რა არის ანაბარი ?
ანაბარი არის ფინანსური ტერმინი, რაც გულისხმობს ბანკში შენახულ ფულს.
ბანკში თანხის შეტანა არის ფინანსური ტრანზაქცია, მეანაბრე (ანუ პირი ვისაც აქვს დანაზოგი) თანხას გადასცემს ბანკს, ხოლო ბანკი კი ვალდებულია წინასწარ შეთანხმებული პირობების მიხედვით დაუბრუნოს თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი.
აქვე ვთქვათ რა არის დეპოზიტი. დეპოზიტი ანაბრის სინონიმად გამოიყენება, კომერციული ბანკები ხან დეპოზიტად მოიხსენიებენ, ხანაც ანაბრად. ანაბარი და დეპოზიტი, ფაქტობრიბად, ერთი და იგივეა.
რატომ შევიტანო თანხა ანაბარზე?
ადამიანების თავიანთი დანაზოგი შეაქვთ ბანკში ანაბარზე ორი მთავარი მიზეზის გამო:
- რადგან ბანკში დაცულად და სანდოდ ინახება მათი თანხა
- ბანკში შეტანილი ფული ინვესტირების მსუბუქ ფორმად ითვლება, რადგან ბანკი ანაბარს არიცხავს სარგებელს და შეტანილი თანხა თვიდან თვემდე იზრდება
კიდევ უფრო მარტივად რომ ავხსნათ რა არის ანაბარი, წარმოიდგინე გაქვს ფულადი დანაზოგი, რომელსაც სახლში ინახავ.
სახლში დადებული ფულის მსყიდველობითი უნარი იკლებს თვეების განმავლობაში, რადგან ინფლაცია წლიდან წლამდე იზრდება, პროდუქტების ფასები იმატებს და უფრო და უფრო ნაკლები პროდუქტების ყიდვა შეგიძლია შენი თანხით.
ასეთ დროს გაქვს შესაძლებლობა, შენი დანაზოგი ჭკვიანურად გამოიყენო და ეს თანხა მიასესხო ბანკს, ანუ შეიტანო ანაბარზე, ბანკი გამოიყენებს შენს თანხას და როდესაც მოითხოვ თანხის უკან დაბრუნებას, ბანკი დაგიბრუნებს შენს თანხას და მასზე დარიცხულ სარგებელს (პროცენტს). ასე მარტივად, შენი დანაზოგი გაიზრდება.
დაიწყე დაზოგვა და სარგებლის მიღება დღესვე