Space ბარათი
ყველა სერვისი დისტანციურად
უკონტაქტო ვიზა ბარათი
დღევანდელი სამყაროს სწრაფ ტემპში ყოველ წამს აქვს მნიშვნელობა. ბარათის გატარებისასაც კი არ უნდა დაკარგო ზედმეტი დრო. უბრალოდ შეახე ბარათი ტერმინალს და გადახდილია. დღეს შენს ყოველ წამს დიდი მნიშვნელობა აქვს. შენი დრო ფულის გადახდისდროსაც არ უნდა დაკარგო. შეახე სფეის ბარათი ტერმინალს. სფეის! და გადახდილია
ანგარიში, თუ შეიძლება
სფეისში ანგარიშის გახსნა შეგიძლია დისტანციურად, სულ რამდენიმე საფეხურის გავლით: გადაიღე სელფი, გადაუღე ფოტო პირადობის მოწმობას, გაიარე ვერიფიკაცია და დარეგისტრდი. გახდი პირველი, სრულიად ციფრული ბანკის მომხმარებელი. დაემშვიდობე ფილიალებს, რიგებს და ტაბლოზე შენი რიგის ნომრის ანთებით გამოწვეულ სიხარულს
შეუკვეთე, ჩვენ მოგიტანთ
დაივიწყე ბარათის შესაკვეთად და მერე მის მისაღებად რიგში ორჯერ დგომა. დაივიწყე რიგის ტაბლოზე წითლად აციმციმებული სამნიშნა რიცხვი. შენ ეს დრო შეგიძლია უფრო სასარგებლო რამეში გამოიყენო: გაასეირნო ძაღლი, ეთამაშო შენს შვილს, ან წაუძინო. რადგან: სფეისის აპლიკაციიდან ბარათს უკვეთავ რამდენიმე წამში. ბარათს უფასოდ მოგიტანთ ნებისმიერ მითითებულ მისამართზე 3-5 სამუშაო დღეში. ბარათის პინს მიიღებ სფეისის მობილური აპლიკაციიდან და გაააქტიურებ ბანკომატში მოთავსებით.