როგორ მოვძებნოთ საუკეთესო სამოგზაურო დაზღვევა?

ყველაზე იაფი სამოგზაურო სესხი!

იმოგზაურეთ უსაფრთხოდ!

 სამოგზაურო დაზღვევა არის მოგზაურობის დროს თქვენი დაცულობის გარანტი, რომელიც მიზნად ისახავს მოგზაურობისას გაუთვალისწინებელი შემთხვევებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას.

როგორც წესი, სამოგზაურო დაზღვევის ხელშეკრულება მოიცავს და ანაზღაურებს ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესების შედეგად გამოწვეულ ხარჯებს (გადაუდებელი სამედიცინო ხარჯები), მოგზაურობის ხარჯებს და ბარგის დაკარგვის შემთხვევაში დამდგარ ზარალს.

საინტერესოა, გვჭირდება თუ არა ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისას სამოგზაურო დაზღვევა?

ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ბოლო წლებში – მას შემდეგ, რაც საქართველო გადავიდა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმში.

მოგზაურობის დაგეგმვისას, ავიაბილეთებისა და პასპორტის მსგავსად, სამოგზაურო დაზღვევაც არანაკლებ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ამიტომ მიზანშეწონილია იზრუნოთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამოგზაურო დაზღვევას არ ითხოვს ის ქვეყანა, რომელშიც მიემგზავრებით – არასოდეს იცით, რა შეიძლება მოხდეს, ჯანმრთელობის უეცარი გაუარესება უცხო ქვეყანაში, შესაძლოა, საკმაოდ ძვირად დაგიჯდეთ!

სამოგზაურო დაზღვევა არ არის სავალდებულო უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მიუხედავად ამისა, რეკომენდებულია დაზღვევის ქონა შენგენის ქვეყნებში მოგზაურობისას, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საზღვრის გადაკვეთისას სამოგზაურო დაზღვევის ქონა ისევ და ისევ თქვენ განიჭებთ უპირატესობას და გიცავთ მოულოდნელი ხარჯებისგან.

სამოგზაურო დაზღვევა და პარამეტრები

სამოგზაურო დაზღვევის სწორად შერჩევა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან იგი მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს თქვენი მოგზაურობის მიზანსა და საქმიანობას – მაგალითად, თუ თქვენ ექსტრემალი ხართ და ალპებში მიდიხართ თხილამურებით სასრიალოდ, გონივრული იქნება აირჩიოთ სამოგზაურო დაზღვევის ისეთი პაკეტი, რომელიც ურუნველყოფს დამატებით დაცვას თქვენი ‘საშიში ჰობისთვის’.

სამოგზაურო დაზღვევა დამოკიდებულია ძირითადად მგზავრის ასაკზე, მოგზაურობის ხანგრძლივობასა და მიზანზე (შვებულება, მივლინება, სპორტული მოგზაურობა და ა.შ.).

ქვემოთ მოყვანილია სავარაუდო დაფარვები და მომსახურება, რომელაც, შეიძლება,  სამოგზაურო დაზღვევა მოიცავდეს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ თითოეული სადაზღვევო კომპანია განსხვავებულ პირობებს გვთავაზობს და შესაძლოა, ერთი და იმავე სახელის მქონე სამოგაურო დაზღვევა კომპანიების მიხედვით სრულიად განსხვავდებოდეს და სხვადასხვა დაფარვებს ითვალისწინებდეს, მაგალითად, ერთი კომპანია აზღვევდეს მხოლოდ ბარგის დაკარგვის/დაზიანების რისკს, მეორე კომპანია კი ანაზღაურებდეს მხოლოდ ჯანმრთელობის გაუარესებით გამოწვეულ სამედიცინო ხარჯებს.

ამიტომ, სადაზღვეო პაკეტის არჩევისას, აუცილებელია, კარგად გაეცნოთ სადაზღვევო პირობებს და დარწმუნდეთ, რომ პაკეტი მოიცავს ყველა იმ სიტუაციის დაზღვევას, რომელიც თქვენი მოგზაურობის დროს იქნება საჭირო.

