sesxebis regulaciebi

სესხის ახალი რეგულაციები – რა იცვლება სესხის აღებისას?

  • აგვისტო 6, 2023
  • ...
  • Read Icon3005 ჯერ წაკითხული

ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული სესხის ახალი რეგულაციები რამდენიმე წელია არ კარგავს პოპულარობას. ბოლო ცვლილება 2022 წლის მაისში შევიდა და კიდევ უფრო გამკაცრდა კრედიტის აღების პროცესი.

შეგახსენებთ, რომ ძირეული შეზღუდვების პირველი ტალღა 2018 წელს დაიწყო, რამაც ფაქტობრივად სრულად გარდაქმნა საქართველოს საკრედიტო ბაზარი.

სესხის რეგულაციები 2022 წელსაც განახლდა, თუმცა ეს ცვლილებები არის უკვე არსებული წესების მცირე მოდიფიკაცია და არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს.

 

გვაქვს თუ არა რეგულაციები 2023 წელს?

2023 წლის პირველ ნახევარში ეროვნული ბანკის მიერ სესხის გაცემის რეგულაციებში არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ჩვენთვის, როგორც მსესხებლებისთვის შეცვლიდა სესხის აღების პირობებს.

ერთი შეგვიძლია ავღნიშნოთ ის, რომ 10 მაისს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა 0.5 პროცენტული პუნქტით და გახდა 10.5%.

ჩვენი დაკვირვებით მომხმარებლების დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის რა ცვლილებები განხორციელდა ბოლო 4-5 წელია, ამიტომ ამ ბლოგში მიმოვიხილავთ ყველა მთავარ რეგულაციას, რომელიც მოქმედებს 2018 წლიდან დღემდე.

დავიწყოთ და მოვყვეთ რა უნდა იცოდე დღეს ამ ცვლილებების შესახებ და რა შეიცვალა შენთვის, როგორც მომხმარებლისთვის.


1. დაწესდა ლიმიტი სესხის ყოველთვიურ გადასახადზე

ახალი რეგულაციების მიხედვით, შეიზღუდა მსესხებლის მიერ ყოველთვიურად ვალდებულებებზე გადასახდელი თანხის მოცულობა.

მაგ, თუ შენი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1500 ლარს ან ნაკლებს და სესხის აღებას ლარში აპირებ, შენი შემოსავლის მხოლოდ 25%-ს მიმართავ ამ სესხის ყოველთვიურ გადასახადზე. ეს ნიშნავს, რომ საშუალება გექნება აიღო სესხი ისეთი პირობებით, რომლის ყოველთვიური გადასახადი არ აღემატება შენი შემოსავლების 25%-ს.

რა ხდება, თუ სესხი ევროში ან დოლარშია? ამ შემთხვევაში 25%-ის ნაცვლად შენი შემოსავლის 35%-ის გამოყენება შეგეძლება სესხის ან სხვა ფინანსური ვალდებულებების ასაღებად.

ამ რეგულაციის მიზანია, ქვეყანაში შეამციროს ჭარბვალიანობა.

ეროვნული ბანკის აზრით თუ შენი შემოსავლის მხოლოდ 25%-ს მიმართავ ვალდებულებებზე, დანჩენილი თანხით შეძლებ ცხოვრებისთვის საჭირო ყოველთვიურ ხარჯებთან გამკლავებას.

ეს რეგულაცია ამოქმედდა 2022 წლის 1 მაისიდან და აქტიურია დღესაც. მოკლედ რომ ვთქვათ, იგი განსაზღვრავს – შემოსავლის რა ნაწილი უნდა გამოვიყენოთ სასესხო ვალდებულებებისთვის, რა ნაწილი – პირადი ხარჯებისთვის.


2. აუცილებელი გახდა შემოსავლების დადასტურება

ვალდებულების აღებისას აუცილებელი გახდა შემოსავლების დადასტურება. ეს შეზღუდვა ამოქმედდა 2018 წლიდან და დღემდე უცვლელად რჩება ძალაში.

