უძრავი ქონების დაზღვევა - დაზღვევა, რომელიც ყველას სჭირდება!

უძრავი ქონების დაზღვევა იცავს თქვენს საცხოვრებელს რისკებისა და მოულოდნელი შემთხვევებისგან!
გაეცანით უძრავი ქონების დაზღვევის შემოთავაზებებს და აირჩიეთ საუკეთესო!

უძრავი ქონების დაზღვევა – დაზღვევა, რომელიც ყველას სჭირდება!

უძრავი ქონების დაზღვევა არის დაზღვევის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც აზღვევს თქვენს ბინას ან სახლსს, მასთან არსებული დამხმარე ნაგებობებითა და ავეჯით ან საცხოვრებელი ფართით.

ქონების დაზღვევა ფარავს ხარჯებს ქონების დაზიანების წინასწარგანსაზღვრული სარისკო შემთხვევების დადგომის დროს – მაგ. როგორიცაა მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, მეხის დაცემა, გრიგალი, ვანდალიზმი, ძარცვა და სხვ. თუმცა, ის, თუ ქონების რა ნაწილია დაზღვეული და რა რისკებს ანაზღაურებს დაზღვევა, დამოკიდებულია დაზღვევის ინდივიდუალურ ხელშეკრულებაზე, ანუ სადაზღვევო პაკეტები განსხვავდება ერთმანეთისგან – ზოგი მათგანი ანაზღაურებს უფრო მეტ შემთხვევას, ზოგი შედარებით ნაკლებს.

სადაზღვეო კომპანიები დიფერენციაციაციას ახდენენ და თავად ადგენენ დაზღვევის ტარიფებს სადაზღვევო რისკის მოცულობის მიხედვით.

აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთი სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებს და დარწმუნდეთ, რომ თქვენი უძრავი ქონება დაცულია ყველა უბედური თუ რისკისშემცველი შემთხვევისგან!

სახლის დაზღვევა სავალდებულოა ყველასთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც სახლს ყიდულობს იპოთეკური სესხის დახმარებით, თუმცა, მაშინაც კი, თუ არ სარგებლობთ იპოთეკური სესხით, ბინის – უძრავი ქონების დაზღვევა გონივრული გადაწყვეტილებაა, ამ გზით იცავთ თქვენს მთელ ქონებას და მშვიდად ხართ მოულოდნელი შემთხვევების დროს, რადგან იცით, რომ დაზღვევა აანაზღაურებს ზარალს.

რა უნდა გავითვალისწინოთ უძრავი ქონების დაზღვევის არჩევისას?

უძრავი ქონების დაზღვევის ხელშეკრულების არჩევისას, ყურადღება მიაქციეთ რა არის დაზღვეული კონკრეტული სადაზღვეო პაკეით – მხოლოდ საცხოვრებელი ბინის ფართი, მასში არსებული ავეჯი თუ კონკრეტულად რომელი აქტივები?

თუ კონტრაქტის გაფორმებისას ამ საკითხს არ მიაქცევთ ყურადღებას, მაშინ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვენი სადაზღვევო პაკეტი მოიცავს მხოლოდ საცხოვრებელი ბინის ფართის დაზღვევას და არ ითვალისწინებს მასში არსებულ სხვა ქონებას, მაგალითად, ავეჯს, და ხანძრის დროს, სადაზღვევო არ ანაზღაურებს ამ დანაკარგს.

მოულოდნელი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ შემდეგზე:

საოჯახო ქონება

სახლის ავეჯი არ არის მხოლოდ ავეჯი და ტექნიკა. თუ აირჩევთ ისეთ სადაზღვევო პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს სახლში არსებული საოჯახო ქონების დაზღვევასაც, ეს ნიშნავს, რომ უბედური შემთხვევის დადგომის დროს დაზღვევა აგინაზღაურებთ, მაგალითად, ხალიჩების, ფარდების, საბნების და მსგავსი საოჯახო ქონების ზარალს.

