5 მარტივი გზა, როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით
ფულის გამომუშავება სახლიდან გაუსვლელად
მიმდინარე პანდემიის პირობებში შემოსავლის დაკარგვა ან შემცირება გლობალურ პრობლემად იქცა. შენ კი თუ ამ სტატიას კითხულობ, სავარაუდოდ, შემოსავლის მიღების დამატებითი გზები გაინტერესებს.
არის მომენტები, როდესაც ხელფასი აღარ არის საკმარისი და აუცილებელია დამატებითი ფულის მოძიების გზებზე ფიქრი. მსგავსი სიტუაცია არავისთვისაა უცნობი, ჩვენც არაერთხელ გვიფიქრია რა პრაქტიკას მიმართავენ სხვები და როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით?
სწორედ ამიტომ, მოვამზადეთ 5 პრაქტიკული რჩევა, რომელიც დაგეხმარება სწრაფად გამოიმუშაო საჭირო შემოსავალი.
ინტერნეტის ფულის შოვნის 5 პრაქტიკული გზა
მაშ ასე:
გაყიდე ის, რასაც აღარ იყენებ!
ჩვენ ყველას გვაქვს ათასობით ნივთი თუ მოწყობილობა, რომელსაც აღარ ვიყენებთ და არც არასოდეს გამოგვიყენებია, ეს შეიძლება იყოს წიგნები, სათამაშოები, ტექნიკა, ელექტრონიკა, ავეჯი, ველოსიპედები, მოწყობილობები და სხვ. ასეთი ნივთები, ძირითადად, მაშინ გვიგროვდება, როცა მაღაზიებში ბოდიალისას რაღაც უცებ მოგვეწონება და იმპულსურად ვიყიდით; როგორ ვიშოვოთ ფული ასეთი ნივთებით?
იმის ნაცვლად, რომ ყველა ასეთი ნივთი ტყუილად არ იკავებდეს ადგილს სხვენში და კარადაში, დაახარისხე და გაყიდე!
ონლაინ გაყიდვისთვის შეგიძლია გამოიყენო mymarket.ge ან facebook-ზე არსებულ მეორადი ნივთების თემატური ყიდვა-გაყიდვის ჯგუფებში.
ასევე, შეგიძლია მიიტანო შენს სახლთან ახლოს მდებარე მეორადების მაღაზიაში ან მონაწილეობა მიიღო მეორადი ნივთების ბაზრობებზე. შედეგად შენ მიიღებ დამატებით ფულს, მეორადების ბაზრობის ხშირ სტუმრებს კი ექნებათ მეტი არჩევანი შეძენისას.
გახდი Freelancer და იმუშავე თავისუფალ დროს!
თუ შეგიძლია ვებ-გვერდების შექმნა, საინტერესო სტატიების წერა, ვიდეოების, სურათების დამუშავება, დოკუმენტების ფორმატირება, სხვადასხვა ენაზე თარგმნა და ა.შ. არსებობს არაერთი პლატფორმა, სადაც შეგიძლია, გამოიყენო შენი უნარები და შესთავაზო სერვისი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ერთ-ერთი ასეთი პლატფორმაა Upwork.com, დარეგისტრირდი, იპოვე შენს უნარებზე მორგებული სამუშაო და გამოიმუშავე თანხა სახლიდან!
მართლაც, ტექნოლოგიებს თუ ფეხს აუწყობ შეამჩნევ, რომ ჩვენ გარშემო ფულის შოვნის უსასრულოდ ბევრი შესაძლებლობა არსებობს, შეგიძლია გახდე თვითდასაქმებული (ე.წ. Freelancer).
მოიგე ნივთები ebay-ს აუქციონზე და შემდეგ გაყიდე უფრო ძვირად
შეგიძლია Ebay-ს აუქციონზე, მოიგო ისეთი ნივთები, რომელსაც ჩამოტანის შემდეგ ძვირად გაყიდი, იქნება ეს ტექნიკა, ტანსაცმელი თუ სხვა. ეს პროცესი სამკაოდ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, რადგან უნდა იყო ჩართული და აუქციონს დასრულებამდე მუდმივად უნდა ადევნო თვალყური.
ერთ-ერთი გავრცელებული სტრატეგაა, რომ მხოლოდ ბოლო წამს განათავსო ფსონი, რათა რაც შეიძლება იაფად იყიდოთ აღნიშნული ნივთი.
უკეთ რომ გაერკვე როგორ მოიგო აუქციონი ebay-ზე, გაეცანი მათ რჩევებს.
შექმენი და გაყიდე შენი ხელნაკეთი ნივთები
თუ გიყვარს ქსოვა, შეგიძლია მოქსოვო ჯემპრები, შარფები ან ხელთათმანები და გაყიდო ონლაინ – სოციალური მედიის პლატფორმებზე.
თუ მარჯვე ხელები გაქვს და სიამოვნებას იღებ რაღაცების შექმნისგან, შეგიძლია გააკეთო ისეთი ხელნაკეთი ნივთები, როგორებიცაა:
- ყელსაბამები
- ორიგინალური ალბომი ფოტოებისთვის (ბუნებაში ნაპოვნი ფოთლებითა და ყვავილებით გაფორმებული)
- საყურეები
- დაწნული კალათები და დეკორაციული ნივთები
- ბარათები
- სათამაშოები
- ორიგინალური დეკორაციები საშობაო ან სააღდგომო თემატიკით
- და ა.შ.
ამ ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა შეგიძლია ისეთ საიტებზე, როგორიცაა მაგ. Etsy, ეს საიტი სპეციალურად ხელნაკეთი ნივთებისთვისაა შექმნილი. ასევე, კარგი იდეაა facebook გვერდის შექმნა, რომელზეც განათავსებ შენს ნივთებს და მცირე ბიზნესს წამოიწყებ.
მიიღე მონაწილეობა ფასიან კვლევებში
თუ გაქვს დრო, არსებობს ისეთი საიტები, რომლებიც კვლევებში მონაწილეობის მიღებისთვის ფულს გვიხდიან, საჭიროა მხოლოდ პასუხი გასცე მათ გამოკითხვებს და მიიღო ფული, ამგვარ გამოკითხვებს ძირითადად ატარებენ ისეთი მაღაზიები, როგორებიცაა Amazon, Fnac, Carrefour, Zalando და ა.შ.
ასევე, არსებობს საიტები, მაგ. Toluna, Mysurvey, MyOpinionCounts, YourOpinion და ა.შ. შეგიძლია, დარეგისტრირდე, შექმნა შენი პროფილი და მონაწილეობა მიიღო ფასიან კვლევებში.
გაითვალისწინე, რომ ამგვარ კვლევებში მონაწილეობას სჭირდება დიდი დრო და ანაზღაურება არ არის მაღალი – თითო კვლევაზე რამდენიმე თეთრი ან ლარი.
გახსოვდეს, რომ ინტერნეტით ფულის შოვნის კიდევ უამრავი გზა არსებობს, მთავარია საკუთარ თავს უბიძგო ნაბიჯების გადადგმისკენ. იმისათვის, რომ ქმედებაში გადაზარდო საკუთარი მიზნები, შეადგინე სამოქმედო გეგმა დღესვე და უბრალოდ დაიწყე!
მთავარი მიდგომები, რაც ყოველთვის უნდა გახსოვდეს
პირველ რიგში, არ გქონდეს ილუზია, რომ ხვალვე გამდიდრდები და შენს მიზანს შრომის გარეშე მიაღწევ. დამატებითი შემოსვალის მიღება პროცესია და აუცილებლად დაგჭირდება შრომა, თუმცა საკუთარ თავს ასწავლე, რომ არ უნდა დანებდე არცერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.
იფიქრე პოზიტიურად
ყოველთვის და ყველაფერში ეძებე დადებითი მომენტები. მაშინაც კი, თუ იმყოფები დიდი პრობლემის წინაშე, მაშინვე დაიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორ დაძლიო არსებული ვითარება და წახვიდე წინ.გახსოვდეს, რომ ნებისმიერი კრიზისი – ეს არის დაღმასვლა, რომელიც ადრე თუ გვიან დასრულდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მალე გამოჩნდება სწრაფი განვითარებისკენ მიმავალი გზა.
გააანალიზე საკუთარი შეცდომები
არასდროს მიიღო შეცდომა როგორც წარუმატებლობის ნიშანი – მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალე ისე, რომ თითოეული მათგანი გაკვეთილად აქციე.ის, ვისაც არ შეუძლია საკუთარ შეცდომებზე სწავლა, ვერასდროს იშოვის დიდი რაოდენობით ფულს.
გაუფრთხილდი საკუთარ დროს
ბრაიან კოზლოვის წიგნში “365 მეთოდი როგორ გავხდეთ მილიონერი” წერია: ”მილიონერი – არის ის, ვინც ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებებს”. ეს ძალიან სწორი შეხედულებაა. ამიტომაც არ გაფლანგო საკუთარი დრო უაზროდ, მუდმივად იმოქმედე. გამოთქმა “არ გადადო ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია” უნდა იქცეს უმთავრეს პრინციპად მისთვის, ვისაც სურს დიდი კაპიტალის ფლობა.დაგეგმე ყველა მოქმედება
შეიმუშავე გენერალური გეგმა, რომელშიც დაწვრილებით აღწერ მიზნისაკენ მიმავალ თითოეულ ეტაპს. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მიჰყევი ამ გეგმას. მისგან გადახვევა – ნიშნავს დროისა და ფულის დაკარგვას.შექმენი ბიუჯეტი და გამოიმუშავე ჩვევა, რომ აკონტროლო შენი ხარჯები/შემოსავლები.
იყავი თავდაჯერებული
საკუთარ თავში ეჭვის შეტანა და შეცდომის დაშვების შიში – წარუმატებელი ხალხის ხვედრია. არ შეუშინდეთ რისკის გაწევას, თუ ხედავთ, რომ ამის მიზეზი ნამდვილად ღირებულია. ვინაიდან ჯილდოს მიღების ყველაზე დიდი შანსი სწორედ იმას აქვს, ვინც რისკავს.
განწყობა და მიდგომები, რაც ამ პროცესში აუცილებელია:
დაფიქრდი რამდენად იყენებ საკუთარ შესაძლებლობებს?
როგორც წესი, ჩვენ ვერ ვიღებთ სასურველი რაოდენობით შემოსავალს, არა იმიტომ, რომ ჩვენ გარშემო არასაკმარისი შესაძლებლობებია, არამედ იმიტომ, რომ მაქსიმალურად არ ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს, გვეშინია რისკის ან, უბრალოდ, არ გვჯერა საკუთარი თავის.
ზოგჯერ არ გვაქვს საკმარისი მოტივაცია იმისთვის, რომ გამოვიმუშაოთ უფრო მეტი შემოსავალი, ხოლო მოტივაციის არ არსებობისას ჩვენს მაქსიმუმს ვერ ვაღწევთ – არ ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს და არ გვაქვს მზადყოფნა მივიღოთ გამოწვევები.
მას შემდეგ, რაც შეძლებ საკუთარი უნარებითა და ცოდნით დამატებითი თანხის გამომუშავებას, შეგიძლია თანხის დაგროვებაზეც იფიქრო.