TBC CREDIT მიმოხილვა (2023)
TBC CREDIT არის თიბისი ბანკის ონლაინ სესხი. იმისათვის, რომ სესხის აღების პროცესი იყოს მარტივი და სწრაფი, თიბისი ბანკმა შექმნა პლატფორმა, სადაც შეგიძლია მოითხოვო სესხი 30 000 ლარამდე, უზრუნველყოფის გარეშე.
ამ გვერდზე ნახავ TBC Credit-ის მიმოხილვას, განაგრძე კითხვა და გაეცანი რა პირობებს გთავაზობს tbc credit, როგორ ხდება სესხის აღება და ნახე როგორ აფასებენ სხვა მომხმარებლები tbccredit-ის ონლაინ სესხებს.
თიბისი ონლაინ სესხის ძირითადი პირობები | |
---|---|
სესხის მოცულობა | 100 – 30 000 ლარი |
სესხის ვადა | 3 – 48 თვე |
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი/strong> | 15.8%-დან |
გაცემის საკომისიო | 2.5%-დან |
ანგარიშიდან გატანის საკომისიო | 0%-0.6% (ანგარიშის ტარიფის მიხედვით) |
ვადაგადაცილების საკომისიო | 20 ლარი ვადაგადაცილების პირველ დღეზე, დავალიანების თანხის 0.5% ყოველდღიურად |
სიცოცხლის დაზღვევა | სესხის ძირის 0.72% (სიცოცხლის დაზღვევა აუცილებელია tbccredit-ის ასაღებად) |
უზრუველყოფა | არ მოითხოვება |
თუ ეძებ 30 000 ლარიან ონლაინ სესხს დაბალი საპროცენტო განაკვეთით, შეავსე თიბისი კრედიტის ონლაინ განაცხადი და ნახე შენზე მორგებული პირობები.
30 000 ლარამდე სესხი TBC CREDIT-სგან
TBC kredit გვთავაზობს ონლაინ სესხის მოქნილ პირობებს. ამ სესხის უპირატესობა არის ის, რომ შეგიძლია აიღო საკმაოდ დიდი მოცულობის სესხი უზრუველყოფის გარეშე.
ამასთანავე, სესხის მოთხოვნა და სესხის დამტკიცება ხდება tbc credit-ის ონლაინ აპლიკაციის შევსების შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი არის სრულიად ონლაინ და აპლიკაციის შევსებას სჭირდება დაახლოებით 15 წთ.
მოქნილი პირობები: სესხის მოცულობისა და ვადის არჩევის ფართო არჩევანი
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურად ანგარიშდება, რაც იმას ნიშნავს რომ თუ კარგი საკრედიტო ისტორია გაქვს, შენი სესხი დაბალ პროცენტში დაგიმტკიცდება
TBC Credit-ზე აღებული სესხი უარყოფითად არ აისახება შენს საკრედიტო რეიტინგზე, რადგან TBC CREDIT თიბისი ბანკის ონლაინ სესხის პლატფორმაა და ონლაინ განაცხადის შევსებისას იმავე სესხზე აკეთებ განაცხადს, რომელსაც თიბისი ბანკის ფილიალში მისვლისას მოითხოვდი.
რაც მთავარია, ვებ გვერდზე არ დაგხვდება უამრავი სხვადასხვა ტიპის სესხების შემოთავაზება, მთელი ვებ-გვერდი განკუთვნილია ონლაინ სესხისთვის და მხოლოდ 1 ღილაკის დაჭერით დაიწყებ აპლიკაციის შევსებას.
TBC CREDIT-ის უპირატესობები
თიბისი სწრაფი სესხის მიზნობრიობა
TBC სწრაფი სესხის აღების მიზნობრიობა შეუზღუდავია. აპლიკაციის შევსებისას არ დაგჭირდება მიუთითო, თუ რა მიზნით იღებ სესხს, შესაბამისად, ნებისმიერი საჭიროების დროს შეგიძლია მოითხოვო სესხი.
ამ ვიდეოში, თიბისი კრედიტის გუნდის კაპიტანი დეტალურად ხსნის თუ როდის შეგიძლია მოითხოვო TBC CREDIT-ის სესხი:
ვის შეუძლია აიღოს TBC Online Credit?
