23 შეფასება

საპროცენტო განაკვეთი

მოქნილობა & პირობები

ვებ-გვერდის გამართულობა

მომსახურება

მოკლე მიმოხილვა
  • პირველი სრულიად ციფრული ბანკი საქართველოში„
  • ონლაინ სესხი 50 000ლ-მდე, 36 თვემდე ვადით
  • სესხი გაცემის საკომისიოს და წინსწრებით დაფარვის საკომისიოს გარეშე
  • სესხის თანხა შენს ნებისმიერ ანგარიშზე იმავე დღესვე აისახება
დადებითი და უარყოფითი მხარეები
  • ონლაინ სესხი ნებისმიერ დროს. სესხის აღება და დაფარვა 24/7-ზე
  • სესხი, შემნახველი ანგარიში, განვადება, კომუნალურების გადახდა - ყველაფერი ერთ აპლიკაციაში
  • თანხის გადარიცხვა ბანკების ბარათებს შორის მყისიერად
  • სფეისს არ აქვს ფილიალები, ეს შეიძლება ბარიერი იყოს ზოგიერთი მომხმარებლისთვის
Exclamation Mark Iconარა პარტნიორი კომპანია
არჩეული 26, 644 ჯერ
  • თიბისი ბანკის ონლაინ სესხი - tbc credit
  • სწრაფი სესხი 100-დან - 30 000 ლარამდე, 3-48 თვით
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 15.8%დან
  • სესხის აღების სრულიად ონლაინ პროცედურა და უმარტივესი აპლიკაცია

Space Bank-ის მიმოხილვა: როგორია სფეისის პირობები?

სფეისი 5 წლის წინ გამოჩნდა ჩვენს საკრედიტო ბაზარზე და პირველმა შემოიტანა ინოვაციური მიდგომა საბანკო მომსახურებისადმი. ეს არის ციფრული ბანკი, რომელიც ბევრ სხვა ფინანსურ სერვისთან ერთად გვთავაზობს ონლაინ სესხს 24/7-ზე.

ამ ბლოგში მიმოხივილავთ როგორ მუშაობს Space Bank, გაგაცნობთ მისი მომსახურების პირობებს და ვისაუბრებთ დეტალებზე, რაც უნდა იცოდე სფეის სესხის აღებამდე.

space.ge

მიმოხილვის მთავარი საკითხები:

რა არის სფეისი?

სფეისი არის სრულად ციფრული ბანკი (Space Neo bank), რომელსაც არ გააჩნია ფილიალები. იგი მომხმარებლებს ემსახურება მობაილ აპლიკაციის საშუალებით, რომელიც, ფაქტობრივად, ანაცვლებს ფილიალების საჭიროებას.

სფეის ბანკი შეგვიძლია მოვიხსენიოთ როგორც Space App.

Space-ს მომხმარებელი რომ გახდე, მობილურში (სმარტფონში) უნდა გადმოწერო აპლიკაცია, რის შემდეგაც ბანკის ყველა სერვისი შეგიძლია მოითხოვო უშუალოდ აპლიკაციიდან.

Space TBC ბანკის გუნდის მიერ შეიქმნა

Space შექმნა TBC ბანკის გუნდმა 2018 წელს. იგი იყო პირველი სრულიად ციფრული ბანკი საქართველოში, შესაბამისად, მალევე გამოიწვია ახალგაზრდა მომხმარებლების დაინტერესება და დაახლოებით 8 თვეში აპლიკაციას უკვე 50 000 გადმოწერა ჰქონდა.

კომპანიას აქვს ამბიცია, რომ შეცვალოს ბანკსა და მომხმარებელს შორის დამკვიდრებული ტრადიციული მიდგომა. ის ფაქტი, რომ სფეისის უკან თიბისი ბანკი დგას, კიდევ უფრო მეტად ზრდის sfeisi-ს სანდოობას.