დაფარვა და მომსახურება, რომელსაც, შესაძლოა, სამოგზაურო დაზღვევა მოიცავდეს:

  • სამედიცინო დახმარება და სამედიცინო ხარჯები

სამედიცინო დახმარება და მკურნალობის ხარჯების დაფარვა სამოგზაურო დაზღვევის მთავარი დანიშნულებაა, შესაბამისად, ამ დაფარვას ყველა სამოგზაურო დაზღვევა მოიცავს.

სამედიცინო ხარჯები მოიცავს და ანაზღაურებს ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების შედეგად გამოწვეულ ხარჯებს (გადაუდებელ სამედიცინო ხარჯებს), მაგალითად, სტომატოლოგიურ ხარჯებს – მოგზაურობის დროს კბილის მწვავე ტკივილის შემთხვევაში, საჭმლით მოიწამვლის ხარჯებს, ტრავმატოლოგიურ ხარჯებს – მოტეხილობების ან ტრამვის დროს და ა.შ.

  • სამოგზაურო რისკების დაზღვევა

ყველა სადაზღვევო კომპანია, ასევე გვთავაზობს მოგზაურობის პროცესში წარმოქმნილი რისკების დაზღვევას და მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა ავიარეისის / ფრენის გადადება, საზღვარგარეთ თქვენი მივლინების გაუქმებით გამოწვეული მოგზაურობის გაუქმება, სამოგზაურო და სამივლინებო ტურის შეფერხება და სხვ.

სამოგზაურო რისკების დაზღვევა, ჩვეულებრივ იწყება სამოგზაურო ხელშეკრულების დადებისთანავე, თუმცა, შესაძლოა, ეს ყოველთვის ასე არ იყოს და სამოგზაურო დაზღვევა მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში შევიდეს ძალაში.

  • ბარგის დაზღვევა

ბარგის დაზღვევა არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პირობა, რომელსაც ყველა სამოგზაურო დაზღვევა უნდა მოიცავდეს; ბარგის დაზღვევა გულისხმობს ბარგის დაგვიანების, დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების გამო ძირითადი საჭიროებების შეძენისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.

სამოგზაურო დაზღვევის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ რა მოცულობითა და რა პირობებით ანაზღაურებს ესა თუ ის სადაზღვევო პოლისი ბარგის დაკარგვით გამოწვეულ ზარალს – კომპანიათა უმეტესობა, ერთ კგ ბარგზე ანაზღაურებს 20დან 25 ევრო/დოლარამდე, ხოლო მაქსიმალური თანხა, რაც შეიძლება ანაზღაურდეს სადაზღვეო კომპანიის მიერ მერყეობს 500-დან 600 დოლარ/ევრომდე. მაგალითისთვის, თუ თქვენ დაკარგეთ 15კგ ბარგი, ხოლო კომპანია ანაზღაურებს 1კგ-ზე 25$-ს, ჯამურად აგინაზღაურდებათ 15*25$=375$ (იმის მიუხედავად, თუ რა გედოთ ბარგში – იაფფასიანი ტანსაცმელი თუ ოქროს ზოდები), თუმცა  ამას უნდა გამოვაკლოთ ე.წ. ფრანშიზა 25$ (თანხა, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი არ აანაზღაურებს და ძირითადად შეადგენს 25$-ს) და მივიღებთ 350$-ს.

  • ბარგის დაგვიანების დაზღვევა

არის შემთხვევები, როდესაც ბარგი არასწორ კონტეინერში აღმოჩნდება ტრანზიტული გადაადგილების დროს და ამის გამო უბრალოდ აგვიანებს ჩვენამდე მოსვლას, ასეთ სიტუაციაში, სადაზღვეო კომპანიები მომხმარებელს მარტო არ ტოვებენ და უხდიან თანხას, რომელიც საკმარისი უნდა იყოს პირველადი მოხმარების ნივთების საყიდლად, თანხა საშუალოდ შეადგენს 150-200$-ს.

