sad vipovo onlain sesxebi pirveli sesxi uprocento?
წლების წინ რამდენიმე კრედიტორი კომპანია პირველი სესხის აღებისას, ახალ მომხმარებლებს სთავაზობეა 0%-იან სესხს ყოველგვარი დაფარული საკომისიოებისა და ნებისმიერი სხვა სახის ხარჯების გარეშე.
უპროცენტო სესხი განკუთვნილი იყო, პირველ რიგში, ახალი მომხმარებლებისთვის. ეს არის ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი, რომლის საშუალებითაც კრედიტორს შეუძლია მოიზიდოს ახალი მომხმარებლები!
თუმცა, დღესდღეობით უპროცენტო სესხების შემოთავაზებები აღარ გვხვდება.
უპროცენტო სესხებად შეიძლება ჩავთვალოთ საკრედიტო ბარათები და მასზე დარიცხული ლიმიტები. ხშირად ბანკები გვთავაზობენ საკრედიტო ბარათის სესხით სარგებლობას საშეღავათო პირობებით, მაგალითად, თუ სესხს აიღებ და დაფარავ 3 თვეში, უნდა დააბრუნო მხოლოდ აღებული თანხა და არ გერიცხება პროცენტი.