სფეის ბანკის მთავარი მახასიათებლები

ონლაინ სესხის მოცულობა50 000 ლარამდე
ონლაინ სესხის ვადა36 თვემდე
ონლაინ სესხის ეფექტური %16%-დან
QR განვადების ვადა3 თვანი განვადება; ეფექტური 0%
ბარათის საკომისიოსფეის ბარათს არ აქვს საკომისიოები;
შეკვეთის ღირებულება 10 ლარი
ყულაბის საპროცენტო სარგებელიწლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 7.76%
სესხის აღების პერიოდი24/7-ზე;
ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან
სესხის ვალუტალარი
მომხმარებლის მხარდაჭერაOnline მხარდაჭერა 24/7

რას გვთავაზობს Space Bank?

სფეის ბანკი ემსახურება ფიზიკურ პირებს და გვთავაზობს 6 ძირითად პროდუქტს. ესენია: ონლაინ სესხი, რეფინანსირების სესხი, ფულის გადარიცხვა, კომუნალური გადასახადები, QR განვადება და ყულაბა თანხის დასაგროვებლად.

space ge

როგორ ვისარგებლო სფეისის პროდუქტებით?
Space sesxi

Sfeisi-ს ყველა ეს პროდუქტი აქტიურია სფეისის მობაილ პლიკაციაში და საკმარისია აპლიკაციის გადმოწერა, რომ მომენტალურად შეძლო მაგალითად, სესხის მოთხოვნა, QR განვადების გაკეთება ან ფულის გადარიცხვის შესრულება.

მაგალითად, მარჯვნივ მოცემული სქრინი ამოღებულია ჩვენი გუნდის წევრის სფეისის აპლიკაციიდან. ასეთი სქრინი დაგხვდება შენც მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდები და გაიაქტიურებ აპლიკაციას.

გარდა ამისა, სფეისის აპლიკაციაშივე შეგიძლია შეუკვეთო Space ვიზა ბარათი, რომელიც არ აქვს ყოველთვიური საკომისიოები და გამოირჩევა ბევრი ბენეფიტით.

მიმოხივილოთ სფეისის თითოეული პროდუქტი უფრო დეტალურად.


სფეის სესხი

სფეისში ონლაინ სესხის აღების პროცესი ძალიან მარტივი და სწრაფია. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ ავტომატურად გამოგიჩნდება სესხის შემოთავაზება, რომლის მოთხოვნაც ისევ აპლიკაციიდან ხდება.

სფეის სესხი იგივე ონლაინ სესხია, მისი პირობები ასე გამოიყურება:

  • სესხის მოცულობა – 100 ლ – 50 000 ლ
  • სესხის ვადა – 1 – 36 თვე
  • ეფექტური % – 16%-დან
  • მიზნობრიობა – შეუზღუდავი, ნებისმიერი მიზნით
  • უზრუნველყოფა – არ მოითხოვება
  • სესხის გაცემის დრო – 24/7

💡 ჩვენი შეფასებით, სფეისის ონლაინ სესხი განსაკუთრებით მოქნილი პირობებით გამოირჩევა.

თუ შევადარებთ სხვა ბანკებისა და მიკროსაფინანსოების ონლაინ სესხებს, ვნახავთ, რომ სფეისის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ერთ-ერთი დაბალია ბაზარზე.

გარდა ამისა, ჩვენი აზრით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა სესხის ნებისმიერ დროს დამატების შესაძლებლობა.

მაგალითად, თუ დაგიმტკიცდა speis sesxi 5 000 ლარის მოცულობით და პირველ ჯერზე მხოლოდ 4 000 ლარს აიღებ, შეგიძლია ნებისმიერ დროს ძალიან მარტივად დაიმატო დარჩენილი სესხის თანხა.

რა არის საჭირო სფეის სესხის ასაღებად?

  • სფეისში ონლაინ სესხის აღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან
  • სესხის აღებისას დაგჭირდება შემოსავლების დადასტურება
  • ყოველთვიური შემოსავალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 200 ლარს
  • შემოსავლების დადასტურება, შეიძლება, ავტომატურად მოხდეს სისტემის მიერ, ან დაგჭირდეს ბოლო 3 თვის ჩარიცხვების ატვირთვა

რომელია სფეის სესხის საუკეთესო ალტერნატივა?

