როგორ გავიგო ვარ თუ არა შავ სიაში?

  • იანვარი 15, 2023
  • ...
  • Read Icon15940 ჯერ წაკითხული

“შავი სია” ჩვენს ყოველდღიურობაში დამკვიდრებული ტერმინია. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია კითხვა – როგორ გავიგო ვარ თუ არა შავ სიაში ?

ავხსნათ რას ნიშნავს შავ სიაში ყოფნა.

ეს ფრაზა გულისხმობს შენს საკრედიტო ისტორიაში ნეგატიური ჩანაწერის შექმნას მაშინ, როდესაც გვაქვს ვადაგადაცილებული სესხ(ებ)ი.

რეალურად, ‘შავი სია’ არ არსებობს!

როდესაც კრედიტის დროულად დაფარვა ვერ ხდება და არის ვადაგადაცილებები, შენს საკრედიტო ისტორიაში ფიქსირდება ინფორმაცია, რომ დროულად ვერ დაფარე სესხი. სწორედ ამას ეძახიან ხოლმე ადამიანები შავ სიაში ყოფნას.

რეალურად კი, არანაირი სია არ არსებობს და სესხის არ დაფარვა (ან ვადაგადაცილება) საკრედიტო ქულის შემცირებაში გამოიხატება.

თუ ვადაგადაცილებული სესხი საბოლოოდ დაიფარება, მიენიჭება ”იყო ნეგატიურის” სტატუსი, ხოლო თუ ვადაგადაცილებული სესხი მიმდინარეა, მინიჭებული აქვს ”არის ნეგატიურის” სტატუსი.

როგორ ხდება შავი სიის შემოწმება?

💡 შავი სიის შემოწმება გულისხმობს კრედიტორის პირადი საკრედიტო ისტორიის ნახვას.

ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ არსებობს ცალკე შედგენილი შავი სია, რომელშიც ჩამოწერილია ბანკებისთვის ”გაშავებული” მსესხებლების სახელები და გვარები. ცხადია ეს ასე არ არის და კრედიტ ინფოს შავი სია არ არსებობს.

საკრედიტო სტატუსის შემოწმების ყველაზე სწორი და მარტივი გზა კრედიტინფო საქართველოს პორტალზე საკუთარი რეიტინგის ნახვაა.

ზოგადად ნებისმიერი ადამიანის საკრედიტო ინფორმაცია თავს იყრის “კრედიტინფო საქართველოს” ბაზაში. ეს არის ერთგვარი საკრედიტო მონაცემების ჰაბი, რომელიც ინახავს ყველა იმ ადამიანის შესახებ ინფორმაციას, ვისაც კი სესხით უსარგებლია.

კრედიტინფოს რეპორტებზე წვდომა აქვთ ბანკებსა და კრედიტორ კომპანიებს და მასზე დაყრდნობით ხდება გადაწყვეტილების მიღება – გასცენ თუ არა სესხი კონკრეტულ ადამიანზე.

საკრედიტო ისტორიის ნახვა უფასოდ

როგორც ვთქვით, საკრედიტო ისტორიის ნახვა შეგიძლია Creditinfo-ს ვებ გვერდზე.

კრედიტინფო ფიზიკურ პირებს სთავაზობს საკრედიტო ისტორიის შემოწმების 3 პაკეტს.

თუ მხოლოდ ერთჯერადად გაინტერესებს შენი საკრედიტო ქულის ნახვა, შეგიძლია ისარგებლო პაკეტით ”უფასო რეპორტი” და წელიწადში 3-ჯერ შეამოწმო შენი საკრედიტო ისტორია უფასოდ.

უფასო რეპორტი შოიცავს ინფორმაციას მიმდინარე და დახურული სესხების შესახებ.


რომ ნახო, ხარ თუ არა შავ სიაში mycreditinfo-ს პორტალზე უნდა გაიარო რეგისტრაცია (ან შეხვიდე შენს პროფილში, თუ აქამდე შეგიქმნია შენი ექაუნთი).


რას მიჩვენებს საკრედიტო რეპორტი?

საკრედიტო რეპორტი მოიცავს შენს პირად მონაცემებს, შენს მიმდინარე საკრედიტო ქულასა და რეიტინგს და ყველა იმ ინფორმაციას, რაც სესხების, ანაბრების, საკრედიტო ბარათების თუ ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტის აღების დროს გჭირდება შენც (კრედიტორს) და ბანკს/საკრედიტო კომპანიას.

