Exclamation Mark Icon არა პარტნიორი კომპანია

მიმოხილვა: პაშა ბანკი

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

პაშა ბანკი არის პაშა ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჯგუფს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალმა 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით მისმა მთლიანმა აქტივებმა 282 მილიონ ლარს გადააჭარბა. ბანკი გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით და საქმისადმი ექსკლუზიური მიდგომით, რითაც განპირობებულია ჩვენი სერვისით კმაყოფილი კლიენტების მზარდი რაოდენობა. ჩვენ ორიენტირებული ვართ როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი კლიენტების წარმატებაზე და მათთან ურთიერთობისას ვცდილობთ, ვიყოთ ორმაგად ყურადღებიანი. ჩვენი კლიენტების ინტერესი ჩვენი კორპორატიული სტრატეგიის ქვაკუთხედია და მიზნად ვისახავთ როგორც საკუთარი, ასევე მათი ბიზნესის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული ბიზნეს მიდგომა გადმოცემულია პაშა ბანკის ბრენდ სლოგანშიც „ახალი მწვერვალებისკენ. ერთად.“

მისია

ჩვენ ორიენტირებული ვართ როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი კლიენტების წარმატებაზე და მათთან ურთიერთობისას ვცდილობთ ვიყოთ ორმაგად ყურადღებიანი. ჩვენი კლიენტების ინტერესი ჩვენი კორპორატიული სტრატეგიის ქვაკუთხედია და მიზნად ვისახავთ როგორც საკუთარი, ასევე მათი ბიზნესის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

ხედვა

როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და თურქეთში მაღალი ხარისხის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების უზრუნველყოფით და მსხვილი პროექტების დაფინანსებით ჩვენ ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. პაშა ბანკი ერთგულია მის მიერ დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული ბიზნეს მიდგომის, რომელიც ეყრდნობა ბიზნეს ეთიკას, სანდოობას და სტაბილურობას.

 


შეფასებები პაშა ბანკი

მომხარებლის შეფასება
შეფასების გაფილტვრა Close Icon
ყველა შეფასება
ანაბრის შეფასება
დალაგება Close Icon
ყველაზე ახალი
საუკეთესო შეფასება
ცუდი შეფასება
ყველაზე გამოსადეგი

შეფასება პაშა ბანკი

გჭირდება მეტი ინფორმაცია?

ეწვიე კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს და გაიგე მეტი პაშა ბანკი

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა შენი ვიზიტი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. ჩვენი საიტის სარგებლობისა ნიშნავს, რომ Cookies  გამოყენების  პირობები მისაღებია თქვენთვისს.