ტაქსების რეგისტრაცია ლიცენზია

გაძვირდება თუ არა ტაქსი ახალი რეგულაციების შემდეგ?

  • ივნისი 6, 2022
  • ...
  • Read Icon27615 ჯერ წაკითხული

თუ საქართველოში მიმდინარე სოციალურ ეკონომიკურ სიტუაციას თვალს ადევნებთ, შეამჩნევდით, რომ ტაქსების ლიცენზიის ახალი რეგულაციების თემა აქტუალობას არ კარგავს, საზოგადოების ნაწილი ემხრობა ტაქსების ე.წ. ‘გათეთრებას’, ნაწილი კი უარყოფითად ხვდება.

მოდით, ვისაუბროთ, რეალურად რას გულისხმობს ტაქსების ლიცენზია და გაძვირდება თუ არა თბილისში ტაქსის სერვისი ახალი რეგულაციების შედეგად, შეგახსენებთ, რომ რეგულაციები თავდაპირველად ეხება დედაქალაქში მოძრავ ტაქსებს.

როგორ მივიღოთ ტაქსით გადაყვანის ნებართვა?

2018 წლის 1 აგვისტოდან უკვე შესაძლებელია დარეგისტრირება და ტაქსით მგზავრთა გადასაყვანად ნებართვის მიღება, ხოლო 1 ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლები, რომლებიც არ იქნებიან დარეგისტრირებული ლიცენზიის მოსაპოვებლად საიტზე –  https://taxi.tbilisi.gov.ge/ , ანუ არ ექნებათ ტაქსით გადაყვანის ნებართვა, მათ მიერ დედაქალაქში ტაქსის სერვისის მიწოდება ჩაითვლება კანონდარღვევად და დაჯარიმდებიან 200 ლ-ით.

საიტზე რეგისტრაციისას საჭიროა რამდენიმე საფეხურის გავლა და პირადი ინფორმაციის, მართვის მოწმობისა და ავტომობილის შესახებ ინფორმაციის ატვირთვა.

ნებართვის გაცემის ფასი მსუბუქი ავტომობილებისთვის არის 100 ლ, ხოლო ჰიბრიდულებზე – 50 ლ, ელეტრო ავტომობილებზისთვის კი უფასოა.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მიიღებთ ტაქსით გადაყვანის აქტიურ ნებართვას, რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება:

დამტკიცების პროცესშია ის პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეთ ტაქსით გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად, თუმცა ამ პირობებზე მორგება ჯერ-ჯერობით სავალდებულო არ არის და ამოქმედდება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, ანუ მომავალი წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსის ნებართვა აღარ გაიცემა მათზე, ვისი მანქანაც არ იქნება ამ კრიტერიუმებზე მორგებული;

დღესდღეობით შეზღუდვები ასეთია:

  • ტაქსი არ უნდა იყოს მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი, ამ ტიპის მსუბუქ ავტომობილებზე ტაქსით გადაყვანის ნებართვა არ გაიცემა
  • ტაქსით გადაყვანისას გამოყენებული მსუბუქი ავტომობილის ფერი უნდა იყოს თეთრი; სტანდარტიზაციის მიზნით, შეიზღუდა ტაქსის მანქანის ფერი და ვიზუალი –  იმისთვის, რომ მიიღოთ ტაქსით გადაყვანის ნებართვა უნდა აკმაყოფილებდეთ ამ პირობასაც

როგორ აისახება ცვლილებები ტაქსის მძღოლებისთვის?

  • ტაქსის მძღოლებს მოუწევთ ავტომობილის გამოცვლა იმ შემთხვევაში, თუ აქამდე იყენებდნენ მარჯვენასაჭიან და/ან სამკარიან ავტომობილებს, თუმცა მარცხენასაჭიან ავტომობილებზე გადაცვლა უნდა მოხდეს 1 წლის განმავლობაში.
  • ტაქსის ვიზუალური კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად, უახლოესი 1 წლის განმავლობაში ტაქსის მძღოლებმა ავტომობილი უნდა გადაღებონ თეთრად ან შეიძინონ სხვა თეთრი ფერის ავტომობილი.
  • იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული, მოსახლეობაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან თვლიან, რომ ზემოხსენებული ცვლილებები ტაქსისტისთვის ხარჯებთან არის დაკავშირებული, შედეგად კი ტაქსით მომსახურების ფასს გაზრდის.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოკლევადიან პერიოდში ტაქსით მომსახურების მიწოდება შემცირდება, ანუ ბაზარზე დეფიციტი იქნება, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ტაქსის მომსახურებაზე ფასის ზრდა, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ფასები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

აღსანაიშნავია ისიც, რომ ტაქსით გადაყვანის ნებართვის მქონე პირები „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში“ იმყოფებიან და არანაირი საგადასახადო ვალდებულება არ ექნებათ, მათთვის სალარო აპარატის გარეშე ოპერირება ნებადართულია, შესაბამისად შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მირკო მეწარმეებად და გათავისუფლებულნი იყვნენ გადასახადებისგან.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტაქსებისთვის გამოეყოფა უფასო პარკირების ადგილიც.