განვიხილოთ უფრო დეტალურად რას მოიცავს თითოეული:

შენი პირადი მონაცემები

სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ოჯახური მდგომარეობის სტატუსი, დაბადების თარიღი

შენი ამჟამინდელ საკრედიტო ქულა და რეიტინგი

www.mycreditinfo.ge

ამ ნაწილში გამოტანილია შენი მიმდინარე საკრედიტო ქულა (მაგ: 350) და საკრედიტო რეიტინგი (მაგ: A). ასევე, ცალკეა ნაჩვენები რამდენია იმის ალბათობა, რომ ვალდებულებას ვერ შეასრულებ (მაგ: 0.24%).

რაც მთავარია, ინფორმაციის სახით გამოყოფილია შენს საკრედიტო ქულაზე მოქმედი ფაქტორები; ანუ ახსნილია რის გამო გაქვს ესა თუ ის ქულა.

ინფორმაცია ძიებების შესახებ

თუ რომელიმე საკრედიტო ორგანიზაციამ შენს შესახებ ინფორმაცია (შენი საკრედიტო ქულა) მოიძია კრედიტინფოს ბაზაში, ეს ფიქსირდება შენს რეპორტში და ინახება 12 თვის განმავლობაში.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, შენს რეპორტში შეგიძლია ნახო რამდენჯერ მოხდა შენი საკრედიტო ინფორმაციის დათვალიერება დროის კონკრეტულ მომენტში.

შემაჯამებელი ინფორმაცია

რეპორტის ეს ნაწილი მოიცავს ინფორმაციას შენი მიმდინარე და წარსულში აღებული სესხების შესახებ და ინფორმაცია მოცემულია ცხრილის სახით.

შემაჯამებელ ცხრილში შენი მიმდინარე და ჩახურული სესხები დაჯგუფებულია სესხის ტიპის მიხედვით.

ცხრილი მოიცავს ინფორმაციას შემდეგი სახით:

  • მიმდინარე პოზიტიური კონტრაქტი (ანუ მიმდინარე წარმატებული სესხები)
  • მიმდინარე ვადაგადაცილებული კონტრაქტი (ანუ მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხები)
  • შეწყვეტილი პოზიტიური კონტრაქტი
  • შეწყვეტილი ვადაგადაცილებული კონტრაქტი

როგორ იქმნება საკრედიტო რეიტინგი?

საკრედიტო რეიტინგი დგება შენი საკრედიტო პროდუქტების მიმართ შენი ქცევების მიხედვით.

კრედიტინფო ჯორჯიას აქვს შემუშავებული ალგორითმი, რომელიც ამ რეპორტის მონაცემებიდან გამომდინარე ადგენს შენს საკრედიტო ქულას.

mycreditinfo.ge

საკრედიტო ქულა არის ციფრი, რომელიც შენ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის რისკის მაჩვეებელი. იგი მერყეობს 0-400 ფარგლებში.

0 – ყველაზე უარყოფითი, 400 – ყველაზე დადებითი მაჩვენებელი.


შესაძლებელია თუ არა კრედიტინფოს გასუფთავება?

მსესხებლებს შორის დამკიდრებული ტერმინებია ‘კრედიტინფოს გასუფთავება’ ან ‘შავი სიიდან ამოსვლა’, ორივე ერთსა და იმავეს – საკრედიტო ქულის გამოსწორებას გულისხმობს.

რეალურად შეუძლებელია რაიმე წაშლა ჩვენს საკრედიტო ისტორიაში, ცხადია არავინ გაასუფთავებს ჩვენი ვადაგადაცილებული სესხების შესახებ ინფორმაციას.

კრედიტინფოს არსებობის მიზანი ხომ ის არის, რომ თითოეული ადამიანის საკრედიტო ქმედებების ჩანაწერები/მონაცემები ფიქსირდებოდეს და ხელმისაწვდომი იყოს ბანკებისთვის.

კარგი ამბავი ის არის, რომ შეგიძლია ცუდი საკრედიტო ისტორიის გამოსწორება!

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დაბალი საკრედიტო ქულა გაქვს, დღესვე შეგიძლია დაიწყო საკრედიტო ისტორიის გამოსწორება და მონდომების შემთხვევაში მალევე შეძლებ ბანკებისთვის სანდო მსესხებლის სტატუსის დაბრუნებას.

აქვე გირჩევთ, რომ თუ მიმდინარე სესხი გაქვს, შენი ყოველთვიური ბიუჯეტიდან გაათავისუფლო თანხა და გადადო სესხის ხარჯებისთვის, რათა არ მოგიწიოს ვადაგადაცილებები და კიდევ უფრო არ შემცირდეს შენი საკრედიტო ქულა.

სესხი ცუდი საკრედიტო ისტორიის გამოსასწორებლად

თუ აღმოაჩენ, რომ გაქვს დაბალი საკრედიტო ქულა (რომელიც სესხის აღებაში ხელს გიშლის), არ ინერვიულო, რადგან საკრედიტო ისტორიის გამოსწორება შესაძლებელია.

მომხმარებლები ხშირად გვეკითხებიან, არსებობს თუ არა სესხი შავ სიაზე? ანუ სესხი ცუდი საკრედიტო ისტორიის მქონეთათვის? პასუხი არის კი!

არსებობს სესხი საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად, რომელიც დაგეხმარება დაიბრუნო სანდო კრედიტორის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ სესხს დროულად, ყველა პორობის დაცვით დაფარავ.

გაიგე რომელი ბანკი გასცემს სესხს საკრედიტო ისტორიის გამოსასწორებლად და დაიწყე საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესება დღესვე!

პასუხები შენს კითხვებზე

როგორ გავიგო ვარ თუ არა შავ სიაში

შავ სიაში ყოფნა ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული ტერმინია, რეალურად კი არ არსებობს შავი სია. 

თუ გინდა, გაიგო, რამდენად სანდო მსესხებლად გთვლის ბანკი და შეძლებ თუ ვერა სესხის აღებას, ამისთვის უნდა შეამოწმო შენი საკრედიტო ქულა.

გაეცანი ამ ბლოგს და გაიგე რას ნიშნავს საკრედიტო ქულა და როგორ შეგიძლია ნახო შენი საკრედიტო რეიტინგი.

არსებობს თუ არა სესხი შავ სიაში მყოფთათვის?

დიახ! არსებობს სესხი საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად (რასაც დამკვიდრებული ტერმინის მიხედვით ეძახიან – სესხს შავ სიაში მყოფთათვის).

ნახე სესხი საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად და დაიწყე საკრედიტო ქულის გამოსწორება დღესვე!

რას გულისხმობს კრედიტ ინფოს შავი სია?

საზოგადოებაში დამკვიდრებული ტერმინია ‘კრედიტ ინფოს შავი სია’ და ხშირად ჰგონიათ, ხოლმე რომ კრედიტ ინფოს აქვს ცალკე შედგენილი სია იმ ადამიანების, ვინც სესხი ვერ დაფარა.

რეალურად საკრედიტო სფეროში შავი სია არ არსებობს.!

კრედიტ ინფოში თამოყრილია თითოეული ადამიანის საკრედიტო ინფორმაცია წარსული და მიმდინარე სესხების შესახებ, რის მიხედვითაც დგება საბოლოო საკრედიტო ქულა.

თუ ცუდი (ნეგატიური) საკრედიტო ქულა გაქვს, ბანკისთვის არასანდო მსესხებელი ხარ და კრედიტის აღება გაგიჭირდება. ხოლო თუ მაღალი საკრედიტო ქულა გაქვს, სესხის აღებას მარტივად შეძლებ.

სულ ეს არის!

რამდენად გამოგადგათ სტატიიდან მიღებული ინფორმაცია?

9 out of 10 found this helpful

სალომე არის Financer Georgia-ს რედაქტორი, პირადი ფინანსების კონსულტანტი და FinTech-ის გულშემატკივარი 5 წლიანი გამოცდილებით. სალომე უკვე 70-მდე სტატიის ავტორია, მისი ბლოგები გამოირჩევა პირადი ფინანსების სამართავად საჭირო პრაქტიკული რჩევებით. მისი მიზანია რაც შეიძლება მეტმა მკითხველმა შეძლოს ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება.

გააზიარეთ
Read Icon15940 ჯერ წაკითხული

გამარჯობათ სესხი გამოტანა მინდა მაინტერესებს წესები
პასუხი

საინტერესო თემები

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა შენი ვიზიტი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. ჩვენი საიტის სარგებლობისა ნიშნავს, რომ Cookies  გამოყენების  პირობები მისაღებია თქვენთვისს.