მიმოხილვა Amica
Amica-ს გრძელვადიანი სესხები საკმაოდ პოპულარულია ჩვენს საიტზე. ეს არის დიდი მოცულობის გრძელვადიანი სესხი, რომლის აღებაც შესაძლებელია ნებისმიერი მიზნით შეუზღუდავად.
კომპანიის სესხების პირობების მოკლე მიმოხილვა ასეთია:
სესხის მოცულობა |
სესხის ვადა |
% განაკვეთი |
ხელშეკრულების საფასური |
პირგასამტეხლო |
100 – 500₾ |
12 თვე |
~49%-დან |
სესხის 18% |
0.27% |
600 – 3,000₾ |
12 ან 24 თვე |
~49.9% -დან |
სესხის 18% |
0.27% |
მაგალითად, თუ აიღებთ სესხს 100 ლარის ოდენობით, თანხას ემატება ხელშეკრულების საფასური 18 ლ., სესხის 1 წლის საკომისიო 1,62 ლ. ჯამში 119,62 ლ. მიღებული თანხა გადანაწილდება 12 თვეზე საიდანც პირველი თვის შესატანი თანხა იქნება: 26,47ლ. ,ხოლო დანარჩენი 10 თვის განმავლობაში კლიენტი გადაიხდის 8,47ლ, ბოლო თვეს 8,45ლ.
Amica-ს სესხის მოცულობა და საპროცენტო განაკვეთი თითოეული მსესხებლისთვის ინდივიდუალურია, ამიტომ სცადეთ სესხის აღება და გაიგეთ ზუსტად, როგორია ამ კომპანიის შემოთავაზება.
AMICA სესხის აღება
მოთხოვნები და საჭირო დოკუმენტები
სესხის აღება შეუძლია ყველა იმ პირს:
- არის საქართველოს მოქალაქე
- ვინც სარგებლობს საქართველოში არსებული ბანკების საბანკო ანგარიშით
- არ გააჩნია საკრედიტო დავალიანება
- რომლის ასაკიც შეადგენს 21 დან 65 წელს
- აქვს საკმარისი შემოსავალი სესხის დასაფარად
ჩვენი გამოცდილება AMICA -ს სესხის აღებისას
ჩვენ შევამოწმეთ amica.ge-დან სესხის აღების პროცესი და შევაფასეთ ის 5 კრიტერიუმით.
სესხის აღება & პირობები
Amica-ს სესხი არის ონლაინ სესხი, რომლის ასაღებადაც არ მოითხოვება უზრუნველყოფა, ანუ ამ კომპანიისგან სესხის აღებისას არ მოგიწევთ თქვენი ქონების გარისკვა.
ამიკას აქვს მოქნილი პირობები სესხის მოცულობის არჩევისას, შეგვიძლია ავიღოთ 100-დან 500 ლარამდე სესხი 12 თვით, ხოლო 600დან 3,000 ლარამდე 12 ან 24 თვით. სესხის აღების მიზნობრიობა შეუზღუდავია, ამიტომ შეგიძლიათ სესხის გამოყენება როგორც მოულოდნელი ხაარჯებისთვის, ასევე წინასწარ დაგდგემილი მიზნებისთვის.
კომპანიის მიერ მოცემული სესხის პირობები საკმაო კონკურენციას უწევს საქართველოს ბაზარზე არსებულ სხვა საკრედიტო კომპანიებს.
მოქნილობა & მოთხოვნები
Amica-ს მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, სესხის აღება შესაძლებელია 15 წუთში.
ამ კომპანიისგან სესხის აღების პროცესი მარტივია, თუმცა სესხის ვადის არჩევა არც ისე მოქნილია, რადგან სესხი შეგვიძლია ავიღოთ მხოლოდ 12 თვით ან 24 თვით. ამასთანავე, სესხს თუ ადრე დავფარავთ, მაგალითად 6 თვეში, გვერიცხება საკომისიო.
Amica-ს სესხები განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ ფიქსირებული ყოველთვიური შემოსავლი. კომპანია სესხებს გასცემს 21-დან 65 წლამდე პირებზე.
როდის ჩაირიცხება სესხის თანხა?
Amica იყენებს შემდეგი ბანკების მომსახურებას: საქართველოს ბანკი, თი-ბი-სი ბანკი, ლიბერთი ბანკი და ტერა ბანკი.
თუ სარგებლობთ საქართველოს ბანკის, TBC ბანკის, ლიბერთი ბანკის ან ტერა ბანკის ანგარიშით, თანხა ჩაგერიცხებათ იმავე სამუშაო დღეს, სესხის დამტკიცებიდან 15 წუთის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ, რომ ბანკთაშორისი გადარიცხვები საჭიროებს მეტ დროს და ამის გამო სესხის მიღება შესაძლებელია შეყოვნდეს. თუ კომპანია Amica- სგან გსურთ სესხის აღება, რეკომენდირებულია წინასწარ გახნათ ანგარიში ზემოთ ჩამოთვლილი 4 ბანკიდან რომელიმეში.
საიტის გამოყენება & სესხის აღება
Amica-ს სესხის განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში. განაცხადის შესავსებად მსესხებელი უნდა დარეგისტრირდეს კომპანიის ვებ-გვერდზე amica.ge და შექმნას საკუთარი პროფილი, ამისთვის უნდა შეავსოთ მოთხოვნილი ველები, ეს საკმაოდ მარტივი პროცედურაა და საჭიროებს 2 წთ-ს.
ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, შეგიძლიათ, აირჩიოთ სესხის სასურველი მოცულობა, სესხის ვადა და დააჭიროთ სესხის აღების ღილაკს, შემდეგ შეავსოთ სესხის აპლიკაცია და გაგზავნოთ.
სესხის აპლიკაციაზე პასუხს (როგორც დადებითს, ასევე უარყოფითს) მომხმარებელი ინფორმაციას იღებს ელ – ფოსტის და სმს-ის მეშვეობით. სესხის დამტკიცების შემთხვევაში სესხის თანხა გადმოირიცხება თქვენ მიერ მითითებულ საბანკო ანარიშზე ძალიან მალევე.
კომპანიასთან დაკავშირება
თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, შეგიძლიათ მიმართოთ Amica-ს სატელეფონო მომსახურების ოპერატორს სამუშაო დღეებში 10:00 -დან 18:30-მდე, კომპანიის ნომერია +995(32) 2050606
ხოლო, თუ წერილობით გსურთ დაკავშირება, შეგიძლიათ გაგზავნოთ ელექტრონული ფოსტა კომპანიის მეილზე: info@amica.ge