კრედიტორი კომპანია სესხის გაცემამდე ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ნამდვილად გაქვს შემოსავლები და შეგიძლია გაუმკლავდე სესხის ხარჯებს. რეგულაცია ეხება სესხის გამცემ ყველა სუბიექტს, იქნება ეს ბანკი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

შემოსავლად ითვლება ყველა ის შემოსავალი, რომელიც შეგიძლია საბანკო ამონაწერით ან შემოსავლების სამსახურიდან მოთხოვნილი მონაცემებით დაადასტურო.

ამ რეგულაციამდე ძალიან პოპულარული იყო სესხების აღება შემოსავლების დადასტურების გარეშე. სწრაფი სესხის გამცემი კომპანიების უმრავლესობა ისე გასცემდა სესხს, არ ამოწმებდა მსესხებლის შემოსავლებს. 

აღსანიშნავია, რომ სესხის გაცემა შემოსავლის დადასტურების გარეშე დღესაც ხდება და ძირითადად მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გასცემენ ამ ტიპის კრედიტს, თუმცა ახლა უკვე აუცილებელია უზრუნველყოფა საკუთარი ბინით ან ავტომობილით.


3. რეგულაციები ვრცელდება ყველა ტიპის სესხზე

რეგულაციების შედეგად იცვლება არა მხოლოდ სწრაფი სესხის, არამედ ავტო სესხისიპოთეკური სესხისსამომხმარებლო სესხისსაკრედიტო ბარათისა და განვადების აღების პროცესიც.

რეგულაცია არ ვრცელდება მათზე, ვისაც ჯამური ვალდებულებები უფიქსირდება 1 მილიონი ლარი ან მეტი.


4. რეგულაციები ეხება როგორც ბანკებს, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს

ახალი რეგულაციების თანახმად, ნებისმიერი სესხის გამცემი ფინანსური ინსტიტუტი – იქნება ეს ბანკი, ლომბარდი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ვალდებულია გაითვალისწინოს ყველა ის ცვლილება და შეზღუდვა, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

რეგულაციები შეეხებათ ე.წ. ‘კერძო მევახშეებსაც’ და ნებისმიერ სესხის გამცემ სუბიექტს.


5. შეიცვალა სესხის ვადის არჩევის წესი

2018 წელს მიღებული ეროვნული ბანკის რეგულაციები სესხის გაცემაზე ზღუდავს სესხების ვადასაც.

სესხის ტიპების მიხედვით მაქსიმალური ვადა ასე გამოიყურება:

  • სამომხმარებლო სესხი შეიძლება აიღო მაქსიმუმ 4 წლის ვადით

  • ავტო სესხი – მაქსიმუმ 6 წლით

  • ლარში გაცემული იპოთეკური სესხები – მაქსიმუმ 20 წლის ვადით, უცხოურ ვალუტაში – მაქსიმუმ 10 წლით

  • უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი – მაქსიმუმ 10 წლით


არჩეულია 31, 171 -ჯერ
  • თიბისი ბანკის ონლაინ სესხი – tbc credit
  • სწრაფი სესხი 100-დან – 30 000 ლარამდე, 3-48 თვით
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 15.8%დან
  • სესხის აღების სრულიად ონლაინ პროცედურა და უმარტივესი აპლიკაცია
4.8
წაიკითხე 38 შეფასება

თიბისი ბანკის სწრაფი ონლაინ სესხი tbccredit.ge განკუთვნილია მათთვის, ვისაც თანხა სასწრაფოდ სჭირდება და სწრაფი ონლაინ სესხის აღებას გადაწყვეტს.


უკანასკნელი ცვლილება სესხის გაცემის წესში

სესხის ახალი რეგულაციები 2022 წლის შემდეგ ჯერ-ჯერობით არ ფიქსირდება.

2022 წლის პირველი მაისიდან კიდევ ერთი ცვლილება შევიდა სესხის გაცემის წესში, რომელიც ეხება ცვლად განაკვეთზე მიბმულ იპოთეკურ სესხებს.

ზოგადად რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი სარისკოდ ითვლება, რადგან არ არის ფიქსირებული და შესაძლოა მსესხებლისთვის სესხი მოულოდნელად გაძვირდეს თუ ეროვნული ბანკი გაზრდის რეფინანსირების პროცენტს.

