რა არის დაზღვევა? ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ დაზღვევის შესახებ!

იქნება ეს სახლი, ავტომობილი თუ სიცოცხლე – ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი აქტივები უნდა იყოს დაცული!
ნახეთ ერთ სივრცეში თავმოყრილი საქართველოს ბაზარზე არსებული სადაზღვევო შემოთავაზებები და აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი და ხელმისაწვდომი პაკეტი!

გზამკვლევი სადაზღვევო სფეროში

სადაზღვეო სფეროში გამოყენებული გარკვეული ტერმინები, შესაძლოა, დამაბნეველი იყოს მათთვის, ვისაც არასოდეს უსარგებლია დაზღვევით და ეს სერვისი სრულიად უცნობია, ამიტომ სასარგებლო იქნება, გაგაცნოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი და ხშირად გამოყენებული ტერმინი:

მოდით, პირველ რიგში მარტივად ავხსნათ რა არის დაზღვევა? დაზღვევა არის რისკების მართვის კარგი ფინანსური სერვისი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოულოდნელად დამდგარი შემთხვევების დროს თავიდან ავირიდოთ ფინანსური ხარჯები და ავინაზღაუროთ ზარალი.

სადაზღვევო ხელშეკრულება არის კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც დაზღვეული პირი დაცულია ხარჯების გაწევისგან ან იღებს ანაზღაურებას ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მოულოდნელი შემთხვევების დადგომის დროს – მაგალითად, სამოგზაურო დაზღვევის დროს, ბარგის დაკარგვის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს მიღებულ ზიანს (ცხადია, ამ შემთხვევას უნდა მოიცავდეს კონკრეტული სადაზღვევო შეთანხმება).

დამზღვევი არის კომპანია ან პირი, რომელიც დაზღვეულ პირს ჰპირდება ანაზღაურებას.

სადაზღვეო პრემია არის დაზღვეული პირის მიერ ყოველთვიურად ან ყოველკვარტლურად სადაზღვევო კომპანიისთვის გადასახდელი თანხა მომსახურების გაწევის სანაცვლოდ.

სადაზღვევო პოლისი არის სადაზღვევო ხელშეკრულება და დაზღვეული მოვლენები მოიხსენიება, როგორც საფრთხეები ან რისკები.

იყავით უსაფრთხოდ – დააზღვიეთ თქვენი სახლი და ოჯახი

იცით თუ არა, რომ მსოფლიოს მასშტაბით სადაზღვევო კომპანიები მომხმარებელს წელიწადში საშუალოდ უნაზღაურებს € 170,000 -ს ?

ან ის ფაქტი, რომ ამერიკაში საოჯახო დაზღვევა 2,000$ ღირს, ხოლო საქართველოში 200ლ?

ბევრს მიაჩნია, რომ დაზღვევა ჩვენი ყოველთვიური ბიუჯეტისთვის არის დამატებით ხარჯი, რომლის გაწევის მიზანიც არაგონივრულია. თქვენც შეიძლება ფიქრობთ: “რატომ დავხარჯო ყოველწლიურად ამდენი თანხა, როცა მათი სერვისი თითქმის არასოდეს დამჭირვებია?”

თუმცა, ყველამ ვიცით, უბედური შემთხვევის წინასწარ განჭვრეტა თითქმის შეუძლებელია, მით უფრო, როცა საქმე ეხება ავარიას, ხანძარს და ა.შ. ცხადია, სადაზღვევო სერვისი არ არის შექმნილი მშვიდობიანი სიტუაციებისთვის, და, სამწუხაროდ, არავის შეგვიძლია ზუსტად ვიცოდეთ, რას უნდა ველოდეთ მომავალში – რა მოხდება, როდესაც სამსახურიდან დაბრუნებულნი უბრალოდ ეზოში დავტოვებთ მანქანებს? რა შეემთხვევა მომავალში ჩვენს სახლს ან ქონებას?

სადაზღვევო პრემიის მოცულობა, როგორც წესი, ახლოს არის რამდენიმე ასეულ ლართან წელიწადში, რაც დამოკიდებულია კონკრეტული სადაზღვევო კომპანიის ტარიფებსა და სადაზღვევო პოლისის ტიპზე (ეს მაჩვენებელი საქართველოში ძალიან დაბალია, ჩვენთან საშუალო წლიური პრემია 300 ლარს უტოლდება, ხოლო ევროპის ქვეყნების საშუალო პრემია 4000–2500 ევროა);

თუ დაახლოებით წარმოვიდგენთ უბედური შემთხვევის დროს ზარალის მოცულობას, მივხვდებით, რომ ეს თანხა არაფერია იმასთან შედარებით რა მოცულობის ხარჯებთან გვექნება საქმე მაგ. ავარიის ან ხანძრის შემთხვევაში!

როგორ ავირჩიოთ სადაზღვევო შემოთავაზება?

სადაზღვევო პაკეტის და სადაზღვევო კომპანიის არჩევა არ არის მარტივი ამოცანა, თუმცა ჩვენ Financer.com-ზე შევქმენით შედარების სისტემა და თავი მოვუყარეთ სხვადასხვა სადაზღვევო შემოთავაზებებს, რათა თქვენ ერთ სივრცეში, მარტივად შეადაროთ ისინი ერთმანეთს.

ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ, რომ განვაახლოთ ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული შემოთავაზებების შესახებ, რათა თქვენ შეძლოთ სადაზღვევო კომპანიები და სადაზღვევო პაკეტები შეადაროთ მაქსიმალურად ზუსტ და ყოვლისმომცველ ინფორმაციაზე დაყრდნობით!

ჩვენ გვესმის თქვენი მდგომარეობაც, ძალიან რთულია, ყოველკვარტლურად ან ყოველთვიურად გადაიხადო სადაზღვევო პრემია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადრე არ გქონიათ რაიმე უბედური შემთხვევა.

მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ განვიხილოთ:  არ დაელოდოთ, სანამ რაღაც მოხდება – დარწმუნდით, რომ 100% -ით ხართ დაზღვეული უბედური შემთხვევის შედეგად დამდგარი რისკებისგან!

როგორ უნდა ავირჩიოთ გონივრული დაზღვევა? აქ არის რამოდენიმე რჩევა:

  • გამოიყენეთ კალკულატორები – სადაზღვევო კომპანიებისა და ბროკერების უმრავლესობის ვებ-გვერდზე მოცემულია სადაზღვევო კალკულატორი, რომელიც დაგეხმარებათ გამოთვალოთ სადაზღვევო პრემიის დაახლოებითი ღირებულება – ეს კარგ წარმოდგენას შეგიქმნით დაახლოებითი ხარჯების შესახებ და მიგახვედრებთ, რომელი შემოთავაზებაა უფრო მომგებიანი.
  • შეადარეთ, შეადარეთ, შეადარეთ! – კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ Financer.com- ზე შეგიძლიათ შეადაროთ სადაზღვევო პაკეტები და შემოთავაზებები! შეადარეთ და აირჩიეთ კომპანია, რომელიც გიქმნით სანდოობის განცდას, ყოველივე ამის შემდეგ, საგანგებო სიტუაციებში სადაზღვევო კომპანია იქნება სუპერგმირი თქვენი საყვარელი ფილმიდან.
  • დაუკავშირდით სადაზღვევო კომპანიას – სადაზღვევო სფეროში კონკურენცია ძალიან დიდია, ხშირად, უშუალოდ კომპანიასთან დაკავშირებით, შესაძლოა, სპეციალური შეთავაზება მიიღოთ და კიდევ უფრო ხელმისაწვდომ გარიგებებზეც გახვიდეთ! ასევე, შეგიძლიათ, ეწვიოთ კომპანიას უშუალოდ ოფისში, ამ გზით კარგი წარმოდგენაც შეგექმნებათ კომპანიის მომსახურებისა და მომხმარებელთა მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

რისი დაზღვევა შემიძლია?

მარტივი პასუხი: ყველაფრის! ალბათ, ყველას გაგვიგია, რომ არსებობს ავტომობილისა და უძრავი ქონების დაზღვევა, სინამდვილეში შესაძლებელია დააზღვიოთ ნებისმიერი რამ – თქვენი ქონება ან შინაური ცხოველიც კი! მოდით ვისაუბროთ სხვადასხვა ტიპის დაზღვევის შესახებ:

  • სიცოცხლის დაზღვევა – სიცოცხლის დაზღვევა არის დაზღვევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ოჯახის უსაფრთხოებას. სიცოცხლის დაზღვევა გვეხმარება მაშინ, როდესაც რაღაც მოულოდნელი შემთხვევის შედეგად ვკარგავთ შემოსავლის წყაროს. გარდა ამისა, სიცოცხლის დაზღვევა მოიცავს ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას და ეხმარება ოჯახს გაუმკლავდეს საყვარელი ადამიანის დაკარგვით შექმნილ მძიმე სიტუაციას.
  • სახლის დაზღვევა – სახლის დაზღვევა საჭიროა ყოველთვის და ყველგან! ამ ტიპის დაზღვევა იცავს თქვენს უძრავ ქონებას უბედური შემთხვევებისგან, მათ შორის, ქურდობისგან, წყლის შედეგად დაზიანებისგან, სტიქიური უბედურებებისგან, ხანძრისგან და სხვ. სახლის დაზღვევა მოიცავს ასევე სახლში არსებული მოძრავი ქონების დაზღვევას, შესაბამისად სახლთან ერთად დაცულია თქვენი ძვირადღირებული ტექნიკა და ავეჯიც. ა
  • საავტომობილო შემთხვევის დროს მესამე მხარის პასუხისმგებლობის დაზღვევა – თუ გყავთ მანქანა, გეცოდინებათ, რომ შესაძლებელია თქვენი ავტომობილის დაზღვევა, თუმცა ალბათ გიფიქრიათ რა მოხდება, თუ ავარიული შემთხვევა თქვენი მიზეზით მოხდება და პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ? საავტომობილო შემთხვევის პასუხისმგებლობის დაზღვევა თავიდან აგარიდებთ ხარჯის გაწევას და ანაზღაურებს დაზარალებული მხარის ხარჯებს თქვენს ნაცვლად!
  • ჯანმრთელობის დაზღვევა – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს ჯანმრთელობის დაზღვევის საყოველთაო პროგრამა, საკუთარი სურვილით გაკეთებული პირადი ჯანმრთელობის დაზღვევა საჭიროების დროს ძალიან სწრაფად უზრუნველყოფს დახმარებას და თითქმის მთლიანად ფარავს ჯანმრთელობის მიზნით გაწეულ ხარჯებს.
  • სამოგზაურო დაზღვევა – სამოგზაურო დაზღვევა აუცილებელია ყოველწლიურად მოგზაურობის დროს. გარდა სამედიცინო მომსახურებისა, სამოგზაურო დაზღვევა მოიცავს ბარგთან დაკავშირებულ საკითხებს და ანაზღაურებს ხარჯებს მაშინაც კი, თუ ბარგი დაიკარგა.

რა არის სადაზღვევო პრემია?

სადაზღვევო პაკეტის არჩევისას არსებობს ერტი მარტივი წესი: არ არსებობს დაზღვევა, რომელიც არის იაფიც და კარგიც, თუ გნებავთ იაფიც და კარგიც, უნდა შეიძინოთ იაფი ცალკე და კარგი ცალკე 🙂

თუ სადაზღვევო პრემია მცირეა, ანუ პაკეტი იაფია, არსებითად, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ფარავს ბევრი გაუთვალიწინებელი შემთხვევის ხარჯებს.

სამწუხაროდ, იაფფასიანი პაკეტის შეძენის შემდეგ აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ჩვენი სადაზღვევო პაკეტი მწირია და აკლია საკმაოდ ბევრი შემთხვევის დაფარვა, ამიტომ კონტრაქტის გაფორმებამდე აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, რა შემთხვევებში ფარავს ესა თუ ის სადაზღვევო შემოთავაზება ხარჯებს.

რასაკვირველია, სადაზღვევო პრემიის მოცულობა დამოკიდებულია სადაზღვევო კომპანიაზეც – განსხვავებულ კომპანიებს ერთსა და იმავე სერვისზე, შესაძლოა, საკმაოდ განსხვავებული ფასი ჰქონდეთ.

სადაზღვევო პაკეტის შეძენისას სადაზღვევო პრემიის ფასი დამოკიდებულია სადაზღვევო ობიექტის ასაკზე/ხანდაზმულობაზე – ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.

ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში კი, სადაზღვევო პრემიის მოცულობაზე გავლენას ახდენს ბევრი ფაქტორი, მაგ. ის, თუ როგორია მძღოლის მართვის ისტორია (ჰქონია თუ არა ბევრი საავტომობილო შემთხვევა და ავარია), ავტომობილის სიმძლავრე და ა.შ.
რაც შეეხება სახლის დაზღვევას, ითვალისწინებენ სამშენებლო მასალებსა და სახლის უსაფრთხოების საერთო დონეს. სამოგზაურო დაზღვევის დროს, ფასი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ სად აპირებთ მოგზაურობას და რამდენად სახიფათო გარემოა, გარდა ამისა, თუ მოგზაურობისას გეგმავთ ექსტრემალური სპორტით გართობას, სადაზღვევო პრემია კიდევ უფრო მაღალია.

არ შეიძინოთ ბრმად და ყურადღებით გაეცანით დეტალებს!

სადაზღვევო ხელშეკრულებას არ უნდა მოაწეროთ ხელი მანამ, სანამ კარგად არ გაეცნობით ხელშეკრულების ყველა პუნქტს და სანამ ამომწურავ ინფორმაციას არ მიიღებთ შეკითხვებზე, კონტრაქტის გაფორმებამდე წაიკითხე ძალიან ფრთხილად, თუ რას მოიცავს თქვენი სადაზღვევო პაკეტი და რომელი შემთხვევების დაფარვას ითვალისწინებს.

ასევე დაფიქრდით ფინანსურ მხარეზე – ზოგჯერ შეიძლება შემოგთავაზონ მცირე ფასდაკლება ამა თუ იმ სადაზღვევო პაკეტზე, თუმცა არ დაგავიწყდეთ კონტრაქტის ხარჯები, რომლებიც დასდაკლების მიუხედავად შესაძლოა ძალიან მაღალი შემოგთავაზონ!  იყავი ძალიან ფრთხილად, წაიკითხეთ პირობები და დარწმუნდით, რომ სრულად ეთანხმებით ყველა პუნქტს და შერჩეული სადაზღვევო პაკეტი მოიცავს თქვენს მოთხოვნებს.

თუ ყურადღებით იმოქმედებთ, თავიდან აირიდებთ თავს დამტყდარი მოულოდნელი ხარჯებით გამოწვეულ გულის შეტევას, რადგან გეცოდინებათ, რომ საგანგებო სიტუაციის დროს დაზღვევა დაგეხმარებათ და აგარიდებთ ხარჯებს!

ავტორის შესახებ

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე

×

გთხოვთ, შეაფასოთ დაზღვევა