იპოვე ყველაზე დიდი უკუგება ინვესტიციაზე
- თითქმის 300 კრიპტოვალუტით ვაჭრობის შესაძლებლობა
- ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური პლატფორმა
- 24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერა
- კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა პირდაპირ საბანკო ბარათიდან
- 9000-ზე მეტი კრიპტოვალუტით ვაჭრობის შესაძლებლობა
- ელქტრონული საფულე და კრიპტო დაზღვევა
- უსწრაფესი და მარტივი პლატფორმა
- ხელმისაწვდომია ასევე Coinbase-ის კრიპტო საფულე
ყურადღება!
რა არის ინვესტიცია?
ინვესტიცია ნიშნავს აქტივის ყიდვას იმის მოლოდინით, რომ მისი ფასი მომავალში აიწევს და ჩვენი კაპიტალი გაიზრდება.
საკუთარი დანაზოგის ინვესტირება გჭირდება იმ მიზნით, რომ შენს ხელთ არსებული ფული გრძელვადიან პერიოდში გაიზარდოს და მიიღო სარგებელი.
რაში განახორციელებ შენი ფულის ინვესტიციას დამოკიდებულია შენს არჩევანზე. ეს შეიძლება იყოს: კრიპტოვალუტა, აქციები, უძრავი ქონება, ოქრო და უამრავი სხვა რამ.
ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურია ინვესტირება კრიპტოვალუტებში. ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა – ბიტკოინი, რომლის ფასმაც 2021 წელს არნახულ მასშტაბებს მიაღწია.
Financer.com მედიაში:
ინვესტიციის ბენეფიტები
საკუთარი დანაზოგის ინვესტირება სარგებლის მიღების ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მომგებიანი გზაა
როგორ დავიწყო ინვესტირება?
იმისათვის, რომ მიხვდე, ინვესტიციის რომელი ფორმაა შენთვის ყველაზე ხელსაყრელი და რა აქტივში გინდა თანხის დაბანდება, გაეცანი ინვესტირების ალტერნატივებს ქვემოთ. დამწყებები, როგორც წესი, თავდაპირველად ირჩევენ აქციებში ინვესტირებას, თუმცა ცხადია, აქ არ არსებობს სწორი და არასწორი არჩევანი.
მას შემდეგ რაც აირჩევ რაში გსურს ინვესტიციის ჩადება, გაიგე როგორ მუშაობს ამ კონკრეტული აქტივის ბაზარი. სტატიაში მოგვიანებით მიმოვიხილავთ მთელ რიგ აქტივებს.
ინვესტიციისთვის არ უნდა გამოიყენო ფული, რომლის დახარჯვასაც უახლოეს მომავალში გეგმავ. მოკლევადიან პერიოდში სხვადასხვა აქტივები, შესაძლოა, ძალიან არამდგრადი და მერყევი იყოს.
მას შემდეგ რაც დაგეგმავ რა თანხის და რაში გსურს ინვესტიციის ჩადება, დროა შექმნა ანგარიში შენ მიერ არჩეულ სავაჭრო პლატფორმაზე. იქნება ეს აქციები თუ სხვა აქტივი, მნიშვნელოვანია სწორად აირჩიო სავაჭრო პლატფორმა, რათა თავიდან აიცილო ზედმეტი თანხის გადახდა. ამ გვერდის დასაწყისში შეგიძლია ერთ სივრცეში შეადარო სავაჭრო საინვესტიციო პლატფორმების პირობები და მარტივად აირჩიო ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი.
მას შემდეგ, რაც შექმნი საკუთარ ანგარიშს შენ მიერ შერჩეულ სავაჭრო პლატფორმაზე, შეგიძლია დაიწყო აქტივების შეძენა და ინვესტირება. Financer.com-ზე შეგიძლია გაეცნო სხვა მომხმარებლების შეფასებებს თითოეული პლატფორმის შესახებ, ამიტომ თუ კონკრეტული პლატფორმის მიმოხილვა გაინტერესებს, გამოიყენე ძიების ველი.
რაში ჩავდო ჩემი ინვესტიცია?
აქციებში ინვესტირება
გირჩევთ, რომ საინვესტიციო მოგზაურობა აქციებით დაიწყო. აქციებში ინვესტირებისას არ გხვდება დიდი ბარიერები და ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის პოვნა საკმაოდ მარტივია.
აქციებში ინვესტირებისას (ანუ კომპანიის აქციების შეძენისას), ყიდულობ კომპანიის აქციების მცირე ნაწილს და ამით ხდები კომპანიის თანამფლობელი.
ანუ შეგიძლია საკუთარ თავს აქციონერი უწოდო.
სანამ აქციებით ვაჭრობას დაიწყებ, მნიშვნელოვანია გესმოდეს, თუ როგორ მუშაობს აქციების ბირჟა, რომელი აქციები იყიდო და როგორ აირიდო თავიდან ზედმეტი ხარჯები.
კრიპტოვალუტაში ინვესტირება
კრიპტოვალუტა ზოგადად მაღალ რისკთან ასოცირდება, თუმცა, მეორე მხრივ, მაღალი უკუგების მიღების შესაძლებლობაც საკმაოდ მაღალია.
რაც უფრო მაღალია რისკი, მით მეტია უკუგება.
ბოლო 2 წლის განმავლობაში კრიპტოვალუტაში ინვესტირება ყველაზე პოპულარულ გზად იქცა მთელ მსოფლიოში.
კრიპტოვალუტის ბაზარი ძალიან არასტაბილურია და ცნობილია, რომ კრიპტოვალუტების ფასები თითქმის ყოველდღე მერყეობს – ძალიან იწევს ზემოთ, ან პირიქით, უცებ ვარდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კრიპტოვალუტის შეძენამდე მოიძიო მეტი ინფორმაცია და კარგად გაერკვე კრიპტო სამყაროში.
ინვესტიცია უძრავ ქონებაში
უძრავ ქონებაში თანხის დაბანდება ინვესტიციის ტრადიციული მეთოდია. ბინის, მიწის ან კომერციული ფართის შეძენა ბევრისთვის მიმზიდველია, თუმცა ინვესტიციის ეს გზა უფრო მეტ საწყისი კაპიტალს მოითხოვს, ვიდრე სხვა ტიპის ინვესტიციები.
საქართველოში უძრავი ქონების შეძენა შესაძლებელია იპოთეკური სესხის დახმარებითაც, როგორც წესი, ღირებულების 10% უნდა დაფარო შენ, ხოლო დარჩენილი ნაწილი შეიძლება დაიფაროს იპოთეკური სესხით.
თუ გსურს სწრაფად დაიწყო და ინვესტიციაში ჩადო შენ ხელთ არსებული დანაზოგი, მაშინ არ გირჩევთ უძრავ ქონებაში ინვესტიციით დაწყებას, მიზეზი მარტივია – უძრავი ქონების შესაძენად საჭიროა დიდი თანხის ფლობა.
ამასთანავე, უძრავი ქონების შეძენა რთული პროცესია და გაცილებით მეტი დეტალის გარკვევა სჭირდება, ვიდრე ონლაინ პორტალზე აქციების შეძენას.
ანაბარი – ინვესტიციის მარტივი და ურისკო გზა
ინვესტიციის ყველაზე მარტივი და ყველასთვის კარგად ნაცნობი გზაა დეპოზიტის გახსნა და თანხის ანაბარზე შეტანა.
საქართველოში მოქმედი თითოეული კომერციული ბანკი გვთავაზობს ანაბრებს სხვადასხვა ვალუტაში (ლარში, ევროში, დოლარში..)
0% რისკი!
ანაბარზე თანხის შეტანა ინვესტიციის ყველაზე ურისკო გზაა, რადგან თითქმის 100%-ით ხარ დარწმუნებული, რომ შენი დანაზოგი უსაფრთხოდ ინახება ბანკში, ერიცხება სარგებელი და მისი დაკარვის შანსი 0-მდეა დაყვანილი.
იპოვე ყველაზე დიდი უკუგება ინვესტიციაზე
- თითქმის 300 კრიპტოვალუტით ვაჭრობის შესაძლებლობა
- ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური პლატფორმა
- 24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერა
- კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა პირდაპირ საბანკო ბარათიდან
- 9000-ზე მეტი კრიპტოვალუტით ვაჭრობის შესაძლებლობა
- ელქტრონული საფულე და კრიპტო დაზღვევა
- უსწრაფესი და მარტივი პლატფორმა
- ხელმისაწვდომია ასევე Coinbase-ის კრიპტო საფულე
ყურადღება!
ინვესტიციის ჩადება - კითხვები და პასუხები
რა ტიპის ინვესტიციების სახეები არსებობს?
საქართველოში ყველაზე პოპულარული ინვესტიციის სახეებია:
- კრიპტივალუტაში ინვესტირება (კრიპტოვალუტით ვაჭრობა)
- აქციებით ვაჭრობა სავაჭრო პლატფორმებზე
- უძრავი ქონების შეძენა
- თანხის ანაბარზე შეტანა
რამდენი შეიძლება იყოს უკუგება ჩემს ინვესტიციაზე?
თეორიულად არ არსებობს ზღვარი, თუ რამდენის შოვნაა შესაძლებელი ინვესტიციით.
რა თქმა უნდა, არსებობს რეალისტური მიზნები, რომელთა მიღწევას ადამიანების უმეტესობა შეძლებს, თუ რეგულარულად განახორციელებენ ინვესტიციებს და გონივრულად წარმართავენ მათ ხელთ არსებულ ფულად რესურსებს. აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ინვესტიციაზე უკუგება ვერ მიიღო და იზარალა.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლია ნახო საშუალო წლიური მოგება ინვესტიციის სახეების მიხედვით (მონაცემები დაკორექტირებულია ინფლაციის მიხედვით):
აქტივი | ისტორიული საშუალო წლიური უკუგება |
აქციები | წლიური 10% |
უძრავი ქონება | წლიური 8% |
ანაბარი (ლარში) | წლიური 7% |
ბიტკოინი | წლიური 38% |
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ისტორიული უკუგება, უხეშად რომ ვთქვათ, გულისხმობს კონკრეტულ აქტივზე გასულ წლებში დაფიქსირებული საშუალო უკუგების მაჩვენებელს და არ ნიშნავს იმას, რომ მომავალშიც იგივე ან უფრო მეტი იქნება უკუგების მაჩვენებელი.
