რეფინანსირება კარგი გამოსავალია სესხთან დაკავშირებული ხარჯების შესამცირებლად და თანხის დასაზოგად.
სამწუხაროდ, ბევრმა მსესხებელმა არ იცის, რომ შეუძლიათ თავიანთ ბანკთან მოლაპარაკება და სესხის საპროცენტო განაკვეთის გაუმჯობესება ან ხელშეკრულებაში სხვა, მათთვის ხელსაყრელი ცვლილების შეტანა.
რეფინანსირების შედეგად შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთის 5%-ით შემცირებაც კი.
ამ სტატიაში განვიხილავთ რეფინანსირების სპეციფიკასა და თავისებურებებს. გაეცანი რჩევებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტე, რამდენად გონივრულია შენთვის მისი მოთხოვნა.
რა არის სესხის რეფინანსირება?
სესხის რეფინანსირება ნიშნავს შენი მიმდინარე სესხის პირობების გაუმჯობესებას ან ახალი სესხის აღებას ძველი სესხის (ან სესხების) გადასაფარად.
როდესაც რეფინანსირებაზე ვსაუბრობთ, უმეტესად ვგულისხმობთ იპოთეკურ სესხს ან სამომხმარებლო სესხს, თუმცა მისი მოთხოვნა შეგვიძლია ნებისმიერი ტიპის სესხზე.
რატომ უნდა მოვითხოვო რეფინანსირების სესხი?
ამის მთავარი მიზეზი სესხის პირობების გაუმჯობესება და ხარჯების შემცირებაა. რეფინანსირების სესხი გამოირჩევა იმაზე უკეთესი პირობებით, ვიდრე შენი მიმდინარე სესხია.
შეგიძლია მიმართო როგორც შენს მიმდინარე კრედიტორს/ბანკს და მოსთხოვო პირობების შეცვლა, ან დაუკავშირდე მის კონკურენტ ბანკს და მისგან აიღო ახალი სესხი უკეთესი პირობებით.
ყველაზე ხშირად, მსესხებლები ეძებენ ისეთი ტიპის რეფინანსირებას, როდესაც ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მცირდება და, შედეგად, იკლებს ყოველთვიური საპროცენტო ხარჯები.
რა უნდა იცოდე რეფინანსირების შესახებ?
სწორი რეფინანსირება დაგეხმარება სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირებაში, გადახდის გრაფიკის გაუმჯობესებასა და ხელშეკრულების სხვა პირობების შენზე მორგებაში.
გამოვყოთ საკვანძო დეტალები, რაც უნდა იცოდე რეფინანსირების სესხის შესახებ.
- არსებული სესხის პირობების გადახედვა უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ველოდებით სესხის პირობების გაუმჯობესებას (მაგ. საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, გადახდის გრაფის ცვლილებას და სხვა).
- როდესაც ქვეყანაში ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი მცირდება, მსესხებლების დიდი ნაწილი მიმართავს თავის ბანკს და სთხოვს სესხის პროცენტის შემცირებას.
- რეფინანსირების გზით შესაძლებელია მცირე სესხების გადაფარვა ან/და გაერთიანება. გადაფარვა, უმეტესად ხდება, იპოთეკური სესხის აღებით.
როდის მიმართავენ რეფინანსირებას?
მსესხებლები სესხის რეფინანსირებას უმეტესად მიმართავენ მაშინ, როდესაც აქვთ მოლოდინი, რომ ბანკი შეუმცირებს კრედიტის საპროცენტო განაკვეთს. მაგ. მაშინ, როდესაც უმჯობესდება მსესხებლის საკრედიტო ისტორია.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ადამიანები რეფინანსირებაზე იწყებენ ფიქრს, არის ქვეყანაში ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის შემცირება.
ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობასთან.
ეკონომიკური ფონის გაუმჯობესების დროს, სები რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს, რაც იმ ბანკისთვის, რომელშიც სესხი გაქვს აღებული, ერთგვარი შეღავათია.
💡 ამ სიტუაციას ბევრი მსესხებელი თავის სასარგებლოდ იყენებს და მიმართავს ბანკს რეფინანსირების მიზნით, რადგან იციან, რომ ბანკებს ასეთ დროს შეუძლიათ სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირება.
