რატომ არ მაძლევენ სესხს? რას ნიშნავს ცუდი საკრედიტო ისტორია?, როგორ შევამოწმო ჩემი საკრედიტო ისტორია? – ამ კითხვებს იმდენად ხშირად გვისვამენ რომ, შეიძლება ითქვას, უკვე ტრადიციულ კითხვებად იქცა.
ბოლო პერიოდში განსაკუთებით პოპულარული გახდა საკრედიტო ისტორიის შემოწმება, სესხების რეგულაციებისა და ‘შავი სიის გაუქმების’ შემდეგ Financer.com Georgia-ს ფეისბუქ გვერდზე უამრავ კითხვას ვიღებთ ამ საკითხზე. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში ვისაუბროთ საკრედიტო ისტორიასთან დაკავშირებული საინტერესო თემებზე.
რა არის საკრედიტო ისტორია?
საკრედიტო ისტორია არის დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია თქვენი და ფინანსური პროდუქტების ‘ურთიერთობა’. საკრედიტო ისტორია აქვს ყველას, ვისაც ოდესმე სესხით, განვადებით ან საკრედიტო ბარათით უსარგებლია.
საკრედიტო ისტორიაში დეტალურად არის აღწერილი როდის, რომელი კომპანიიდან, რა ტიპის, რა მოცულობის სესხი აგვიღია, როდის დაგვიფარავს და, ზოგადად, რა გაგვიკეთებია სესხებთან და სხვა ვალდებულებებთან დაკავშირებით.
საკრედიტო ისტორია არსებობს 2 სახის: პოზიტიური და ნეგატიური.
- პოზიტიური, ე.წ. კარგი საკრედიტო ისტორია აქვს მას, ვისაც არ ჰქონია სესხზე ვადაგადაცილება.
- ნეგატიური, ე.წ. ცუდი საკრედიტო ისტორია აქვს იმას, ვისაც უფიქსირდება დაუფარავი სესხები.
საქართველოს თითოეული მოქალაქის შესახებ საკრედიტო ინფორმაცია ინახება ‘კრედიტინფო საქართველოს’ მონაცემთა ბაზაში, საკრედიტო ისტორიის ნახვა უფასოდ შეგიძლიათ წელიწადში ერთხელ ვებ-გვერდზე www.creditinfo.com .
რას გულისხმობს საკრედიტო რეიტინგი?
საკრედიტო რეიტინგი გვიჩვენებს შესაძლებლობას – ავიღებთ თუ ვერა სესხს, თუ კი, მაშინ რა მოცულობის სესხის აღება შეგვიძლია.
სესხის გაცემამდე კომპანიები ამოწმებენ ჩვენს საკრედიტო ისტორიას და იგებენ, რამდენად გადახდისუნარიანი ვართ, გვაქვს თუ არა სხვა დავალიანებები და შევძლებთ თუ ვერა კრედიტის დროულად დაფარვას, მოლლედ რომ ვთქვათ, ადგენენ რომდენად მაღალი ან დაბალია ჩვენი საკრედიტო რეიტინგი.
დეტალები, რომლებსაც ითვალისწინებს საკრედიტო რეიტინგი:
- ბოლო 7 წლის განმავლობაში აღებული სესხები, დაფარულიც და გადაუხდელიც
- ამჟამინდელი, მიმდინარე სესხები
- სესხად აღებული თანხის მოცულობა
- სესხის დაფარვის ისტორია – დროული თუ დაგვიანებული გადახდები?
- ჩანაწერები გაკოტრებისა და დაგირავებული ქონების მეგირავნესთან გადასვლის შესახებ
როგორ დგინდება საკრედიტო ქულა?
ყველა კრედიტორი იყენებს კომპიუტერულ პროგრამას, რათა გააანალიზოს თქვენი სესხების აღებისა და დაფარვის ჩანაწერები და დაადგინოს თქვენი საკრედიტო ქულა/რეიტინგი.
საკრედიტო ქულა არის 3 ციფრიანი რიცხვი:
- 720-ზე მეტი ქულა – ნიშნავს იმას, რომ დიდია სესხის დამტკიცების შანსი და თან, კარგი პირობებით.
- 700 – 749 ქულა – ასევე ითვლება კარგ რეიტინგად
- 650 – 699 ქულა – საშუალო რეიტინგი
- 550 – 649 ქულა – დაბალი რეიტინგი
- 550 – ის ქვემოთ – ძალიან ცუდი რეიტინგი.
ბანკს ან საკრედიტო კომპანიას გაუჭირდება ხელით დათვალოს და სათითაოდ გააანალიზოს ყველა სესხის აპლიკანტის საკრედიტო ისტორია, შესაბამისად, იყენებენ კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც ეძებს არსებულ ან გადაუხდელ ვალებს და სხვა საკრედიტო ისტორიისთვის.
კარგი რეიტინგი ძირითადად, მაშინ გვაქვს, თუ წარსულში აღებული კრედიტები დავფარეთ სრულად და დროულად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე.
ცუდი რეიტინგის მქონე პირს უფიქსირდება პრობლემური სესხები და ვადაგადაცილებები, ასეთი სიტუაციაში ახალი სესხის აღება ვეღარ მოხდება, რადგან საკრედიტო კომპანია თვლის, რომ დიდია რისკი თქვენ სესხს ვერ დაუბრუნებთ, ცხადია, ეს სწორი მიდგომაა.
როგორ მოვიქცეთ, თუ ცუდი საკრედიტო ისტორია გვაქვს?
ხშირად გვეკითხებიან – ‘როგორ გამოვასწორო საკრედიტო ისტორია?’, ‘როგორ ამოვიდე ‘შავი სიიდან”? ისეთი სესხები, რომლებიც გაპრობლემდა და გვიან დავფარეთ, საკრედიტო ისტორიიდან წაიშლება დაფარვიდან 5 წლის შემდეგ, ხოლო ისეთი სესხები, რომლებიც დროულად დავფარეთ 7 წლით დარჩება ჩვენს ისტორიაში, შემდეგ კი ესეც წაიშლება.
სესხის აღება, ადრე თუ გვიან, ყველას გვჭირდება, საშუალო შემოსავლის მქონე პირს, როგორც წესი, არ აქვს დიდი მოცულობის დანაზოგი და მისთვის არც ისე მარტივია ერთბაშად დიდი თანხის გადახდა ძვირადღირებული აქტივის შესაძენად, მაგ., როგორიცაა ავტომობილის ან ბინის შეძენა, მაგრამ, ცუდი საკრედიტო ისტორიის დროს სესხს ვერ ვიღებთ და, შესაბამისად, დიდი მოცულობის სესხი ვერ გვეხმარება ოცნებების ახდენაში.
ასეთ დროს უნდა იზრუნოთ საკრედიტო რეიტინგის გამოსწორებაზე, როგორ?
- ეცადეთ, არ დაიმატოთ ვალები და არსებული ბიუჯეტიდან გაათავისუფლოთ თანხა სესხების დასაფარად
- არსებული სესხები დროულად დაფარეთ და რაიმე პრობლემის დროს დაუკავშირდით კრედიტორ კომპანიას