სფეისის სესხის აღებამდე გირჩევთ, აუცილებლად განიხილო სხვა კრედიტორების შემოთავაზებებიც.

სფეის სესხის ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა თიბისი კრედიტი. ეს არის თიბისი ბანკის სამომხმარებლო სესხი 30 000 ლარამდე, რომელიც ხელსაყრელი პირობებით გამოირჩევა.

TBC CREDIT არის financer.com-ის ვიზიტორებს შორის ყველაზე ხშირად არჩეული სესხი. ნახე პირობები:

არჩეულია 26, 644 -ჯერ
  • თიბისი ბანკის ონლაინ სესხი – tbc credit
  • სწრაფი სესხი 100-დან – 30 000 ლარამდე, 3-48 თვით
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 15.8%დან
  • სესხის აღების სრულიად ონლაინ პროცედურა და უმარტივესი აპლიკაცია
4.4
წაიკითხე 36 შეფასება

თიბისი ბანკის სწრაფი ონლაინ სესხი tbccredit.ge განკუთვნილია მათთვის, ვისაც თანხა სასწრაფოდ სჭირდება და სწრაფი ონლაინ სესხის აღებას გადაწყვეტს.

Space ბარათი

Space ბანკის აპლიკაციიდან შეგიძლია შეუკვეთო space barati. ეს არის სადებეტო ვიზა ბარათი, რომლის გამოყენებაც შეგიძლია სხვა საბანკო ბარათების მსგავსად ნებისმიერი საბარათე ტრანზაქციის შესასრულებლად – თანხის შესატანად, გადასარიცხად, გასანაღდებლად, გადასახდელად და სხვ.

Space ბარათი

🏷️ ბარათის ფასი: Space ბარათის შეკვეთა ღირს 10 ლარი, სხვა მხრივ ბარათს მომსახურების ხარჯები არ აქვს, ანუ არ მოგიწევს საკომისიოების გადახდა.

💳 ბარათის შეკვეთა: შეკვეთის სრული პროცესი აპლიკაციაში, დისტანციურად ხდება. მას შემდეგ, რაც შეუკვეთავ ბარათს, speisi გამოგიგზავნის საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
თბილისში ბარათის მიღებას სჭირდება 2-3 სამუშაო დღე, ხოლო რეგიონში – 3-5 სამუშაო დღე.

💸 სფეის ბარათით გადახდა: Space Visa ბარათით გადახდა შეგიძლია ნებისმიერ ადგილას, სხვა ბანკების საკრედიტო/სადებეტო ბარათების მსგავსად.

Space რეფინანსირება

თუ გაქვს მიმდინარე მცირე სესხები, tbc space გთავაზობს გადაიტანო სესხი უკეთესი პირობებით ან გაერთიანო ყველა კრედიტი ერთის ქვეშ.

რეფინანსირების სესხის პირობები იგივეა, რაც სწრაფ სესხზე:

  • სესხის მოცულობა – 50 000 ლარამდე
  • ვადა – 36 თვემდე
  • ეფექტური – 16%-დან

რეფინანსირების მოთხოვნისას სფეისი გიმტკიცებს შენთვის ინდივიდუალურად დადგენილ მაქსიმალურ ლიმიტს. ამ თანხიდან შეგიძლია რეფინანსირებისთვის გამოიყენო ის თანხა, რაც დაგჭირდება სესხების გასაერთიაებლად, ხოლო დარჩენილი აუთვისებელი მოცულობა შეგიძლია სფეის ონლაინ სესხის სახით დაიმატო.

რამდენია შენი მაქსიმალური ლიმიტი ამას შენს აპლიკაციაში ხედავ.

📱 მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც Space Bank-ის რეფინანსირებას აქვს ეს არის სესხის მოთხოვნის მარტივი, სრულიად ციფრული პროცესი.

გახსოვდეს, რომ სესხის რეფინანსირების მიზანია გააუმჯობესოს შენი არსებული სესხ(ებ)ის პირობები.

თუ სესხების გაერთიანება არ შეამცირებს შენს საპროცენტო ხარჯებს ან არ გააუმჯობესებს ზოგად პირობებს, მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა არაგონივრულია. 

პირველ ეტაპზე მიმართე შენს მიმდინარე კრედიტორს სესხის რეფინანსირების მოთხოვნით, შემდეგ კი შეადარე მისი შემოთავაზება სფეისის რეფინანსირების შემოთავაზებასთან და აირჩიე უფრო ხელსაყრელი ვარიანტი.

როგორ მოვითხოვო სფეისის რეფინანსირება?

რეფინანსირების სესხის მოთხოვნაც აპლიკაციიდან ხდება. სესხის მოთხოვნისა და აღების პროცესი არის სრულად ციფრული და ამისათვის საჭიროა აპლიკაციაში ჩამოსქროლო შემოთავაზებების სექციამდე და მოძებნო რეფინანსირების შემოთავაზების სთორი (როგორც სქრინზეა მოცემული).

1. დააკლიკე სთორის ”რეფინანსირება”, რის შემდეგაც შემოთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჩამოიშლება.

2. შემდეგ ‘თანხის მოთხოვნა‘ ღილაკით შეამოწმე შენი ლიმიტი.

3. აირჩიე რომელი მიმდინარე სესხების გადაფარვა/გაერთიანებას აპირებ სფეის სესხით.

4. აირჩიე რამდენს გადაიხდი ყოველთვიურად და თვის რომელ დღეს.

5. დაადასტურე შემოსავლები და დაელოდე თანხას.

არ დაგავიწყდეს, რომ სფეის რეფინანსირების აღების შემდეგ 7 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს ძველი სესხების გადაფარვა.

QR განვადება

სფეის განვადება შეგიძლია მოითხოვო space ბანკის პარტნიორ ობიექტებში, რომელთა რიცხვი 150-ზე მეტია და თვიდან თვემდე იზრდება. აღსანიშნავია, რომ სფეისი თანამშრომლობს თითქმის ყველა ცნობილ ბრენდსა და მაღაზიასთან.

QR განვადების საშუალებით შეგიძლია ნივთის ღირებულება გაყო 3 ნაწილად და დაფარო 3 თვის გან,ავლობაში.

მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ განვადებით სარგებლობისას არ გიწევს დამატებითი თანხის გადახდა, ანუ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 0%-ია.


განვადების პირობები:

  • მოცულობა – 100-დან 25 000 ლარამდე **
  • ასაკი – 18 წლიდან
  • შემოსავლები – ყოველთვიურად მინიმუმ 200 ლარი, მოითხოვება შემოსავლების დადასტურება

** განვადების მოცულობა ინდივიდუალურად მტკიცდება მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის, შემოსავლებისა და ვალდებულებებიდან გამომდინარე
შენს ნივთზე მოთხოვნილი განვადების პირობები აპლიკაციაშივე გამოგიჩნდება.

გაითვალისწინე, რომ თუ Space განვადებას 3 თვეში ვერ დაფარავ, მოგიწევს გადახვიდე სტანდარტული განვადების პირობებზე. ამ შემთხვევაში კი შენი განვადება უფასო აღარ იქნება და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 29%-დან იქნება. 


Financer.com-ის შეფასება

ჩვენი შეფასებით, სფეისის QR განვადება ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო პირობებით გამოირჩევა. მის უპირატესობას 2 ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს:

  1. განვადების გაკეთების უმარტივესი და მყისიერი ონლაინ პროცედურა
  2. განვადების დიდი მოცულობა (25 000 ლარამდე)

⭐ თუმცა, თუ შევადარებთ ტოპქარდის (რე|ბანკი) განვადებას, შეძენილი პროდუქციის თანხა შეგვიძლია 12 თვეზე გადავანაწილოთ ეფექტური 0%-იანი განვადებით. ვადის მხრივ სფეისი ნაკლებ მოქნილობას გვთავაზობს.