საპროცენტო განაკვეთის შემცირება
ყოველთვიური შენატანების შემცირება
სესხის ვადის შემცირება
სწრაფი ონლაინ სესხების გაერთიანება ერთი სესხის ქვეშ
სესხის რეფინანსირების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
სესხის რეფინანსირების სახეები
რეფინანსირების არაერთი მიდგომა არსებობს. რა ტიპის რეფინანსირებას მოითხოვს მსესხებელი, ინდივიდუალურად წყდება მისი ფინანსური მდგომარეობიდან და მიზნებიდან გამომდინარე.
მიუხედავად ამისა, შეგვიძლია გამოვყოთ 3 ყველაზე ხშირი მიზეზი, რატომაც ითხოვენ რეფინანსირებას საქართველოში.
განვიხილოთ თითოეული და ავხსნათ, რა დროს არის გონივრული ამა თუ იმ რეფინანსირების ტიპის გამოყენება.
1. სესხის საპროცენტო განაკვეთის ცვლილება
ყველაზე გავრცელებულია რეფინანსირება საპროცენტო განაკვეთის შესამცირებლად.
ასეთ დროს არსებული სესხის ხელშეკრულებაში შედის ცვლილებები ან მსესხებელი სრულად ფარავს ძველ სესხს და მისი ჩანაცვლება ხდება ახალი, დაბალპროცენტიანი სესხით.
გახსოვდეს, რომ მაშინაც კი, თუ შენს ამჟამინდელ კრედიტორს არ სურს სესხის პირობების შეცვლა ან ხელახალი მოლაპარაკება, მისი კონკურენტი ბანკი მზად არის, რომ უკეთესი პირობები შემოგთავაზოს.
განსაკუთრებით მაშინ, თუ კარგი საკრედიტო ისტორია გაქვს.
2. სესხის ვადის ცვლილება
როდესაც მსესხებელს უჭირს სესხის ყოველთვიური ხარჯების დაფარვა, სესხის ვადის გაზრდა კარგი გამოსავალია, რადგან სესხი მეტ თვეზე გადანაწილდება და ყოველთვიურად შესატანი თანხის მოცულობაც შემცირდება.
ვადის ცვლილება სესხის რეფინანსირების ერთ-ერთი სახეა.
ხშირად პირიქითაც ხდება, მსესხებელი სესხის რეფინანსირებას დაფარვის გრაფიკის შემცირების მიზნით ითხოვს, რადგან მისი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა და მზად არის იმაზე ადრე დაფაროს სესხი, ვიდრე არსებულ ხელშეკრულებაში წერია.
3. არსებული სესხების გაერთიანება
რეფინანსირების კიდევ ერთი გავრცელებული მიდგომაა სესხების გაერთიანება.
შესაძლებელია არსებული პატარ-პატარა ვალდებულებები გააერთიანო ერთი სესხის ქვეშ, რის შემდეგაც გაიუმჯობესებ კრედიტის პირობებს და თვეში მხოლოდ ერთი ვალდებულება გექნება დასაფარი.
გაითვალისწინე, როდესაც ბევრი სხვადასხვა სესხი გვაქვს, ერთი ტიპის საკომისიო ხარჯს ვიხდით თითოეულ სესხზე ცალ-ცალკე.
მაგალითად, სესხის ადამინისტრირების საკომისიო თითქმის ყველა სესხს ახლავს თან. ბევრი სესხით სარგებლობის დროს, ამ ხარჯს სათითაოდ ვიხდით.
გარდა ამისა, სესხების გაერთიანება იმ კომფორტსაც გთავაზობს, რომ ითანამშრომლებ მხოლოდ ერთ ბანკთან და გექნება სესხის დაფარვის მხოლოდ ერთი გრაფიკი.
მიმდინარე მცირე ვალდებულებების გადასაფარად, როგორც წესი, მიმართავენ იპოთეკურ სესხს.
ონლაინ სესხის გაერთიანება იპოთეკური სესხის ქვეშ
როდესაც მსესხებელს აქვს ბევრი მიმდინარე ვალდებულება და მისი ფინანსური მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ვეღარ ფარავს მიმდინარე მცირე სესხებს, ასეთ დროს კრედიტორები სთავაზობენ ახალი სესხის აღებას, მის იპოთეკით დატვირთვას და ყველა მცირე სესხის გადაფარვას.
აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ახალი სესხი უძრავი ქონებით იყოს უზრუნველყოფილი. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ასეთ მსესხებელს არ აქვს სახარბიელო საკრედიტო ისტორია და მისი გადახდისუნარიანობა ეჭვქვეშ დგას.
💡 იპოთეკური სესხით პრობლემური სესხების გადაფარვა ხშირად მომგებიანი ვარიანტია, რადგან იპოთეკის – ანუ უზრუველყოფილი სესხის საპროცენტო განაკვეთი ბევრად დაბალია, ვიდრე არაუზრუნველყოფილი, მაღალპროცენტიანი ონლაინ სესხების.
შესაბამისად, მსესხებელს უმცირდება საპროცენტო ხარჯები და უფრო ნაკლები თანხის შეტანა უწევს ყოველთვიურად. როგორც წესი, ეს შეღავათი, ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებაში დიდ როლს თამაშობს.
მცირე სესხების იპოთეკის ქვეშ გაერთიანების დროს მნიშვნელოვანია დააკვირდე ყველა ხარჯს.
ფაქტობრივად იღებ იპოთეკურ სესხს, ამიტომ შემოთავაზებული საპროცენტო ხარჯების გარდა გასათვალისწინებელია ის დამატებითი ხარჯები, რომლებიც იპოთეკური სესხის აღებას ახლავს თან.
მაგ, უძრავი ქონების შეფასება, სანოტარო გადასახადი, საჯარო რეესტრის ხარჯი, ქონების დაზღვევის ღირებულება და სხვ.
ყველა ამ ხარჯმა, შესაძლოა იმდენად გაზარდოს იპოთეკური სესხის საბოლოო ღირებულება, რომ გადააჭარბოს კიდეც შენი ძველი სესხების ჯამურ ხარჯებს.
როგორ ხდება რეფინანსირება?
რეფინანსირებისთვის უნდა დაუკავშირდე ამჟამინდელ კრედიტორს ან სხვა ბანკს, რომელიც ახალ სესხს შემოგთავაზებს უკეთესი პირობებით.
რეფინანსირებაზე განაცხადის შეტანა არ არის რთული და ჰგავს სხვა ტიპის უზრუნველყოფილი სესხების აღების პროცედურას.
მას შემდეგ, რაც მოისმენ შენი არსებული კრედიტორის/ბანკის რეფინანსირების შემოთავაზებას, გირჩევთ, კარგად გაეცნო სხვა ბანკების რეფინანსირების სესხების პირობებს და საკმარისი ინფორმაციის საფუძველზე აირჩიე ის შემოთავაზება, რომელიც ამცირებს შენს ხარჯებს.
არჩევანი რომ გაგიმარტივოთ, გამოვყავით ყველაზე პოპულარული სესხი Financer.com-ის ვიზიტორებს შორის.
რომელ სესხს ირჩევენ ყველაზე ხშირად?
- თიბისი ბანკის ონლაინ სესხი – tbc credit
- სწრაფი სესხი 100-დან – 30 000 ლარამდე, 3-48 თვით
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 15.8%დან
- სესხის აღების სრულიად ონლაინ პროცედურა და უმარტივესი აპლიკაცია
თიბისი ბანკის სწრაფი ონლაინ სესხი tbccredit.ge განკუთვნილია მათთვის, ვისაც თანხა სასწრაფოდ სჭირდება და სწრაფი ონლაინ სესხის აღებას გადაწყვეტს.
რა საბუთები დამჭირდება სესხის რეფინანსირებისთვის?
სესხის რეფინანსირებისთვის უნდა მოამზადო თითქმის იგივე დოკუმენტები, რომლებიც ჩვეულებრივი სამომხმარებლო ან იპოთეკური სესხისთვის გჭირდება.
შევადგინეთ სია იმ საბუთების, რომლებიც რეფინანსირების დროს ყველაზე ხშირად მოითხოვება.
