Page Icon

შეადარე ანაბრების პირობები და მიიღე ყველაზე მაღალი სარგებელი

ანაბარი თანხის შენახვის ურისკო და მომგებიანი გზაა. ამ გვერდზე შეგიძლია შეადარო ანაბრების პირობები, რათა რამდენიმე წამში იპოვო შენთვის საუკეთესო ვარიანტი.

  • დეპოზიტის გახსნამდე გაეცანი სასარგებლო რჩევებს
  • შეადარე ანაბრების პირობები და სწორად შეარჩიე შენზე მორგებული ანაბარი
Page Icon

შეადარე ანაბრები ქართულ ბანკებში

არჩეული 1458 ჯერ
  • ვადიანი ანაბრი
  • ანაბრი ყველა ვალუტაში
  • წლიურ 10 % ამდე
  • 3 და 24 თვემდე
3.5
წაიკითხე 2 შეფასებები
არჩეული 5436 ჯერ
  • შეამცირეთ თანხის გამოყენების ცდუნება
  • მიიღეთ 10.85%-მდე სარგებელი
  • გაანაღდეთ საკომისიოს გარეშე
  • აირჩიეთ მაქსიმალურად მოქნილი ანაბარი
3.8
წაიკითხე 12 შეფასებები
არჩეული 1284 ჯერ
  • ანაბრის გახსნა და მომსახურება - უფასო
  • 3-დან 24 თვის ჩათვლით
  • მინიმალური თანხა ანაბრის გასახსნელად - 100
  • ანაბარზე თანხის დამატება - შეუძლებელია
4.0
წაიკითხე 2 შეფასებები

ყურადღება!

ეს არის ფინანსური პროდუქტების რეკლამა. ნებისმიერი ფინანსური სერვისის გამოყენებამდე, კარგად დაფიქრდი გადაწყვეტილებაზე, წაიკითხე ხელშეკრულების პირობები და გაიარე კონსულტაცია ექსპერტებთან!

Financer.com მედიაში:

financer-georgia-on-forbes
financer-georgia-on-marketer
financer-georgia-on-commersant-ge
financer-on-anbebi-ge
financer-georgia-on-ambebi-ge
financer-georgia-on-itv

როგორ შევადარო დეპოზიტები Financer.com-ზე?

Financer.com-მა შენთვის გაადვილა საუკეთესო დეპოზიტის პოვნა! შეადარე შემნახველი ანაბრები უფასოდ და იპოვე საუკეთესო ანაბარი 30 წამში.
როგორ შევადარო დეპოზიტები Financer.com-ზე?
1
შეადარე დეპოზიტები შედარების ცხრილში
ამ გვერდის ზედა ნაწილში მოცემულია ანაბრების შედარებების ცხრილი. შეადარე პირობები, რათა იპოვო საუკეთესო ანაბარი - შეგიძლია ერთ ცხრილში ნახო დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთები
2
აირჩიე დეპოზიტი და ეწვიე ანაბრის ვებ-გვერდს
დააწკაპუნე სასურველი ანაბრის გვერდით ღილაკს, რათა გადახვიდე ანაბრის პროვაიდერის ვებ-გვერდზე
3
ანაბრის გასახსნელად შეავსე განაცხადი
შეავსე განაცხადი ანაბრის პროვაიდერის ვებ-გვერდზე, რათა გახსნა სასურველი შემნახველი ანგარიში
4
დაიწყე ფულის დაგროვება ანაბარზე
დეპოზიტის გახსნის შემდეგ შეგიძლია, დაიწყო თანხის რეგულარულად შეტანა დეპოზიტზე მეტი ფულის დაზოგვის მიზნით!

რას ნიშნავს ანაბარი?

ანაბარი ფულის დაზოგვის, სარგებლის მიღებისა და ინფლაციისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო გზაა. თუ ფულის შენახვის ურისკო გზას ეძებ, თანაც გინდა, რომ დროის გასვლასთან ერთად მცირედი სარგებელიც მიიღო, მაშინ ანაბარი შენთვისაა.

მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე არც ისე მაღალია, შენ მიერ ანაბარზე შეტანილ თანხას ყოველთვიურად ერიცხება სარგებელი, რაც სტაბილური შემოსავლის მიღების ერთ-ერთი მარტივი გზაა.

რამდენად უსაფრთხოა ანაბარზე თანხის შეტანა?

შემნახველ ანაბარზე თანხის შეტანა კიდევ უფრო უსაფრთხო გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ამოქმედდა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა (2018 წ); შეიქმნა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს შენი დანაზოგების ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ ბანკს შეექმნება ფინანსური პრობლემები და გაკოტრების რისკის წინაშე აღმოჩნდება.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო აზღვევს იმათ დანაზოგებს, ვისაც თანხა ქართულ კომერციულ ბანკში აქვთ განთავსებული – თუ ბანკი, რომელშიც ანაბარი გაქვს გახსნილი, გაკოტრდა, 5 000 ლარამდე ზარალს აგინაზღაურებს დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო ფონდი.

რა ტიპის ანაბარი არსებობს?

საქართველოს ბაზარზე არსებული ბანკები გვთავაზობენ უამრავ განსხვავებულ შემნახველ ანგარიშს, თუმცა მასზე თანხის შეტანისა და სარგებლის დარიცხვის თავისებურებებიდან გამომდინარე, იყოფა, ძირითადად 3 ტიპად და თითოეული ‘განსხვავებული’ ანაბრის შემოთავაზება მათ მოდიფიკაციას წარმოადგენს. გავიცნოთ თითოეული მათგანი:

ვადიანი ანაბარი 

ვადიანი ანაბარის შემთხვევაში წინასწარ არის განსაზღვრული, თუ კონკრეტულად რა ვადით განთავსდება თანხა შემნახველ ანგარიშზე და რა ვადის განმავლობაში დაერიცხება თანხას სარგებელი.

ვადიანი ანაბრის მთავარი პირობაა ის, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თანხის დამატება შეუძლებელია.  ვადიანი ანაბარი იხსენება კონკრეტული ვადით კონკრეტული რაოდენობის თანხის შესანახად.

➜  მოთხოვნამდე ანაბართან შედარებით, ვადიან ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები, როგორც წესი, უფრო მაღალია.

მოთხოვნამდე ანაბარი 

მოთხოვნამდე/შემნახველი ანაბარი არის უვადო და მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია თანხის დამატება ან გატანა შეუზღუდავი ვადით, თუმცა, შესაძლოა ბანკის მიერ ანაბარზე დაწესებული იყოს თანხის დღიური განაღდების ლიმიტი, ამიტომ, ანაბრის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე კარგად გაეცანით ყველა პირობას.

ჩვეულებრივ, შემნახველ დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელი ნაკლებია სხვა ტიპის დეპოზიტებთან შედარებით.

ზრდადი ანაბარი

ზრდადი ანაბარი ვადიანი ანაბრის ტიპისაა – იხსნება კონკრეტული ვადითა და სარგებლის ფიქსირებული განაკვეთით, თუმცა, ვადიანი ანაბრისგან განსხვავებით, ზრდად ანაბარზე მომხმარებელს ანგარიშზე თანხის დამატების საშუალება აქვს.

ვადიანი და ზრდადი ანაბრების მოქმედების პერიოდი დაახლოებით მსგავსია – ორივე 3-დან 24 თვემდე ვადით იხსნება.

გაითვალისწინე, რომ ზოგიერთ ბანკს დაწესებული აქვს მინიმალური თანხა, რომელიც აუცილებლად უნდა განათავსოთ ანგარიშზე მისი გახსნისას, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ ბანკების ინდივიდუალურ შეთავაზებებსა და პირობებს!  

    რომელი ტიპის ანაბარი ავირჩიო?

  • თუ გსურს, რომ ყოველთვე შენი ხელფასიდან რაღაც ნაწილი დაზოგო და ბანკში გახსნილ შემნახველ ანგარიშზე გადაიტანო, ამისთვის კარგი არჩევანია ზრდადი ანაბრის გახსნა;

  • თუ უკვე არსებული დანაზოგის გადადება გსურს და არ გინდა, რომ მოაკლო თანხა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაშინ ვადიანი ანაბარი საუკეთესო ვარიანტია – იგი ზღუდავს შენ მიერ თანხის გამოტანის შესაძლებლობას.

