7 რამ, რაც გავლენას ახდენს ავტომობილის დაზღვევის ფასზე

თუ ოდესმე ავტო დაზღვევის შეძენა გდომებიათ, შეამჩნებდით, რომ სადაზღვევო პაკეტის ღირებულების გამოთვლა არ არის ‘ზუსტი მეცნიერება’ და დამოკიდებულია უამრავ

ფაქტორზე, თითოეულ სადაზღვევო კომპანიას ფასის დადგენის საკუთარი მეთოდი აქვს, შესაბამისად, ავტო დაზღვევის მსურველს, სხვადასხვა კომპანია განსხვავებულ შეთავაზებასა და ფასს სთავაზობს.

როგორც ვთქვით, ავტო დაზღევევის ღირებულება დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე, რომელთაგან ნაწილი თქვენზეა დამოკიდებული და თქვენ აკონტროლებთ, ნაწილი კი თქვენგან დამოუკიდებელია.

სავარაუდოდ გეცოდინებათ, რომ თქვენი სქესი, ასაკი და ავტომობილის მართვის ისტორია დიდად მოქმედებს ავტო დაზღვევის ტარიფზე, მოდით ვნახოთ, კიდევ რომელი, შედარებით ნაკლებად ცნობილი, ფაქტორები ახდენენ გავლენას ავტო დაზღვევის ფასზე.

1. მანქანის ტიპი

თუ 100,000$ -იან სპორტულ ავტომობილს მართავთ, დიდი ალბათობით სავაუდოა, რომ თქვენთვის შემოთავაზებული ავტო დაზღვევა საკმაოდ ძვირადღირებული იქნება, თუმცა ზუსტი ტარიფი დამოკიდებულია ავტომობილის უფრო დეტალურ მახასიათებლებზე: ავტომობილის უსაფრთხოების სისტემებებით აღჭურვილობის ხარისხზე, ავტომობილის ასაკზე, მოცულობაზე, ძარის ტიპზე და ა.შ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც ყურადღებას აქცევენ სადაზღვევო კომპანიები, არის ის, თუ რამდენი ცხენის ძალა აქვს ავტომობილს,  რაც უფრო დიდია ცხენის ძალა, მით უფრო სწრაფია ავტომობილი, აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ თქვენც მაღალ სიჩქარეს განავითარებთ და ავარიის მოხდენის რისკი გაიზრდება.

სწორედ ამიტომ, როდესაც ყიდულობთ ავტომობილს, კარგი იდეაა, შეძენამდე გაარკვიოთ ავტო დაზღვევის დაახლოებითი ფასი ამ კონკრეტული ავტომობილისთვის და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოთ ავტო დაზღვევის ფასის გათვალისწინებით, თუ ახალი ავტომობილი ბევრად სწრაფი ან სპორტული იქნება თქვენს ამჟამნიდელ ავტომობილთან შედარებით, მომავალში ავტო დაზღვევის ფასი გაგეზრდებათ და მოგიწევთ ყოველთვიურად მეტი თანხის გადაზდა.

გარდა ამისა, თუ თქვენ ფლობთ ისეთ მანქანას, რომლის მოპარვის სიხშირეც საქართველოში სტატისტიკურად მაღალია, ავტო დაზღვევის ტარიფი შესაბამისად გაიზრდება.

2. ცუდი საკრედიტო ისტორია

დიახ, ისინი თქვენ გაკვირდებიან! სინამდვილეში, სადაზღვევო კომპანია თქვენს შესახებ იღებს რამდენიმე ფაქტს როგორც ზოგადი, ასევე პირადი ინფორმაციიდან, ავტო დაზღვევის ფასის დასადგენად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენი საკრედიტო რეიტინგი, რამდენად დროულად ფარავდით სესხებს და როგორი გადახდების ისტორია ფიქსირდება თქვენს სახელზე.