შესაბამისად, ასეთ დროს დგება რისკი რომ მომხმარებელს გაუჭირდება გაზრდილი პროცენტის გადახდა და ვერ შეძლებს სესხის დროულად დაფარვას.

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

როდესაც კომერციული ბანკი ეროვნული ბანკისგან ისესხებს ფულს, რა საპროცენტო განაკვეთითაც უწევს სესხის დაბრუნება, სწორედ ამ პროცენტს ჰქვია რეფინანსირების განაკვეთი. 

კომერციული ბანკები როგორც წესი რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ იპოთეკურ სესხებს გასცემენ. ანუ მსესხებლის მიერ გადასახდელ პროცენტში შედის = რეფინანსირების განაკვეთი (თანხა, რომელიც შენმა ბანკმა გადაუხადა ეროვნულ ბანკს) + მარჟა (ბანკის სხვა ხარჯები და მოგება). 

ახალი რეგულაციის მიხედვით, ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი იპოთეკური სესხის გაცემისას უნდა გაითვალისწინონ ეს მოსალოდნელი რისკი და საპროცენტო განაკვეთი +3%-იანი პუნქტით უნდა გადააფასონ. ამას მეორენაირად შოკის რისკის ალბათობის გათვალისწინებას უწოდებენ.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ამ გვერდს პერიოდულად ვანახლებთ ეროვნული ბანკის მიერ სესხის რეგულაციებში ცვლილებების გამოჩენისას.

დამატებითი კითხვები და პასუხები:

რატომ არის მნიშვნელოვანი ეროვნული ბანკის რეგულაციები სესხზე?

ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, რომელიც განსაზღვრავს ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში.

უფრო კონკრეტულად კი, მის მიერ სესხების სფეროში შემოღებული რეგულაციები პირდაპირ აისახება საკრედიტო ბაზრის დინამიკასა და ჩვენი, როგორც მომმხმარებლების ქცევაზე,

მაგ, 2018 წლამდე შეგვეძლო გვესარგებლა 30 დღიანი ონლაინ სესხით, რომლის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-იც კი იყო, ახლა, 2023 წელს ეს შეუძლებელია, რადგან ბანკმა შეზღუდა მსგავსი საკრედიტო კომპანიების საქმიანობა და მოსახლეობაში ჭარბვალიანობის შესამცირებლად აკრძალა მსგავსი სესხების გაცემა.

გარდა ამისა, ბანკების მიერ გაცემული იპოთეკური სესხების უმეტესობა მიბმულია ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე, თუ იგი შეცვლის რეგულაციებს და/ან ცვლილებას შეიტანს საპროცენტო განაკვეთში, ჩვენი სესხის პროცენტზე პირდაპირპროპორციულად აისახება ეს ცვლილებები.

რომ შევაჯამოთ, ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ეროვნული ბანკის რეგულაციებსა და გადაწყვეტილებებთან.

როგორია იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადა?

2022 წლიდან უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადაა 10 წელი, ხოლო ლარში აღებულ იპოთეკაზე – 20 წელი.

რამდენად გამოგადგათ სტატიიდან მიღებული ინფორმაცია?

1 out of 1 found this helpful

გამოყენებული რესურსები:

სალომე არის Financer Georgia-ს რედაქტორი, პირადი ფინანსების კონსულტანტი და FinTech-ის გულშემატკივარი 5 წლიანი გამოცდილებით. სალომე უკვე 70-მდე სტატიის ავტორია, მისი ბლოგები გამოირჩევა პირადი ფინანსების სამართავად საჭირო პრაქტიკული რჩევებით. მისი მიზანია რაც შეიძლება მეტმა მკითხველმა შეძლოს ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება.

გააზიარეთ
Read Icon3005 ჯერ წაკითხული

საინტერესო თემები

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა შენი ვიზიტი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. ჩვენი საიტის სარგებლობისა ნიშნავს, რომ Cookies  გამოყენების  პირობები მისაღებია თქვენთვისს.