5 რჩევა როგორ ვასწავლოთ ბავშვს ფულის დაზოგვა

ფულის დაზოგვა – ასწავლეთ მცირე ასაკიდანვე ….. 5 რჩევა, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის დაზოგვა …

ბავშვობაში, ყოველდღიურად სახარჯო ფულს ყოველ ორშაბათს წინასწარ გვაძლევდნენ, ეს თანხა მთელი კვირა უნდა გამოგვეზოგა, რათა გვეჭამა სკოლაში და გადაგვეხადა ტრანსპორტში.

ბავშვებს, როგორც წესი, საკუთარ ჯიბეში არსებული ფულის მართვა უჭირთ, სკოლის მერე მეგობრები შეივლიან იქვე მდებარე პატარა მაღაზიაში და ყიდულობენ ხან ნაყინებს, ხან შოკოლადებს, ხანაც სათამაშოებს; როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის სწორად მართვა? შევეცდებით ამ საკითხზე რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ:

1. ასწავლეთ ბავშვებს ფულის დაზოგვა მცირე ასაკშივე

ფულის დაზოგვა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი. ალბათ, დაგიზოგავთ თანხა სახლისთვის, საოცნებო ქვეყანაში სამოგზაუროდ ან უბრალოდ იმისთვის, რომ ნებისმიერ ეტაპზე მზად იყოთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. ფაქტი, რომ გაქვთ ‘შავი დღისთვის’ გადანახული ფული და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიყენოთ იგი, ძალიან დიდ იმედს გაძლევთ და გიქმნით უსაფრთხოების შეგრძნებას.

მაგრამ ყველას არ შეუძლია თანხის დაზოგვა და არ აქვთ საკმარისი ნებისყოფა, თუმცა, ეს უნარი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. შეეცადეთ, ადრეული ასაკიდანვე ასწავლოთ თქვენს შვილს ფულის დაზოგვა, რადგან გამომუშავებული უნარები ძალიან დაეხმარება მას მომავალში, როდესაც დაიწყებს მუშაობას, მიიღებს ანაზღაურებას და დაიწყებს ოცნებას – ჰქონდეს საკუთარი სახლი ან იმოგზაუროს საოცნებო ქვეყანაში.
და ეს ყველაფერი იწყება ყველაზე ელემენტარული – ჯიბის ფულიდან.

ჯიბის ფული – მეტი პასუხისმგებლობა

ბევრ მშობელს ავიწყდება, როდესაც შვილებს ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად აძლევენ ფულს,  ბავშვები თავად არიან პასუხისმგებელნი იმაზე, თუ როგორ დახარჯავენ ამ თანხას. ხშირად მშობლები არასწორად იქცევიან – შვილებს აძლევენ ჯიბის ფულს და, ამავე დროს, თავადაც ყიდულობენ სხვადასხვა სახის ტკბილეულს.

ეს არ არის საუკეთესო და ოპტიმალური გზა იმისთვის, რომ ასწავლოს შვილებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ “პირად ფინანსებს” და სწორად მართონ ის. თუ ბავშვს მივცემთ, მაგალითად, 5 ლარს მთელი კვირის განმავლობაში ნაყინისა და ტკბილეულის საყიდლად, ეს ფული უნდა იყოს საკმარისი ნაყინისა და ტკბილეულისთვის მთელი კვირის განმავლობაში. თუ ბავშვი იცის, რომ თქვენც უყიდით ნაყინს ნებისმიერ დროს, როცა მოგთხოვთ, მაშინ მას გაუჭირდება ფულის ღირებულებისა და დანიშნულების გაგება.

კიდევ ერთი რამ, თუ ბავშვი თავის ჯიბის ფულს პირველივე დღეს სრულად ხარჯავს, აუცილებლად უნდა დაელაპარაკოთ და განიხილოთ მიზეზი – რატომ გადაწყვიტა მთელი თანხის დახარჯვა. შემდეგ განუმარტეთ და დაანახეთ – საკუთარი ფულის დახარჯვის სხვა რა ალტერნატივები ჰქონდა და შეეცადეთ მომდევნო კვირებში გააუმჯობესოთ მისი ფულის მართვის უნარ-ჩვევები.

