150+ სუპერ ხრიკი - როგორ დავზოგოთ ფული

ფულის დაზოგვა შესაძლებელია ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ქვემოთ გთავაზობთ გიგანტურ სიას, რომელიც გვასწავლის 200-ზე მეტ ხრიკს ყოველდღიურად თანხის დასაზოგად.

როგორ დავზოგო თანხა? რჩევები Financer.com-ზე

Filter icon კატეგორიები
კატეგორიები Close Filter Icon
ყველა კატეგორია
ბავშვები
გამოწერები & სერვისები
განათლება
ელ.ენერგია & ნივთები
ზოგადი
მოგზაურობა
საკვები
ტანსაცმელი & ტექნიკა
ტრანსპორტი
ფულის მართვა
რჩევა 1 საკვები

არ გააკეთოთ ახალი კერძი, თუ მაცივარში გუშინდელი ვახშმიდან კვლავ არის შემორჩენილი საჭმელი – საჭმლის გადაყრა დიდი დანაკარგი და უაზროდ გადახდილი ფულია;

რჩევა 2 საკვები ფულის მართვა

ნუ გადაიხდით სუპერმარკეტებში საბანკო ბარათით, შესაძლოა, მისი გამოყენება საკმაოდ მოსახერხებელი იყოს, თუმცა, როგორც წესი, ბარათით გადახდისას ვხარჯავთ უფრო მეტს, მიზეზი ისაა, რომ მისი გამოყენებისას ვერ ვგრძნობთ როგორ ვხარჯავთ ფულს, არ განვიცდით ფულის შემცირებას და ვერ ვაკონტროლებთ, როგორ მცირდება ფული, შედეგად ვხარჯავთ იმაზე მეტს, ვიდრე გვგონია და ვიდრე ველოდით რომ დავხარჯავდით; ამიტომ, გირჩევთ, რომ მაღაზაში წასვლამდე თან წაიღოთ ნაღდი ფული, რომელიც მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული და ჩამოწერილი პროდუქტების საყიდლად იქნება საკმარისი – ამ გზით იმპულსურ შესყიდვებს აირიდებთ თავიდან;

რჩევა 3 ელ.ენერგია & ნივთები ფულის მართვა

არ შეიძინოთ ახალი თავის მოვლის საშუალებები თუ უკვე გაქვთ ის – ახალი ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი ან დუშგელი შეიძლება მაცდურად გამოიყურებოდეს, მაგრამ თანხის ტყუილად დახარჯვაა ისეთი პროდუქციის შეძენა, რომლის მსგავსი ან ზუსტი ექვივალენტი უკვე გაქვთ სახლში და თან თითქმის სავსეა;

რჩევა 4 ტანსაცმელი & ტექნიკა

ტანსაცმლის სარეცხი მანქანით რეცხვისას, ამოაბრუნეთ ყველა ტანსაცმელი უკუღმა და ისე შეყარეთ გასარეცხად, ამ გზით ტანსაცმეილი დიდი ხნით შეინარჩუნებს ფერსა და სილამაზეს;

რჩევა 5 მოგზაურობა ფულის მართვა

ავიაბილეთების შეძენისას აირჩიეთ ისეთი ავიაკომპანია, რომლებიც შედარებით იაფფასიან ფრენებს ახორციელებენ და, შესაბამისად, ბილეთები შედარებით იაფია – მაგალითად, Wizzair ან Ryanair;

რჩევა 6 ელ.ენერგია & ნივთები ფულის მართვა

ალბათ, ხშირად გსმენიათ – ‘სახლში ყოფნისას ტელევიზორი ჩართული უნდა იყოს’, შესაძლოა, თქვენც ასე ხართ? ყოველთვის გამორთეთ ტელევიზორი თუ არ უყურებთ მას, ამ გზით ელექტროენერგიის ხარჯს საკმაოდ შეამცირებთ და, ამავე დროს, სახლში მშვიდი გარემო შეიქმნება;

რჩევა 7 საკვები

თუ წააწყდებით, რომ პროდუქტი, რომელსაც ხშირად ყიდულობთ, ახლა ძალიან იაფია, შეგიძლიათ შეიძინოთ დიდი რაოდენობით და მაცივარში შეინახოთ – ამ გზით გრძელვადიან პერიოდში საკმაოდ დიდ თანხას დაზოგავთ;