  • თუ გსურს შენი შვილისთვის მომავალზე ზრუნვა და თანხის დაზოგვა დაიწყო მისი მცირე ასაკიდანვე, უმჯობესია გამოიყენო სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი საბავშვო ანაბრის შემოთავაზება, ბავშვი თანხის გამოყენებას შეძლებს მაშინ, როდესაც მიაღწევს სრულწლოვნებას.

ანაბრების პირობების სწრაფი მიმოხილვა

იმისათვის, რომ სწრაფად იპოვო საუკეთესო ანაბარი, ქვემოთ მიმოვიხილოთ საქართველოს ბაზარზე შემოთავაზებული ყველაზე პოპულარული დეპოზიტები და მათი პირობები.
ანაბარიწლიური საპროცენტო სარგებელიანაბრის მოცულობაანაბრის ვადა
თიბისი ბანკის ვადიანი ანაბარი10.7% - 12%100 ლარიდან3-24 თვე
თიბისი ბანკის ანაბარი - "ჩემი მიზანი"
11.35% - 11.8%მინ. 5 ლარი3 - 24 თვე
თიბისი ბანკის შემნახველი ანაბარი2%10 ლარიდანუვადო
საქართველოს ბანკის შეგროვებადი ანაბარი11.14%10 ლარიდან3-24 თვე
საქართველოს ბანკის ვადიანი ანაბარი11.14%500 ლარიდან3-24 თვე
საქართველოს ბანკის მოთხოვნამდე ანაბარი7.23%500 ლარიდანუვადო

ინვესტირების ალტერნატიული გზები

ყველაფერი ანაბრების შესახებ

ვისთვის არის განკუთვნილი ანაბარი?

შემნახველი ანაბარი თანხის დაზოგვის საუკეთესო გზაა მათთვის, ვისაც არ უყვარს რისკის აღება. თანხის შემნახველ ანგარიშზე განთავსებიდან 1 წლის შემდეგ შენ უკვე გაქვს გაზრდილი დანაზოგი, ამასთანავე, რისკი 0-მდეა დაყვანილი და სარგებლის მიღება გარანტირებულია.

თანხის დაზოგვის/ინვესტიციის ალტერნატიული გზებიც არსებობს, მაგალითად, კრიპტოვალუტის შეძენა, აქციების შეძენა და ა.შ. თუმცა, ამ ტიპის ინვესტიციის დროს სტაბილური სარგებლის მიღება გარანტირებული არასდროსაა, დამოკიდებული ხარ შენ მიერ შეძენილი კრიპტოვალუტის ან აქციების ფასის რყევებზე.

ვის შეუძლია ანაბრის გახსნა?

ანაბრის გახსნა შეუძლია თითქმის ყველას, ვინც არის სრულწლოვანი, ამ სერვისით სარგებლობა არ არის შეზღუდული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – როგორც საქართველოს, ასევე სხვაქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერ ბანკში ანგარიშის გახსნა;

არ აქვს მნიშვნელობა ხარ უმუშევარი, გაქვს დაბალი საკრედიტო რეიტინგი თუ ცუდი გადახდების ისტორია, სურვილის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია გაგიხსნას შენთვის სასურველი ტიპის ანაბარი, თუ ანაბრის პირობებს აკმაყოფილებ.

ანაბრები vs აქციები vs კრიპტოვალუტა

თანხის კრიპტოვალუტასა და აქციებში დაბანდებით უფრო მეტი უკუგების მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე ანაბარზე შეტანის შემთხვევაში. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ გაინტერესებს ეს სფერო და იღბალიც შენს მხარესაა, თუმცა ინვესტირება აქციებსა და კრიპტოვალუტაში საკმაოდ რისკიანია და სარგებლის მიღების არავითარი გარანტია არ გაქვს, უფრო მეტიც, შესაძლოა სრულად დაკარგო შენი წლებით ნაგროვები დანაზოგი.

აქედან გამომდინარე, შემნახველი ანგარიში, შეიძლება, უკეთესი ვარიანტი იყოს თუ ეძებ თანხის დაზოგვის სტაბილურ და უსაფრთხო ვარიანტს.

ინვესტირება კრიპტოვალუტაში

რა უნდა გავითვალისწინო ანაბრის აღებამდე?

ანაბრის აღებამდე დაფიქრდი შემდეგ საკითხებზე:

  • რა თანხის დაზოგვა გსურს და რა დროში?
  • გსურს თუ არა ნებისმიერ დროს შეგეძლოთ ანაბარზე არსებული ფულის გამოტანა?
  • გაქვს თუ არა კონკრეტული ნიშნული, რომელსაც გინდა მიაღწიოს შენმა დეპოზიტმა?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ უფრო მარტივად აარჩევ შენთვის სასურველ ანაბრის ტიპს.

რამდენად დიდია უკუგება დანაზოგზე?

შენს დანაზოგზე დარიცხული სარგებელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ანაბარს აირჩევ და რამდენად მაღალი ექნებნა პროცენტი.

** გახსოვდეს, რომ დანაზოგის ანაბარზე შეტანა არ არის ინვესტიციის ყველაზე მომგებიანი ფორმა, თუმცა მაინც უკეთესი ალტერნატივაა, ვიდრე ყულაბაში ან ბალიშის ქვეშ დაგროვებარადგან დანაზოგი სახლში არ არის უსაფრთხოდ და, ამასთანავე, თვიდან თვემდე კარგავს ღირებულებას მაღალი ინფლაციის გამო.

რა ბენეფიტები აქვს ინვესტირების ამ ფორმას?

შემნახველი ანგარიშზე თანხის შეტანა ძალიან მარტივი გზაა, რათა შენს დანაზოგს დაერიცხოს სარგებელი და თანხა ინახებოდეს დაცულად.

თანხის ანაბარზე შეტანა არ საჭიროებს ფინანსურ უნარებს, რათა დაიცვა შენი დანაზოგი დაკარგვისგან (აქციებში დაბანდებისგან განსხვავებით).

ბანკში თანხის უსაფრთხოება და სარგებლის დარიცხვა თითქმის 100%-ით გარანტირებულია (უზრუნველყოფილია დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ), ფონდებისა და კაპიტალის ბაზრებისგან განსხვავებით, სადაც თითქმის თანაბრადაა შესაძლებელი თანხის მიღებაც და დაკარგვაც.

ინვესტირების გზამკვლევი დამწყებთათვის

7 საუკეთესო ბლოგი ფინანსური განათლების მისაღებად

საქართველოში ფინანსური განათლება უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ჩვენი ვებ-გვერდის ვიზიტორებზე დაკვირვებით დავინახეთ ტენდენცია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება პირადი ფინანსების საკითხებით, უფრო მეტს ფიქრობენ

მეტი პოსტის ნახვა

როგორ მოვიქცეთ თუ ვერ ვიხდით სესხს?

მიმდინარე ვალდებულებები და ფინანსური პრობლემები საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უცხო არ არის, ამიტომ მოდი ამ ბლოგის დასაწყისშივე ავღნიშნოთ, რომ ამაში უხერხული და სასირცხვილო არაფერია. მსოფლიოს ბანკის ...

ნახე მეტი რჩევა

რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი? 

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის პროცენტული სახით გამოხატული სესხის რეალური ღირებულება. სესხების შედარებისას პირველი რასაც უნდა დავაკვირდეთ არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რადგან სწორედ ეს მაჩვენებელი ითვალისწინებს ...

ნახე მეტი 'Wiki'

რამდენად გამოგადგათ სტატიიდან მიღებული ინფორმაცია?

გაგვიზიარე შენი გამოცდილება

გაგვიზიარე შენი მოსაზრება, როგორ გავაუმჯობესოთ ეს სტატია? შენ მიერ გაზიარებული შეფასება არის კონფიდენციალური.

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა შენი ვიზიტი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. ჩვენი საიტის სარგებლობისა ნიშნავს, რომ Cookies  გამოყენების  პირობები მისაღებია თქვენთვისს.