გარდა ამისა, შეგიძლიათ თქვენს შვილს გაუზარდოთ ჯიბის ფული და მისცეთ არა ყოველკვირეულად, არამედ ყოველთვიურად მთელი თვის განმავლობაში დასახარჯი თანხა. უფრო დიდი თანხა და გრძელვადიანი პერიოდი თქვენი შვილისთვის ქმნის ახალ გამოწვევებს, რაც მას საშუალებას აძლევს განავითაროს თანხის მენეჯმენტის უკეთესი უნარები.

დაანახეთ ბავშვებს, რომ მათი ჯიბის ფულსაც კი შეუძლია კონკრეტული საპროცენტო განაკვეთით სარგებლის ნახვა – ასწავლეთ და აუხსენით მათ დეპოზიტისა და პროცენტის მნიშვნელობა და პრინციპი! წაახალისეთ და უთხარით, რომ მიიღებს 10% -იან სარგებელს იმ თანხაზე, რამდენსაც ყოველთვიურად დაზოგავს – ამ მიდგომით ბავშვი მიხვდება, რომ ფული შეიძლება გაიზარდოს დანაზოგიდანაც.

მაღაზიაში ერთად სიარული

მაღაზიაში სახლის საყიდლებზე ერთად სიარული არის შესანიშნავი ხერხი იმისთვის, რომ თქვენს შვილებს მისცეთ კარგი მაგალითი და გამოუმუშაოთ თანხის სწორად მართვის უნარები; რა თქმა უნდა, არ უნდა დაივიწყოთ, რომ ბავშვებს ყველაფერი ხალისით უნდა ვასწავლოთ და მაღაზიაში არ უნდა ჩაუტაროთ მკაცრი გაკვეთილები;

შეგიძლიათ, ტკბილეულის ან ნაყინის არჩევისას ყურადღება მიაქციოთ ფასებს და შეადაროთ ისინი ერთმანეთს, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმაც აღიქვას თქვენი ქმედება და მანაც შეადაროს ფასები ერთმანეთს – ნაყინი უფრო იაფია თუ შოკოლადი.

მიეცით მეტი თავისულფება

მიეცით ბავშვს საშუალება მისი დანაზოგი და ფულის მიმართ პასუხისმგებლობა გაიზარდოს საკუთარი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ მისცეთ მას იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად სჭირდება, ‘ზედმეტი’ ფულის გაჩენისას ნელ-ნელა, თვიდან თვემდე, ფულის უკეთესად მართვის უნარჩვევები ჩამოუყალიბდება;

 არვითარი ძალდატანება

ნუ ეცდებით ბავშვმა ძალდატანებით დაზოგოს ფული, ფულის დაზოგვის უნარები უნდა ჩამოუყალიბდეს გართობის გზებით, ამისთვის უნდა გამოვიყენოთ სახალისო და სამოტივაციო თამაშები;

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე

Financer კონფიდენციალურობის პარამეტრები

ფინანასტერის გამოყენებით თქვენ აღიარებთ ჩვენს პირობებს, ასევე ჩვენს მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვიყენებთ Cookies- ს ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების ანალიზისა და მონიტორინგისთვის. გარკვეული Cookies მოითხოვს თქვენს აქტიურ თანხმობას, რათა ჩვენთვის შეგროვილი მონაცემები შევიტანოთ. თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ საკუთარ თავს მესამე მხარის მომსახურების შესახებ, ასევე ვიყენებთ თქვენს თანხმობას ნებისმიერ დროს ჩვენს Cookie- ში.

Facebook მარკეტინგი

SEO Solutions Ltd. (ჩვენ), როგორც პროვაიდერი financer.com-ის ვიყენებთ Facebook-Pixel ხელი შეუწყოს ჩვენი შინაარსი და მომსახურება ჩვენს სტუმრებს Facebook- ზე, ასევე აკონტროლოთ შედეგები ამ მარკეტინგული საქმიანობის. ეს მონაცემები ჩვენთვის ანონიმურია და მხოლოდ სტატისტიკურ მიზნებს ემსახურება. Facebook- ს შეუძლია Facebook- ის Pixel- ისგან მიღებული Facebook- ის (სახელი, ელ.ფოსტა და ა.შ.) შეთავსება და გამოიყენოს ეს საკუთარი სარეკლამო მიზნებისათვის. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ და აკონტროლოთ Facebook მონაცემები თქვენი Facebook კონფიდენციალურობის პარამეტრებიში.