დარწმუნდით, რომ მთელი ქონება დაზღვეულია!  ქონების დაზღვევა შესაძლებელია ორი სხვადასხვა მეთოდით: ჩამონათვალოთ ყველა ქონება, რომელიც გსურთ რომ სადაზღვევომ დაფაროს ან შეთანხმდეთ კონკრეტულ ჯამურ თანხაზე, რომლის ფარგლებშიც სადაზღვევო აანაზღაურებს ზარალს – ამ უკანასკნელ მეთოდის არჩევის შემთხვევაში, თქვენ თავად აირჩევთ, სახლის რომელი ქონება აანაზღაუროს სადაზღვეომ.

დამხმარე ობიექტები

სადაზღვევო ხელშეკრულებაში, შესაძლოა, შევიდეს ისეთი ობიექტები, როგორიცაა სახლთან მიმდებარე თქვენს საკუთრებაში მყოფი სპორტული მოედანი, აუზი და სხვ. დამხმარე ნაგებობები – ასეთ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია აზღვევს ამ ობიექტებთან დაკავშირებულ რისკებს.

პასუხისმგებლობის დაზღვევა

თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ სხვის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევა – ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ თქვენი ოჯახის წევრი ან თქვენი შინაური ცხოველი ზიანს მიაყენებს სხვის ქონებას (მაგ. თქვენი ბინიდან მეზობლის ბინაში წყლის ჩასვლა), სადაზღვევოა თქვენს პასუხისმგებლობას აზღვევს და აანაზღაურებს ზიანს.

დროებითი საცხოვრებლის – ბინის ქირის ანაზღაურება

თუ უბედური შემთხვევის შედეგად, შეუძლებელია თქვენს ბინაში/სახლში ცხოვრება, სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ გარკვეული პერიოდით ბინის ქირაობის ღირებულებას (დამოკიდებულია კონკრეტული სადაზღვევო კომპანიის პირობებზე – როგორც წესი, 3 თვიდან 1 წლამდე ვადით).

რა რისკებისგან შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ქონება?

უძრავი ქონების სადაზღვევო დაფარვა, როგორც წესი, ჯამური რისკების დაზღვევაა, ქონების დაზღვევის უმეტესობა ითვალისწინებს შემდეგს:

  • ხანძარი – უძრავი ქონება შეგვიძლია დავაზღვიოთ ხანძრისგან, რომელიც გამოწვეულია აფეთქებით, მეხის დაცემისით, სახლში ხანძრის უკონტროლო კერების გაჩენით, თუმცა, როგორც წესი, დაზღვევა არ ვრცელდება განზრახ ცეცხლის გაჩენის ან ელექტროშოკის შემთვევებზე, ასევე, საომარი მოქმედების შედეგაად ცეცხლის გაჩენის შემთხვევებზე.
  • ქარიშხალი/გრიგალი/შტორმი – ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია აზღვევს ჩვენს უძრავ ქონებას შტორმის, ქარიშხლის, გრიგალისა და ჰაერის მასების
    მოძრაობისგან იმ შემთხვევაში, თუ მათი მოძრაობის სიჩქარე აღემატება 80 კმ/სთ-ს,
  • ქურდობა შეღწევით – ქურდობა გულისხმობს ისეთ სიტუაციებს, როდესაც ქონება მოპარულია კარების ან ფანჯრის გატეხვის/ჩამსხვრევის შედეგად; სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს ზარალს იმ შემთხვევაში, როდესაც დაზღვევის ობიექტს აქვს დაუცველი შესასვლელი, არის კარების გარეშე ან ქურდობა დაფიქსირდება მეპატრონის გასაღების გამოყენებით სახლის გაღების შემდეგ.
  • ძარცვა – ძარცვა გულისხმობს სიტუაციას, როდესაც ქონება გატაცებულია მეპატრონეზე ფიზიკური ძალადობის შედეგად;
  • ვანდალიზმი – ვანდალიზმი მოიცავს სიტუაციებს, როდესაც დაზღვეული ობიექტი დაზიანდა მფლობელისთვის ზიანის მიყენების ან მის მიმართ აგრესიის გამოხატვის მიზნით;
  • მილსადენის გაჟონვის ან წყალგაყვანილობის დაზიანება – გულისხმობს მილსადენის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად დაზიანებული უძრავი ქონების ზარალის ანაზღაურებას –  წყალგაყვანილობის დაზიანების დაზღვევის კონკრეტული პირობები დამოკიდებულია შესაბამის სადაზღვეო კომპანიაზე. დაზღვევა არ მოიცავს ისეთ ზიანს, რომელიც დადგა მილსადენების შეკეთების, გაუქმების ან შეცვლითი სამუშაოების ჩატარების დროს;
  • სხვა მოულოდნელი უბედური შემთხვევები.
როდესაც ვამბობთ “ყველა რისკის დაზღვევა”, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ შესაძლოა სხვადასხვა კომპანია განსხვავებულ პაკეტს გვთავაზობდეს “ყველა რისკის დაზღვევის” შემოთავაზების დროს და არ მოიცავდეს ყველა რისკის დაზღვევას, მართლაც, ზოგი კომპანია გვთავაზობს უფრო ფართო პირობებს, ზოგიერთი კი აზღვევს უფრო ნაკლებ რისკს.