ტაქსის სფეროს რეგულაციას დადებითი ეფექტი ექნება მოქალაქეთათვის, კერძოდ:

  • დაცული იქნება ჰიგიენურ სანიტარული ნორმები – ტაქსის მძღოლი ვალდებულია დაიცვას ჰიგიენურ სანიტარული ნორმები ავტომობილში
  • მგზავრობა იქნება კომფორტული – აიკრძალება ტაქსით იმაზე მეტი ადამიანის გადაყვანა, ვიდრე დადგენილია ამა თუ იმ მარკის ავტომობილის დამამზადებლის მიერ
  • მგზავრობა იქნება უფრო უსაფრთხო – მძღოლი ვალდებული იქნება მგზავრები ჩამოსვას და აიყვანოს ავტომობილის მარცხენა მხარეს არსებული კარიდან, გარდა ამისა, თქვენი ნებართვის გარეშე მძღოლს არ ექნება უფლება, დამატებით აიყვანოს სხვა – უცხო მგზავრი.
  • ტაქსში ნივთების დაკარგვის/დარჩენის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებული იქნება ნივთები ჩააბაროს დაკარგული ნივთების ბიუროში ან რაიონულ პოლიციაში.

რამდენად გამოგადგათ სტატიიდან მიღებული ინფორმაცია?

3 out of 6 found this helpful

სალომე არის Financer Georgia-ს რედაქტორი, პირადი ფინანსების კონსულტანტი და FinTech-ის გულშემატკივარი 5 წლიანი გამოცდილებით. სალომე უკვე 70-მდე სტატიის ავტორია, მისი ბლოგები გამოირჩევა პირადი ფინანსების სამართავად საჭირო პრაქტიკული რჩევებით. მისი მიზანია რაც შეიძლება მეტმა მკითხველმა შეძლოს ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება.

გააზიარეთ
Read Icon27615 ჯერ წაკითხული

როგორ ავიღო ლიცენზია
პასუხი
Gamarjoba. Davkarge taxsis licenzia da romel saiti dan shemidzlia amoprintereba?
პასუხი
Gamarjoba. Romel saitze shemidzlia chemi licenzias naxva?
პასუხი
გამარჯობა! ჩემ მეუღლემ თებერვალში გააკეთა ლიცენზია, მანქანა არ იყო ჩვენი, ახლა საკუთარი ყავს. თუ შეიძლება იმ ლიცენზიით გავიდეს ან დამაკვალიანეთ რა გავაკეთოთ ამ ეტაპზე ვერ შევძლებთ ლიცენზიის თანხის გადახდას
პასუხი
Rogor avigo licenzia ikneb damexmarooot es araperi mushaobs da rogor avigo
პასუხი
გამარჯობა, არსებობს ტაქსის ლიცენზიის "ბ" კატეგორია რომელიც არ მოითხოვს თეთრ ფერს მაგრამ უფლებას იძლევა იმუშავო აპლიკაციით ?
პასუხი
gamarjobat licenzias gauvida vada da rogor gavagrzelo
პასუხი
Gamarjobat.me myabs miniveni lurji peris da tu shemidzlia licenziis ageba rom kompaniaze vimushao
პასუხი
მამუკა გოგუაძე
კი, შეძლებთ კომპანიებზე მუშაობას.. მაგრამ ეხლა საგანგებო მდომარეობაა გამოხადებული და მინიმუმ პირველ მაისამდე 21:00 - 06:00 საათამდე ვერ შეძლებთ ტაქსაობას. ასევე მაქსიმუმ ორი მგზავრის გადაყვანა შეგიძლიათ, ისიც უკან უნდა ისხდნენ.
პასუხი

საინტერესო თემები

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა შენი ვიზიტი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. ჩვენი საიტის სარგებლობისა ნიშნავს, რომ Cookies  გამოყენების  პირობები მისაღებია თქვენთვისს.