იმისათვის, რომ თიბისი სწრაფი სესხი აიღო, უნდა აკმაყოფილებდე შემდეგ აუცილებელ პირობებს:
- უნდა იყო მინიმუმ 20 წლის ასაკის
- გქონდეს თიბისი ბანკში გახსნილი ნებისმიერი ტიპის ანგარიში ან ხელფასი უნდა გერიცხებოდეს ნებისმიერ სხვა ბანკში
- უნდა შეგეძლოს მინიმუმ ბოლო 4 თვის შემოსავლების წარდგენა ბანკიდან ამონაწერის სახით (ეს შეიძლება იყოს ხელფასიც და გზავნილებიც)
რომ შევაჯამოთ, აუცილებელია იყო მინიმუმ 20 წლის, გიფიქსირდებოდეს რომელიმე ბანკში გახსნილი ონლაინ ანგარიში და ამ ანგარიშზე დარიცხული შემოსავლები ბოლო 4 თვის განმავლობაში.
TBC Credit-ის სესხის აპლიკაციის შევსების პროცესი
TBC credit არის სამომხმარებლო სესხი ონლაინ, შესაბამისად აპლიკაციის შევსების პროცესი ონლაინ მიმდინარეობს და ჯამში დაგჭირდება სავარაუდოდ 5-10 წთ.
იმისათვის, რომ წინასწარ გქონდეს მზად ყველა დოკუმენტი, მოკლედ მიმოვიხილოთ ის ძირითადი საბუთები რაც აპლიკაციის შევსებისას დაგჭირდება:
#1 ეტაპი:
პირველ რიგში უნდა შეიყვანო შენი პირადი ნომერი, რის შემდეგაც გამოგეგზავნება SMS კოდი შენს ტელეფონის ნომერზე (ამიტომ დარწმუნდი, რომ ტელეფონი თან გაქვს აპლიკაციის შევსებისას)
#2 ეტაპი:
მეორე ნაბიჯია შენი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. შემოსავლის წყაროდ შეგიძლია აირჩიო: ხელფასი, თვითდასაქმებული, იჯარა, გზავნილი ან/და დივიდენდი.
შემდეგ კი თითოეულის შესახებ უნდა მიუთითო დეტალები, მაგ: რა სფეროში ხარ დასაქმებული, რამდენი ხანია რაც იღებ შემოსავალს და აშ. ამ ველების შევსება ძალიან მარტივია და ბევრი დახმარება არ დაგჭირდება.
#3 ეტაპი:
შემდეგ უნდა მიუთითო შენი პირადი საკონტაქტი ინფორმაცია: მეილი და ტელეფონის ნომერი (მეილის ქონა აუცილებელია).
#4 ეტაპი:
შემდეგი ნაბიჯია სადაზღვევო კომპანიის არჩევა. გაქვს 3 ვარიანტი: თიბისი დაზღვევა, ირაო ან ჯიპიაი. სამივე სადაზღვევოს შემთხვევაში დაზღვევის ტარიფია – 0.72%.
გაითვალისწინე, რომ აუცილებელია სიცოცხლის დაზღვევის არჩევა tbccredit.ge-ზე ონლაინ სესხის ასაღებად. დაზღვევის არჩევის შემდეგ გადმოწერ პირობებს და დაადასტურებ, რომ გაეცანი დაზღვევის პირობებს.
ამ ყველა ველის შევსების შემდეგ, სისტემა გაჩვენებს შენთვის განკუთვნილ შეთავაზებებს: აიღო ახალი სესხი ან გადაფარო ძველი დავალიანებები.
#5 ეტაპი:
შემოთავაზების არჩევის შემდეგ მიუთითე სასურველი თანხა, თუ მოთხოვნილი სესხის თანხა აჭარბებს 100 ლარს, უნდა ატვირთო შემოსავლების დამადასტურებელი ცნობა.
#6 ეტაპი:
კიდევ ერთხელ დაადასტურე შენთვის სასურველი სესხის თანხა, მოცულობა და სესხის პირობები და დაიმტკიცე სესხი!
TBC CREDIT-ის შესახებ ხშირად დასმული კითხვები
რა დრო სჭირდება tbc sesxis-ს დამტკიცებას?
tbccredit.ge-ზე განაცხადის შევსებას სჭირდება დაახლოებით 10 წთ, თუმცა, სესხის დამტკიცების შესახებ პასუხი დამოკიდებულია როდის შეავსებ განაცხადს.
გირჩევთ, გაითვალისწინო თიბისი კრედიტის სამუშაო საათები:
ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 20:00, შესაბამისად, 8 საათის შემდეგ გაგზავნილი აპლიკაცია განიხილება მეორე დღეს,
შაბათი – კვირა: 12:00 – 20:00, შესაბამისად, შაბათს 8 საათის შემდეგ გაგზავნილ მოთხოვნაზე პასუხს გაიგებ კვირას 12 საათის შემდეგ.
თუ სესხი დაგიმტკიცდა, სესხის თანხა შენს ანგარიშზე ჩაირიცხება მომენტალურად (tbc sesxi 2 wutshi).
როგორია წინსწრებით დააფრვის პირობა tbc swrafi sesxi-სთვის?
Tbc kredit-ის წინსწრებით დაფარვისას საკომისიო არის 0%-2 %, დამოკიდებულია კრედიტის სრულ გადახდამდე დარჩენილ ვადაზე. თუ დარჩენილია:
- 24 თვეზე მეტი, საკომისიო იქნება 2%
- 12-დან 24 თვემდე, საკომისიო 1%
- 6-დან 12 თვემდე, საკომისიო 0.5%
- 6 თვეზე ნაკლები, უფასო, ანუ 0%
ნახევრად შევავსე აპლიკაცია, თუმცა ვერ დავასრულე. როგორ მოვიქცე?
თუ tbcsesxi-ის ვებ-გვერდზე აპლიკაციის შევსების პროცესი შეწვიტე და გსურს გაგრძელება, თავიდან ეწვიე ვებ გვერდს: tbccredit.ge და ზედა მარჯვენა კუთხეში მოძებნე ღილაკი “განაცხადის გაგრძელება”.
თუ ღილაკი არ დაგხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მიერ შეყვანილ მონაცემებს ვადა გაუვიდა სისტემაში და ხელახლა მოგიწევს აპლიკაციის შევსება.
როგორ დავადასტურო შემოსავალი TBC Credit ge-ზე?
შენი შემოსავლის დადასტურება ხდება შემოსავლების ტიპის მიხედვით:
- თუ იღებ ხელფასს და გერიცხება რომელიმე ბანკში, ხელფასის დასადასტურებლად დაგჭირდება ბანკიდან ბოლო 4 თვის სახელფასო ამონაწერი
- თუ შემოსავალს ხელზე იღებ, დაგჭირდება თიბისი ბანკის გუნდთან ვიდეო ზარით დადასტურება ან შენს საქმიანობის/სამუშაოზე ადგილზე ვიზიტით.
- თუ შენი შემოსავალი ფულადი გზავნილებია, დაგჭირდება ბოლო 6 თვის განმავლობაში მიღებული გზავნილების ამონაწერის წარმოდგენა ან ბოლო 6 თვის განმავლობაში მიღებული გზავნილების ქვითრები.
რა არის TBC Credit-ის წინასწარ დამტკიცებული სესხი?
თიბისი ბანკის წინასწარ დამტკიცებული სესხი განკუთვნილია თიბისი ბანკის სახელფასო კლიენტებისთვის, ანუ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ხელფასი ერიცხებათ თიბისი ბანკში.
თიბისი ბანკს თავისი სახელფასო კლიენტების შემოსავლებზე ინფორმაცია აქვს, შესაბამისად, ასეთ მომხმარებლებს წინასწარ უმტკიცებს სესხის ლიმიტს და სთავაზობს წინასწარ დამტკიცებულ სესხს. ამ სესხის აღება კი მომენტალურად შეუძლიათ მომხმარებლებს იმ შემთხვევაში, თუ სესხი დასჭირდებათ.
შესაბამისად, წინასწარ დამტკიცებული სესხის შეთავაზება უჩანთ მხოლოდ იმათ, ვისთვისაც წინასწარ მოხდა სესხის ლიმიტის დამტკიცება.
TBC Credit-ის მომხმარებელთა მომსახურება
თუ დამატებითი კითხვები გექნება ან დაგჭირდება TBC Credit-ის გუნდთან დაკავშირება, ამისათვის ბევრი გზა არსებობს. შეგიძლია გამოიყენო როგორც სატელეფონო ზარი, ასევე თიბისი ბანკის ონლაინ ჩატი ან უბრალოდ დაპოსტო შენი კითხვა თიბისი ბანკის მომსახურების facebook ჯგუფში: TBC Digital.
→ ჩვენი გამოცდილებით, თიბისი ბანკის ონლაინ სესხის გუნდი ოპერატიულად და უმოკლეს ვადებში პასუხობს თითოეული მომხმარებელს.
Financer Georgia-ს მომხმარებლების ზოგადი გამოცდილება თიბისი ბანკთან
TBC Credit-ის ონლაინ სესხის აღებისა და სესხის დაფარვის გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლების უმეტესობა დადებითად აფასებს. მომხმარებლების უმეტესობა აღნიშნავს, რომ სესხის აღების პროცედურა არის სწრაფი და ვებ-გვერდზე ნავიგაცია საკმაოდ მარტივია.
რაც შეეხება თიბისი ონლაინ სესხის პირობებს, tbc credit საკმაოდ დიდი კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ სხვა ონლაინ სესხებს.
თიბისი ბანკი ერთ-ერთი პირველია საქართველოში ციფრული საბანკო სერვისების შემოთავაზებით და ონლაინ სესხების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე სანდო ბანკად მიიჩნევა.