ყველა ბანკის ბარათი სფეისის აპლიკაციაში

სფეისის აპლიკაციაში შეგიძლია დაამატო ყველა ბანკის ბარათი, რომლითაც სარგებლობ და აპლიკაციიდანვე გადარიცხო თანხა ერთმანეთში მომენტალურად.

💸 მაგალითად, თუ გაქვს თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკისა და ლიბერთი ბანკის ბარათები, დაამატებ აპლიკაციაში და გადარიცხავ თანხას ერთი ბანკის ბარათიდან მეორეზე.

აქამდე ბანკებს შორის თანხის გადარიცხვისას ლოდინი გვიწევდა (რადგან ბანკთაშორის გადარიცხვებს როგორც წესი 1 დღეზე მეტი სჭირდება), ან თუ მაშინვე გვინდოდა თანხის მიღება, უნდა მოგვეძებნა ერთი ბანკის ბანკომატი, გამოგვეტანა თანხა, შემდეგ გვენახა მეორე ბანკის ჩასარიცხი აპარატი და ასე შეგვეტანა თანხა.

სფეისმა სხვადასხვა ბანკების ბარათებს შორის თანხის გადარიცხვა 1 წუთამდე დაიყვანა.

[✨ ეს არის ჩემი ფავორიტი ფუნქციონალი სფეის აპლიკაციაში. თავდაპირველად სფეისის გამოყენება სწორედ ამ მიზნით დავიწყე.]

გაითვალისწინე, რომ ბანკებს შორის სფეისის აპლიკაციით გადარიცხულ თანხის ანგარიშზე ასახვას, შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს, თუმცა რეალურად თანხა მყისიერად ჯდება ბარათზე და გადარიცხვის მომენტიდანვე შეგიძლია გამოიტანო/გადაიხადო ნებისმიერ ობიექტში.

სფეისის აპლიკაციის სხვა ბენეფიტები

როგორც ვთქვით, სფეისის აპლიკაცია ანაცვლებს ტრადიციულ ბანკებს. დღეს თითქმის ყველა ფინანსური ოპერაციის შესრულება შეგვიძლია სფეის ბანკის აპლიკაციაში. მაგალითად:

  • კომუნალური და სხვა ტიპის გადასახადების გდახდა ერთ სივრცეში, ერთი აპლიკაციიდან
  • ფულის დაგროვება სფეის ყულაბაში, რომელიც არის იგივე შემნახველი ანგარიში
  • ტრანზაქციების შაბლონების შექმნა და თანხის ავტომატურად გადახდა ყოველთვიურად განმეორებადი ხარჯებისთვის

⚡ ამასთანავე, აპლიკაციაში ხშირად გვხვდება მიმდინარე აქციები, რომლებსაც გვთავაზობს ციფრული ბანკი.

მაგალითად, 2021-2022 წელს პოპულარული იყო სფეის თამაში, რომლის ფარგელბშიც სფეისით ყოველი ტრანზაქციისას აგროვებდი ქულებს და ტოპ 10-ეულში მოხვედრისას ყოველკვირეულად იღებდი ფულად პრიზებს.


ღირს თუ არა space სესხით სარგებლობა?

🙌 100%-ით! Space digital bank არის სანდო ბანკი, რომლის მომსახურებაშიც იგრძნობა მომხმარებელზე ზრუნვა.

მომსახურება & სერვისი: ამ მხრივ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სფეისი არ ზოგავს ენერგიას მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაში. გადმოწერე აპლიკაცია, გაიარე Space რეგისტრაცია და ნახე რამდენად მარტივია ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების შესრულება ერთი აპლიკაციიდან.