  • რეისის გადადების დაზღვეა

თუ თქვენი რეისი დიდი ხნით გადაიდო თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაგალითად, ამინდის გაუარესების გამო, ავიაკომპანიის შეფერხების გამო, სადაზღვეო კომპანიები ზრუნავენ მომხმარებელზე და სთავაზობენ სასტუმროში წაყვანას მშვიდად და უსაფრთხოდ მოსასვენებლად, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაზღვევა, როგორც წესი, ითვალისწინებს ისეთ სასტუმროს ნომერში განთავსებას, რომლის ფასია ღამეში 60-70$.

როგორ მივიღოთ კომპენსაცია სადაზღვეო შემთხვევის დადგომისას?

თუ მოგზაურობისას დადგება ის მოულოდნელი სიტუაცია, რომლის დაფარვაც ექვემდებარება თქვენი დაზღვევის პირობებს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ სადაზღვეო კომპანიას – უნდა გაუგზავნოთ მეილი, რათა დაფიქსირდეს, როდის მიეწოდა კომპანიას ინფორმაცია;

მნიშვნელოვანია, რომ უნდა არსებობდეს წერილობითი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადაზღვეო შემთხვევის დადგომისას კომპანიას დროულად მიეწოდა ინფორმაცია, რათა მომავალში სადაზღვეო კომპანიამ ვერ შეძლოს თქვენი განაცხადის უარყოფა იმ მიზეზით, რომ საქმის განხილვა უკვე გვიანია.

ყველაზე მნიშვნელოვანია – არსებობდეს მტკიცებულება, სიტუაციიდან გამომდინარე, მტკიცებულება შეიძლება იყოს, მაგალითად, სამედიცინო ჩანაწერი – სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებისას, ავიაკომპანიის მიერ გაცემული მტკიცებულება – ბარგის დაკარგვის, დაგვიანების ან ფრენის გადადების შესახებ, და ა.შ.

წერილობითი მტკიცებულების ქონა აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სადაზღვეო კომპანიმ, შესაძლოა, უარი თქვას ზარალის დაფარვაზე/ანაზღაურებაზე.

აქედან გამომდინარე, გაითვალისწინეთ, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს ეცადეთ, მოაგროვოთ ყველა შესაძლოა მტკიცებულება, რათა კომპენსაცია მიიღოთ რაც შეიძლება სწრაფად.

სამოგზაურო დაზღვევის არჩევა არ უნდ დაიწყოთ გამგზავრების ბოლო წუთს – რაც უფრო ადრე იზრუნებთ სამოგზაურო დაზღვევაზე და აარჩევთ თქვენს მოგზაურობაზე მაქსიმალურა მორგებულ დაზღვევას, მით უკეთესია, რადგან სამოგზაურო დაზღვევა არის ის, რაც აუცილებელია მშვიდი და უსაფრთხო დასვენებისთვის, მისი დახმარებით დასვენება იქნება მართლაც დასვენება და მოულოდნელი შემთხვევების გამო არ გექცევათ კოშმარულ მოგზაურობად!

როგორ შევიძინო დაზღვევა?

სამოგზაურო დაზღვევის შეძენის ყველაზე მარტივი გზაა ონლაინ აპლიკაციის შევსება, ამისთვის:

  • ზემოთ შეადარეთ და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სადაზღვეო პაკეტი
  • დააჭირეთ ღილაკს „იხილე მეტი“
  • შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია
  • გააფორმეთ დაზღვევა ონლაინ

მას შემდეგ, რაც გადაიხდით თანხას, სადაზღვევო პოლისს მიიღებთ თქვენ მიერ მითითებულ მეილზე.

ავტორის შესახებ

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე