რა პოზიცია უკავია საქართველოს კორუფციის საერთაშორისო რეიტინგში?

არასამთავრობო ორგანიზაცია ‘საერთაშორისო გამჭვირვალობის’ ცენტრალური ოფისი ყოველწლიურად აქვეყნებს კორუფციის აღქმის კვლევის შედეგებს (CORRUPTION PERCEPTIONS INDEX 2018), მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამოკითხული მოსახლეობისა და ექსპერტების პასუხების მიხედვით ადგენენ, როგორ აღიქვამს ადგილობრივი მოსახლეობა თავიანთ ქვეყანაში არსებულ კორუფციის დონეს.

29 იანვარს გამოქვეყნდა 2018 წლის მონაცემები – მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული ორუფციის დონის აღქმის კვლევის შედეგები, კვლევა ყოველწლიურად ტარდება და მონაწილეობს 180 ქვეყანა, ამ კვლევის მიხდვით შეადგინეს კორუფციის აღქმის საერთაშორისო ინდექსი, ქვეყნებს ენიჭებათ ქულა 0-დან 100-მდე,
100 ქულა კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანას აღნიშნავს, ხოლო 0 ქულა – კორუფციის ძალიან მაღალ დონეს.

რა პოზიცია უკავია საქართველოს?

კორუფციის აღქმის საერთაშორისო ინდექსში საქართველო 41-ე ადგილზეა და აქვს 58 ქულა, 2017 წელს საქართველო იყო 46-ე ადგილზე, 56 ქულით, ამ რეიტინგში საქართველომ წელს 5 ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია, თუმცა, მოსახლეობის მიერ კორუფციის დონის აღქმა არ გაუმჯობესებულა, გაუარესდა 2 ქულით.

საქართველომ 2018 წელს გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა სამხრეთ კორეა, იტალია, ხორვატია, საბერძნეთი და სხვა ევროკავშირის ქვეყნები.

რა მდგომარეობაა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში?

მარტივად რომ შევხედოთ, რომელ ქვეყანაშიც მაღალია ქულა, იმ ქვეყანას ნაკლებ კორუფციულიად აღიქვამს საკუთარი მოსახლეობა, მაქსიმალური ქულა, ანუ 100 ქულა, არც ერთ ქვეყანას  არ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს მასშტაბით არ მოიძებნა ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც თვლის, რომ საკუთარ ქვეყანაში კორუფცია საერთოდ არ არსებობს.

2018 წლის მონაცემებში, ყველაზე მაღალი ქულა აქვს დანიას – 88 ქულა, ახალ ზელანდიას – 87 და ფინეთს – 85, აზიაში სინგაპური ლიდერობს – 85 ქულით;
რეიტინგში ბოლოა სომალი 10 ქულით, მას მცირედით უსწრებენ სირია და სამხრეთ სუდანი – 13 ქულით.

საქართველოს მსგავსი 58 ქულა აქვთ ესპანეთს, ლატვიას, 1 ქულით გვისწრებენ ლიეტუა, ჩეხეთის რესპუბლიკა და კვიპროსი.

_____
საქართველოში არც სახარბიელო მდგომარეობაა და არც საგანგაშო, ვინარჩუნებთ საშუალო დონეს, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფციის აღქმის დონე შემცირდება.

ქვეყანაში მიმდინარე სიახლეები:

Financer კონფიდენციალურობის პარამეტრები

ფინანასტერის გამოყენებით თქვენ აღიარებთ ჩვენს პირობებს, ასევე ჩვენს მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვიყენებთ Cookies- ს ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების ანალიზისა და მონიტორინგისთვის. გარკვეული Cookies მოითხოვს თქვენს აქტიურ თანხმობას, რათა ჩვენთვის შეგროვილი მონაცემები შევიტანოთ. თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ საკუთარ თავს მესამე მხარის მომსახურების შესახებ, ასევე ვიყენებთ თქვენს თანხმობას ნებისმიერ დროს ჩვენს Cookie- ში.

Facebook მარკეტინგი

SEO Solutions Ltd. (ჩვენ), როგორც პროვაიდერი financer.com-ის ვიყენებთ Facebook-Pixel ხელი შეუწყოს ჩვენი შინაარსი და მომსახურება ჩვენს სტუმრებს Facebook- ზე, ასევე აკონტროლოთ შედეგები ამ მარკეტინგული საქმიანობის. ეს მონაცემები ჩვენთვის ანონიმურია და მხოლოდ სტატისტიკურ მიზნებს ემსახურება. Facebook- ს შეუძლია Facebook- ის Pixel- ისგან მიღებული Facebook- ის (სახელი, ელ.ფოსტა და ა.შ.) შეთავსება და გამოიყენოს ეს საკუთარი სარეკლამო მიზნებისათვის. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ და აკონტროლოთ Facebook მონაცემები თქვენი Facebook კონფიდენციალურობის პარამეტრებიში.