კორონავირუსის გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე

3 წუთი

კორონავირუსი, იგივე Covid-19, ჩინეთში 2020 წლის იანვარში გამოჩნდა, თებერვლიდან მთელ მსოფლიოს მოედო და უმოკლეს დროში 530 000-ზე მეტი ადამიანი დააავადა, ხოლო გლობალურ ეკონომიკაზე მიყენებული ზიანი არნახულ მასშტაბებს აღწევს.

კომპანიების უდიდესი ნაწილი დაიხურა, დასაქმებულები სამუშაოებს კარგავენ, როდის დაუბრუნდება მსოფლიო ჩვეულ რიტმს არავინ იცის.

მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი უკვე დაწყებულია, წარმოგიდგენთ დღესდღეობით გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ვიზუალიზაციას.

აქციების ფასების დრამატული ვარდნა

მსოფლიო საფონდო ბირჟებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდად სახელდება 2020 წლის მარტი. აშშ-ს, ევროპის, აზიისა და ავსტრალიის აქტიების ბაზრები კოლოსალურ დანაკარგს განიცდის.

საფონდო ბაზრებზე აქციების შეძენა და გაყიდვა ძალიან სწრაფად ხდება, ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ აქციონერები პანიკურ ვაჭრობას არ წყვეტენ, დანაკარგები და ზარალი დღითიდღე იზრდება. 2020 წლის მარტში მსოლიოს საფონდო ბირჟების ისტორიაში ყველაზე მკეთრი ვარდნა ფიქსირდება, 1987 წლის 19 ოქტომბრის „შავ ორშაბათად“ წოდებული კრიზისის შემდეგ საფონდო ბირჭებს მსგავსი დანაკარგები არ განუცდიათ.

დიაგრამაზე შეგვიძლია ვნახოთ, რა ხდება მიმდინარე მოვლენების ფონზე საფონდო ბირჟებზე: აშშ-ს წამყვანი Dow Jones-ის, იაპონიის Nikkei 225-ისა და დიდი ბრიტანეთის FTSE 100 -ის ინდექსი დრამატულად დაეცა თებერვლის შუა რიცხვებიდან მოყოლებული.

ცხადია, ამ ყველაფრის ფონზე ინვესტორები შიშობენ, რომ კოროვირუსის გავრცელება ანგრევს ეკონომიკას და აჩერებს მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას იმდენად, რომ შესაძლოა, მთავრობების ქმედებები არ იყოს საკმარისი ეკონომიკური ვარდნის შესაჩერებლად.

ამის საპასუხოდ, ბევრ ქვეყანაში ცენტრალურმა ბანკებმა შეამცირეს საპროცენტო განაკვეთები.

ეს კი, თეორიულად, სესხის აღებას უფრო იაფს ხდის და ხელს უწყობს მოსახლეობის მიერ ხარჯვის მომატებას.

მათ შორის არიან აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ფონდი და ინგლისის ბანკი, რომლებმაც საგრძნობლად შეამცირეს საპროცენტო განაკვეთები მიმდინარე ეკნომოკურ ვარდნასთან საბრძოლველად.

კორონავირუსი და ეროვნული ბანკები

მსოფლიოში ტურიზმის ინდუსტრია პარალიზებულია

კორონა-კრიზისი ყველაზე მძიმედ შეეხო ტურიზმის ინდუსტრიას, ავიაკომპანიებმა შეწყვიტეს ფრენები თითქმის ყველა კონტინენტზე, მოგზაურობის მსრუველებს აეკრძალათ ქვეყნის დატოვება, შესაბამისად, ტურისტებმა გააუქმეს ჯავშნები, ტურები, მივლინებები.

დასავლეთ ევროპის წამყვან ქვეყნებში კონონავირუსი მძვინვარებს, მთავრობებმა გამოაცხადეს საგანგებო სიტუაცია, მათ შორის საქართველოშიც, მოსახლეობა იძულებით კარანტინშია, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ტურიზმის ინდუსტრია თითქმის სრულად პარალიზებულია.

კორონავირუსის გავლენა ტურიზმზე

ადამიანები მოიხმარენ და ყიდულობენ ნაკლებს

ვირუსისა და მთავრობების მკაცრი გაფრთხილებების შიშით, მოსახლეობა დღეს იმაზე ბევრად ნაკლებს მოიხმარს, ვიდრე ჩვეულ რეჟიმში ხდებოდა. მომხმარებელთა ასეთი ქცევა დამანგრეველ გავლენას ახდენს ჩვენ გარშემო არსებულ ბიზნესებზე, დაიხურა რესტორნები, სასტუმროები, სავაჭრო მოლები.

გაღარიბებული და პანდემიის შიშით მოცული მოსახლეობა ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები დახარჯოს, რადგან მომავალი ბუნდოვანია და არავინ იცის რა იქნება 1 თვის შემდეგ.