რაშიც არ უნდა ჩადო ინვესტიცია, ყოველთვის არსებობს შენ მიერ ჩადებული თანხის დაკარგვის რისკი.
რა უნცა ვიცოდე ინვესტიციის დაწყებამდე?
ინვესტიციის დაწყებამდე გაეცანი რამდენიმე რჩევას, რომელთა ცოდნა აუცილებელია, რათა ინვესტიციის შედეგად მიიღო მაქსიმალური სარგებლი.
გაითვალისწინე რისკი!
ინვესტიციის ჩადებიდას ყოველთვის დადგები ფულის დაკარგვის რისკის წინაშე, არ აქვს მნიშვნელობა რაში დააბანდებ თანხას. ბიზნესი შეიძლება გაკოტრდეს, კრიპტოვალუტის ფასი შეიძლება მინიმუმამდე დაეცეს (მაგალითად, ყველაზე პოპულარული - ბიტკოინის ფასი 53%-ით დაეცა 2021 წლის მაისში), უძრავი ქონების ღირებულება შეიძლება განახევრდეს და აშ.
ეს რეალობაა და ამ რეალობის წინაშე არაერთხელ დავმდგარვართ. განსაკუთრებით კი 2020 წლიდან, მას შემდეგ რაც პანდემიამ მოიცვა მთელი მსოფლიო.
რა არის დივერსიფიკაცია?
ინვესტიციის დივერსიფიკაცია რისკის შემცირების ერთ-ერთი უნიკალური გზაა. შეგიძლია შეამცირო რისკები დივერსიფიკაციის გზით, ანუ შეგიძლია გადაანაწილო შენი ინვესტიცია რამდენიმე აქტივზე და დააზღვიო შენი საინვესტიციო პორტფელი. დივერსიფიკაციისთვის აირჩიე აქტივები, რომელთაც განსხვავებული ქცევა ახასიათებთ.
მაგალითად: შეგიძლია შეიძინო განსხვავებულ სფეროში მოღვაწე ან სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი კომპანიების აქციები. თუ ერთ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყება, იტოვებ შანსს, რომ სხვა ქვეყანაში სტაბილური ან აღმავაილ ეკონომიკური მდგომარეობა იქნება და შენი ინვესტიციის ნაწილი მაინც ნახავს მოგებას.
როგორ ავირიდო თავიდან ზედმეტი დანახარჯები?
გამოიკვლიე ხარჯები!
აქციებისა და კრიპტოვალუტის სავაჭრო ზოგიერთ პლატფორმებზე საკუთარი ანგარიშის ქონა ფასიანია, შესაბამისად, შესაძლოა მოგიწიოს ყოველთვიურად შენ მიერ ნაშოვნი თანხიდან ნაწილის ამ პლატფორმაზე დატოვება.
სანამ რომლიმე პლატფორმაზე შექმნი ანგარიშს, პირველ რიგში გაარკვიე, რა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული ამა თუ იმ პლატფორმაზე აქციების/კრიპტოვალუტის ან ნებისმიერი აქტივის შეძენა. ფასების შედარებასა და გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება ჩვენ მიერ შექმნილი შედარების სისტემა, რომელიც ერთმანეთს ადარებს ონლაინ სავაჭრო პლატფორმების პირობებს.
ბლოგები პირადი ფინანსების უკეთ სამართავად:
7 საუკეთესო ბლოგი ფინანსური განათლების მისაღებად
საქართველოში ფინანსური განათლება უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ჩვენი ვებ-გვერდის ვიზიტორებზე დაკვირვებით დავინახეთ ტენდენცია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება პირადი ფინანსების საკითხებით, უფრო მეტს ფიქრობენ
ივნისი 20, 2023 ...
სუბსიდირების პროგრამა 2022 – ვის ეხება იპოთეკური სესხების სუბსიდირება?
იანვარი 15, 2023 ...
როგორ მოვიქცეთ თუ ვერ ვიხდით სესხს?
მიმდინარე ვალდებულებები და ფინანსური პრობლემები საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უცხო არ არის, ამიტომ მოდი ამ ბლოგის დასაწყისშივე ავღნიშნოთ, რომ ამაში უხერხული და სასირცხვილო არაფერია. მსოფლიოს ბანკის ...
ივნისი 6, 2023 ...
რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი? 
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის პროცენტული სახით გამოხატული სესხის რეალური ღირებულება. სესხების შედარებისას პირველი რასაც უნდა დავაკვირდეთ არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რადგან სწორედ ეს მაჩვენებელი ითვალისწინებს ...
აგვისტო 7, 2023 ...