• მთავარი
  • ანაბარი
  • როგორ მოვძებნოთ შემნახველი ანგარიში ყველაზე მაღალი სარგებლით?

როგორ მოვძებნოთ შემნახველი ანგარიში ყველაზე მაღალი სარგებლით?

არსებობს შემნახველი ანაბრების უამრავი შემოთავაზება და მათ შორის არჩევნის გაკეთება საკმაოდ რთულია. ჩვენ გვინდა მოგცეთ რამდენიმე რჩევა თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე მორგებული ანაბრის ასარჩევად!

შემნახველი ანგარიშზე

ცდილობთ, ყოველთვიურად ხელფასის რაღაც ნაწილი დაზოგოთ მომავლის მიზნებისა და ოცნებების ასასრულებლად? თქვენი დანაზოგი ნელ-ნელა გაიზარდა და ახლა უკვე მისი შენახვისა და ინვესტირების დროა? განიხილავთ ინვესტიციის ყველაზე მომგებიან ალტერნატივასს? ეძებთ სწრაფ, მუდმივ და სტაბილურ გზას? მაშინ, შემნახველი ანაბარი ყველაზე ხელსაყრელი გადაწყვეტილებაა!

ჩვენ დაგეხმარებით და მოკლე მიმოხილვას გავაკეთებთ თემაზე – როგორ უნდა მოძებნოთ შემნახველი ანაბარი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ანაბრის არჩევისას?

შემნახველი ანაბრის არჩევისას მნიშვნელოვანია შემდეგი პირობები:

  • ანაბარზე შესატანი მინიმალური თანხა
  • ანაბრის ვადა
  • სარგებლის დარიცხვის ინტერვალი (ყოველთვიურად, კვარტლურად, წლიურად)
  • ანაბრის დარღვევის პირობები
  • თანხის განაღდების საკომისიო და სხვა ‘ფარული’ ხარჯები
  • ანაბრის ვალუტა

თქვენ კი უნდა გადაწყვიტოთ რა ტიპის ანგარიშის გახსნა გსურთ – ვადიანი ანაბრის თუ შემნახველი ანაბრის, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ან რამდენად ხშირად გსურთ ფულზე წვდომა – თანხის გამოტანა და შეტანა.

გაითვალისწინეთ, რომ ყველა აღნიშნული ასპექტი გავლენას ახდენს თქვენი შემნახველი ანაბრის საპროცენტო განაკვეთზე.

მოდით, აქვე განვმარტოთ, რითი განსხვავდებიან და რა თავისებურებები ახასიათებთ მოთხოვნამდე და ვადიან ანაბრებს:

  • მოთხოვნამდე ანაბარი – არის უვადო და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თანხის გამოტანა ან დამატება შეუზღუდავი ვადით, თანხის დაგროვება მოთხოვნამდე ანაბარზე გაძლევთ მოქნილობის საკმაოდ მაღალ ხარისხს – თქვენს დანაზოგზე წვდომა გექნებათ ნებისმიერ დროს, რაც ხელსაყრელი ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ ფული სასწრაფოდ დაგჭირდათ ან გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა იჩინა თავი, მაგალითად, თუ მოულოდნელად კბილი აგტკივდებათ და მოგიწევთ სტომატოლოგთან ვიზიტი ძვირადღირებული პროცედურის ჩასატარებლად.თუმცა, მოთხოვნამდე ანაბარს აქვს უარყოფითი მხარეებიც, ის ფაქტი, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თანხის გამოტანა, გვიბიძგებს ჩვენი დანაზოგის დახარჯვისკენ და თანხის გრძელვადიან დაგროვებას უშლის ხელს, გარდა ამისა, მოთხოვნამდე ანაბარზე საპროცენტო განაკვეთები, როგორც წესი, ხშირად მერყეობს და პერიოდის განმავლობაში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
  • ვადიანი ანაბრის – მნიშვნელოვანი პირობაა ის, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თანხის დამატება შეუძლებელია, თუ გსურთ უკვე არსებული დანაზოგის გადადება და არ გინდათ თანხის მოკლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაშინ ვადიანი ანაბარი საუკეთესო ვარიანტია – იგი ზღუდავს თქვენ მიერ თანხის გამოტანის შესაძლებლობას. ვადიან ანაბარზე სარგებლის განაკვეთი, ხშირად, უფრო მაღალია მოთხოვნამდე ანაბართან შედარებით, თუმცა, დანაზოგზე წვდომა შეზღუდული გვაქვს კონკრეტული ვადის განმავლობაში და მისი გამოტანა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი საკომისიოს გადახდის შემდეგ.

