უზრუნველყოფილი სტუდენტობა ფინანსური ტერაბანკისგან

ბევრჯერ წარმოგიდგენია თავი წარმატებული ფინანსისტის, ჟურნალისტის, ექიმის, მსახიობის ან სხვა როლში?

არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც რეალიზებული და დაფასებული პროფესიონალი ხარ. ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად შეგიძლია, თავად წყვეტ, რა იყიდო, სად დაისვენო, ვის დაეხმარო. შესაძლოა, შენი მომავალი შენსავე ოცნებებზე შთამბეჭდავიც კი იყოს, მთავარია მიიღო განათლება, რომელიც თანამედროვე სამყაროში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

დაიწყე შენი მომავლის შენება ახლა და აიღე ტერაბანკის სტუდენტური სესხი.

tera bank სტუდენტური სესხის პირობები

  • სესხის ოდენობა -სასწავლებელში ერთი წლის სწავლების 100%, მაქსიმუმ 17,000 ლარი
  •   სესხის მინიმალური ვადა - 3 თვე
  • სესხის მაქსიმალური ვადა - 12 თვე
  • სესხის ვალუტა  - ლარი
  • სესხის დაფარვის პირობა -  ყოველთვიური თანაბარი დაფარვები
  • სესხის უზრუნველყოფა -  არ მოითხოვება
  • სესხის გაცემის საკომისიო   - 0.5% მინ 25 ლარი -1% მინ. 50 ლარი
  • კრედიტ ინფოს ბაზაში ინფორმაციის მოძიების საკომისიო       -    10 ლარი

ბანკის საქმიანობა

ტერაბანკი 17 წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. ახლა უკვე - ტერაბანკი, თავდაპირველად „საქართველოს აგრო ბიზნეს ბანკის“ სახელით 1999 წლის 10 დეკემბერს დაარსდა. 2005 წლის 13 ივნისიდან სახელი შეიცვალა და გახდა „სტანდარტ ბანკი“.

  • 2007 წლის 30 დეკემბერს, არაბულმა „დაბი ჯგუფმა“ პირველი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში და „კორ ბანკი საქართველოს“ ლიცენზია მოიპოვა.  2008 წლის 26 ივნისს კი „სტანდარტ ბანკს“ შეერწყა და დაერქვა „კორ სტანდარტ ბანკი", მოგვიანებით კი - ქეი-ეს-ბი ბანკი.
  • 2015-2016 წლებში ქეი-ეს-ბი ბანკში სრული რებრენდინგი განხორციელდა, რის შედეგად 2016 წლის 23 მაისიდან შეიცვალა ბანკის პოზიციონირება, ფილიალების კონცეფცია, საკომუნიკაციო სტრატეგია და ახალი სახელი - ტერაბანკი დაერქვა.

„დაბი ჯგუფი“ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში  წამყვანი ბიზნეს ჯგუფია და მრავალი ბიზნესმიმართულებით ოპერირებს, მათ შორის: ტურიზმის ინდუსტრია, მშენებლობა, უძრავი ქონება, დეველოპმენტი და მართვა, წარმოება,  საზღვაო ჭაბურღილები, საბანკო და ფინანსური მომსახურება და ა.შ.

მას მისი აღმატებულება, შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს. „კორ სტანდარტ ბანკის“ აქციების 45%-ის მფლობელი სწორედ მისი აღმატებულება.

შეიხი ნაჰაიანი გახლავთ. „დაბი ჯგუფი“ ორიენტირებულია, მძლავრი ფინანსური რესურსითა და მართვის გამოცდილებით გააფართოოს ინვესტიციები ფინანსურ საქმიანობაში აუთვისებელ და განვითარებად ბაზრებზე.

ხედვა

"ჩვენი ხედვაა, შევქმნათ საბანკო მომსახურების უმაღლესი სტანდარტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის; ვიყოთ მეწარმეების, მათთან დასაქმებული ადამიანებისა და მათი მომხმარებლების რჩეული ბანკი და სანდო პარტნიორი; აქტიური  მოთამაშე საცალო საბანკო სფეროში; ღირებული ინვესტიცია ბანკის დამფუძნებლებისთვის; სასურველი დამსაქმებელი თანამშრომლებისთვის და საზოგადოების ღირსეული კორპორატიული წევრი."

მისია

"ჩვენი მისიაა, გამორჩეული და ინდივიდუალური მომსახურებით ხელი შევუწყოთ მეწარმეებს, მათთან დასაქმებულ ადამიანებსა და მათ მომხმარებლებს ბიზნესისა და პირადი ფინანსური ამოცანების გადაჭრაში;  პასუხისმგებლობაზე  დამყარებული ქმედითი  მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ბიზნესს  და ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში."

ველოს აგრო ბიზნეს ბანკის“ სახელით 1999 წლის 10 დეკემბერს დაარსდა. 2005 წლის 13 ივნისიდან სახელი შეიცვალა და გახდა „სტანდარტ ბანკი“.

ებისა და მათი მომხმარებლების რჩეული ბანკი და სანდო პარტნიორი; აქტიური  მოთამაშე საცალო საბანკო სფეროში; ღირებული ინვესტიცია ბანკის დამფუძნებლებისთვის; სასურველი დამსაქმებელი თანამშრომლებისთვის და საზოგადოების ღირსეული კორპორატიული წევრი."