არის თუ არა ფულის სახლში შენახვა უსაფრთხო?

წუთზე ნაკლები

ფულის დაზოგვის მსოფლიოში გავრცელებული უძველესი გზა

ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ, ყოველდღიური დეტალები გავამარტივოთ და გავხადოთ უფრო პრაქტიკული, ამიტომაა, რომ ჩვენს ბარათებზე ელექტრონული ფულის არსებობა აღარ გვიკვირს.

თუმცა ფულის შენახვა ე.წ. „მუთაქებსა“ და „მატრასებში“ ფულის დაზოგვის უძველესი ხერხია, ასე უვლიდნენ და ინახავდნენ ფულს მთელ მსოფლიოში, იმ პერიოდში ბანკის შესახებ არაფერი იცოდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ შემნახველ ანაბარზე.

ვკითხოთ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს, სად ინახავენ დანაზოგებს? ბევრი ხანდაზმული ადამიანი და პენსიონერი დღესაც ამ გზით ცდილობს ფულის დაგროვებას და გაურბის ბანკების მომსახურებას, ვინაიდან ჩვენთვის ასეთი მარტივი პროცედურა – თანხის შემნახველ ანაბარზე შეტანა, მათთვის ცოტა გაუგებარი და რთულია.

მოდით, გავცეთ პასუხი კითხვას – ბანკში სჯობს ფულის დაზოგვა თუ სახლში? და მოგცეთ მნიშვნელოვანი ფინანსური რჩევები.

ფულის შენახვა სახლში თუ ბანკში – რისკები და უპირატესობები

ბევრი ფინანსური მრჩეველი მხარს უჭერს იდეას, რომ თანხის ბანკში შენახვა ბევრად უსაფრთხო და მომგებიანია, ვიდრე სახლში.

მიუხედავად ამისა, თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენი ფულის შესანახად ბანკი არ არის საკმარისად უსაფრთხო ადგილი; ჩვენ დაგეხმარებით, პასუხი გასცეთ კითხვას – უნდა შეინახოთ თუ არა ფული და დანაზოგები სახლში?

თქვენი სახლი არ არის საუკეთესო ადგილი დანაზოგის შესანახად, (განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდი მოცულობის თანხის შენახვა გჭირდებათ), რადგან;

  • არ არის უსაფრთხო: სახლში შენახული ნაღდი ფული დაუცველია რისკებისგან – ხანძრის ან/და ქურდობის შემთხვევები თქვენს დანაზოგს რისკის ქვეშ აყენებს;
    გარდა ამისა, შესაძლოა, ბავშვმა იპოვოს და გამოიყენოს ‘ხელოვნების ნიმუშის’ შესაქმნელად, ან, შეიძლება, თქვენმა მოზარდმა შვილმა ჩათვალოს, რომ პარასკევს მეგობრებთან ერთად გასართობად წასასვლელად დამატებითი ფული არ იქნება ცუდი იდეა. არსებობს იმის რისკიც, რომ თქვენს სახლში მომუშავე ადამიანმა „ხელს წააყოლოს“ თქვენი დანაზოგი და გაქრეს სამუდამოდ.
    სადაზღვევო პოლისების უმეტესობა არ აზღვევს სახლში შენახულ ფულის დაკარგვის რისკს. ბანკი, როგორც წესი, ყველაზე უსაფრთხო ადგილია თქვენი დანაზოგის შესანახად – მთავარი მიზეზი არის ის, რომ თქვენი საბანკო დანაზოგი ყოველთვის დაცულია.
  • მისი ღირებულება არ იზრდება (უფრო მეტიც, იკლებს): თქვენს დანაზოგს არ ერიცხება სარგებელი, უფრო მეტიც, „მატრასებში“ შენახული ფული დროთა განმავლობაში კარგავს ღირებულებას, ამის მიზეზი ინფლაციაა, თუ გაინტერესებთ რატომ კარგავს თქვენი დანაზოგები ღირებულებას დროთა განმავლობაში, წაიკითხეთ სტატია: 

რა ეღირება შენი ფული წლის ბოლოს?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტანდარტული ანაბარი არის 1%-ზე ნაკლები საპროცენტო სარგებელის მქონე, თანხის ანაბარზე შეტანა და დაზოგვის საშუალებად გამოყენება მაინც გონივრულია, რადგან 1% -იანი სარგებლის დარიცხვა ყოველთვის სჯობს 0% -იან სარგებელს, (ანუ არავითარ სარგებელს), სახლში შენახულ ფულს კი სარგებელი არ არიცხება.

როგორც ვთქვით, სახლში შენახული ფული დროთა განმავლობაში კარგავს ღირებულებას, რას ნიშნავს ეს? ისტორიულად, ინფლაცია ყოველ წელს დაახლოებით 3%-ით იზრდება, ანუ ყოველ წელს ფასების დონის საერთო ზრდა ამ მაჩვენებლის ტოლია, ფული ნელ-ნელა კარგავს მსყიდველობითუნარიანობას. მზარდი ინფლაციის ფონზე თქვენმა დანაზოგმა ღირებულება რომ შეინარჩუნოს, აუცილებელია ფულის რაიმე სახით ინვესტირება, სადაც თქვენს ფულს დაერიცხება სარგებელი და გაიზრდება;
  • ხელს უწყობს არარაციონალურ ხარჯვას: ანაბრები გამოირჩევიან ერთი მნიშვნელოვანი თვისებით –  შეზღუდულია შეტანილი დანაზოგის განაღდების ლიმიტი და თანხის გამოტანის პერიოდები, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს, როცა მოგინდებათ თანხის განაღდება, შეიძლება ვერ შეძლოთ, სწორედ ეს არის ანაბარზე თანხის დაზოგვის ერთ-ერთი დადებითი მხარეც – ხელს გვიშლის, ჩვენი დანაზოგი ვხარჯოთ არარაციონალურად; სახლში შენახული ფული არის ნაღდი სახით, მისი აღება და დახარჯვა ნებისმიერ დროს ძალიან მარტივად შეგვიძლია, უფრო მეტიც, როცა ვიცით, რომ სახლში, ჩვენთან ახლოსვე გვაქვს ფული, ძალაუნებურად გვიბიძგებს არაგონივრული ხარჯვისკენ.

როგორ მოვძებნოთ უსაფრთხო ადგილი ფულის შესანახად?

პირველ რიგში, დაგჭირდებათ ბანკში ანგარიშის გახსნა; ასევე შეგიძლიათ ცალკე ანაბარი გახსნათ და თანხა შეიტანოთ, ამ შემთხვევაში თქვენს დანაზოგს დაერიცხება სარგებელი – ეს არის თანხის ინვესტირების ერთ-ერთი კარგი ვარიანტი.

ბანკების უმეტესობა ანაბრის გახსნას გვთავაზობს უფასოდ. შეგიძლიათ ეწვიოთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ბანკს, გახსნათ ანაბარი და დაიწყოთ თანხის დაგროვება, ამ გზით თქვენს თანხას აზღვევთ დაკარგვის/მოპარვის რისკსისგან.

გარდა ამისა, არსებობს მრავალი სახის შემნახველი ანაბარი, რომლის მიზანიც სწორედ თანხის უსაფრთხოდ შესანახა და დაზოგვაა; თუ გრძელვადიან ანაბარზე შეიტანთ თანხას, თქვენს ანაბარს დაერიცხება უფრო მეტი სარგებელი (საპროცენტო განაკვეთი).

ფულის დაზოგვის უპირატესობები

ყველას გვჭირდება დამატებითი ფული ე.წ. “შავი“ დღისთვის, რადგან ხანდახან ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში თავს იჩენს მოულოდნელი ხარჯები, რომელთანაც გამკლავება რთულ ფინანსურ სიტუაციაში გვაყენებს. ფულის დაზოგვის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ დაუგეგმავი ხარჯებისთვის დამატებითი თანხების მოძიება და სესხის აღება აღარ გვიწევს, გადანახული ფულით ჩვენვე შეგვიძლია გავუმკლავდეთ რთულ ფინანსურ სიტუაციებს.

200+ სუპერ ხრიკი ფულის დასაზოგად!

ექსპერტები გვირჩევენ, რომ დანაზოგის სახით ყოველთვის გვქონდეს მინიმუმ უახლოესი 3 თვის რეზერვი, კვლევების მიხედვით, ადამიანების 44% არ აქვს დანაზოგი მოულოდნელი ხარჯების დასაფარად.

×

გთხოვთ, შეაფასოთ არის თუ არა ფულის სახლში შენახვა უსაფრთხო?

  • შეფასება
  • მიმოხილვა
  • ატვირთვა

შეფასება

How would you rate არის თუ არა ფულის სახლში შენახვა უსაფრთხო? services and products?

უკან

მიმოხილვა

როგორ შეაფასებდით კომპანიის მომსახურებას? წააწყდით თუ არა რაიმე პრობლემას? რამდენად გაამართლა კომპანიამ თქვენი მოლოდინები? გაგვიზიარეთ ყველა დეტალი, გვინდა ვიცოდეთ - კარგიც და ცუდიც!

ატვირთვა

1 ნაბიჯი დაგრჩათ კომენტარის ატვირთვამდე

მეილით შესვლა
ახალი პროფილის შექმნა
 თქვენი შეფასება ახლა ქვეყნდება. გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი ელ.ფოსტა და დააჭირეთ დადასტურების ბმულს.