რა არის სარგებლის განაკვეთი?

შემნახველი ანგარიშის საპროცენტო განაკვეთი არის ის სარგებელი, რომლის სანაცვლოდაც ბანკს “მივასესხეთ” ჩვენი დანაზოგები, საპროცენტო განაკვეთს აწესებს ბანკი და ხელშეკრულების გაფორმებისას ბანკი ვალდებულია ეს სარგებელი დაარიცხოს ანაბარს, თუ მომხმარებლის მხრიდან სხვა დარღვევები არ დაფიქსირდება.

საპროცენტო განაკვეთი საბოლოო ჯამში არის თანხის ის მოცულობა, რომლითაც იზრდება ჩვენი დანაზოგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამ პერიოდის ხანგრძლივობა და საპროცენტო სარგებლის დარიცხვის სიხშირე დამოკიდებულია კონკრეტული ბანკის მიერ შემოთავაზებული კონკრეტული ანაბრის პირობებზე; მაგ, თუ ბანკი გთავაზობთ ვადიან ანაბარს 2% -იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით, ხელშეკრულების გაფორმებიდან ბანკი ყოველწლიურად 2% -ით გაზრდის თქვენს დანაზოგს (თუ არ დაარღვევთ ხელშეკრულებას და ვადაზე ადრე არ გაიტანთ თანხას).

ბანკი იღებს ვალდებულებას, რომ შეასრულოს კონტრაქტის პირობები და გადაგიხადოთ სარგებელი, თუმცა სარგებლის განაკვეთები და ხელშეკრულების ბევრი სხვა პირობა (მაგ. განაღდების საკომისიო, ანაბარზე მინიმალური შენატანის მოცულობა) ბანკების მიხედვით საკმაოდ განსხვავდება, ამიტომ, გირჩევთ, ანაბრის არჩევისას ყურადღება მიაქციოთ ყველა ხარჯს, საპროცენტო განაკვეთებს და ასევე “ფარულ ხარჯებს”, კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კონკრეტულ ბანკს ან დაგვიკავშირდით ჩვენ, Financer.com მზად არის დაგეხმაროთ პირად ფინანსურ საკითხებში.

გარდა ამისა, გირჩევთ, ბანკებთან ხელშეკრულების გაფორმებისას ყველა პუნქტი ყურადღებით წაიკითხეთ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა კონსულტანტები და ბანკის პერსონალი მომაბეზრებელი გამომეტყველებით გიყურებდნენ, გახსოვდეთ, რომ ხელშეკრულების ხელის მოწერის შემდეგ, ბანკს ვეღარ შეედავებით – მაგ. იმაზე, რომ არ იცოდით კონკრეტული “ფარული” ხარჯის შესახებ; ამიტომ ხელშეკრულების ყველა პუნქტი წაიკითხეთ გულდასმით, გაურკვევლობის შემთხვევაში დაუსვით კითხვები კონსულტანტს და თუ მან ვერ შეძლო თქვენთვის ამომწურავი პასუხის გაცემა, მოითხოვეთ სხვა კომპეტენრუტი პირი.

შემნახველი ანგარიშის არჩევისას, როგორც უკვე ვთქვით, საპროცენტო სარგებელს ენიჭება დიდი მნიშვნელობა, ბანკები ხშირად გვეუბნებიან თავიანთი პროდუქტების ნომინალურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს, რა განსხვავებაა მათ შორის?

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, ძირითადად, მითითებულია შემნახველი ანაბრი გახსნისას ხელშეკრულებებში და არის უშუალოდ თქვენს დანაზოგზე დარიცხული პროცენტის მოცულობა, თუმცა არ ასახავს ანაბრის მიღებასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ სხვა ფინანსურ ხარჯებს, მაგალითად, თანხის გატანის საკომისიოსა და სხვა “ფარულ” ხარჯებს).

