Mogo | მოგო შეფასება
ავტოლიზინგის კომპანია – მოგო საქართველოს ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ დაფინანსებული აქვს 50 000 – ზე მეტი ავტომობილი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში ავტო საკრედიტო ბაზრის განვითარებაში.
შეიძლება ითქვას, რომ Mogo არის ავტო ლიზინგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპანია საქართველოში.
რას გვთავაზობს mogo.ge?
მოგო როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სთავაზობს ავტომობილის ლიზინგსა და უკულიზინგს.
კომპანიის მიერ შემოთავაზებული ავტომობილის დაფინანსების გზები მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად და სწრაფად შეძლოს როგორც შერჩეული ავტომობილის შეძენა, ასევე საკუთარი ავტომობილის უზრუნველყოფით თანხის მიღება.
მოგო თითოეულ განაცხადს განიხილავს ინდივიდუალურად, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია მათთვის, ვინც ავტოლიზინგით სარგებლობას გეგმავს.
Mogo ავტოლიზინგი
მოგოს ავტოლიზინგი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა საქართველოში ავტომობილის დასაფინანსებლად. ავტოლიზინგის გაფორმებამდე მნიშვნელოვანია, რომ გაეცნო პირობებსა და საჭირო ინფორმაციას.
ლიზინგის მოცულობა: 1 000 – 30 000 ლარამდე
ლიზინგის ვადა: 3 – 84 თვემდე
სწრაფი განხილვის შესაძლებლობა: დამატებითი სერვისი, რომელიც გულისხმობს შენს განადხადზე პრიორიტეტის მინიჭებასა და სწრაფად დამუშავებას რიგში დგომის გარეშე.
ამ სერვისის ღირებულებაა ლიზინგის 6%, რომელიც გამოაკლდება სალიზინგო თანხას ლიზინგის გაფორმების შემდეგ.
საპროცენტო განაკვეთი: მოგოსთან ავტოლიზინგის საპროცენტო განაკვეთი დგინდება ინდივიდუალურად – მოთხოვნილი თანხისა და ვადის შესაბამისად.
ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი მერყეობს 3,5% – 5% შუალედში, ყოველთვიურ გადასახადს განსაზღვრავს სალიზინგო თანხის ოდენობა და ვადა.
დაფინანსება: მანქანის მარკის, გამოშვების წლისა და ლიკვიდურობის გათვალისწინებით, ლიზინგით სარგებლობა შესაძლებელია მანქანის საბაზრო ღირებულების 90% – მდე, ამავდროულად მომხმარებელი აგრძელებს მანქანის მართვას.
** როგორც წესი, არ ფინანსდება სპორტული ავტომობილები და ძველი მანქანები, რადგან ითვლება, რომ ნაკლებად ლიკვიდურია და მისი შემდგომ გაყიდვა/ლიზინგად გაცემა დიდ რესურსს მოითხოვს.
შემოსავლების დადასტურება: მოგოს ავტოლიზინგით სარგებლობისას აუცილებელია შემოსავლების დადასტურება, ამისათვის საჭიროა წარმოადგინო დოკუმენტი, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში ანგარიშზე გერიცხებოდა შემოსავალი სტაბილურად.
ასაკობრივი შეზღუდვა: მოგოს ავტოლიზინგით სარგებლობა შესაძლებელია 21 წლის ასაკიდან
ავტოლიზინგის პირობები
მოგოს უკულიზინგი
ავტოლიზინგთან ერთად მოგო მომხმარებელს სთავაზობს უკულიზინგსაც.
თუ გადაუდებელი საჭიროებების დროს თანხა დაგჭირდა, შეგიძლია მიმართო უკულიზინგს და მიიღო თანხა მოგოსგან, მოცულობა კი განისაზღვრება შენი ავტომობილის საბაზრო ღირებულებიდან.
რაც მთავარია, უკულიზინგით სარგებლობისას ინრაჩუნებ ავტომობილის ტარების უფლებას.
უკულიზინგის მოცულობა: 1 000 – 100 000 ლარამდე
უკულიზინგის ვადა: 3 – 84 თვემდე
საპროცენტო განაკვეთი: ინდივიდუალურად განიხილება. დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე: ავტომობილის საბაზრო ღირებულება, ვადა, მოცულობა და ა.შ
ავტომობილის შეფასება ხდება მოგოს შემფასებლების მიერ
უკულიზინგის პირობები
ლიზინგის მოთხოვნა და განაცხადის განხილვა
Mogo.ge – ზე ავტო ლიზინგის ასაღებად საჭიროა 4 ეტაპის გავლა:
ავტომობილის არჩევა
ავტომობილის არჩევაში თავისუფალი ხარ – შეგიძლია ავტომობილი აარჩიო თავად და შემდეგ მიმართო მოგოს ლიზინგის გასაფორმებლად.
ან ისარგებლო მოგოს პარტნიორი კომპანიის – autosale-ის მიერ შემოთავაზებული ავტომობილებით და აირჩიო მათი ბაზიდან შენთვის სასურველი ავტომობილი.
განაცხადის შევსება
განაცხადის შევსება შესაძლებელია კომპანიის ვებ-გვერდზე www.mogo.ge ან მოგოს ოფისში მისვლით. როგორც წესი, განაცხადის განხილვა და მანქანის შეფასება ხდება იმავე დღეს.
ხელშეკრულების გაფორმება
განაცხადის შევსების შემდეგ დადებითი პასუხის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმება ხდება კომპანიის ოფისში, შესაბამისად, შემდეგი ნაბიჯია მოგოს ფილიალში მისვლა და ხელშეკრულების გაფორმება.
** კარგად გაეცანი ხელშეკრულებას და დარწმუნდი, რომ ავტოლიზინგის პირობები შენთვის მისაღებია.
ავტომობილის დარეგისტრირება
თანხის დარიცხვა ხდება ხელშეკრულების გაფორმებისა და შსს-ს მომსახურების სააგენტოში მანქანის კომპანიის სახელზე გადაფორმებისთანავე, მომხმარებელი ამ დროს აგრძელებს მანქანით სარგებლობას. მოგო გახდება მანქანის დროებითი მფლობელი, ხოლო მომხმარებელი იქნება მისი მოსარგებლე და ჩვეულებრივ შეეძლება მანქანის ფლობა და გადაადგილება
იმისათვის, რომ მომხმარებელმა საკუთარ სახელზე მიიღოს თანხა, მანქანა უნდა იყოს გაფორმებული მის სახელზე; მანქანა, რომელიც წარმოადგენს სალიზინგო ხელშეკრულების უზრუნველყოფას, უნდა იყოს დარეგისტრირებული განაცხადის ავტორის სახელზე, არ უნდა იყოს დარჩენილი მანქანის სხვა სალიზინგო საწარმოს მიერ წარმოდგენილი ლიზინგის თანხის გადაუხდელი ნაშთი. გარდა ამისა, თანხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანია შეაფასებს მომხმარებლის გადახდისუნარიანობას
რჩევა: სხვა საკრედიტო კომპანიების მსგავსად, Mogo სესხის გაცემამდე ამოწმებს შენს საკრედიტო ისტორიას,
თუ გაქვს ვადაგადაცილებები ან ფინანსური პრობლემების, სესხის აღება არ არის გონივრული გადაწყვეტილება და კარგი გამოსავალი.
გაიგე, როგორ გაიუმჯობესო საკრედიტო ისტორია, ამაში დაგეხმარება სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე.
ვისთვის არის Mogo განკუთვნილი?
Mogo-ს ავტოლიზინგი და უკულიზინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ავტომობილის შეძენა სურს და ეძებს დაფინანსების წყაროს.
მოგოს ავტო ლიზინგი კარგი გამოსავალია მათთვის, ვისაც უკვე შერჩეული ჰყავს ავტომობილი და შეუძლია კონკრეტული ავტომობილი ჩადოს ავტოლიზინგში უზრუნველყოფის სახით, ან მათთვის, ვისაც ჯერ არ შეურჩევია ავტომობილი და მზად არის Mogo-ს პარტნიორი კომპანიებისგან აარჩიოს შესაძენი ავტომობილი.
თუ სანდო კომპანიას ეძებ, Mogo შეგიძლია განიხილო შენს ერთ-ერთ ვარიანტად.