პროგრამა არ გავრცელდება).

** პროგრამაში მონაწილეობა მხოლოდ ლარში აღებული იპოთეკის დროს შეგიძლიათ.


💡 მაგალითი

თუ პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნებს აკმაყოფილებთ და დაგიმტკიცდათ იპოთეკური სესხი ლარში – 13%-ში (ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მიმდინარე რეფინანსირების განაკვეთის გათვალისწინებით) და სახელმწიფო სუფსიდირება გიფინანსებთ 8%-ს, თქვენი საპროცენტო გადასახადი იქნება 5%.


⚠️ რამდენ პროცენტში დაგიმტკიცდებათ ბანკისგან იპოთეკური სესხი დამოკიდებულია თქვენს საკრედიტო ისტორიაზე და განიხილება ინდივიდუალურად.

ასევე, რამდენი პროცენტით დაასუბსიდირებს სახელმწიფო თქვენს იპოთეკურ სესხს ესეც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თქვენს მონაცემებზე.

რომელია ყველაზე ხელსაყრელი იპოთეკური სესხი?

თუ სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობას გეგმავ, იპოთეკური სესხის აღებამდე აუცილებლად შეადარე სესხების პირობები ერთმანეთს.

იპოთეკური სესხი საკმაოდ დიდი მოცულობის სესხია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უნდა იხადოთ.

შესაბამისად, სესხის პირობებს შორის მცირე სვაობასაც კი იმხელა გავლენა აქვს სესხის ჯამურ ღირებულებაზე, რომ შესაძლოა საბოლოოდ რამდენიმე ათასი ლარი დაზოგოთ.

Financer.com – ზე შეგიძლიათ სრულიად უფასოდ შეადაროთ იპოთეკური სესხები და აირჩიოთ ყველაზე იაფი სესხი.

გახსოვდეს, რომ სესხების შედარებისას მთავარი ფაქტორი ეფექტური საპროცენტო განაკვეთია, რადგან სწორედ ის ასახავს სესხის რეალურ ღირებულებას.

კითხვები სუბსიდირების პროგრამა 2022-ის შესახებ

რას გულისხმობს სახელმწიფო სუფსიდირების პროგრამა 2022?

სახელმწიფო სუფსიდირება იპოთეკური სესხის თანადაფინანსებას გულისხმობს, რომელიც განკუთვნილია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ან მათთვის, ვისაც 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეეძინათ შვილი. 

როდემდე გრძელდება სუბსიდირების პროგრამა 2022 ვადა?

სუბსიდირების პროგრამა იპოთეკური სესხის პროცენტის ნაწილს გიფინანსებთ 5 წლის (ანუ 60 თვის) განმავლობაში.

რა საბუთები მჭირდება ბინების სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობისთვის?

პროგრამაში მონაწილეობისთვის დაგჭირდებათ შემდეგი დაკუმენტები:

  • ქორწინებაში მყოფ პირებს – ქორწინების მოწმობა და განწორწინების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მარტოხელა მშობელს – მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ქვრივ პირებს – ქორწინების მოწმობა და მეუღლის გარდაცვალების მოწმობა;

 

ასევე, დაგჭირდებათ შვილის ან შვილების შემდეგი დოკუმენტები:

  • შვილ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ა ან შვილად აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი

 

** ამ დოკუმენტების მოთხოვნა შეგიძლიათ იუსტიციის სახლში

თუ უკვე ჩავერთე მთავრობის სუბდისირების პროგრამაში, ჩემს მეუღლესაც შეუძლია ჩართვა?

არა. სუბსიდირების პროგრამით სარგებლობა ბავშვის მხოლოდ ერთ მშობელს შეუძლია.

რამდენად გამოგადგათ სტატიიდან მიღებული ინფორმაცია?

გაგვიზიარე შენი გამოცდილება

სტატია მომზადდა შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით

სალომე არის Financer Georgia-ს რედაქტორი, პირადი ფინანსების კონსულტანტი და FinTech-ის გულშემატკივარი 5 წლიანი გამოცდილებით. სალომე უკვე 70-მდე სტატიის ავტორია, მისი ბლოგები გამოირჩევა პირადი ფინანსების სამართავად საჭირო პრაქტიკული რჩევებით. მისი მიზანია რაც შეიძლება მეტმა მკითხველმა შეძლოს ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება.

გააზიარეთ
Read Icon9114 ჯერ წაკითხული

საინტერესო თემები

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა შენი ვიზიტი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. ჩვენი საიტის სარგებლობისა ნიშნავს, რომ Cookies  გამოყენების  პირობები მისაღებია თქვენთვისს.