N/A
რეიტინგი
Financer star iconFinancer star iconFinancer star iconFinancer star iconFinancer star icon
Financer star iconFinancer star iconFinancer star iconFinancer star iconFinancer star icon
N/A

მიმოხილვა NordFX

NordFX არის სავაჭრო პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ყველას შეუძლია ინვესტირება ფინანსურ ბაზრებზე. პლატფორმა, ძირითადად, განკუთვნილია ფორექსითა ან ვალუტით ვაჭრობისთვის. ამის გარდა, ასევე, მოიცავს ძვირფასი ლითონით (ოქრო, ვერცხლი), კრიპტოვალუტით, ინდექსებით და აქციებით ვაჭრობას.

NordFX მსოფლიოს 188 ქვეყანაში უკვე 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს!

პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია ინვესტირება მსოფლიოში წამყვანი ბრენდების აქციებში, მაგალითად, Apple, Ferrari, Coca-Cola, Microsoft, Visa, Google, Alibaba და მრავალი სხვა.

NordFX – ის უპირატესობები

  • რეგისტრაციის მარტივი და სწრაფი პროცესი
  • შეგიძლიათ ვაჭრობა თქვენი სმარტფონითაც კი (MetaTrader 4-ის საშუალებით)
  • ვაჭრობის დაწყება შესაძლებელია 10 დოლარიდან
  • ტრანზაქციები სრულდება 0.5 წამში
  • კრიპტოვალუტით ვაჭრობის შესაძლებლობა
ანგარიშის გახსნამდე გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერმა ინვესტიციამ შეიძლება გამოიწვიოს ზარალი. ვაჭრობამდე გაიარეთ კონსულტაცია ექსპერტებთან და ნუ დახარჯავთ იმაზე მეტს, ვიდრე დაკარგავდა.

დარეგისტრირდი NordFx-ზე!

NordFX სავაჭრო ანგარიშები

NordFX გვთავაზობს 3 ძირითად სავაჭრო ანგარიშს: Fix, Pro და Zero. 31 მაისის მონაცემებით, სავაჭრო ანგარიშების ზოგადი პირობები ასე გამოიყურება:

Fix Pro Zero
მინ. დეპოზიტი $ 10 250 დოლარი $ 500
გაცვლითი კურსის სხვაობა 2 პიპსიდან 0.9 პიპსიდან 0,0 პიპსიდან
Leverage 1: 1000 მდე 1: 1000 მდე 1: 1000 მდე
საკომისიო 0 0 0.0035% თითოეულ გარიგებაზე

გარდა ამისა, არსებობს ცალკე “აქციების” ანგარიში, ანუ სააქციო კაპიტალი, რომლის საშუალებითაც ხელმისაწვდომია 68 აქცია. ამ ანგარიშზე Leverage არის 1: 5, ხოლო საკომისიო 0.2%-ია.

დეპოზიტები და თანხის გამოტანა

NordFX სავაჭრო პლატფორმა საშუალებას გვაძლევს თანხა საკუთარ ანგარიშზე გადავიტანოთ აშშ დოლარში ან ევროში. 

თქვენს NordFx-ს სავაჭრო ანგარიშზე თანხის შეტანა შესაძლებელია მრავალი გადახდის მეთოდით. პლატფორმა გვთავაზობს თანხის შეტანას საბანკო ბარათიდან: VISA ან MasterCard ან ელექტრონული საფულის საშუალებით (მაგალითად, Skrill, Neteller, Yandex.Money, WebMoney და ა.შ.). საბანკო გადარიცხვის დროს ტრანზაქციის შესრულებას 3-5 სამუშაო დღე შეიძლება დასჭირდეს.

თანხის გამოტანაც იმავე გადახდის მეთოდით არის შესაძლებელი (მაგ., საბანკო ანგარიში, საბანკო ბარათი, ელექტრონული საფულის ანგარიში). თანხის საბანკო ბარათზე გამოტანის შემთხვევაში ტრანზაქციის დასრულებას შესაძლოა 3-6 სამუშაო დღე დასჭირდეს. თანხის გადარიცხვის ყველაზე სწრაფი გზაა ელექტრონული საფულე, რომლის მეშვეობითაც თანხის მიღება შესაძლებელია იმავე დღეს ან მაქსიმუმ 1 სამუშაო დღის განმავლობაში.