სააფთიაქო ქსელებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა ბიზნესების 90% დაკეტილია, ეს სიტუაციაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის განვითარებულ ქვეყნებსა და აშშ-ში.

კორონავირუსი და გლობალური ეკონომიკა

ჩინეთში ქარხნების უმრავლესობა დაიხურა

ჩინეთში, სადაც კორონავირუსი პირველად გამოჩნდა, სამრეწველო წარმოება შენელდა ან სრულად შეწყდა ქვეყნის უმეტეს რეგიონში, გაყიდვები და ინვესტიციები იანვარსა და თებერვალში 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით დრამატულად დაეცა.

ჩინეთი მსოფლიოს წარმოების მესამედს შეადგენს და მსოფლიოში საქონლის უდიდესი ექსპორტიორია. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთის მასშტაბით ქარხანათა უმრავლესობამ წარმოება შეწყვიტა, თანამგზავრებიდან დანახული ეკოლოგიური სიტუაცია შესამჩნევად გაუმჯობესდა.

ნასას თქმით, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის თანამგზავრებმა ჩინეთის მასშტაბით აზოტის დიოქსიდის მნიშვნელოვანი შემცირება დააფიქსირეს.

კორონავირუსი - ჩინეთში ჰაერის დაბინძურება

ჩინეთის ინდუსტრიული შენელება კოსმოსიდანაც კი ჩანს. ნასას მიერ მოწოდებული ინფორმაცია გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ატმოსფეროს დაბინძურების შემცირებაში მნიშვნელოვანი მიზეზი ქარხნების დახურვა და ჩინეთის ეკონომიკური შენელებაა.

covid 19 ჩინეთის ეკონომიკა

სახელმწიფოების მიერ მოსახლეობისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა უარყოფითად იმოქმედა მსხვილი კომპანიების მიწოდების ქსელებზე, მაგალითად, როგორიცაა სამრეწველო მოწყობილობების მწარმოებელი JCB და ავტომობილების მწაროებელი Nissan.

მაღაზიების მენეჯერება და ავტომობილების დილერებმა განაცხადეს, რომ მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა 2020 წლის იანვრის დასაწყისიდან და პროცესი დღემდე გრძელდება.

ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები თებერვლის პირველი ნახევრის განმავლობაში 92% -ით შემცირდა. სხვა ავტომობილების მწარმოებლები, როგორებიცაა Tesla ან Geely, ახლა ონლაინ რეჟიმში ყიდიან ავტომობილებს, რადგან მომხმარებლები შოურუმებს აღარ სტუმრობენ.

კრიზისი “უსაფრთხო” ინვესტიციებსაც შეეხო

გლობალური კრიზისის დროს, ინვესტორები ხშირად ირჩევენ ნაკლებად სარისკო ინვესტიციებს. ტრადიციულად, ოქრო ითვლება “უსაფრთხო თავშესაფარად” ინვესტიციისთვის გაურკვევლობის დროს. ასეთი სიტუაციებში, როგორც წესი, ოქროს ფასი მკვეთრად იზრდება.

თუმცა, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დროს საპირისპირო სურათს ვხედავთ, მარტის დასაწყისამდე ოქროს ფასი იზრდებოდა, თუმცა მარტის დასაწყისიდან ინვესტორებმა კიდევ უფრო მეტად შეშინდნენ გლობალური რეცესიის საფრთხეებზე, მას შემდეგ ოქროს ფასი ნელ-ნელა ეცემა.

კორონავირუსი და ოქროს ფასი

პროგნოზები 2020 წლის ეკონომიკურ ზრდაზე

კვლევითი ცენტრების (ე.წ. think tanks) პროგნოზით 2020 წლის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკის ზრდა მხოლოდ 2.4% შეიძლება შეადგინოს, თუმცა, ეკონომისტების თქმით, კორონავირუსის განვითარების ტემპების ფონზე შეუძლებელია რეალურ პროგნოზებსა და ვარაუდებზე მსჯელობა.

უფრო სავარაუდოა, რომ ამ ”ხანგრძლივმა და ინტენსიურმა” დაავადებამ ეკონომიკის ზრდა 2020 წლისთვის 1.5% -მდე შეამციროს, რადგან ქარხნებმა შეწყვიტეს საქმიანობა, მუშები რჩებიან სახლში, შეწყდა ქვეყნებს შორის მიმოსვლა, ტურიზმი თითქმის პარალიზებულია, მოსახლოებმა დაკარგა სამუშაო ადგილები, ყველა ზის სახლში იმ იმედით, რომ ვირუსის გადაცემა შემცირდება.

კომენტარი (0)

 

კომენტარები

×

გთხოვთ, შეაფასოთ კორონავირუსის გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე