როგორ ვიყოთ ნაყოფიერი სახლიდან მუშაობისას?
- იანვარი 25, 2023
- ...
-
1402 ჯერ წაკითხული
სახლიდან მუშაობა პანდემიის შემდეგ დამკვიდრდა, 2020 წლის შემდეგ საქართველოში კომპანიათა დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.
გარდა ამისა, ფულის შოვნა ინტერნეტით კიდევ უფრო პოპულარული გახდა და ბევრმა ადამიანმა დაიწყო ინტერნეტით ფულის გამომუშავება.
მათთვის, ვინც არ არის მიჩვეული სახლიდან მუშაობას, ან ვისაც არ აქვს ორგანიზებული სამუშაო გრაფიკი, ონლაინ მუშაობის რეჟიმზე გადასვლა ერთგვარი გამოწვევაა. ამ ბლოგში გაგაცნობთ პრაქტიკულ რჩევებს – როგორ ვიმუშაოთ სახლიდან.
რჩევები სახლიდან ეფექტურად მუშაობისთვის
რჩევა #1: შეინარჩუნე კავშირი თანამშრომლებთან
კოლეგებთან კავშირი უდიდეს როლს თამაშობს სამსახურეობრივი განწყობის შენარჩუნებაში.
რეალურ ცხოვრებაში, ოფისში მისვლისას სამუშაო განწყობას გვიქმნის ჩვენს თანამშრომლებთან კომუნიკაცია და სამსახურეობრივი საკითხების ერთად განხილვა.
სახლიდან მუშაობის რეჟიმში დააწესეთ გუნდური ‘ქოლები’ ყოველკვირეულად ან კვირაში რამდენჯერმე მაინც.
რჩევა #2: დაურეკე გუნდის წევრებს! 💻
ონლაინ მუშაობაზე გადასვლის შემდეგ ყოველდღიური კომუნიკაცია თანამშრომლებს შორის ძირითადად ონლაინ, Zoom, Microsoft Teams, Google Meets და მსგავსი პლატფორმებით ხდება.
ჩვენი რჩევაა, ონლაინ შეხვედრები და გუნდური კონფერენციები დაგეგმოთ ყოველდღიურად. სახლიდან მუშაობის პერიოდში აუცილებელია შეინარჩუნო თუნდაც, 10 წუთიანი კონტაქტი თანამშრომლებთან ისე, რომ ხედავდეთ ერთმანეთს და ისევე საუბრობდეთ საკითხებზე, როგორც ოფისში ერთად ყოფნის დროს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ გზით შეძლებ შენი გონება მომართო სამსახურის საკითხებზე, ოფისის გარემოში მოექცე 10 წუთით მაინც და გქონდეს შეგრძნება, რომ ხართ გუნდის წევრი. მეორეს მხრივ, ეს არის ერთგვარი სოციალიზაცია, რაც ძალიან გვაკლია დისტანციური მუშაობის პირობებში.
რჩევა #3: შეიმუშავე გრაფიკი და აკონტროლე საკუთარი დრო
ალბათ, შეამჩნევდი, რომ სახლში ყოფნისას დრო ბევრად სწრაფად გადის. მიზეზი ჩვენი არასწორი მიდგომაა – რადგან მთელი დღე სახლში ვართ, ვფიქრობთ, რომ იმაზე ბევრად მეტი დრო გვაქვს, ვიდრე მანამდე გვქონდა.
შესაძლოა, ამ რეჟიმში გადასვლის შემდეგ მართლაც მეტი დრო „გამოგვითავისუფლდა“ იმის ხარჯზე, რომ აღარ გვიწევს ტრანსპორტში საათების გატარება, სამსახურში განსაზღვრული 9 საათიანი რეჟიმის დროს გაწერილი სამუშაო შეგვიძლია ახლა უფრო მალე და ნაკლებ დროში გავაკეთოთ.
თუმცა, რეალობა სხვანაირია – საათები ისე გადის, ვერ ვაკონტროლებთ და ბევრად მცირე დროს ვატარებთ პროდუქტიულად.
რჩევა #4: გაწერე მომდევნო დღე 📝
პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად აუცილებელია გრაფიკის შექმნა და მაქსიმალურად კონტროლი.
ჩვენს ამჟამინდელ გარემოში რთულია საზღვრების დაცვა – როდის უნდა ვიმუშაოთ, როდის დავისვენოთ, როდის მივხედოთ საოჯახო საქმეებს. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, წინასწარ გაწეროთ მომდევნო დღე და გაუზიაროთ სახლში მყოფებსაც (რადგან, ყურადღების გაფანტვას ხშირად იწვევეს ოჯახის წევრების სამუშაო სივრცეში შემოჭრა, მათთან საუბარი) და ზედმიწევნით მიჰყვეთ განრიგს, რაც მთავარია, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ შექმნათ რეალისტური განრიგი.
ამის ეფექტურად განხორციელება შეგიძლია მობილური აპლიკაციებით, რომლებიც წინასწარ გატყობინებს, რომ, მაგალითად, დასრულდა დასვენების დრო და უნდა განაგრძო მუშაობა, ან დროა ლანჩზე გახვიდე სამზარეულოში და ა.შ.
მაგალითისთვის, შეგვიძლია რეკომენდაცია გავუწიოთ Long Day აპლიკაცია iOS-სთვის და TimeTune აპლიკაცია Android-ისთვის.
გაწერე თითოეული საათი – როდის რას გააკეთებ, და მაქსიმალურად მიჰყევი მას. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა დღევანდელ რეალობაში რეჟიმის შესანარჩუნებლად.
PS: რაც მთავარია, არ დააგვიანო საუზმეზე, დილის რუტინის შენარჩუნება ძალიან ზრდის ჩვენი მთელი დღის ეფექტურობას.
რჩევა #5: მოიწყვეთ ორგანიზებული სამუშაო გარემო
როდესაც ვამბობთ, რომ აუცილებელია სამუშაო სივრცის მოწყობა, არ ვგულისხმობთ მაინცდამაინც ცალკე ოთახის მოწყობას ოფისის სტილში, სადაც საოფისე ავეჯს განვათავსებთ.
საკუთარ თავს რომ დავეხმაროთ სამუშაო განწყობის შექმნაში, გვჭირდება, მცირე ცვლილებები მაინც შევიტანოთ ჩვენს სამუშაო კუთხეში (რომელიც აქამდე სამუშაო გარემოსთან არ ასოცირდებოდა), რათა აღვიქვათ, რომ მოვემზადეთ სამუშაოდ და ახლა დროა კვლავ პროდუქტიულებად ვიქცეთ.
სამუშაო კუთხის მოწყობა შესაძლოა გულისხმობდეს პატარა სივრცის ისე ორგანიზებას, სადაც ჩვენთვის სამუშაო პროცესში საჭირო ნივთებს განვათავსებთ. ლეპტოპი/კომპიუტერი, ბლოკნოტი, ფანქარი, კალამი, A4 ფორატის ფურცლები, კალკულატორი და ა.შ.
გაითვალისწინე, რომ დაწოლილ მდგომარეობაში მუშაობა, ასევე, ჩაბნელებულ ოთახში ყოფნა ორგანიზმს ვნებს.
რჩევა #6: არ დაგავიწყდეს შესვენება
მცირე ჯილდო საკუთარი თავისთვის
გაითვალისწინეთ, რომ პროდუქტიულობა სულაც არ ნიშნავს საათობით გადაბმულად მუშაობას. მეტიც, შესვენებების გარეშე მუშაობა 90 წუთის შემდეგ ეფექტურობას კარგავს, რადგან ვიღლებით და გვჭირდება 10-20 წუთიანი შესვენება/დასვენება.
ზემოთ ვთქვით, რომ აუცილებელია განრგის შექმნა, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში მივყვებით. ამ ყველაფერში სირთულე განრიგის დაცვაა, რადგან, ხშირად იმაზე მეტ პროდუქტიულობას მოვითხოვთ საკუთარი თავისგან, ვიდრე რეალური გარემო გვიწყობს ხელს.
გირჩევთ, სამუშაო პროცესი დაყო 1 საათიან პეროდებად, ყოველი საათის შემდეგ კი 10 წუთიანი შესვენებით დააჯილდოვეთ საკუთარი თავი. შესვენების დროს გადი სხვა ოთახში ან აივანზე, მოშორდი ლეპტოპს (ეცადთ, facebook-ის სქროლვას არ დაუთმო დასვენების წუთები, რათა გონებამ რეალურად დაისვენოს)..
აქვე, ძალიან კარგი იქნება, თუ ტელეფონს გამოურთავ ხმას, რათა სოციალურ ქსელებში მოსულმა შეტყობინებებმა არ გაგიფანტოს ყურადღება და კონცენტრაციის შენარჩუნება არ გაგიჭირდეს.
- 7 საუკეთესო ბლოგი ფინანსური განათლების მისაღებად
- 10 გავლენიანი მეწარმე ქალი საქართველოში
- 5 საუკეთესო კრედიტორი საქართველოში 2023 წელს
- სუბსიდირების პროგრამა 2022 – ვის ეხება იპოთეკური სესხების სუბსიდირება?
- როგორ ვიყოთ ნაყოფიერი სახლიდან მუშაობისას?