**გაითვალისწინე, რომ მენ მიერ არჩეულმა ბანკმა შესაძლოა დამატებით სხვა საბუთებიც მოგთხოვოს.
ნებისმიერი ტიპის სესხის რეფინანსირების დროს მოთხოვნილი დოკუმენტებია:
- პირადობის მოწმობა (ID ბარათი ან პასპორტი)
- პირადი ინფორმაცია ოჯახური მდგომარეობის შესახებ
- შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები
- შრომითი ხელშეკრულების ასლი
- მიმდინარე სესხის ხელშეკრულება
- საკრედიტო რეპორტი
- სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება
იპოთეკური სესხის შემთხვევაში დამატებით მოითხოვება:
- უძრავი ქონების შეფასების დოკუმენტი (იპოთეკის შემთხვევაში)
- უძრავი ქონების მფლობელობის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იპოთეკის შემთხვევაში)
3 რჩევა რეფინანსირების მოთხოვნამდე
თუ გადაწყვეტ სეხსის რეფინანსრებას, გაითვალისწინე 3 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: შემოთავაზებების შედარება, შენი საკრედიტო ქულის გადამოწმება და რეფინანსირებული სესხის პირობების დეტალურად გარკვევა.
უფრო დეტალურად ავხსნათ თითოეული:
შეადარე შემოთავაზებები
კრედიტის რეფინანსირების ძიებისას, აუცილებელია გადახედო ბაზარზე არსებულ შემოთავაზებებს, რათა იცოდე მიმდინარე საპროცენტო განაკვეთები ყველაზე ხელსაყრელის შესარჩევად.
💡 გირჩევთ, დაუკავშირდე როგორც ამჟამინდელ კრედიტორს, ასევე მის კონკურენტს.
სესხის გადატანა სხვა ბანკში ნებისმიერ დროს შეგიძლია. ბანკები აქტიურად ცდილობენ კონკურენტის მსესხებლები თავის მხარეს გადაიბირონ, ამას კი ხელსაყრელი პირობების შემოთავაზებით ახერხებენ.
გადაამოწმე შენი საკრედიტო ქულა
შენი საკრედიტო რეიტინგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეფინანსირების დროს.
ფაქტობრივად მასზეა დამოკიდებული რამდენად სანდო მსესხებლად მიგიჩნევენ ბანკები და რა პირობებს შემოთავაზებენ სესხის რეფინანსირების მოთხოვნის შემდეგ.
კარგად გაიაზრე რეფინანსირებული სესხის პირობები
გრძელვადიან პერიოდში რეფინანსირებული სესხი შესაძლოა იმაზე ძვირი ღირდეს, ვიდრე ამჟამინდელი ვალდებულება.
თუ შემოთავაზებული პირობებიდან რაიმე ბუნდოვანი იქნება, აუცილებლად ჰკითხე კრედიტორს თითოეული გაურკვეველი პუნქტის შესახებ.
⚠️ ხშირად არის შემთხვევა, რომ სესხის დაფარვის ვადის ზრდა დადებითად ეჩვენებათ მსესხებლებს, რადგან ყოველთვიურად უფრო ნაკლები თანხის შეტანა უწევთ, თუმცა გრძელვადიან პერიოდში სესხის ჯამური ხარჯები შესაძლოა გაორმაგდეს კიდეც.
გახსოვდეს, რომ რეფინანსირების მთავარი მიზანია შენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ამ რჩევების გაცნობის შემდეგ გვჯერა, რომ ინფორმირებულ გადაწყვეტილებას მიიღებ.
თუ რეფინანსირება გააუმჯობესებს შენს ფინანსურ მდგომარეობას და აპირებ რეფინანსირების მოთხოვნას, შეადარე იპოთეკური სესხების შემოთავაზებები და გაეცანი ბაზარზე არსებულ პირობებს.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის რეფინანსირების უპირატესობები?
- შეგიძლია შეამცირო სესხის საპროცენტო განკვეთი, შედეგად გადაიხადო ნაკლები და ყოველთვიურად დაზოგო თანხა.
- რეფინანსირებით შეგიძლია ონლაინ sesxebis gaertianeba, რის შემდეგაც გექნება ერთი, კონკრეტული გადახდის გრაფიკი და აღარ მოგიწევს ფიქრი, ხომ არ გამოგეპარა რომელიმე სესხის დაფარვის თარიღი.
- შეგიძლიათ შეამცირო სესხის ვადა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შენი სესხის საპროცენტო ხარჯს.
- სესხის პირობების ახლიდან შეთანხმების შემდეგ შეგიძლია ისარგებლო რამდენიმეთვიანი საშეღავათო პერიოდით. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ შემთხვევაში, თუ შემოსავალი დროებით აღარ გაქვს და სესხის დაფარვა გაგიპრობლემდა.