კომპანიისთვის მაღალი რისკის შემცველია დაბალი საკრედიტო რეიტინგის მქონე მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა, რადგან მაღალია იმის რისკი, რომ ის სადაზღვევო კომპანიას არ გადაუხდის თანხას, შესაბამისად, თუ თქვენ გაქვთ ცუდი საკრედიტო რეიტინგი, თქვენთვის ავტო დაზღვევის ყოველთვიური ხარჯი შედარებით მაღალი იქნება.

3. გაქვთ თუ არა ბინა?

საკრედიტო რეიგინგის გარდა, ავტო დაზღვევის ფასზე, შესაძლოა, გავლენა იქონიოს თქვენი, როგორც ბინის მფლობელის სტატუსმა, რატომ?

პასუხი მარტივია, სადაზღვევო კომპანიები თვლიან, რომ მას, ვისაც საკუთარი ბინა აქვს, ყოველთვიური ქირის საზრუნავი მოხსნილი აქვს და მარტივად შეძლებს, ავტო დაზღვევის პრემიის გადახდას, ხოლო ვისაც ბინა ქირით აქვს აღებული, ყოველთვიურად დიდი ხარჯი აქვს და ავტო დაზღვევის გადახდა, შესაძლოა, გაუჭირდეს, ამიტომ, კომპანია რისკების დასაზღვევად ‘უბინაო’ მომხმარებლებს ავტო დაზღვევის ფასს შედარებით მაღალს სთავაზობს.

4. ოჯახური მდგომარეობა

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც დააინტერესებს სადაზღვევო კომპანიას, არის თქვენი ოჯახური მდგომარეობა – ხართ თუ არა დაოჯახებული?

ბევრი სადაზღვევო დაოჯახებულ მძღოლებს მიიჩნევს უფრო პასუხისმგებლიან და ფრთხილ მძღოლებად, ვიდრე მათ, ვინც მარტოხელები არიან. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ცდილობენ, გამოიკვლიონ და სტატისტიკურად დაადგინონ, რამდენად არის დაკავშირებული ოჯახური მდგომარეობა საჭესთან გამოჩენილ პასუხიხმგებლობასა და სიფრთხილესთან, 2004 წელს ჯანაცვის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა იუწყება, რომ ავარიული შემთხვევებში მარტოხელა მძღოლები 2-ჯერ უფრო ხშირად დაფიქსირდნენ, ვიდრე ისინი, ვინც დაქორწინებულნი არიან.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილის მართვის ისტორიაში არ უფიქსირდებათ ავარიული შემთხვევები, თუმცა არ არიან დაქორწინებულნი, მათთვის ავტო დაზღვევის საფასური მაინც საკმაოდ მცირეა.

5. თქვენი კარიერა

არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თქვენთვის შემოთავაზებული ავტო დაზღვევის ფასზე – ეს არის თქვენი სამუშაო და კარიერა.

ცხადია, კომპანია უფრო მეტად ენდობა იმას, ვისაც აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი და ამის დადასტურება შეუძლია, ვიდრე იმას, ვინც არ მუშაობს და არ აქვს შემოსავლები.

6. როგორ და სად დადიხართ?

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი მოძრაობის ჩანაწერები გავლენას ახდენს ჩვენი ავტო დაზღვევის ტარიფზე, მაგრამ არსებობს უამრავი სხვა დეტალი, რომელსაც ყურადღებას აქცევენ, მაგალითად, რა მანძილზე გადაადგილდებით, თქვენი კორპუსი სამსახურიდან რამდენად არის დაშორებული, ყოველთვიურად დაახლოებით რამდენი კმ გავლა გიწევთ, გიყვართ თუ არა ლაშქრობებზე და მთიან რეგიონში განტვირთვა და რამდენად ხშირად ახერხებთ ამას, როგორი რელიეფის გზაზე გიწევთ მოძრაობა – თუ სოფელში ან მაღალმთიან რეგიონში ხართ და უსწორმასწორო/რთულად სავალი გზაა, ავტომანქანის დაზიანების რისკი უფრო მაღალია, შესაბამისად, ავტო დაზღვევის პრემიაც მაღალი იქნება, თუ ძირითადად ქალაქში გადაადგილდებით, ცუდი გზის გამო მანქანის დაზიანება ნაკლებ მოსალოდნელია, თუმცა საავარიო შემთხვევები უფრო ხშირია და ა.შ.

ყველა ეს დეტალი დააინტერესებს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს იმისთვის, რომ დაადგინოს თქვენი ავტო დაზრვევის ტარიფი.

მნიშვნელოვანია ისიც, თუ სად ცხოვრობთ – გავრცელებულია თუ არა ვანდალიზმი და თაღლითური შემთხვევები თქვენს საცხოვრებელ არეალში, რამდენად ხშირია ავტომობილის დაზიანება უამინდობის გამო, ხშირია თუ არა წყალდიდობა, ქარიშხალი ან სხვა სტიქიური მოვლენები … და ა.შ.

7. ბოლოს კი – “საიდუმლო მიქსი”

მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო კომპანიების უმეტესობა იყენებს ანალოგიური ან მსგავსი ფაქტორების კომბინაციას თქვენი ავტო დაზღვევის ფასის გამოსათვლელად, არ არსებობს რაიმე კონკრეტული საყოველთაოდ ცნობილი სტანდარტი დაზღვევის გაანგარიშებისთვის – ანუ, ავტო დაზღვევის სტანდარტული კალკულატორი.

თითოეულ კომპანიას აქვს ავტო დაზღვევის ტარიფის გამოთვლს საკუთარი სქემა – საიდუმლო მიქსი, ზემოხსენებული ფაქტორებიდან რომელი და როგორ მონაწილეობს ფასის დადგენის დროს, განისაზღვრება ისევ და ისევ კომპანიის მიერ ინდივიდუალურად, შესაბამისად, კომპანიების მიხედვით თქვენთვის შემოთავაზებული ავტო დაზრვევის ფასი შესაძლოა საგრძნობლად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.

გირჩევთ, ავტო დაზღვევის შეძენამდე შეადარეთ ერთმანეთს დაზღვევის ტარიფები და მხოლოდ ამის შემდეგ აირჩიეთ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი!

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე

Financer კონფიდენციალურობის პარამეტრები

ფინანასტერის გამოყენებით თქვენ აღიარებთ ჩვენს პირობებს, ასევე ჩვენს მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვიყენებთ Cookies- ს ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების ანალიზისა და მონიტორინგისთვის. გარკვეული Cookies მოითხოვს თქვენს აქტიურ თანხმობას, რათა ჩვენთვის შეგროვილი მონაცემები შევიტანოთ. თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ საკუთარ თავს მესამე მხარის მომსახურების შესახებ, ასევე ვიყენებთ თქვენს თანხმობას ნებისმიერ დროს ჩვენს Cookie- ში.

Facebook მარკეტინგი

SEO Solutions Ltd. (ჩვენ), როგორც პროვაიდერი financer.com-ის ვიყენებთ Facebook-Pixel ხელი შეუწყოს ჩვენი შინაარსი და მომსახურება ჩვენს სტუმრებს Facebook- ზე, ასევე აკონტროლოთ შედეგები ამ მარკეტინგული საქმიანობის. ეს მონაცემები ჩვენთვის ანონიმურია და მხოლოდ სტატისტიკურ მიზნებს ემსახურება. Facebook- ს შეუძლია Facebook- ის Pixel- ისგან მიღებული Facebook- ის (სახელი, ელ.ფოსტა და ა.შ.) შეთავსება და გამოიყენოს ეს საკუთარი სარეკლამო მიზნებისათვის. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ და აკონტროლოთ Facebook მონაცემები თქვენი Facebook კონფიდენციალურობის პარამეტრებიში.