Exclamation Mark Icon არა პარტნიორი კომპანია

დაზოგე თანხა პროკრედიტ ბანკი

პროკრედიტ ბანკი დაზოგვის კულტურის განვითარებას უწყობს ხელს და თქვენი კომპანიის თავისუფალი ფულადი სახსრების განსათავსებლად, გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ანაბარს:

  • ვადიანი ანაბარი
  • შემნახველი ანაბარი

განათავსეთ თანხა ანაბარზე სასურველი ვადით და მიიღეთ საპროცენტო შემოსავალი.

თუ იცით რა პერიოდის განმავლობაში არ დაგჭირდებათ თქვენი კომპანიის თავისუფალი სახსრები განათავსეთ იგი ვადიან ანაბარზე და მიიღეთ საპროცენტო სარგებელი.

ვადიან ანაბარს ერიცხება ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი და ანაბრის უზრუნველყოფით შეგიძლიათ კრედიტის აღება შეღავათიანი პირობებით.

ზოგადი პირობები:

  • მინიმალური თანხა – 13 000 ლარი/ 5000 აშშ დოლარი/ 5000 ევრო
  • თანხის შემცირება ან გაზრდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ ხდება
  • ვადიანი ანაბარი იხსნება ფიქსირებული თანხით და წინასწარ განსაზღვრული ვადით
  • თუ თქვენ გსურთ მართოთ თქვენი კომპანიის ფულადი სახსრები თავისუფლად და ამავე დროს მიიღოთ საპროცენტო სარგებელი, განათავსეთ თანხა შემნახველ ანაბარზე და ისარგებლეთ მოქნილი პირობებით.პირობები:
    • იხსნება პირველადი შენატანის გარეშე;
    • ვადა – შემნახველი ანაბარი იხსნება უვადოდ;
    • შემნახველი ანაბარზე პროცენტის დარიცხვა ხდება ყოველთვიურად მიმდინარე ანგარიშზე

მაქსიმალური თანხა რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი – 500.000 ლარი, 250.000 აშშ დოლარი/ევრო;

სადეპოზიტო სერტიფიკატი საბანკო დეპოზიტის დამადასტურებელი ფასიანი ქაღალდია და წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას სერტიფიკატის მფლობელის მიმართ, ამავე სერტიფიკატის ხელშეკრულების გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.

საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი იყიდება სერტიფიკატის ნომინალური ღირებულებით, მასზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხდება ყოველწლიურად და ვადის ბოლოს იფარება ნომინალური ღირებულებით.

სადეპოზიტო სერტიფიკატის უპირატესობები:

  • ერიცხება მაღალი საპროცენტო სარგებელი
  • შეძენა შესაძლებელია 60 თვემდე ვადით
  • მფლობელს შეუძლია ნებისმიერ დროს გაასხვისოს სერტიფიკატი სხვა პირზე
  • შესაძლებელია სერტიფიკატით უზრუნველყოფილი სესხის აღება

პირობები:

  • ვალუტა: ლარი / აშშ დოლარი / ევრო
  • მინიმალური ღირებულება: 13 000 ლარი/ 5000 აშშ დოლარი/ევრო
  • საპროცენტო სარგებლის გადახდა ხდება როგორც ყოველთვიურად, ასევე წელიწადში ერთხელ, სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოშვების თარიღიდან ყოველი ერთი წლის თავზე.

გჭირდება მეტი ინფორმაცია?

ეწვიე კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს და გაიგე მეტი პროკრედიტ ბანკი

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა შენი ვიზიტი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. ჩვენი საიტის სარგებლობისა ნიშნავს, რომ Cookies  გამოყენების  პირობები მისაღებია თქვენთვისს.