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი ასახავს ანაბრის გახსნასთან და სარგებლობასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ხარჯს მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დადგენა საშუალებას გაძლევთ სწორად და სამართლიანად შეადაროთ სხვადასხვა კომერციულ ბანკში სესხის აღებასთან დაკავშირებული ყველა ფინანსური ხარჯი და მიიღოთ თქვენთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება.

ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში შესულია ყველა ის ხარჯი, რომელიც ანაგრით სარგებლობის სრული პერიოდის განმავლობაში უნდა გასწიოთ. ამიტომ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ნებისმიერი ფინანსური პროდუქტის არჩევისას – მაღალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს იმას, რომ საპროცენტო განაკვეთის უკან ბევრი “ფარული ხარჯი” იმალება.

რა უნდა იცოდეთ ხელშეკრულების გაფორმებამდე?

სანამ გადაწყვეტთ ბანკთან ხელშეკრულების გაფორმებას, დაფიქრდით შემდეგ საკითხებზე:

  • შემოსავლის რა ნაწილის გადადებას შეძლებთ?

როდესაც თქვენ იწყებთ შენახვას, მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ და წინასწარ იცოდეთ, შემოსავლის რა ნაწილის შენახვას/გადადებას შეძლებთ და, ასევე, რა ინტერვალით (ყოველთვიურად, ყოველკვარტულრად და ა.შ.).

ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს უამრავი ანაბრის შემოთავაზება (თითქმის ყველა ბანკი მინიმუმ სამი ტიპის ანაბარს გვთავაზობს) და გადაწყვეტილების მიღებამდე გააზრებული უნდა გქონდეთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები – რამდენად შეძლებთ დააკმაყოფილოთ ბანკის მიერ მოთხოვნილი ყოველთვიური მინიმალური შენატანები? შეძლებთ თქვენი შემოსავლებიდან ამ ნაწილის გადადებას? შეძლებთ ამის შემდეგ ყოველდღიური ფინანსური პრობლემების გამკლავებას?  – ამ საკითხებზე აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ ანაბრის არჩევამდე.

  • რამდენი ხნით შეძლებთ ბანკში არსებული დანაზოგის გარეშე ცხოვრებას?

სწორი შემნახველ ანაბრის ასარჩევად, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რამდენი ხნის განმავლობაში შეგიძლიათ გადადოთ ანაბარზე შეტანილი თანხა. თუ ელით, რომ უახლოეს თვეებში ბანკში არსებული დანაზოგის გამოყენება მოგიწევთ, მაშინ, ვადიანი ანაბრის არჩევა არასწორი გადაწყვეტილებაა – ვადიანი ანაბრის პირობებით თქვენს დანაზოგზე წვდომა შეზღუდული გაქვთ და გამოტანა / შეტანა შეგიძლიათ მხოლოდ წინასწარ დადგენილი ვადის მოსვლის დროს; ბანკის მიერ დადგენილ ვადაზე ადრე გამოტანისას, სარგებელი თითქმის არ გერიცხებათ, ამასთანავე, ეს პირობის დარღვევად აღიქმება და ბანკში მომხმარებლის რეპუტაცია გიფუჭდებათ.

ამ კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ შეგიძლიათ, აირჩიოთ ანაბარი, რომელიც აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.

ფარული ხარჯები ანაბრის გახსნისას – ფრთხილად, არ მოტყუვდეთ!

ყველა ბანკი ოპერაციიდან სარგებელს ღებულობს, ამ სარგებელს ჩვენ ვერ შევუმცირებთ, მაგრამ ის მაინც უნდა ვეცადოთ, რომ შესაბამისი მომსახურება მივიღოთ და ამასთანავე ვიცოდეთ რა ხარჯები გვაქვს, როგორც პირდაპირი ასევე ირიბი. ირიბ ხარჯებზე როგორც წესი ბანკები არაფერს გვეუბნებიან, სანამ უშუალოდ ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდებით.

ანაბრის შემთხვევაში ეს ხარჯები შეიძლება იყოს:

  • ანაბრის გახსნის მომსახურების საკომისიო;
  • ანაბრიდან თანხის გატანის საკომისიო;
  • ყოველთვიური მომსახურების საკომისიო;
  • ანაბრა თანხის შეტანის საკომისიო;
  • ანაბარზე უნაღდო ანგარიშსწორებით შეტანილი თანხის განაღდების საკომისიო;

ეს ის ხარჯებია, რომლებიც შესაძლებელია ანაბარზე იყოს მიბმული, თუმცა, ასევე შეიძლება, ის ანგარიში, რომელზეც ანაბარი იყო არ დახურონ ავტომატურად და დაერიცხოს ყოველთვიური მომსახურების საკომისიო, ან ანაბრის გახსნისას ავტომატურად დაგიმზადონ პლასტიკური ბარათი, რომელსაც გამოიყენებთ ბანკომატიდან თანხის გამოსატანად და ჩამოგეჭრათ ბანკომატის მომსახურების თანხა.

რომელი ვალუტაში გავხსნათ ანაბარი?

ანაბრის გახნის დროს ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი სწორედ ვალუტის არჩევაა. საქართველოში ანაბრის გახსნის საშუალება გვაქვს როგორც ლარში, ასევე დოლარსა და ევროში. სხვადასხვა მიზეზთა და რისკების დაზღვევის (ძირითადი მიზეზი მაინც ინფლაციაა) გამო, ლარს გაცილებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი ერიცხება ვიდრე დოლარსა და ევროს. ამიტომ ანაბრის გახსნის დროს საკმაოდ დიდი დილემის წინაშე ვდგებით – ავირჩიოთ ლარი მაღალი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც შეიძლება ანაბრის ბოლოს ნაკლებ მსყიდველობითუნარიანი იყოს, თუ დოლარი და ევრო, რომელთაც ნაკლები საპროცენტო სარგებელი ერიცხება, მაგრამ შედარებით უფრო სტაბილურია (თუმცა, ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ვერცერთ ვალუტას სტაბილურს ვერ ვუწო ებთ).

რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ასეთ შემთხვევაში? როგორც წესი, ამ დროს მიმართავენ დივერსიფიცირების მეთოდს, ანუ ჩვენი სახსრები უნდა განვათავსოთ სამივე ვალუტაში, შემდეგი პროცენტულობით დოლარში 40%, 40%, 20% ევროში და ლარში. მსგავსი პროცენტული გადანაწილება არ არის აუცილებელი – შესაძლებელია სხვაგარი დივერსიფიკაციაც, მაგრამ ევროსა და დოლარში გახსნილი ანაბარი უნდა ჭარბობდეს ლარში გახსნილ ანაბარს.

 

 

 

 

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე

Financer კონფიდენციალურობის პარამეტრები

ფინანასტერის გამოყენებით თქვენ აღიარებთ ჩვენს პირობებს, ასევე ჩვენს მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვიყენებთ Cookies- ს ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების ანალიზისა და მონიტორინგისთვის. გარკვეული Cookies მოითხოვს თქვენს აქტიურ თანხმობას, რათა ჩვენთვის შეგროვილი მონაცემები შევიტანოთ. თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ საკუთარ თავს მესამე მხარის მომსახურების შესახებ, ასევე ვიყენებთ თქვენს თანხმობას ნებისმიერ დროს ჩვენს Cookie- ში.

Facebook მარკეტინგი

SEO Solutions Ltd. (ჩვენ), როგორც პროვაიდერი financer.com-ის ვიყენებთ Facebook-Pixel ხელი შეუწყოს ჩვენი შინაარსი და მომსახურება ჩვენს სტუმრებს Facebook- ზე, ასევე აკონტროლოთ შედეგები ამ მარკეტინგული საქმიანობის. ეს მონაცემები ჩვენთვის ანონიმურია და მხოლოდ სტატისტიკურ მიზნებს ემსახურება. Facebook- ს შეუძლია Facebook- ის Pixel- ისგან მიღებული Facebook- ის (სახელი, ელ.ფოსტა და ა.შ.) შეთავსება და გამოიყენოს ეს საკუთარი სარეკლამო მიზნებისათვის. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ და აკონტროლოთ Facebook მონაცემები თქვენი Facebook კონფიდენციალურობის პარამეტრებიში.