გახსენით NordFX-ის სავაჭრო ანგარიში!

NordFx-ზე ვაჭრობა სმარტფონით

NordFX– ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ სმარტფონით ვაჭრობის შესაძლებლობასაც გვაძლევს! არ გჭირდებათ მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან ჯდომა, პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, მუშაობის პარალელურად თვალი ადევნოთ თქვენს ინვესტიციებს.

რა თქმა უნდა, პლატფორმა ძირითადად მუშაობს ძველი MetaTrader 4-ის საფუძველზე, რომელიც ნაცნობი იქნება მათთვის, ვისაც ოდესმე Forex_ის პლატფორმაზე უვაჭრია. MetaTrader 4 დღემდე რჩება მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პოპულარული სავაჭრო პლატფორმა და უნაკლოდ მუშაობს თითქმის ნებისმიერ მოწყობილობაზე.

NordFX-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ MT4 აპლიკაცია Android ან iOS-ისთვის და ისიამოვნონ ამ უპირატესობით. აპლიკაცია გაძლევთ სრულ კონტროლს თქვენს ანგარიშზე – შეგიძლიათ აკონტროლოთ ფინანსური ინსტრუმენტების ფასები, თქვენი ვაჭრობის ისტორია, ფასების ცვლილება რეალურ დროში და განახორციელოთ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ვებპლატფორმიდან შეძლებდით.

როგორ დავიწყოთ ვაჭრობა NordFX-ზე?

თქვენ დღესვე შეგიძლიათ, დაიწყოთ ვაჭრობა NordFx-ზე სულ რაღაც $10 – დან. NordFX საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია Forex-ით ვაჭრობით, დაიწყოს ვაჭრობა მარტივად და სწრაფად. ხართ ახალბედა forex-ით ვაჭრობაში? ან შესაძლოა Forex-ით ვაჭრობა თქვენთვის ახალი არ არის, თუმცა გსურთ, იპოვოთ უკეთესი პლატფორმა?

შეგიძლიათ დღესვე შექმნათ ანგარიში NordFX პლატფორმაზე და დაიწყოთ ვაჭრობა. ამისათვის საჭიროა:

  1. დააჭირეთ ღილაკს “NordFX -ზე რეგისტრაცია”
  2. აირჩიეთ – სავაჭრო ანგარიშის ან დემო ანგარიშის გახსნა (აირჩიეთ დემო ანგარიში, თუ რეალური ვაჭრობის დაწყებამდე პლატფორმის მოსინჯვა გსურთ)
  3. შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ან გახსენით ანგარიში თქვენი სოციალური მედიის ანგარიშის მეშვეობით
  4. მოგენიჭებად უნიკალური ID კოდი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ NordFX ანგარიშში შესვლას
  5. შედით სისტემაში და დააინსტალირეთ სავაჭრო პლატფორმა 
  6. გადარიცხეთ თანხა თქვენს სავაჭრო ანგარიშზე და დაიწყეთ ვაჭრობა!

გახსენით NordFX სავაჭრო ანგარიში!

NordFX პლატფორმის ინტერფეისი იმდენად მარტივია, რომ დამწყებიც კი ძალიან სწრაფად ერკვევა პლატფორმის ფუნქციონალში. თუ ფორექსის სამყაროში დამწყები ხართ, გირჩევთ, ვაჭრობის დაწყებამდე გაიაროთ კონსულტაცია პროფესიონალთან ან უყუროთ ონლაინ ტუტურიალებს, რათა დარწმუნდეთ, რომ კარგად ერკვევით ვალუტის ვაჭრობის სპეციფიკაში.

დაიმახსოვრეთ: ივაჭრეთ მხოლოდ იმ თანხით, რომლის დაკარგვაც არ აზარალებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას და არ ჩაგაყენებთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, რადგან ონლაინ ვაჭრობის დროს თანხის დაკარგვის რისკი ყოველთვის არსებობს!


შეფასებები NordFX

მომხარებლის შეფასება
შეფასების გაფილტვრა
ყველა შეფასება
დალაგება
ყველაზე ახალი
საუკეთესო შეფასება
ცუდი შეფასება
ყველაზე გამოსადეგი

შეფასება NordFX

არ ხართ დარწმუნებული?

ეწვიე ოფიციალურ ვებ-გვერდს და გაიგე მეტი NordFX