ფინანსური მდგომარეობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენს ცხოვრებაში, ალბათ ყველას უნდა ჰქონდეს საკმარისი ფული საკუთარი ოცნებების ასასრულებლად, ამისთვის კი საჭიროა ფულის შოვნა.
სწორედ ამიტომ, კინემატოგრაფისტები დიდ ყურადღებას უთმობენ ამ თემას და ცდილობენ ფილმების მეშვეობით გადმოგვცენ თავიანთი სათქმელი. დღემდე არაერთი ფილმი შექმნილა ფინანსურ თემებზე, რომლებიც ‘მასწავლებლისა’ და მოტივატორის როლს თამაშობს ჩვენთვის. სტატიაში ლაპრაკი გვექნება 10 ყველაზე რეიტინგულ ფილმზე, რომელიც ასოცირდება ფულის შოვნასთან:
#1: The Wolf of Wall Street (2013)
ჯორდან ბელფორტის ბიოგრაფიის ეკრანიზაცია. ადამიანის, რომელმაც 1987 წელს დაარსა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბროკერული კომპანია, მაგრამ 10 წლის შემდეგ ის დაიჭირეს ფინანსური მაქინაციების გამო. ის გაუმკლავდა ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ დამოკიდებულებას, დაწერა ორი წიგნი და დღესდღეობით კითხულობს ლექციებს თუ როგორ მიაღწიო წარმატებას.
IMDB რეიტინგი: 8.2
#2: Casino (1995)
მარტინ სკორსეზე მაფიის ბოსის დაცემას გვიჩვენებს. ფილმი ნახევრად დოკუმენტურ სტილშია გადაღებული და აზარტული თამაშების სამოთხეში, ლას-ვეგასში ცხოვრებასა და მის წიაღში ჩამოყალიბებული მაფიის შესახებ მოგვითხრობს.
IMDB რეიტინგი: 8.2
#3: The Pursuit of Happyness (2006)
ეს არის კრისტოფერ გარნერის, ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ისტორია, რომელმაც მნიშვნელოვანი ინვესტიცია ეგრეთწოდებულ “ძვლის სიმყიფის გამოსაკვლევ სკანერში” ჩადო. თუმცა, მოწყობილობა კარგად ვერ გაყიდა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებზე ოდნავ გაუმჯობესებული ვარიანტი აღმოჩნდა, თან გაცილებით ძვირი.
სანამ გარნერი მოწყობილობის უკეთ გაყიდვას ცდილობს, ცოლი მიატოვებს, დაკარგავს სახლს, ბანკის ანგარიშებს და საკრედიტო ბარათებს. გარნერი იძულებული ხდება ბავშთან ერთად ქუჩაში იცხოვროს და სასოწარკვეთილი ეძებს სტაბილურ სამსახურს; მას ბირჟის მაკლერად აიყვანენ, მაგრამ ანაზღაურების მიღებამდე ტრეინინგისთვის და საკუთარი გამოგონების გასაყიდად ექვსი თვე სჭირდება.
IMDB რეიტინგი: 8.0
#4: Slumdog Millionaire (2008)
ღარიბი ინდოელი ბიჭის ჯამალ მალიკის ცხოვრების ისტორია, რომელიც “ვის უნდა მილიონი დოლარის” ინდური ვერსიის კონკურსში იღებს მონაწილეობას, იგებს და თაღლითობაშია ეჭვმიტანილი.
IMDB რეიტინგი: 8.0
#5 Glengarry Glen Ross (1992)
სიგარეტის სუნით გაჟღენთლ ოფისში დღე და ღამე მიმდინარეობს ბრძოლა ძვირფასი კლიენტებისთვის, რომლებსაც სურთ მიწის შეძენა. ფირმაში შემოდიან ახალი და ახალი წინადადებები, მაგრამ პრიზი შეხვდება მხოლოდ საუკეთესოებს.
კონკურენცია იზრდება, მაგრამ როდესაც უცნობი დამნაშავეები ოფისში შედიან და საჭირო დოკუმენტებს იტაცებენ, სიტუაცია გაურკვეველ სახეს ღებულობს. ახლა ხომ ყველა ეჭვის ქვეშაა.
IMDB რეიტინგი: 7.8
#6 The Social Network (2010)
2003 წლის შემოდგომის ერთ საღამოს ჰარვარდის სტუდენტი, პროგრამირების გენიოსი – მარკ ცუკერბერგი ახალ იდეაზე მუშაობას იწყებს. ბლოგერობისა და პროგრამირების აურზაურში მეგობრებისათვის შექმნილი საიტი, ყველაზე პოპულარული გლობალური სოციალური ქსელი გახდა.
ცუკერბერგი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად იქცა, მაგრამ მის წარმარმატებას პირადი და ლეგალური პრობლემები დაერთო.
IMDB რეიტინგი: 7.7
#7 Wall Street (1987)
ახალგაზრდა და ამბიციური ბროკერი ყველაფერზე წამსვლელია წარმატების მისაღწევად, მათ შორის უზარმაზარი კომპანიების დამპყრობლისაგან მიღებული ინფორმაციის გავრცელებაზეც, თუმცა ამგვარი ცხოვრების წესს ბევრი პრობლემა მოაქვს.
ფილმის მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ ჩვენ უფრო მეტად უნდა ვაფასებდეთ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას, რასაც საბოლოო ჯამში წარმატებას მივყავართ და არ უნდა დაგვაბრმაოს სიხარბემ, ფულის წყირვილმა რადგან ფული არ უდრის ბენიერებას.
IMDB რეიტინგი: 7.4
#8 Boiler Room (2000)
სეტ დევისმა სახლში პატარა არალეგალური სამორინე გახსნა. მაგრამ მოულოდნელად მას ბედი უღიმის და მდიდარი კლიენტი საბროკერო ფირმაზე მუშაობას სთავაზობს.
აქ მისი ერთი თვის შემოსავალი სამორინის წლიურ შემოსავალს აღემატება. სეტი ბედნიერია, მაგრამ მალევე ხვდება, რომ ამ ქვეყნად უფასო არაფერია.
IMDB რეიტინგი: 7.0
#9 The Money Pit (1986)
მას შემდეგ, რაც ანა და უოლტერი იძულებულნი არიან, ნიუ იორკის ცენტრში მდებარე ბინა დაცალონ, გადაწყვეტენ საკუთარი სახლი იყოდონ.
ერთ-ერთი ნაცნობი მათ მოძველებულ სახლს კარგ ფასად შესთავაზებს და წყვილი იქ გადადის საცხოვრებლად. ისინი ვერც კი წარმოიდგენენ, თუ როგორი კატასტროფული სახლი იყიდეს და წინ რა საშინელი სიურპრიზები ელით.
IMDB რეიტინგი: 6.3
#10 Confessions of a Shopaholic (2009)
ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ჭკუას კარგავს შოპინგებსა და ძვირფას ტანსაცმელზე, ცხოვრობს მუდმივ ომში მისი საბანკო ანგარიშის ლიმიტს და დიდი ქალაქის ცდუნებას შორის.
ამავე დროს ის პროფესიით საფინანსო გამომცემლობის ჟურნალისტია, რომელიც სხვებს აძლევს რჩევებს,თუ როგორ უნდა განკარგო საკუთარი კაპიტალი.
IMDB რეიტინგი: 5.9
გაგვიზიარე შენი ვარიანტი!
ნანახი გაქვს რომელიმე ამ ფილმიდან? კომენტარებში შემოგვთავაზე, რომელი ფილმი აკლია ამ სიას.