შესაბამისად, ხელშეკრულების პირობები, როგორც წესი, განსხვავებულია კომპანიის მიხედვით, ასე რომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ხელშეკრულების პირობებს ხელის მოწერამდე – არ შეგიყვანოთ შეცდომაში სიტყვამ “სრული რისკი” და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება!

სხვადასხვა კომპანიაში შესაძლებელია განსხვაავებულად გულისხმობდნენ უბედური შემთხვევების რისკს:

მაგალითად, შესაძლოა ერთი კომპანია ‘სტიქიურ უბედურებებში’ გულისხმობდეს მხოლოდ წვიმას, სეტყვას, მეწყერს და წყალდიდობას, ხოლო მეორე კომპანია წვიმასა და სეტყვას, მაგრამ არა წყალდიდობას, სწორედ ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ტერმინებსა და რისკების დაჯგუფებებს, და დარწმუნდით, რომ ამ ჯგუფში შედის ყველა რისკი, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია!

რა ღირს უძრავი ქონების დაზღვევა?

უძრავი ქონების დაზღვევის ღირებულება, სადაზღვევო კომპანიების მიხედვით შეიძლება, რადიკალურად განსხვავდებოდეს და სხვაობა აღწევდეს რამდენიმე ასეულ ლარსაც კი.

ძირითადი ფაქტორი, რომლის გამოც სადაზღვევო პაკეტის ფასი განსხვავდება კომპანიების მიხედვით, არის რისკების შეფასება ამ კონკრეტული კომპანიების მიერ.

სადაზღვევო პრემიის ოდენობა, უმეტესწილად, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ სადაზღვეო პაკეტს აირჩევთ, რამდენად ბევრი რისკის დაზღვევა გსურთ, რისგან არის სახლი/ბინა აგებული (ხის, აგურის) და რამხელაა დასაზღვევი ტერიტორიის ფართი/მოცულობა.

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე

Financer კონფიდენციალურობის პარამეტრები

ფინანასტერის გამოყენებით თქვენ აღიარებთ ჩვენს პირობებს, ასევე ჩვენს მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვიყენებთ Cookies- ს ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების ანალიზისა და მონიტორინგისთვის. გარკვეული Cookies მოითხოვს თქვენს აქტიურ თანხმობას, რათა ჩვენთვის შეგროვილი მონაცემები შევიტანოთ. თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ საკუთარ თავს მესამე მხარის მომსახურების შესახებ, ასევე ვიყენებთ თქვენს თანხმობას ნებისმიერ დროს ჩვენს Cookie- ში.

Facebook მარკეტინგი

SEO Solutions Ltd. (ჩვენ), როგორც პროვაიდერი financer.com-ის ვიყენებთ Facebook-Pixel ხელი შეუწყოს ჩვენი შინაარსი და მომსახურება ჩვენს სტუმრებს Facebook- ზე, ასევე აკონტროლოთ შედეგები ამ მარკეტინგული საქმიანობის. ეს მონაცემები ჩვენთვის ანონიმურია და მხოლოდ სტატისტიკურ მიზნებს ემსახურება. Facebook- ს შეუძლია Facebook- ის Pixel- ისგან მიღებული Facebook- ის (სახელი, ელ.ფოსტა და ა.შ.) შეთავსება და გამოიყენოს ეს საკუთარი სარეკლამო მიზნებისათვის. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ და აკონტროლოთ Facebook მონაცემები თქვენი Facebook კონფიდენციალურობის პარამეტრებიში.