bitcoin kriptovaluta

მომავლის ვალუტა ბიტკოინი – კრიპტოვალუტა

  • დეკემბერი 7, 2020
  • ...
  • Read Icon 15669 წაკითხულია

რა არის ბიტკოინი?

ბიტკოინი არის ელექტრონული ფული, რომელიც უკავშირდება სატოში ნაკამოტოს სახელს. ნაკამოტო ცნობილია, როგორც იაპონიაში მცხოვრები კაცი, რომელიც დაიბადა 1975 წლის 5 აპრილს და რომელიც იყო ექსპერტი კრიპტოგრაფიასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში.

თუმცა, ვარაუდობენ, რომ ეს იყო ფსევდონიმი რამოდენიმე ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის, რომლებმაც შექმნეს ელექრტონული ფული, ანუ კრიპტოვალუტა, ამასთანავე შექმნეს პროგრამა და მათემატიკური მოდელი, რომლითაც ეს ვალუტა ფუნქციონირებს.

კომპანია ჯამური რეიტინგი -ჯერ არჩეული
Capital.com N/A 113 კომპანიის ნახვა
eToro N/A 244 კომპანიის ნახვა
Kriptomat N/A 85 კომპანიის ნახვა
NordFX N/A 1,423 კომპანიის ნახვა

როგორ გამოუშვეს ბიტკოინი?

2008 წლის ოქტომბერში გამოვიდა მისი სტატია, რომელშიც ის აღწერდა ბიტკოინებს, როგორც ციფრულ ვალუტას. მის სახელთანაა დაკავშირებული ასევე 2009 წლის იანვარში შექმნილი პროგრამა – ვერსია 0.1, რომლითაც ჩაუშვა ქსელში ბიტკოინი, როგორც კრიპტოვალუტა. კრიპტოვალუტა ეს არის ფული, რომელიც შექმნილია პროგრამის მიერ.

დღეისათვის არსებობს კრიპტოვალუტის ათასამდე სახეობა, რომლებსაც ჰყავთ თავიანთი შემქმნელები (მაგალითად, ბიტკოინის შემქმნელია – სატოში ნაკამოტო, ლაითკოინის – ჩრლზ ლიი, და ა.შ.).

რა არის კრიპტოვალუტის დადებითი მხარეები?

  • კრიპტოვალუტით ტრანზაქციები ძალიან იაფია;
  • დეცენტრალიზებულია, ანუ მყიდველისა და გამყიდველის გარდა მასში სხვა არავინ მონაწიელეობს – არც ცენტრალური ბანკი, არც რეგიონალური ბანკი და არც სახელმწიფო.
  • დაცულია ყოველგვარი ინფლაციისაგან, სახელმწიფოს ჩარევა გამორიცხულია, სრაფია და გლობალური ანუ დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეიძლება მივიდეს.

რა აქვს კრიპტოვალუტას უარყოფითი?

  • ტრანზაქცია არ არის დაზღვეული – როგორც წესი, ტრანზაქციის შემდეგ გადარიცხულ ვალუტას უკან ვეღარ დაიბრუნებთ და ვერც ვერავინ დაგიბრუნებთ ვერასდროს
  • თუ ელექტრონული საფულე ჰაკერების ხელში მოხვდა, რისი შანსიც მიზერულია, არც ამ შემთხვევაში გაგიმართლათ

რა არის საჭირო ბიტკოინების შესაძენად?

ბიტკოინის შესაძენად, პირველ რიგში, საჭიროა შესაბამისი აპლიკაციის გადმოწერა (უფასოა) და იუზერის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ თქვენი ანგარიშის ნომერი გაითვალისწინეთ, რომ ანგარიშის ნომერი მუდამ უნდა გახსოვდეთ ტრანზაქციის შესასრულებლად, ანუ იქმნება თქვენი პირადი საფულე ანგარიშის ნომრით.

ასევე, ბიტკოინის მოპოვება შესაძლებელია მაშინაც კი, თუ არ ასრულებთ არავითარ ტრანზაქციას – უბრალოდ ეხმარებით ბლოკჩეინების ფორმირებას და ამაში იღებთ კრიპტოვალუტას.

როგორ მუშაობს სისტემა?

ყოველდღიურად მოპოვებული ბიტკოინები ავტომატურად ირიცხება თქვენს ანგარიშზე და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აქციოთ დოლარად ან ევროდ ან, უკვე შესაძლებელია ლიბერთი ბანკის მეშვეობით, ის ლარადაც გადარიცხოთ თქვენს საბანკო ანგარიშზე.

რომ შევაჯამოთ, პირველ რიგში ქმნით ელექტრონულ საფულეს, რომელიც ავტომატურად ივსება. თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ რამდენიმე საფულე, რაშიც არ ხართ შეზღუდული და ვერც ვერავინ შეგზღუდავთ.

როგორ შევიძინოთ კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტა სრაფად ზრდადი პროდუქტია, ამიტომ ძალიან პოპულარულია მისით ვაჭრობა, რადგან ამ გზით ათასობით დოლარის შოვნა საკმაოდ რეალურია; მაგალითად, 2013 წელს რომ გეყიდათ 200 $ -ის ბიტკოინი, ეხლა იგივე რაოდენობის ბიტკოინს 4 000 $-ად გაყიდდით, ამიტომ, თუ გჯერათ კრიპტოვალუტის, რაც შეიძლება მალე ჩაერთეთ ამ საქმეში – ყოველი წამი ღირებულია.

კრიპტოვალუტის შესაძენად და შემდგომ ვაჭრობისთვის რამდენიმე ონლაინ სავაჭრო ბირჟაა შექმნილი. განვიხილოთ მათგან საუკეთესოები:

როგორ გამოვიყენოთ კრიპტოვალუტა?

დღეისათვის ბევრ ქვეყანაში შესაძლებელია, მიღებული ბიტკოინები გადაცვალოთ თქვენთვის სასურველ ვალუტაში როგორც ბანკების, ასევე ბანკომატების საშუალებით.

ასევე, შესაძლებელია მისი გამიყენება, როგორც გაცვლის საშუალება, სხვა ვალუტაში გადაცვლის გარეშე, რადგან ყველა ამ კრიპტოვალუტას დღეისათვის აქვს გაცვლითი კურსი.

საქართველო კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზარზე

საქართველო კრიპტო ფულის მოპოვებით , “მაინინგით” მსოფლიოში მესამე ადგილზეა. არა ერთი სამომხარებლო, სწრაფი თუ ავტო სესხი მოუთხოვიათ ქართველ მოქალაქეებს, რათა შეექმნათ მაინინგის ფერმები. ასე რომ, ქართველებს მოლოდინი აქვთ იმის, რომ ფულის ევოლუცია ახალ საფეხურზე გადადის და მისი  მომავალი კრიპტოვალუტაა.

ავტორი მამუკა გოგუაძე

ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც მუშაობს იმისათვის, რომ მოგაწოდოთ რაც შეიძლეა მეტი და ხარისხიანი ინფორმაცია, რათა თქვენ შეძლოთ საკუთარი ფინანსების უკეთ მართვა.

გააზიარეთ
Read Icon 15669 წაკითხულია

კომენტარი

საინტერესო თემები