სესხის პირობები & ტარიფები: სფეისის სესხის საპროცენტო განაკვეთები კონკურენტუნარიანია ბაზარზე არსებულ სხვა ონლაინ სესხებთან შედარებით. სესხის მოცულობა და ვადაც საკმაოდ დიდია იმის გათვალისწინებით, რომ სესხი არის არაუზრუნველყოფილი.


მიუხედავად ამისა, გახსოვდეს, ნებისმიერი ტიპის სესხის აღებისას აუცილებლად უნდა შეადარო სესხების შემოთავაზებები ერთმანეთს, რადგან საბოლოო პირობები მაინც ინდივიდუალურად დგინდება შენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.

რამდენად გამოგადგათ სტატიიდან მიღებული ინფორმაცია?

სტატია დაეხმარა 3 მითხველს (3)


მომხმარებლების შეფასებები -

Space 17 შეფასდა 37 კომპანიას შორის და მიენიჭა 4.3 საშუალო რეიტინგი 23 მომხმარებლის შეფასებებზე დაყრდნობით. კომპანიის სუსტი მხარეა მოქნილობა და პირობები და ძლიერი მხარეა - პროცენტი და ხარჯები.
მომხარებლის შეფასება
შეფასების გაფილტვრა Close Icon
ყველა შეფასება
დალაგება Close Icon
ყველაზე ახალი
საუკეთესო შეფასება
ცუდი შეფასება
ყველაზე გამოსადეგი
სგ
სოფიო გოგიᲫე 1 შეფასება | მაისი 22, 2023
კომპანიის ზოგადი შეფასება
დადებითი მხარე
საუკეᲗესოებუ ხარᲗ
უარყოფითი მხარე
არაფერი ვერაᲤერს ვიტყვი
პასუხი
laha 88 1 შეფასება | აპრილი 24, 2023
კომპანიის ზოგადი შეფასება
დადებითი მხარე
ყურადღებიანი
უარყოფითი მხარე
უარყოფითი არ გააჩნია
პასუხი
Sasha Novikov 1 შეფასება | იანვარი 18, 2023
კომპანიის ზოგადი შეფასება
დადებითი მხარე
კარგები ხართ
უარყოფითი მხარე
სწრაფები ძალიან
პასუხი
SS
SHOTA SUQNIDe 1 შეფასება | იანვარი 7, 2023
კომპანიის ზოგადი შეფასება
დადებითი მხარე
მისი დაბალი პროცენტით
უარყოფითი მხარე
საუკეთესო პიტობები
პასუხი
lasha stefania 1 შეფასება | ნოემბერი 25, 2022
კომპანიის ზოგადი შეფასება
პასუხი
Mamuka Nazi 1 შეფასება | ნოემბერი 12, 2022
კომპანიის ზოგადი შეფასება
პასუხი
ზგ
ზურაბ გოგუაძე 1 შეფასება | ოქტომბერი 7, 2022
კომპანიის ზოგადი შეფასება
პასუხი
lana bendeliani 1 შეფასება | სექტემბერი 12, 2022
კომპანიის ზოგადი შეფასება
პასუხი
IM
Ikaa Mekokishvili 1 შეფასება | ივლისი 3, 2022
კომპანიის ზოგადი შეფასება
დადებითი მხარე
აპლიკაცია კარგია
უარყოფითი მხარე
ვადაგადაცილება მქონდა
პასუხი
Alvarda Bambukashvili 1 შეფასება | მაისი 3, 2022
კომპანიის ზოგადი შეფასება
დადებითი მხარე
dato35193739#!")$(@:
უარყოფითი მხარე
datosjdksbxlwjd
პასუხი
მეტი შეფასების ნახვა

დაწერე შენი შეფასება Space-ზე

გჭირდება მეტი ინფორმაცია?

ეწვიე კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს და გაიგე მეტი Space

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა შენი ვიზიტი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. ჩვენი საიტის სარგებლობისა ნიშნავს, რომ Cookies  გამოყენების  პირობები მისაღებია თქვენთვისს.