როგორ გავიგო რა პირობებით მთავაზობენ სესხის რეფინანსირებას?
დაუკავშირდი ბანკს/კრედიტორს, რომლისგანაც გაქვს აღებული მიმდინარე სესხი, ჰკითხე რა პირობებით შეუძლიათ შემოგთავაზონ სესხის რეფინანსირება.
შემდეგ დაუკავშირდი სხვა კრედიტორს, რომელიც გასცემს რეფინანსირების სესხებს და უთხარი, რომ გინდა ისარგებლო მათი რეფინანსირების შემოთავაზებით ან სურვილი გაქვს, რომ გადაიტანო სესხი მათთან.
შეადარე თითოეული კრედიტორისგან მიღებული შემოთავაზება და აირჩიე ის, რომელიც უფრო ხელსაყრელ პირობებს გთავაზობს.
არსებობს თუ არა რეფინანსირების სესხი უზრუნველყოფის გარეშე?
შესაძლებელია აიღო რეფინანსირების სესხი უზრუნველყოფის გარეშე, თუმცა ასეთი სესხი არ გამოირჩევა დიდი მოცულობით და თითქმის იგივეა, რაც სამომხმარებლო სესხი.
როგორც წესი, რეფინანსირების სესხი არის იპოთეკური სესხი, რომელზეც მოითხოვება უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და ხდება მანამდე არსებული სესხების გადაფარვა.
შემიძლია თუ არა პრობლემური სესხების გაერთიანება რეფინანსირების გზით?
პრობლემური სესხების გაერთიანება ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მიმართავენ ადამიანები სესხის რეფინანსირებას.
თუ გაქვს რამდენიმე მცირე, არაუზრუნველყოფილი სესხი და გიჭირს დაფარვა, შეგიძლია აიღო უზრუნველყოფილი სესხი (მაგ. იპოთეკური სესხის რეფინანსირება) და მის ქვეშ გააერთიანო ყველა მიმდინარე სესხი.
სესხის გადაფარვა გაერთიანება დაგეხმარება, შეამცირო ყოველთვიურად შესატანი საპროცენტო ხარჯები, რაც შენს ფინანსურ მდგონარეობას ერთი-ორად გააუმჯობესებს.
მოქმედებს თუ არა რეფინანსირების მოთხოვნა ჩემს საკრედიტო რეიტინგზე?
რეფინანსირების სესხის მოთხოვნა პირდაპირ თუ ირიბად მცირე გავლენას ახდენს შენს საკრედიტო რეიტინგზე, თუმცა ეს გავლენა იმდენად უმნიშვნელოა, რომ არ ღირს რეფინანსირებაზე უარის თქმა.
სესხის პირობების გაუმჯობესებით შესაძლებლობა გაქვს დაზოგო ასეულობით ლარი ყოველთვიურად, რაც ბევრად ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე საკრედიტო რეიტინგის მცირე ნიშნულით შემცირება.
არსებობს თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა რეფინანსირების სესხის ასაღებად?
სესხის აღებისას, როგორც წესი, არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა – ზოგიერთი კრედიტორი რეფინანსირების სესხს გასცემს 21 ან 22 წლის ასაკიდან. გარდა ამისა, არსებობს ზედა ასაკობრივი შეზღუდვაც და უმეტესად არის 75 წელი.
რა არის რეფინანსირების განაკვეთი?
რეფინანსირების განაკვეთი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.
ეს ტერმინი განსაკუთრებით აქტუალურია 2008 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა შემოიღო რეფინანსირების განაკვეთი და მასზე მიბმული რეფინანსირების სესხი.
რეფინანსირების განაკვეთი გულისხმობს იმ მინიმალურ საპროცენტო განაკვეთს, რა პროცენტშიც კომერციული ბანკები იღებენ სესხს ეროვნული ბანკისგან.
თუ ეროვნული ბანკი შეცვლის რეფინანსირების განაკვეთს, ჩვენი სესხის საპროცენტო განაკვეთიც შესაბამისად გაიზრდება ან შემცირდება, რადგან ჩვენი კრედიტის საპროცენტო განაკვეთი მოიცავს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს,