საქართველოს ბანკი შეფასება
საქართველოს ბანკი ემსახურება 2.2 მილიონ მომხმარებელს, აქვს საქართველოში სერვისცენტრების ერთ–ერთი ყველაზე ფართო ქსელი (279 სერვისცენტრი), საქართველოში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელი (813 ბანკომატი), 2,723 თვითმომსახურების ტერმინალი, დისტანციური საბანკო მომსახურების სრული პაკეტი და 24 საათიანი თანამედროვე სატელეფონო ცენტრი.
„ბიჯეო ჯგუფის“ აქციების 94%–ს ფლობენ წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, აშშ, კანადა, სკანდინავიის ქვეყნები, ლუქსემბურგი და სხვ.
„ბიჯეო ჯგუფის“ ყველაზე მსხვილი აქციონერები
საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოს და მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს ტოვებენ გენერალური დირექტორის მოადგილეები: დავით წიკლაური და რამაზ კუკულაძე. ფინანსური მიმართულებით ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას დაიკავებს სულხან გვალია. სულხანს გვალიას საბანკო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ის საქართველოს ბანკში არაერთ მმართველ თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ბანკის საკრედიტო რისკების (2005-2012) და კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებას (2012-2016) ხელმძღვანელობდა. სულხან გვალია არის კომპანია „E-Space”-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე არის “ინეკობენკში” (სომხეთი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ვასილ ხოდელს ჩაანაცვლებს გიორგი ფაილოძე. ამავე დროს, ვასილ ხოდელი დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე რჩება.