რჩევა 8 საკვები

სუპერმარკეტებში იყენებენ ასეთ ხრიკს – იმ მიზნით, რომ ძვირადღირებული, თუმცა ნაკლებად მოთხოვნადი პროდუქტები მალე გაიყიდოს, მათ ალაგებენ შუა თაროზე, დაახლოებით საშუალო სიმაღლის ადამიანის თვალის სიმაღლეზე, ეს ხრიკი კარგად მუშაობს, რადგან ადამიანები მარტივად ამჩნევენ ამ პროდუქტებს და იმპულსური შესყიდვების მსხვერპლნი ხდებიან, ამიტომ, სანამ რაიმეს შეიძენთ, კარგად დაათვალიერეთ ყველა თარო, განსაკუთრებით კი ქვედა თაროები, რადგან იქ, როგორც წესი, აწყობენ ყველაზე ახალ და, ამავდროულად, დაბალფასიან პროდუქტებს;

რჩევა 9 საკვები

გააკეთეთ საჭმელი იმდენი, რომ გეყოთ რამდენიმე დღის განმავლობაში – თუ საჭმლის დიდ პორციებს გააკეთებთ, დაზოგავთ დროსა და ფულს;

რჩევა 10 ტანსაცმელი & ტექნიკა ფულის მართვა

თუ არ გსურთ ყოველ სეზონზე შეიძინოთ ახალი ტანსაცმელი, გირჩევთ, რომ გადაიხადოთ ერთხელ დიდი თანხა, შეიძინოთ ძალიან მაღალი ხარისხის ტანსაცმელი და წლების განმავლობაში ატაროთ ის; გახსოვდეთ – ფასი და ხარისხი ერთმანეთის პროპორციულია, დაბალხარისხიანი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი კი მხოლოდ ერთ სეზონზე თუ ძლებს;

რჩევა 11 ელ.ენერგია & ნივთები საკვები

სუპერმარკეტში აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ რამხელა ურიკას იღებთ – დიდი ურიკა, შესაძლოა, მოსახერხებელი იყოს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ შეძენისას საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს თქვენს ხარჯებზე – რაც უფრო დიდია ურიკა, ძალაუნებურად, მით მეტ პროდუქტს ყრით მასში და ცდილობთ შეავსოთ, პატარა ზომის ურიკას კი ორი პურიც ავსებს, ამიტომ დიდი ზომის ურიკა გამოიყენეთ მაშინ, როცა ბევრი პროდუქტი გაქვთ შესაძენი ან აპირებთ, რომ მთელი კვირის მარაგი იყიდოთ, სხვა შემთხვევებში გამოიყენეთ ხელის კალათა ან მცირე ზომის ურიკა – მათში ბევრი პროდუქტის ჩალაგება გაგიჭირდებათ;

რჩევა 12 ზოგადი ფულის მართვა

გამოიყენეთ დეპოზიტი – ყოველ თვე შეიტანეთ დეპოზიტზე გარკვეული ოდენობის თანხა, ამის მიზანი არის ის, რომ ორიენტირებული იყოთ ყოველთვიური დანაზოგის გაკეთებაზე და, ამავდროულად, დანაზოგი კიდევ უფრო გაიზარდოს, დაერიცხოს სარგებელი – ასე რომ, ფული თანდათანობით დაგიგროვდებათ, გაიზრდება და ვერც მიხვდებით, როგორ გააკეთეთ ამხელა დანაზოგი; 

რჩევა 13 საკვები

კაფეში თუ ყავის დასალევად შედიხართ, შეუკვეთეთ მხოლოდ ყავა, ძვირიანი ნამცხვრებისა და მისაყოლებლების გარეშე;

რჩევა 14 საკვები

სუპერმარკეტში პროდუქციის შეძენისას, ყოველთვის გვირჩევნია უკვე შეფუთული ან აწონილი პროდუქტების შეძენა, არ გვინდა ასაწონად რიგებში დგომა ან უბრალოდ შეფუთული უფრო ლამაზად გამოიყურება, თუმცა გვავიწყდება, რომ პროდუქტის ღირებულებაში შედის მისი შეფუთვის ღირებულებაც, იქნება ეს ყუთის მასა თუ სხვა ნებისმიერი სახის შეფუთვა; ამ შეფუთვებს სახლში მისვლისას მაინც ვყრით, ამიტომ, დაფიქრდით, რატომ უნდა გადაიხადოთ ზედმეტად შეფუთვაში?

რჩევა 15 ელ.ენერგია & ნივთები ტანსაცმელი & ტექნიკა

არ გაათბოთ ოთახები, რომლებშიც დღის განმავლობაში არ იმყოფებით, სასტუმრო ოთახი კი გაათბეთ მხოლოდ მაშინ, როცა სტუმრებს ელოდებით;

რჩევა 16 საკვები

არ შეიძინოთ მზა საჭმელები, რადგან ის უფრო ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე პროდუქტების შეძენა და საჭმლის სახლში მომზადება – – სახლში გაკეთებული კერძები უფრო იაფი და ჯანსაღია;

რჩევა 17 საკვები

არ წახვიდეთ მაღაზიაში მშიერი. თუ მშიერი ხართ, გინდათ ბევრი საჭმელი შეიძინოთ – ეს იმპულსური შეყიდვებისკენ გიბიძგებთ და იწყებთ ზედმეტი ფულის ხარჯვას;

რჩევა 18 ელ.ენერგია & ნივთები

გადაიხადეთ გადასახადები დროულად, თუ გადაცილებთ გადახდის თარიღს, მოგიწევთ დაგვიანებული დღეების ანაზღაურებაც და პროცენტის გადახდაც;

რჩევა 19 ბავშვები

დაფიქრდით, ნამვილად სჭირდება თუ არა თქვენს შვილს საკუთარი კომპიუტერი ან პლანშეტი? მათთვის ტექნიკის შეძენამდე კარგად დაფიქრდით;

რჩევა 20 ტანსაცმელი & ტექნიკა ფულის მართვა

ზაფხულის ბოლოს შოპინგ მოლებსა და მაღაზიებში ზაფხულის სეზონის ტანსაცმელზე იწყება ძალიან დიდი ფასდაკლებები, ხოლო ზამთრის ტანსაცმელი კი – გაზაფხულზეა ყველაზე იაფი, ამიტომ დაზოგეთ თანხა და მომავალი წლისთვის შეიძინეთ სასურველი ტანსაცმელი – იაფი და ეკონომიური გამოსავალი;

რჩევა 21 ფულის მართვა

მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ თვეში რამდენიმე ასეული ლარიც კი, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრების სტანდარტებზე ამბობთ უარს ან ცხოვრობთ ღარიბულად – თქვან უბრალოდ ცდილობთ გქონდეთ ნაკლები დანახარჯი უსარგებლო და ზედმეტი ხარჯის თავიდან არიდებით

რჩევა 22 ფულის მართვა

გახსოვდეთ, რომ შესაძლოა უეცრად გაუთვალისწინებელი ხარჯები დაგატყდეთ თავს, ამისგან დაზღვეულები არავინ ვართ, ამიტომ ეცადეთ ე.წ. „შავი დღისთვის“ ყოველთვის მზად იყოთ და გქონდეთ საკმარისი დანაზოგი – ეს იქნება ფინანსური სიტუაციის გამწვავებისგან თავდაცვის კარგი მექანიზმი;

რჩევა 23 საკვები

გიყვართ მაღაზიებში სიარული?? დახლების თვალიერება და ახალ ახალი შოკოლადების შეძენა? დაიმახსოვრეთ, რომ რაც უფრო იშვიათად ესტუმრებით სუპერმარკეტებსა თუ მოლებს, მით ნაკლებ ნივთს შეიძენთ, შესაბამისად, ნაკლებს დახარჯავთ და მეტს დაზოგავთ! გირჩევთ, სუპერმარკეტებში წახვიდეთ კვირაში მხოლოდ ერთხელ და აუცილებლად იქონიეთ წინასწარ ჩამოწერილი საყიდლების სია, რათა არ გახდეთ იმპულსური შესყიდვების მსხვერპლი;

რჩევა 24 მოგზაურობა საკვები

მოგზაურობისას, უცხო ქვეყანაში, მიირთვით იქ, სადაც ადგილობრივი ხალხი ჭამს ყოველდღიურად – ასეთ ადგილებში ჭამა უფრო სასიამოვნო და იაფია;

რჩევა 25 ელ.ენერგია & ნივთები ზოგადი

არ გადაუხადო დაქირავებულ მუშახელს იმის თანხა, რისი გაკეთება შენც შეგიძლია – თავად მოხატე კედლები ან დარგე მცენარეები, ეს პროცესი სახალისოც იქნება და ეკონომიურიც;

რჩევა 26 ტანსაცმელი & ტექნიკა

არ იყიდოთ საჭიროზე მეტი რაოდენობით ტანსაცმლი – შედეგად ყოველთვიურად დაზოგავთ რამდენიმე ასეულ ლარს. კარგად დაფიქრდით – ნამდვილად გვჭირდებათ კიდევ ერთი წყვილი ფეხსაცმელი ან ახალი შარვალი?

რჩევა 27 ელ.ენერგია & ნივთები ტანსაცმელი & ტექნიკა

თუ დრო გაქვთ, ეწვიეთ ერთზე მეტ მაღაზიას და შეადარეთ ფასები – სხვადასხვა მაღაზიაში, შესაძლოა, ფასები განსხვავდებოდეს და ერთი და იგივე პროდუქტი სხვაგან უფრო იაფი ღირდეს;

რჩევა 28 ბავშვები საკვები

მაღაზიებში, პროდუქტების შეძენისას თუ ტანსაცმლის ასარჩევად, ბავშვების წაყვანა არც ისე კარგი იდეაა, ბავშვებს უხარიათ ტკბილეულის და ლამაზი კაბების დანახვა, გვთხოვენ, რომ ვუყიდოთ, ჩვენ გვიჭირს მათთვის უარის თქმა და გვიწევს მათი სასურველი ნივთებით კალათების გავსება, ამასთანავე, შესაძლოა ამ კონკრეტულ მაღაზიაში პროდუქცია საკმაოდ იაფი ღირდეს, ბავშვს კი სწორედ ის კონკრეტული ტკბილეული ან სათამაშო უნდა, ყოველთვიურად კი, ბავშვების მაღაზიებში ტარება, მათი ახირებების გამო, საკმაოდ ძვირი დაგვიჯდება, ამიტომ დატოვეთ ისინი ძიძასთან, ბებიასთან ან თქვენს მეუღლესთან სახლში;

რჩევა 29 საკვები

გამოაცვხეთ პური სახლში, პურის ფქვილი სუპერმარკეტებში საკმაოდ იაფია, დიდ ოჯახებში კი ყოველკვირეულად ძალიან ბევრი პურია საჭირო, სცადეთ, ერთი თვის განმავლობაში სახლში პურის გამოცხობა და ნახავთ, რომ ამ გზით შეგიძლიათ რამდენიმე ათეული ლარის დაზოგვა, გარდა ამისა, სახლში გამომცხვარი პური ბევრად ჯანსაღი და გემრიელია;

რჩევა 30 საკვები

სუპერმარკეტში წასვლისას წინასწარ ჩამოწერეთ საყიდლების სია, ეს თავიდან აგარიდებთ იმპულსურ შესყიდვებს და თქვენი კალათაც არ გაივსება ‘შემთხვევით’ აღებული პროდუქტებით

მეტის ნახვა

გაგვიზიარე შენი რჩევა - როგორ ზოგავ თანხას?

დაეხმარე Financer-ის მომხარებლებს შენ მიერ გამოცდილი დაზოგვის გზების გამოგზავნით.

This field is required
This field is required

რამდენად გამოგადგათ სტატიიდან მიღებული ინფორმაცია?

გაგვიზიარე შენი გამოცდილება

გაგვიზიარე შენი მოსაზრება, როგორ გავაუმჯობესოთ ეს სტატია?შენ მიერ გაზიარებული შეფასება არის კონფიდენციალური.

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა შენი ვიზიტი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. ჩვენი საიტის სარგებლობისა ნიშნავს, რომ Cookies  გამოყენების  პირობები მისაღებია თქვენთვისს.